სარწმუნოების მტერი ვაცლავ ჰაველი — ზვიად გამსახურდიას მკვლელი

ზვიად გამსახურდია:

«სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს
«დღევანდელი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპორველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვა 1991 წლის 7 ივნსს

ვაცლავ ჰაველი:

«Полагаю, что построенное на религиозных принципах государство – как и государство, построенное на идеологических или националистических принципах, – всегда опасно
«ვთვლი, რომ რელიგიურ პრინციპებზე აგებული სახელმწიფო – ისევე როგორც სახელმწიფო აგებული იდეოლოგიურ ან ეროვნულ პრინციპებზე, – ყოველთვის საშიშია
Вацлав Гавел, интервью главному редактору “Газеты Выборча” Адаму Михнику 30 ноября 1991 года

ადამ მიხნიკი (Адам Михник):

«Двадцать один год назад к власти в Грузии пришел человек, который сидел в тюрьме, был диссидентом. Это Звиад Гамсахурдиа. И оказалось, что это еще хуже, это антикоммунист с лицом большевика. Ангел у власти – это очень опасно. Если человек хочет быть ангелом, то он скорее будет скотиной».
«ოცდაერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებაში მივიდა ადამიანი, რომელიც იჯდა ციხეში, იყო დისიდენტი. ეს ზვიად გამსახურდია იყო. და აღმოჩნდა, რომ ეს უარესია ვიდრე ბოლშევიკის სახიანი ანტიკომუნისტი. ანგელოზი ხელისუფლების სათავეში – ეს ძალზე საშიშია. თუ ადამიანს უნდა იყოს ანგელოზი, უფრო მოსალოდნელია რომ იგი პირუტყვი იქნება
Антисоветский русофил презентовал книгу

და – სწორედ ამიტომ – გლობალიზმმა საქართველოს ხელისუფლების სათავედან გააგდო ანგელოზი გამსახურდია და დასვა სატანა შევარდნაძე (რომელიც შემდგომ ჩაანაცვლა შევარდნაძის ლეკვით – სააკაშვილით).

აი რატომ და რა მიზეზით უმხედრებდნენ და აჯახებდნენ პირადად ზვიად გამსახურდიას (და მის დაფუძნებულ ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობას მთლიანად) ერისა და სარწმუნოების მტერ ავტომატიან ინტელიგენციას გლობალიზმის ფრიადოსანი ვ.ჰაველი და გლობალისტი დისიდენტი ა.მიხნიკი! — აი რატომ გაახმაურა მსოფლიოს მასშტაბით ზვიადის პოლიტიკური მკვლელი ჭანტურიასეული ცილისწამება:

Read more of this post

ზ.გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება

1994 წლის 10 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და მანანა არჩვაძე – გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის №7494802 საქმე.

1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელმა ო.ჯაფარიძემ გამოიტანა დადგენილება “თვითმკვლელობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული №7494802 სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის” შესახებ.

Read more of this post

ბ.გუგუშვილი (22.12.2011): 1991 წლის 22 დეკემბერთან დაკავშირებით

მეგობრებო

ოცი წლის წინ, აქ გაიმართა რუსეთ-საქართველოს 1987-1993 წწ. ომის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ბრძოლა. ამ ადგილას 1991 წლის დეკემბერ-იანვარში ქართველმა ერმა ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა და ამ მოძრაობის მიერ შექმნილი ეროვნული ხელისუფლების მეთაურობით თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწია რუსული საბჭოთა იმპერიის შეიარაღებულ აგენტურას, კრიმინალიტეტს და მის უკან მდგომ საბჭოთა არმიას.

სამთავრობო შენობების გმირულ შეიარაღებულ დაცვას იანვარშივე მხარი აუბა მასსობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობამ. ასობით ათასი შეუიარაღებელი, მშვიდობიანი ადამიანი სისტემატური დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად 70 წლის განმავლობაში პირველად მასსობრივად აღსდგა ერის, სამშობლოს, მისი ნება-სურვილით არჩეული ხელისუფლების დასაცავად — საკუთარი სინდისისა და ნამუსის დასაცავად.

1991 წლის 24 დეკემბრიდან (როდესაც მასობრივი შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო) 1992 წლის 2 თებერვლამდე ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის, მისი ხელისუფლების მიერ გამართულმა გმირულმა შებრძოლებამ იდეურად და პოლიტიკურად დაამარცხა და მოსპო კრემლისა და დასავლეთის მიერ შექმნილი პუტჩისტური ხროვა, რომელიც ამის შემდეგ სულ მალე მსოფლიო გლობალისტურმა და იმპერიულმა ძალებმა თითონ გადააგდეს ისტორიის სანაგვეზე.

სწორედ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა და მისი ეროვნული ხელისუფლების 1991-1992 წლების მიჯნაზე გაწეულმა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ და ეროვნული გმირების დაღვრილმა წმინდა სისხლმა მოამზადა და გარდუვალი გახადა 1993 წლის შუახანებში საქართველოში კანონიერი ეროვნული ხელისუფლების აღდგენის პროცესის დაწყება და წარმატებული განვითარება — რომლის გლობალისტური, იმპერიული ძალებით შეჩერება ვაშინგტონის ადმინისტრაციის მითითების საფუძველზე რუსეთის მიერ პირდაპირი და დაუფარავი აგრესიის შედეგად მოხერხდა

ფიზიკური დამარცხების მიუხედავად 1991-1993 წწ ეპოპეამ ქართველ ერს მოუტანა უდიდესი ზნეობრივი და სულიერი გამარჯვება რომელიც აგერ უკვე 20 წელია იმედით კვებავს ქართველ ერს და მოსვენებას არ აძლევს ხელისუფლების უზურპატორებს.

განხილულმა შებრძოლებამ გარკვეულწილად აღასრულა ქართველი ერის სულიერი მისსიაც და ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის თავგანწირული ლიდერის ზვიად გამსახურდიას პირადი მისსია, — აგრეთვე მისივე ანდერძი რომლის გახსენებისთვის დღეს საუკეთესო დროა.

Read more of this post

RUSSIAN-GEORGIAN WAR IN THE WESTERN GEORGIA (MEGRELIA, ABKHAZIA, SVANETI)

Published in: Caucasus and an unholy alliance

Introduction

The Kremlin policy of Chauvinism, racism and genocide towards indigenous Caucasian — Ibero-Caucasian ethnic groups remained unknown to the democratic world and human right defense circles during the years of 1990-1994. Only the heroic resistance of Chechenian people to Kremlin aggression forced the some of Western politicians to pay attention to the fate of Caucasian nations, which were contemptuously named as the “individuals of criminal Caucasian nationality”, speaking on “Caucasian dialect, language” by the Russian chauvinist mass-media. The aim of the present report is to show on the example of Georgia (Megrelia and Svanetia), that the Chechenian tragedy appears to be the consisting part of Kremlin’s policy in Caucasus (in a wider range in the whole ex-Soviet territory). It just happens to be the last and obvious demonstration of this policy, however the similar events have earlier taken place in Samachablo, Ingushetia, Abkhazia (in Armenia and Azerbaijan as well). Unfortunately the World community did not provide the evaluation of these events then and did not point on the main reasons and the one, who carried the guilt. This fact encouraged Kremlin on the new brutalities in Chechenia.

Read more of this post

სამახსოვრო: კრემლის მთავარი სამიზნეები რუსეთ-საქართველოს 1987-1993 წლების ომისას

მეგობარო:
შენ დაბნეული ხარ! შენ მოტყუებული ხარ! შენ ატაცებული ყავხარ მტრის პროპაგანდას!

ყურადღებით წაიკითხე და გაიაზრე ქვემოთ დაწერილი, დაეუფლე სიმართლეს, ისწავლე მტრული პროპაგანდის მხილება!

სამახსოვრო:
რუსეთის მთავარი სამიზნეები რუსეთ-საქართველოს 1987-1993 წლების ომისას

მეგობარო, ამ თემასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა შეიგნო:

  • არავითარი „სამოქალაქო ომი“ 1991-1992 წლების მიდამოებში საქართველოში არ ყოფილა — ისევე როგორც არ ყოფილა „სამოქალქო ომი“ 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასა და კრემლისტურ „შულავერის მთავრობას“ შორის და ქართველი კომუნისტების მეთაურობით კრემლის მიერ საქართველოს ოკუპაციისას!
  • არავითარ „ძმათაკვლას“ 1991-1993 წლებში საქართველოში ადგილი არ ჰქონია — ისევე როგორც არავითარი „ძმათაკვლა“ არ ყოფილა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ — ქართველების სტალინ-ორჯონიკიძის მიერ, საქართველოს „შულავერის მთავრობის“ მიერ საქართველოს ოკუპაციისას!

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო საბჭოთა „პერესტროიკის“ ვითარებაში საქართველოში ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის აბობოქრებისთანავე და მისი უპირველესი და მთავარი სამიზნე იყო რუსული საბჭოთა იმპერიის ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური მტერი: ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა, როგორც ორგანიზებული და იდეოლოგიურად გამართული საერთო-სახალხო მოძრაობა და შემდგომ ამ მოძრაობის მიერ შექმნილი ეროვნული ხელისუფლება.

რუსეთ-საქართველოს 1987-1993 წლების ომი — საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული მანამდე უცნობი, მზაკვრული გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და თვალთმაქცობის მიზნით არსებითწილად შეთქმულებითი, ფარული, საიდუმლო სპეც-ოპერაციების მეთოდებსა და ხერხებს იყენებდა.

Read more of this post

Независимость и Православие, Нравственность и Духовность: Из Речи Новоизбранного Председателя Верховного Совета Грузии Звиада Гамсахурдиа 14 Ноября 1990

Усилиями Национально-освободительного движения, непримиримой демократической оппозиции в текущем году в нашей стране впервые были проведены многопартийные демократические, несоветские выборы. На этих выборах грузинский народ выразил свою волю, он отдал мандат доверия авангарду национально-освободительного движения – на выборах победил избирательный блок “Круглый стол – свободная Грузия”! Поздравляю с этой победой друзья.

Грузинский народ проявил политическую зрелость, высокое национальное самосознание, грузинский народ доказал, что он готов к свободе.

Но, при этом, друзья, я должен отметить, что все отмеченное лишь начало новой и еще более важной войны, которую должна выиграть наша нация и имя этой войны Возрождение свободной, независимой Грузии.

… Следует отметить, что мы считаем преступность социальной проблемой, поскольку его создает общественно-политическая структура, в которой мы жили в течение долгих лет. Уничтожение религии, упадок морали, потеря и обесценение духовных идеалов, – это истинные основы преступности. Цивилизованный мир знает лишь один единственный и главный путь искоренения преступности, становления социальной гармонии: это возрождение религии, правильное воспитание молодежи, укоренение нравственных идеалов в общественной жизни.

В Условиях тоталитарного режима и диктатуры коммунистической идеологии огромная опасность нависла не только над социальным, политической и экономическим бытием грузинской нации — но, прежде всего над его духовным и культурным существованием и над его культурными ценностями. В настоящее время, необходима радикальная реформа ныне существующих органов защиты культурного наследия.

Нельзя откладывать радикальную реформу системы образования … Необходимо восстановление полноценного преподавания истории и географии Грузии. Религиозное образование должно быть расширено, необходимо создать приходские воскресные школы и богословские факультеты в высших учебных заведениях.

Дорогие друзья! Наша справедливая борьба за свободу и независимость в центре внимания мира. Пусть знают все, что мы боролись и будем бороться за возрождение религиозных и национальных идеалов наших предков, так как судьба определила Грузии великую миссию.

Грузинская нация шла по тернистому пути истории ценой невиданных мучений, она всегда была защитницей морали и справедливости, она жертвовала плотью для сохранения духа, высшей целью она поставила служение истине, ради чего была многократно терзаема и повергнута мучениям со стороны варваров и язычников. Но грузинская нация прошла Голгофу истории, для того чтобы настало время ее воскрешения и возвышения, ее озарения перед народами мира — с тем, чтобы все человечество причастилось к свету милованному грузинской нации Богом. Не далеки те времена, когда Грузия станет примером нравственного величия для народов всего мира.

Дорогие друзья! Наше движение в первую очередь суть религиозное движение, потому что без религии нет истинного национального возрождения. Именно поэтому, сегодня, наш народ един с нашей церковью. Мы боремся против мрака безбожия и противозакония, наше правое дело под защитой провидения, и именно поэтому враг был побежден. Грузинская нация не пойдет путем Вараввы, путем безбожия, разбоя, терроризма. Путь грузинской нации это путь добродетели, радушия и любви – это путь Христа! – И ныне и присно и во веки веков!

Да будет благословенна Грузия – Удел Богородицы! Бог пребывает с нами!
Аминь!

См. также:
Православное государство Грузия – Из инаугурационной речи Президента Звиада Гамсахурдиа 7 Июня 1991″

Источник на грузинском: უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

_____________________________

Мнение врага – Адам Михник:

«Двадцать один год назад к власти в Грузии пришел человек, который сидел в тюрьме, был диссидентом. Это Звиад Гамсахурдиа. И оказалось, что это еще хуже, это антикоммунист с лицом большевика. Ангел у власти – это очень опасно. Если человек хочет быть ангелом, то он скорее будет скотиной».
Антисоветский русофил презентовал книгу

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მომდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩვენები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს — გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ — თავისუფალმა საქართველომ“! გილოცავთ ამ გამარჯვებას მეგობრებო.

ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული შეგნება, ქართველმა ერმა დაამტკიცა რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის.

მაგრამ ამასთან მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი  საქართველოს აღორძინება.

… უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს ის სოციალურ-პოლიტიკური წყობილება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით წლების მანძილზე. რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუფასურება – აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი და უმთავრესი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობამ: ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის პირობებში დიდი საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არამარხოლოდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ არამედ უწინარეს ყოვლისა სულიერ და კულტურულ არსებობას და კულტურულ ფასეულობებს. დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა.

გადაუდებელია განათლების სიტემის რადიკალური რეფორმა… უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება. უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ.

ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნით ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს მფარველობს განგება და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით. ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა და ქრისტეს გზაა — აწ და მარადის და უკუნისიადნ უკუნისამდე!

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

იხილეთ აგრეთვე: „სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან

Read more of this post

Заявление члена парламента Литовской республики Альгирдаса Патацкаса — члена парламентской делегации, международного свидетеля при перезахоронений останков президента Звиада Гамсахурдиа из Грузии в Грозный 1994 г

 2011 09 01

Председателю парламента Грузии
господину Давиду Бакрадзе

Генеральному прокурору Грузии
господину Зурабу Адеишвили,

Председателю межпарламентской групы
Грузия – Литва господину Гиоргий Канделаки

ЗАЯВЛЕНИЕ

17 февраля 1994 г. я, Альгирдас ПАТАЦКАС, член парламента Литовской республики в составе парламентской делегаций непосредственно учавствовал в перезахоронений останков первого президента независимой Грузии Звиада Гамсахурдиа как международный свидетель, присутствовал при раскопке и открытии гроба в селе Дзвели Хибула, подписал соответствующие документы. Как мне стало известно, обстоятельства смерти президента, хотя и  были проведены исследования, в грузинском обществе до сих пор обсуждается.  Считаю своим моральным и гражданским долгом дать показания и готов предстать перед соответствующей комиссией или другими следственными структурами. Думаю, что показания единственного международного свидетеля принесли бы пользу в окончательном раскрытии обстоятельств этих трагических событий грузинской историй.

С уважением – Альгирдас Патацкас
Сигнатар Акта восстановления независимости Литвы
Член парламента Литвы (1990-2000)

Read more of this post

სერაფიმ საროველი და საქართველო

Летопись Серафимо-Дивеевского монастыря

Глава I

В 44-м году по Р. X., когда Ирод Агриппа начал преследовать христиан, обезглавил Иакова, брата Иоаннова, и заключил в темницу Петра, тогда святые апостолы, с соизволения Богоматери, признали за лучшее оставить Иерусалим и положили кинуть между собой жребий, кому отправиться в какую сторону для проповеди Евангельской (Сказания о земной жизни Пресвятой Богородицы. СПб., 1869). Пречистой Богоматери досталась земля Иверская, нынешняя Грузия. С радостью приняв этот первый удел, Она стала готовиться к отправлению в Иверию, но Ангел, явившийся пред Нею, возвестил Ей, что страна, доставшаяся Ей в удел для проповеди, просветится впоследствии времени; что же касается до Нее Самой, то Она должна остаться теперь в Иерусалиме, ибо Ей предназначен труд просвещения другой страны, о которой воля Сына и Бога Ее выскажется в свое время. Read more of this post

Православное государство Грузия – Из инаугурационной речи Президента Звиада Гамсахурдиа 7 Июня 1991

04/1991

Период прошедший после 28 октября* был сложнейшим экзаменом как для народа, так и для власти и правительства им избранного. Истинно тяжел и тернист путь к независимости. Тем более трудно каждодневное следование этому пути — тогда, когда пройдет первоначальный энтузиазм, появятся первые и к сожалению не последние заблудшие и сбившиеся с пути, когда — физическая ограниченность человека, плотские проблемы жития этого мира как-бы мстят нации внутренне уже ставшего свободным.

Мы должны признать, что мечта о свободе, стихийные действия во имя свободы были несравненно легче, чем национальное возрождение возведенное в ранг государственной политики и ставшее реальной работой.

Сегодня можно уже с уверенностью сказать, что незыблема воля Грузинского народа освободиться от имперских оков. Народ последовательно и твердо стоит на этом пути. И это не является неожиданным: Мы стоим у распутья истории Грузии, где Грузинский народ еще раз отказывается от физического благоденствия мира сего во имя духовного национального возрождения. А возрождение означает возврат к обновлению и к истинному собственному Я. Что возможно достичь лишь только с Божьей помощью и самоотверженной деятельностью каждого из нас.

История Грузинской нации, история государственности Грузии, грузинская культура и традиционные ценности — это наше прошлое, это наша гордость. Народ, борющийся за свободу и демократию, общество возрождающее религиозное мировоззрение и национальное самосознание — это наше сегодня, это итог нашей борьбы.

— В Грузии, в истинной православной христианской стране, союз между церковью и государством был традицией;

Пламенная вера Грузин определяла многовековое существование Грузинского государства во враждебном окружении. В свою очередь Государство способствовало Апостольской деятельности Церкви;

Возрождение государственности Грузии, восстановление ее независимости невозможно без возрождения пламенной веры характерной для грузин, без нравственного возрождения — это подтверждено и прошлым и нынешним днем;

— Именно по этому истинное Грузинское национальное движение и в прошлом и в настоящем тесно связано с религиозным сознанием, с лоном церкви;

Нынешнее Национальный Освободительное движение, по своей сути является национально-религиозным движением, поскольку оно стремиться к осуществлению не только к национально-политических установок, но в первую очередь стремиться к нравственному возрождению основанному на христианской вере и христианском самосознании;

— Национальная власть будет заботиться о восстановлении традиционного единства Церкви и Государства. Суть этого единство заключается в следующем – авторитет национального государства должен основываться не только на социально-политической составляющей власти, но в большей мере – на христианские нравственные основы;

— Отношение Государства к Церкви должно основываться на верховенстве религиозно-нравственного авторитета Церкви и признании особой социальной функции Церкви;

- Духовная природа Апостольской деятельности Церкви сама по себе исключает непосредственное ее участие в политической системе страны, но отделение Церкви от политической системы не должно означать взаимоисключения Церкви и Государства;

— Церковь и Государство не должны вмешиваться в деятельность друг-друга, но они должны совместно обеспечивать целостность светской и религиозной жизни. Мы сторонники не взаимного разграничения Церкви и государства, Церкви и школы, но сторонники их естественного союза, который в то же время будет основываться на взаимозависимости политической системы и Церкви;

По мере восстановления независимости Православие должно превратиться в государственную религию;

— Основываясь на этих принципах, Грузинское государство должно обеспечить право Церкви быть активным участником светской жизни. Государство должно защищать церковное имущество, должно содействовать традиционной монастырской деятельности Церкви. Государство должно заботиться, чтобы Церковь получала необходимую материальную поддержку – для просветительской деятельности, строительства и ремонта храмов. Должна быть восстановлена церковная собственность на землю;

Признание Православия государственной религией, не наносит ущерба гражданским правам как последователей других религий, так и атеистов. Государством будет гарантирована свобода совести, и каждой личности будет дана возможность исповедовать ту веру, которую он сам желает исповедовать. Права граждан не будут ограничиваться исходя из  религиозного признака. Грузинское государство будет и впредь оставаться верным традиции религиозной терпимости.

■ □ ■ □

Уважаемые дамы и господа.

— Грузинский народ выделяется среди равных своим бытом, местом и языком. Грузия является Уделом Богородицы.

Наша история, образ жизни, борьба за сохранение веры, национальной независимости – это мученический путь, Христов путь Добра, Радушия и Любви.

— История дает нам шанс вернуться на путь предков, возможность возродить свободную Грузию. Настает время, когда жизнь каждого – без исключения – принадлежит отечеству.

— Нация, безусловно, готова к решительной борьбе, – это обязанность национальной власти быть достойным великой миссии – исполнить порученное обязательство – вернуть Грузии достойное место в мировом сообществе наций.

Великие цели могут исполнится лишь божественной любовью.
Да исполнится воля Божья, воля нации.
Да здравствует свободная Грузия!
Да бережет нас Бог!

7 Июня 1991 г.

*  28 октября 1990 г., первые несоветские выборы Верховного Совета Грузии

См. также:
Независимость и Православие, Нравственность и Духовность: Из Речи Новоизбранного Председателя Верховного Совета Грузии Звиада Гамсахурдиа 14 Ноября 1990

Источник на грузинском: “სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან
http://wp.me/ph17g-bJ

_____________________________

Мнение сатаны – Адам Михник:

«Двадцать один год назад к власти в Грузии пришел человек, который сидел в тюрьме, был диссидентом. Это Звиад Гамсахурдиа. И оказалось, что это еще хуже, это антикоммунист с лицом большевика. Ангел у власти – это очень опасно. Если человек хочет быть ангелом, то он скорее будет скотиной».
Антисоветский русофил презентовал книгу

სანდრო ბრეგაძე: კოკო გამსახურდიამ ხელისუფლებასთან კაპიტულაცია გამოაცხადა

ეროვნული მოძრაობის ე.წ. ზვიადისტების ნაწილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება და გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს, თუ ის მხოლოდ ლიბერალური ძალების იმედად არ დარჩება.

რა პოლიტიკურ პირობებს უყენებს ივანიშვილს “ზვიდისტების” სახელით სანდრო ბრეგაძე, რატომ დატოვა მან კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება” ან რატომ გაიყოლა თან კონსტანტინე გამსახურდიამ იმედები, რომლებიც მისი პარტიის მიმართ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებსა და მათ გულშემატკივრებს ჰქონდათ – სანდრო ბრეგაძემ ამ საკითხზე დაწესებული მორატორიუმი “სარკესთან” მოხსნა.

სანდრო ბრეგაძე:

– პარტიის ე.წ. ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოულოდნელად გაუთვლელი ნაბიჯები გადადგა, ამით თვითონაც გაურკვეველ სიტუაციაში ჩაიგდო თავი და სხვებიც ასეთივე მდგომარეობაში ჩააყენა. მას შემდეგ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს რაღაც ორგანიზაცია, რომელსაც ყოველთვიურად ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება.

პარტიიდან მაშინვე წამოვედი, როგორც კი გავიგე, რომ ბატონმა გამსახურდიამ, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში მამამისის საქმე გამოეძიებია, ხელისუფლებასთან კაპიტულაცია გამოაცხადა.

სიმართლე გითხრათ, პარლამენტში მისი შესვლის მომხრე თავიდანვე არ ვიყავი. მაშინ მითხრა, რომ მისი ცხოვრების მიზანი მამის მკვლელობის საქმის გამოძიება იყო, ამისთვის კი პარლამენტში უნდა შესულიყო, რათა მისულიყო არქივამდე და სხვადასხვა დოკუმენტამდე, რითაც ის დაადასტურებდა ედუარდ შევარდნაძის ბრალეულობას გამსახურდიას მკვლელობის საქმეში და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა. რამდენიმე დღეში გამოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დადგენა არაფერ შუაშია იყო იმასთან, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია.

– კომისია ხომ შეიქმნა და საქმე პროკურატურას გადაეცა?

– პირველი კონფლიქტი კომისიის წევრების გამო მოგვივიდა. კომისია ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩევლებისგან დაკომპლექტდა. ამიტომ ორი აზრი არ არსებობდა, რომ ეს ხალხი შევარდნაძეს ხელს არ დაადებდა და გამოძიებას მისი ბრალეულობის დამტკიცებისკენ არ წაიყვანდა.

– ვის გულისხმობთ?

– მთელ კომისიას. დიდ პატივს ვცემ მიხეილ ოსაძეს, გაწონასწორებული ადამიანი და კარგი იურისტია. ის შევარდნაძის პერიოდში უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ და, რა თქმა უნდა, მორალურად მას ხელს ვერ დაადებდა. რას ემსახურებოდა იგორ გიორგაძესთან სულელური ჩასვლა? კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ შევარდნაძე არ დაკითხულიყო. ამას გარკვეული გარიგების სუნი ასდის. ცოტა მეტ ინფორმაციას ვფლობ, რა გარიგება შედგა შევარდნაძესა და ზოგ–ზოგიერთს შორის, მაგრამ როცა დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვს, ამაზე საუბარი ცოტა ძნელია.

– ვისსა და ვის შორის დაიდო გარიგება და რა სახის იყო – ფინანსური თუ პოლიტიკური?

– კომისიას და შევარდნაძეს შორის, რომ სხდომაზე ის არ დაეკითხათ და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის კვალი მასთან არ მისულიყო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ზვიად გამსახურდიას დევნა ედუარდ შევარდნაძის დავალებით ხდებოდა. გეკითხებით, როგორც პოლიტიკაში კარგად გაცნობიერებულ ჟურნალისტს – თუ მკვლელობა მოხდა, ვინც დევნას ახორციელებდა, შეკვეთა მისგან მოდიოდა თუ არა? იმის ნაცვლად, რომ შევარდნაძის და მისი მთავრობის წევრების ბრალეულობა გამოკვეთილიყო, საუბარი წავიდა იმაზე, თუ რას აკეთებდა იმ დროს რობინზონ მარგველანი, ბესარიონ გუგუშვილი. ვერც იმას ვიტყვი, გუგუშვილს და მარგველანს რაიმე წვლილი მიუძღვით გამსახურდიას გარდაცვალებაში და ვერც იმას, რომ დამნაშავეები არიან, თანაც ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ნომერი პირველი საკითხია, ვინ იყო შემკვეთი და საზოგადოების დაკვეთა სწორედ ამის დადგენა გახლდათ. ამის საპირისპიროდ მოხდა ედუარდ შევარდნაძის “გაპრავება”, იმის ნაცვლად, რომ განსასჯელის სკამზე დამჯდარიყო და პასუხი ეგო იმ ქმედებაზე, რომელიც იმ წლებში ჩაიდინა სამეგრელოს და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.

2011-11-26 19:47:42
http://www.gumbati.ge/?address=cat&cat=4&id=86505

კოკოს კომისიის გარეწრობა №1: „რამდენადმე“ და „ოდნავ“

იხ. მთლიანად წიგნი
„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას
გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დოკუმენტების კრიტიკა და მხილება“:
http://www.box.com/shared/c06dz1ytjs
http://www.scribd.com/fullscreen/74085627?access_key=key-27c7rq1rfusut1h3qy2h

კოკო გამსახურდიას ანუ „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის“ მთელი „მოღვაწეობა“ ერთიანი დიდი და ხანგრძლივი ფალსიფიკატორული კამპანია იყო.

ფალსიფიკატორული და გამყალბებელი საქმიანობა ბეჭდად ასვია კომისიის ყველა დოკუმენტსა და ასახული იყო კომისიის წევრების აღვირახსნილ მას მედიურ კამპანიაშიც.

Read more of this post

სურათები რომელსაც კოკოს კომისია მალავს

ცხედრის მარჯვენა საფეთქელზე ტყვიის შემავალი ხვრელი და დენთის მიერ დამწვარ-გარუჯული უბანი, შეტრუსული თმები.

როგორც თვით კომისიის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მასალა ადასტურებს 4-5 სანტიმეტრის დიამეტრის დენთის ალის მიერ დამწვარ-გარუჯული უბანი და შეტრუსული თმები 3-4 სმ, მაქსიმუმ 5-6 სმ გასროლის შედეგია

აქ მოტანილზე ბევრად უკეთესი, პროფესიულ დონეზე გადაღებული ფოტო სურათები აქვს პროკურატურას და კომისიასაც — მაგრამ მათ ეს სურათები დამალეს!

იხ. აგრეთვე ვიდეო:

დაუძლეველი წინაღობა: ზ.გამსახურდიას ოჯახის ბოროტი განზრახვები

რამდენჯერაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შესწავლასა თუ გამოძიებაზე (რაც წესით და სინდის-ნამუსის არსებობისას არ უნდა მომხდარიყო) მიდგა საქმე — იმდენჯერ, და ეს იძულებულნი იყვნენ ყოველი ასეთი ქმედების ფინალში ხაზგასმით აღენიშნათ — შესწავლას-გამოძიებას დაუძლეველი წინაღობის სახით მოევლინა ის, რომ გამსახურდიას ოჯახისა და პირველ რიგში ქვრივის, მანანა არჩვაძის ბოროტი განზრახვის გამო (რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ზვიადის შვილები) ზ.გამსახურდიას ცხედარს არ ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა!

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას გროზნიში გადასვენებამდე მ.არჩვაძე თავის განცხადებებში ცბიერად და ფლიდათ — ცალსახად და მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ახმოვანებდა — რათა თავიდან აეცილებინა და არ გამოეწვია გამსახურდიას მომხრეების, თანამებრძოლების, კანონიერი ხელისუფლებისა და სიკვდილის მოწმეების მხრივ სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზისა და ობიექტური საერთაშორისო გამოძიების ჩატარების კატეგორიული, გამწვავებული და ცხარე მოთხოვნები[1].

მაგრამ, რაც უფრო ახლოვდებოდა გროზნოში ზ.გამსახურდიას დასაფლავების დღე, როდესაც უკვე დაიწყო პანაშვიდები, როდესაც დაკრძალვის პროცესი მსოფლიო მას მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ამიტომ გამოირიცხა ცერემონიების ჩაშლა და სკანდალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე — მ.არჩვაძემ დაიწყო მკვლელობასა და მკვლელებზე აღმავალი წიოკი[2]. ამასთან მკვლელობას შევარდნაძის რეჟიმს კი არ აბრალებდა — არამედ ცილისმწამებლური შეტევა მიიტანა გამსახურდიას უერთგულეს ადამიანებზე — სიკვდილის თვითმხილველ მოწმეებსა და პირველ რიგში ბ.გუგუშვილზე[3]. მაშინ, გლოვის იმ დღეებში არავინ დაიჯერებდა, რომ ბ.გუგუშვილისთვის გამსახურდიას წინაამდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის დაბრალება მ.არჩვაძეს სჭირდებოდა მისთვის თანამდებობის წართმევისა და საკუთარი თავის გა-პრემიერ-მინისტრების მიზნით, ზოგადად ეროვნული მოძრაობის მოსპობა-განადგურებისთვის — რაც მან საბოლოოდ შესანიშნავად განახორციელა.

ზოგადად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩაუტარებლობაში და ამით დოკუმენტური მასალისა და ფაქტების ანუ სიმართლის სამუდამო მიჩქმალვაში ბრალი დიდი ზომით მიუძღვით უზენაესი საბჭოსა და მთავრობის მხდალ, ცვედან წევრებს, რომლებსაც არ ეყოთ ვაჟკაცობა და გულადობა აღეკვეთათ და აელაგმათ ქვრივის ბოროტი განზრახვით თავნებობა – რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი მოწმეების კატეგორიულ მოთხოვნას დაუყონებლივ, დაკრძალვამდე ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზა გროზნიში — დუდაევის სანდო ექსპერტებისა და შემოთავაზებული ლიტველი ექსპერტების მონაწილეობით. Read more of this post

შევარდნაძის რეჟიმი დაინტერესებული იყო ზ.გამსახურდიას მკვლელობის დამტკიცებით!

ქვემოთ მოტანილი „ჩიკაგო ტრიბუნის“ 1994 წლის 5 იანვრის ცნობა მტკიცე დასაბუთებაა იმის, რომ შევარდნაძის რეჟიმი უკიდურესად და ძლიერ დაინტერესებული სწორედ და ზუსტად იყო ზ.გამსახურდიას მისივე გარემოცვის მიერ მკვლელობის დამტკიცებით! ზუსტად ისევე, როგორც ამითი დაინტერესებულია სააკაშვილის რეჟიმი და მისი კოკო გამსახურდიას საპარლამენტო კომისია.

აი რას წერდა „ჩიკაგო ტრიბუნი“:

Ex-georgian President A Suicide.
„Chicago Tribune“,
January 05, 1994.
Zviad Gamsakhurdia, the ousted Georgian president who has been leading a rebellion, killed himself after being surrounded by pro-government forces, Russian news agencies quoted his wife as saying Wednesday. The reports by Interfax and ITAR-Tass could not be immediately confirmed. Georgian officials suggested Gamsakhurdia, 54, may have been shot in a quarrel with his supporters.
http://articles.chicagotribune.com/1994-01-05/news/9401060253_1_georgian-zviad-gamsakhurdia-ousted

ანუ – წერს: გამსახურდიას ქვრივმა განაცხადა ზ. გამსახურდიას ქვრივმა თავი მოიკლაო. მაგრამ საქართველოს „ოფიციოზი“ ანუ შევარდნაძის რეჟიმი თვლის, რომ ალბათ გამსახურდია მის მხარდამჭერებთან შეკამათებისას მოკლესო! Read more of this post

ენის კორპუსი – მეცნიერება საზღვრებს გარეშე

მეცნიერებათა დოქტორი ნინო დობორჯგინიძე

ქართული ენის კორპუსი – სანამ ამ სიტყვათშეთანხმების სემანტიკას მიაგნებთ, გეტყვით, რომ აღნიშნულ პროექტს მეცნიერები ქართული მეცნიერების ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევენ.

მისი შექმნის აუცილებლობაზე სხვადასხვა დროის მეცნიერებს უფიქრიათ, თუმცა, მასშტაბური პროექტის პრაქტიკულად განხორციელების საშუალება ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტთა ჯგუფს მიეცა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პროექტის ხელმძღვანელმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, ქალბატონმა ნინო დობორჯგინიძემ პროექტის არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ მასშტაბი დაგვანახა, იმაშიც დაგვარწმუნა, რომ ქართული ენის კორპუსის შექმნა მეცნიერთა არაერთი ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

Read more of this post

მათე ციხესაშვილი: ევროპიდან დანახული საქართველო

„საერთო გაზეთი“, გვ. 18, №42 (171), 26.10-02.11, 2011 წ.

20 წელია რაც საქართველო დავტოვე და ემიგრაციაში ვიმყოფები. განცდა ძლიერია; როცა მოსწყდები იმ ადგილს, სადაც დაიბადე, გაიზარდე, გაატარე ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა, ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები. ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი. ყველა გაჭირვება, რაც თავს გადახდა ქართველ ხალხს ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თითქმის ჩემს თვალწინ გაიარა. სამხედრო ხუნტის მიერ მოწყობილი სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ დამიშურებია ძალა და ენერგია, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ჯერ ერთი, კანონიერების აღდგენაში, მეორეც, დავხმარებოდი თავიანთი მიწაწყლიდან უსამართლოდ დევნილებს…

გარედან როცა უყურებ და აძლევ შეფასებას საქართველოში მიმდინარე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებს, ისმის ძალიან ბევრი კითხვა და ეს კითხვები ითხოვს პასუხის გაცემას — ნუთუ ამის გამო იქნა გაღებული ამდენი მსხვერპლი, ამის გამო დაიხარჯა ამდენი ენერგია?! 20 წლის გადასახედიდან მინდა მივცე შეფასება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკურ მოვლენებს. არ მსურს ჩემი შეფასება მიიღოთ, როგორც პროგნოზი, რადგან ახლა არ ვაპირებ არავითარი პროგნოზის გაკეთებას (სიტყვა ბერძნულია და მომავლის ცოდნას ნიშნავს), მაგრამ მინდა ანალიზი გავუკეთო იმ საზოგადოებრივ აზრს, რომელშიც ჩადებულია ერთი მიზანი — რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან. Read more of this post

მათე ციხესაშვილი: მინდა ვკითხო მამუკა არეშიძეს — ბოლოს და ბოლოს ასამართლებთ თუ არა შევარდნაძეს?

„საერთო გაზეთი“, გვ. 18, №34 (163), 31.08-06.09, 2011 წ.

რამდენიმე ხნის წინ “საერთო გაზეთში” დაიბეჭდა ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან. ინტერვიუში ბატონი არეშიძე არ მეთანხმება ზოგიერთ პრინციპულ საკითხში, რაც მე გამოვთქვი “საერთო გაზეთში” გამოქვეყნებულ წერილში.

მსურს მკითხველი დარწმუნებული იყოს იმაში, რომ რასაც ვწერ, ვწერ ყოველგვარი შელამაზების გარეშე ყველაფერს ისე, რაც იყო და როგორც იყო, ვახსენებ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან და იმ ფაქტების თვითმხილველი ბრძანდებიან. ამიტომ თუ ვინმეს ეჭვი რაიმეში შეეპარება, შეუძლიათ, როგორც არეშიძეს, ისე სხვებს, გადაამოწმონ ყველაფერი.

მამუკა არეშიძე დალაპარაკებია პანკისის ხეობაში ჩამოსულ რუსლან გილაევის ბიჭებს და მათგან მიუღია ინფორმაცია, თითქოს სოხუმში ომში მონაწილეობას იღებდა 500-მდე ჩეჩენი. მე ყველგან ვამბობ და ვწერ — იყო 83. Read more of this post

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას შეიარაღებული ძალები 1993 წლის ბოლოს

  • ზუგდიდის კომენდანტურა: 150
  • წალენჯიხის ბატალიონი: 150
  • სენაკის ბატალიონი: 100-150
  • გურიის პოლკი: 200
  • ჯიხა ოდიშის ბატალიონი: 200
  • კისავის ჯგუფი: 30-40
  • № 16 ბატალიონი: 30-40
  • ბატალიონი კოლხეთი: 60
  • სპორტსმენთა ბატალიონი: 5-10
  • ჯვარის ბატალიონი: 40-60
  • გორის ბატალიონი: 20-30
  • ზურა ირემაძის: 40
  • სპორტული სამსახური: 40
  • ტრადიციონალისტები: 30

ჯამი: 1095-1200

ბადრი ზარანდიას მოგონებებიდან:

„რაც შეეხება, რომ ლოთი ქობალიას 2500 გვარდიელი ჰყავდა, ეს სიცრუეა, სულ ეროვნული გვარდიის რიგებში 2000 კაცი იქნებოდა, მათ შორის, ზუგდიდის კომენდანტურაში – 150 კაცი, წალენჯიხის ბატალიონში – 150 კაცი, სენაკის ბატალიონში – დაახლოებით 100–150 კაცი, გურიის პოლკში – 200 კაცი. ჯიხა ოდიშის ბატალიონი დაახლოებით 200 კაცი. კისავის ჯგუფი 30 – 40 კაცი. № 16 ბატალიონი 30–40 კაცი. ბატალიონი კოლხეთი დაახლოებით 60 კაცი. სპორტსმენთა ბატალიონი რამდენიმე კაცისაგან შედგებოდა. ჯვარის ბატალიონი 40–60 კაცი. გორის ბატალიონი 20–30 კაცი. ზურა ირემაძის 40 კაცი, სპორტული სამსახური 40 კაცი. ტრადიციონალისტები 30 კაცი.“
http://www.box.net/bpgdocs/1/88386559/646634843

შენიშვნა:
ესეც ტიპობრივი მაგალითია იქ იმ დროს გამეფებული აღრიცხვისა და თვლის მანკიერებისა — ჩამონათვალი ოდნავ აღემატება 1100 კაცს — საიდანაც, უკეთეს შემთხვევაში მებრძოლი 150-200 იქნებოდა და სულ ეს იყო „პრეზიდენტ გამსახურდიას შეიარაღებული ძალები“ ანუ „პრეზიდენტის გვარდია“.

მასალები 1994 წ. და მომდევნო წლებში ლეგიტიმური ხელისუფლების ეროზიის მცდელობების მხილებისთვის

  • საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კანონები.
  • ზოგადი სისტემა და პროცედურა.
  • საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემოღებისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს რეპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
  • საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
  • საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება ბ.პ.გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შესახებ
  • 1994 წლის აპრილის შინაგანი პუტჩი და მის მიერ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების „მორგებისა“ და უგულველყოფის მცდელობები
    • ზოგადი გარემოებანი
    • არალეგიტიმური: კანონი „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – ’საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი‛ – მოქმედების შეჩერების შესახებ“
    • არალეგიტიმური: დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ
    • არალეგიტიმური: დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ
    • არალეგიტიმური: დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ
  • არჩვაძისეული „უზენაესი საბჭოს“ დროებითი თავმჯდომარის, შემდგომ გაგდებული ბ.ჩოლოყაშვილის უცნაური განმარტებანი
  • გადაიტვირთეთ:
    http://www.box.net/shared/6asqrnb846z7i8z4r1tj

    Read more of this post

    მ.არჩვაძის შინაგანი პუტჩისტური „უზენაესი საბჭოს“ ყალბი „კანონები“

    იხილეთ შესადარებლად:
    საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კანონები

    საქართველოს რესპუბლიკის
    კანონი

    საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“ – მოქმედების შეჩერების შესახებ

    იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკა ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ და ფაქტობრივად ანექსირებულია დსთ-სთან, რაც შეუძლებელს ხდის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოთხოვნების პრაქტიკულ განხორციელებას, კერძოდ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

    1. შეჩერებულ იქნას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – „საქართვლოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“ — მოქმედება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე;

    2. ეს კანონი ძალაღია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.

    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
    გროზნო, 1994 წლის 2 აპრილი

    მიაქციეთ ყურადღება:

    • შინაგანი პუტჩის მიმდინარეობისას ე.წ. უზენაესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მომენტისთვის სახელმწიფოს არც ერთი მეთაური და არც თვით უზენაესი საბჭოს მეთაურები– არც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია (გარდაიცვლილი), არც პრემიერ-მინისტრი ბ.გუგუშვილი, არც უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე მ.კიკნაძე და არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ.ბურჭულაძე.ასეთ პირობებში შინაგანი პუტჩისტები პრაქტიკულად აუქმებენ სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თანამდებობას და ამავდროულად პრემიერ მინისტრის „განთავისუფლებით“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას აღმასრულებელი შტოს გარეშე ტოვებენ.
    • ამ კანონის ტრაგიკული ჟღერადობის მიუხედავად, ისე რომ  საქართველოში არსებითად არავითარი ცვლილებები არ მომხდარა –  1997 წელს არჩვაძე და მისი პუტჩისტური „უზენაესი საბჭო“ მოსკოვიდან(!) ანუ ზემოხსენებული ოკუპანტის დედაქალაქიდან საქართველოში ბრუნდებიან, მანანა არჩვაძეს „პრემიერ მინისტრად“ ირჩევენ და იწყებენ ეროვნული მოძრაობის ნარჩენების განადგურებას
    • მაგრამ მთავარი აქ მაინც ისაა, რომ ადგილი ჰქონდა უმაღლეს ღალატს: ხალხის ნების დაუკითხავად (რეფერენდუმისა და პლებისციტის გარეშე) — შეიცვალა საქართველოს სახელმწიფოს სისტემა, ტიპი — საქართველო განუსაზღვრელი ვადით და განუსაზღვრელი, ძნელად დასადგენ გარემოებებთან დაკავშირებული პრინციპით (დამოუკიდებლობისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე) — საპრეზიდენტო რესპუბლიკა შეიცვალა საპარლამენტო რესპუბლიკად!
    • ნიშანდობლივია ისიც, რომ საპარლამენტო რესპუბლიკად განუსაზღვრელი ვადით საქართველოს სახელმწიფო სისტემის შეცვლას არ ახლა სავსებით აუცილებელი და სავალდებულო ცვლილებები კონსტიტუციასა და გამომდინარე კანონმდებლობაში სახელმწიფოს მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე…

    დადგენილება
    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ

    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 1994 წლის 31 მარტის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

    1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სურვილი და ბატონი მერაბ კიკნაძე გადარჩეულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან;

    2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
    გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი

    მიაქციეთ ყურადღება:

    მ.კიკნაძის გადარჩევაზე ხელს აწერს ჯერ არ არჩეული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი“


    დადგენილება
    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ

    იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება მოიხსნა (იგულისხმება მერაბ კიკნაძე — რედ.), ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (იგულისხმება ნემო ბურჭულაძე) ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 114-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

    1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი;

    2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
    გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი

    მიაქციეთ ყურადღება:

    შინაგანი პუტჩის მიმდინარეობისას ე.წ. უზენაესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მომენტისთვის სახელმწიფოს არც ერთი მეთაური და არც თვით უზენაესი საბჭოს მეთაურები — არც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია (გარდაიცვლილი), არც პრემიერ-მინისტრი ბ.გუგუშვილი, არც უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე მ.კიკნაძე და არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ.ბურჭულაძე.

    ფრთხილად: ჯორჯ სოროსის შხამი.!.

    ჩვენ მოვდივართ! მომავალი ჩვენია!

    მეგობრებო, გიყვარდეთ ერთმანეთი და დაეხმარეთ ერთმანეთს მაშინაც კი, როცა ერთმანეთი გძულთ.

    შექმენით საკუთარი კადრები. ყოველი ლაბორატორია, ყოველი კათედრა და ინსტიტუტი ჩვენი კადრების სამჭედლოდ უნდა იქცეს.

    როცა სცენიდან მიდის უფროსი თაობა, მას უფრო ძლიერად მომზადებული და მოღონიერებული ახალგაზრდობა უნდა შეენაცვლოს. საამისოდ, რაც შეიძლება მალე უნდა წამოვწიოთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ჩვენი ახალგაზრდობა.

    შექმენით საკუთარი კოლექტივები და მათი მეშვეობით გარიყეთ და გააძევეთ ჩვენი მოწინააღმდეგეები.

    ილაპარაკეთ და იმოქმედეთ დარწმუნებით, მტკიცედ, აგრესიულად, თავგზისამბნევად. ატეხეთ ხმაური და გამოიყენეთ ლამაზ-ლამაზი სიტყვები, იხმარეთ რაც შეიძლება უფრო გაუგებარი და ვითომ მეცნიერული ტერმინები. მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვით, მთავარია, როგორ იტყვით.

    თქვენს თავდაჯერებულობას რწმენად მიიჩნევენ, ამბიციას – გონების სიმაღლედ, ჭკუის სწავლებასა და შენიშვნების მიმცემ მანერას – უპირატესობად.

    თქვენს ნებაზე ატრიალეთ და ნერვები დააწყვიტეთ იმ პიროვნებებს, ვინც გეწინააღმდეგებათ, გატეხეთ მათი ნებისყოფა. სახელი გაუტეხეთ მეტიჩრებსა და მყვირალებს და ამგვარად იმოქმედეთ მათ თავმოყვარეობაზე.

    ყველა მოვლენა იმის გათვალისწინებით უნდა განიხილოთ, თუ რას მოუტანს ჩვენს მომხრეებს – სარგებელს თუ ზიანს? ჩვენი ვალია, ერთმანეთს გავაგებინოთ, რას აპირებს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე.

    ხელთ გეპყრათ პროპაგანდისა და ინფორმაციის საშუალებები – პრესა, რადიო, ტელევიზია, კინო. ნებისმიერი საკითხის ირგვლივ შექმენით ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როგორიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება.

    არცერთი საზოგადოებრივი პროცესი არ უნდა მიჰყვეს თვითდინებას. თუ რომელიმე მათგანი სარგებლობის მომტანი არ იქნება ჩვენთვის, უნდა შეაჩეროთ ან ჩვენი მტრების წინააღმდეგ წარმართოთ.

    იქ, სადაც ორი მოწინააღმდეგეა, ერთი ჩვენიანი უნდა იყოს გარეული. იყავით ყველგან. თუკი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოწინააღმდეგეების ბლოკირებას და გამოფიტვას ვერ შეძლებთ, გახადეთ ისინი მართვადი, მიიზიდეთ თქვენს კამპანიაში და ჩვენი გარემოცვის მჭიდრო რკალში მოაქციეთ. მიეცით მათ ქრთამი და საჩუქრები, ასვით ღვინო და კონიაკი, უმჯობესია, ფალსიფიცირებული.

    იყავით ფხიზლად, ჩანასახშივე მოსპეთ ანტიდემოკრატიული ტენდენციები. ფაშიზმი სწორედ იქ იჩენს თავს, სადაც ჯეროვან შეფასებას ვერ ვაძლევთ ადგილობრივი მოსახლეობის მისწრაფებას, იყვნენ თავიანთი მიწის ბატონ-პატრონები.

    შეისყიდეთ, გაიტაცეთ, გაანადგურეთ და ნუ დაუშვებთ ისეთი ნაშრომების ხელმეორედ გამოცემას, სადაც გაშიფრულია ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა.

    განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურჩებსა და ჯიუტებს, ვისაც არ სურს, ქედი მოიხაროს ჩვენი უპირატესობის წინაშე, არ სურს, იმუშაოს ჩვენთვის. ისინი ჯიუტად ამოჩემებული ეროვნული ღირებების იდეის ჩანასაშივე უნდა ჩახმენ და ჩაიფერფლონ.

    ნებისმიერი საბაბით ამხილეთ ამგვარი ურჩები, სახელი გაუტეხეთ, საეჭვო რეპუტაცია შეუქმენით, მოუშალეთ საეჭვო კაშირები, კონტაქტები, არ მისცეთ ეფექტური მუშაობის საშუალება, ეჭვქვეშ დააყენეთ მათი საქმიანობის მიზანშეწონილობა. მოაქციეთ იზოლაციაში, აამხედრეთ მათ წინააღმდეგ ბრბო, მოუშალეთ გავლენიანი პოზიციები საზოგადოებაში, გამოიწვიეთ კონფლიქტზე.

    მთავარია, ბრალი დასდოთ. რომც გამართლდნენ, არაფერია, რადგან ვინც თავს იმართლებს, უკვე სანახევროდ დამნაშავეა.

    ქვაკუთხედი. – თბილისი, 2010. – N1-2(42). – გვ.18
    ჟურნალი „პრეს-პრემიერი“, 2004

    გ.შარაძე, ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება

    …[გვ.12] გროზნოდან თბილისში ვიცე პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბიევის მეთაურობით ჩამოსულმა ჩეჩნეთის რეპუბლიკის ოფიციალურმა დალეგაციამ დაადასტურა ზვიად გამსახურდიას თვლითმკვლელობით დაღუპვის ცნობა და გროზნოში მივლინებულმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმაც იგივე ამბავი ჩამოიტანეს. ამასობაში, ვიცე-პრემიერის ავთანდილ მარგიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომისია, რომელშიც საზოგადოებრიობის წარმომადგენლად მეც ჩამრთეს. კომისიის შექმნის მთავარი მიზეზი გახლდათ ზვიად გამსახურდიას ოჯახის კერძოდ მისი მეუღლის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის 13 იანვარს გამოგზავნილი მოთხოვნების განხილვა და მათი განხორციელების [გვ.13] შესაძლებლობის შემთხვევაში სისრულეში მოყვანა.

    აი, ეს მოთხოვნებიც (მოგვყავს ქართული თარგამანი, დედანი შესრულებულია რუსულ ენაზე):

    „1. მოგვეცეს გარანტიები დაუბრკოლებლად და დაუყონებლივ ცხედრის გადასასვენებლად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც დროებით ცხოვრობს მიცვალებულის ოჯახი.

    2. მოგვეცეს გარანტიები ხელშეუხებლობისა და საქართველოდან დაუბრკოლებლად გასვლისა ოჯახის წევრების, სიკვდილის თვითმხილველებისა და სხვა პირებისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ცხედრის გადასვენებაში.

    3. ოჯახის წევრები და სიკვდილის თვითმხილველები კატეგორიულ უარს აცხადებენ პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით რაიმე გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე.

    4. პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს მიცვალებულის ცხედრის გაკვეთაზე, გამოკვლევაზე ან სხვა რაიმე მოქმედებაზე, გარდა გამოცნობისა უშუალოდ ცხედრის ადგილსამყოფელზე.

    5. მიცვალებულის ოჯახი მოითხოვს შეიქმნას საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთდასახელებულ მოთხოვნათა შესრულებაზე მეთვალყურეობას.

    [გვ.14] ოჯახი მოითხოვს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნათა უმოკლეს ვადაში განხორციელებას.

    მანანა არჩვაძე-გამსახურდია 13.1.1994“. Read more of this post

    ზვიად გამსახურდია, ზუგდიდი, 1993: აქ მოვკვდები

    ზვიად გამსახურდია: ზუგდიდი 23 ოქტომბერი 1993

    „ამბობენ, რომ მე ვაპირებ ზუგდიდის დატოვებას. ეს არის სიცრუე – მე განზრახული მაქვს აქ ვიყო ბოლომდე და თუ საჭიროა აქ მოვკვდები და აქედან ფეხს არ მოვიცვლი.”

    ბესარიონ გუგუშვილი სისხლის სამართლის საქმე # 7492801-ში

    ზ. გამსახურდიას უშუალო მითითებით, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბ. გუგუშვილის 1991 წლის 27 ნოემბრის # 1015-გ უკანონო განკარგულებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მთავარ სამეურნეო სამმართვლოს სპეცდანიშნულებისთვის გამოუყო ორი მილიონი მანეთი. აღნიშნული თანხა ს. ხელაშვილმა ნაღდი ფულის სახით გამოიტანა ბინსოცბანკის თბილისის განყოფილებიდან, რაც ზ. გამსახურდიამ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად გაიტაცა.

    1992 წლის თებერვლიდან ზ. გამსახურდიამ, ხელისუფლების ზოგ სხვა წარმომადგენელთან (ბესარიონ გუგუშვილთან, თეიმურაზ კვანტალიანთან, ზურაბ კიკნაძესთან, გიორგი მარჯანიშვილთან, გოჩა ბახიასთან, სოსო თორიასთან, მანანა ძოძუაშვილთან, ვიქტორ დომუხოვსკისთან და სხვ.) ერთად თავი შეაფარა რა ჩეჩნეთის რესპუბლიკას, იმალებოდა ქ. გროზნოში. დაკარგული ხელისუფლების დაბრუნების მიზნით, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებს, რომელთა მეშვეობითა და ხელშეწყობითაც ჩამოყალიბა დანაშაულებრივი ბანდები, რომლებსაც მოუწოდებდა საქართველოში ტერორისტული და დივერსიული აქტების განხორციელების, ხელისუფლებისადმი სრული დაუმორჩილებლობის და შეიარაღებული აჯანყების მომზადება-მოწყობის გზით ხელისუფლების დამხობისაკენ.

    1993 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მიერ აღიძრა # 7493846 სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას, ასევე ბესარიონ გუგუშვილის, ნემო ბურჭულაძის და სხვათა მიმართ, 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 75-ე და 961 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

    1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ზ. გამსახურდიამ, ბ. გუგუშვილმა, ვახტანგ ქობალიამ, ზაურ ქობალიამ, გ. აბსანძემ, ტ. გელანტიამ, ნ. ბურჭულაძემ, ნ. მოლოდინაშვილმა, გ. მარჯანიშვილმა და მათმა სხვა მომხრეებმა, ჩეჩენ, ადიღეელ და სხვა დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად, მოახდინეს საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის განუყოფელი ტერიტორიის, ქალაქების: ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხონის და შესაბამისი რაიონების მთლიანად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთლიანად, ნაწილობრივ ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონების დროებითი ოკუპაცია შეიარაღებული ძალების გამოყენებით…

    2004 წლის 30 მარტს (ანუ უკვე სააკაშვილის რეჟიმისას — ბპგ), ზვიად გამსახურდიას ბრალდების # 7492801 სისხლის სამართლის საქმეს ერთ წარმოებად გაუერთიანდა ზ. გამსახურდიას, ბ. გუგუშვილის, ნ. ბურჭულაძის და სხვათა ბრალდების # 7493846 სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 2004 წლის 13 მაისს – ასევე # 1091816 სისხლის სამართლის საქმე, სარეგისტრაციო ნომრად # 7492801-ის შენარჩუნებით.

    იოანეს გამოცხადებაში ხსენებული „მხეცის ნიშნის“ ანუ „სატანის ბეჭდის“ინჟინრულ-ათეისტური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ

    ამ ბოლო ხანებში მიკროჩიპების ინჟინერიის განვითარებისა და მათი გამოყენების აფეთქებისმაგვარი გაფართოების ვითარებაში (მათ შორის პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში) ძალზე გახშირდა სპეკულაციები მათი „სატანის ბეჭდის“ ანუ „მხეცის ნიშნის“ სახით განხილვის ჭრილში.

    უფრო ხშირად ეს ინჟინრულ-ათეისტური ინსუნუაციები სპეკულირებენ „გამოცხადების“ შემდეგი – კონტექსტიდან ამოგლეჯილი – ამონარიდებით:

    9. მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით,

    10. ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.

    11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.”  („გამოცხადება“ თ.14)

    Read more of this post

    რა ღირს და რა ჯდება გაევროპელება?

    დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ?
    (ჯეიმს ბეიკერის ქართველი მეგობარი)

    არსებობს ზუსტი და გადამოწმებადი მონაცემები — კომუნისტური სისტემის ერთ-ერთი ყოფილი ბურჯის — აღმოსავლეთ გერმანიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხარჯების შესახებ 1990-2009 წლებში:

    აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობა 1990 წელს იყო დაახლოებით 16 მილიონი კაცი — ასეთი მოსახლეობის ტერიტორიის განვითარებისათვის 1990-2009 წლებში დასავლეთ გერმანიას დაუხარჯავს 1600 მილიარდი ევრო (ტრილიონ ექვსასი მილიარდი ევრო).

    თუ საქართველოზე გადავიანგარიშებთ (რომლის მოსახლეობა ოთხჯერ ნაკლებია) — 1990-2009 წლებში იგივე ან თუნდაც მიახლოებული დონის (წარმატების) მისაღწევად უნდა დახარჯულიყო დაახლოებით 400 მილიარდი ევრო… — ან თუ გნებავთ მომავალზე ექტრაპოლაცია — მომავალი ორი ათეული წლის განმავლობაში წლიურად უნდა დაიხარჯოს დამატებით 20 მილიარდი ევრო…

    უნდა დავამატოთ მხოლოდ ის, რომ აღმოსავლეთ გერმანია 1990 წლებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ბევრად უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე იმავე პერიოდის (ან თუნდაც დღევანდელი) საქართველო. Read more of this post

    კოკო ფანდარასტ!

    ჯაბა ხუბუა
    „ასავალ დასავალი“, 2011 წლის 20 – 26 ივნისი, № 25 (872), გვ. 13.
    http://www.box.net/shared/eqbxc9bpu3urrn4rgsp1

    არის! ასრულდა ოცნება! არის! ასრულდა მიზანი კოკო გამსახურდიასი – მან სააკაშვილის ხელისუფლებისაგან როგორც იქნა, მიიღო უშრომელი და მაღალანაზღაურებადი სამსახური!!!

    დიახ, ზვიად გამსახურდიას უფროს ძეს მამის იდეალების ფეხქვეშ გათელვა და საქართველოს დამაქცევარ ხელისუფლებასთან კურკური სათანადოდ დაუფასდა – სააკაშვილმა კოკო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა!

    ასე რომ, კოკო ძალიან მალე დატოვებს მისთვის ეგზომ უცხო და სულიერად შორეულ საქართველოს და მშობლიურ შვეიცარიაში გადაბარგდება, ანუ იქ, სადაც თხილამურებით სრიალით ირთობდა თავს მაშინ, როცა მის მამას – საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დასამხობად და მოსაკლავად დასდევდნენ თოფ-იარაღიანი ქვაბავაზაკები! მოკლედ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის ვლადიმერ სანაკოევის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული შეძახილი – “კოკოითი ფანდარასტ!” – ახლა ასე ჟღერს – “კოკო ფანდარასტ!“

    Read more of this post

    საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კანონები

    საქართველოს კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და მოხსნის პროცედურა გულისხმობს ხელისუფლების ორი შტოს– არჩევითი აღმასრულებელი და არჩევითი საკანონმდებლო შტოების, ანუ – პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს ურთიერთშეთანხმებასა და თანამშრომლობას, რაც ჰარმონიულს ხდის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ინტერესებს.

    ამასთანავე პრემიერ-მინისტრის, ანუ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საკვანძო ფიგურის, როგორც დანიშვნისას ასევე განთავისუფლებისას ინიციატივა ხელისუფლების აღმასრულებელი შტოსაგან ანუ პრეზიდენტისაგან გამომდინარეობს. Read more of this post

    ბ.გუგუშვილი: დერეფნებისა და „კოლიდორების“ გასაოცარი პარადოქსი

    პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილისა და მასთან დაკავშირებული გარემოებებით ყველაზე უფრო ბინძური მიდრეკილებებითა და ქვენა აზრებით დაინტერესებულთა შორის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს მათი აზრით ძლიერი შეკითხვა-პროვოკაცია: „როგორ შეძლეს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მოწმეებმა შევარდნაძის რეჟიმის დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე ანუ დერეფნის თუ ‘კოლიდორის’ გარეშე სამეგრელოდან ჩეჩნეთში გაღწევა?“.

    იმ პერიოდის სამეგრელოში გამსახურდიას მომხრეების თავის შეფარებისა და მოძრაობის უსაფრთხოების თემა შესაძლოა ზოგადად საინტერესოც იყოს და არა მხოლოდ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ — იმის გათვალისწინებითაც, რომ 1993 წლის ბოლოს და 1994 წლის დასაწყისში აქ თავს აფარებდენ მანამდე ზუგდიდში ჩასული უზენაესი საბჭოს ათობით დეპუტატი, მინისტრთა კაბინეტის წევრები – მინისტრები, პრეფექტები და სხვა თანამდებობის პირები და ეროვნული ძალების გამოჩენილი პიროვნებები, რომელთაგან პრაქტუკულად ყველამ შეძლო სამშვიდობოს გაღწევა — ამიტომ აქ შედარებით ვრცლად განვიხილავ. თუმცა მათ მიმართ ზემოხსენებული „კოლიდორული“ პროვოკაციული შეკითხვები რატომღაც არაა აქტუალური.

    Read more of this post

    В.Гугушвили: Обращение Сейму Литовской Республики

    Обращение

    Сейму Литовской Республики
    Председателю Сейма г-же Иряне Дягутене

    Копии: Членам Международной группы по контролю над выполнением требований семьи З.Гамсахурдиа по перезахоронению покойного З.Гамсахурдиа из Западной Грузии в Грозный от Литовской Республики г-ну Альгирдасу Патацкасу и г-ну Витаутасу Ейдукайтису

    Уважаемые законодатели,
    Уважаемый Председатель,
    Дамы и Господа

    Вынужден обратиться к Вам ввиду невозможности обратиться к Правительству Чеченской Республики Ичкерия, которое выступало главным участником ниже­описанного дела и ввиду того, что господа Альгирдас Патацкас и Витаутас Ейдукайтис в 1994 году были официально приглашены Правительством Чеченской Республики Ичкерия и вдовой Президента Республики Грузия Звиада Гамсахурдиа г-жой Мананой Арчвадзе-Гамсахурдиа – которая в начале января 1994 г. сообщила мировым средствам массовой информации о самоубийстве Гамсахурдиа – в состав “Международной группы по контролю над выполнением требований семьи З.Гамсахурдиа по перезахоронению покойного З.Гамсахурдиа из Западной Грузии в Грозный” (далее “Международная группа “).

    Интересы семьи, вдовы Президента Республики Грузия Звиада Гамсахурдиа г-жи Мананы Арчвадзе-Гамсахурдиа в Грозном осуществлял представитель семьи, временный Председатель Верховного Совета Грузии (во временной эмиграции) г-н Мераб Кикнадзе.

    Одной из основных задач Международной группы было, совместно с правительственной делегацией Чеченской Республики возглавляемой Вице-президентом Чечни Зелимханом Яндарбиевым, настаивать на соблюдении властями Шеварднадзе категорических условий поставленных семьей Гамсахурдиа во главе со вдовой г-жой Мананой Арчвадзе-Гамсахурдиа:

    «Требования семьи покойного Президента Звиада Гамсахурдиа

    • Предоставить возможность независимо и незамедлительно перезахоронить покойного З.Гамсахурдиа на территорию Чеченской Республики, где проживает семья
    • Представить гарантии неприкосновенности и возможность незамедлительно выехать из Грузии членам семьи, свидетелям смерти и другим лицам, которые участвуют в действиях по перезахоронению покойника
    • Члены семьи и свидетели смерти категорически отказываются от участия в каком-либо расследовании или исследований в связи со смертью Гамсахурдиа
    • Семья президента Гамсахурдиа категорически запрещает проводить медицинское вскрытие, исследование или любое другое действие над трупом кроме опознания на месте
    • Семья покойного требует создать международную группу, которая будет контролировать выполнение вышеуказанных требований

    Семья настоятельно требует выполнения вышеуказанных требований» 1

    Read more of this post

    მერაბ კიკნაძე: პრეზიდენტ გამსახურდიას გადასვენება გროზნოში

    1994 წლის 5 იანვარს დილის 4 საათზე გროზნოში, “ნეფტიანკაზე”, ნაქირავებ ბინაში, სადაც ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ვცხოვრობდი, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ბესარიონ გუგუშვილის ცოლმა, ლია ერგემლიძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი შეგვატყობინა. რამდენიმე წუთში სოსო თორია მოვიდა და ერთად სასტუმრო “კავკაზში” წავედით, სადაც სამეგრელოდან ამ ამბის ჩამომტანი ზვიადის ორი მცველი – ბაჩუკი გვანცელაძე და ზაზა ბურჯანაძე იმყოფებოდნენ. ბესო გუგუშვილი ორ სხვა მცველთან – რობინზონ მარგველანთან და გოჩა კეკენაძესთან ერთად სამეგრელოში დარჩა. იქაური ამბების აღწერას აქ არ მოვყვები – ეს ყველაფერი დეტალურად აქვს მოთხრობილი თავად ბესარიონ გუგუშვილს და სხვა თვითმხილველებსაც. ერთს კი ვიტყვი: არავითარი საფუძველი ამ ხალხის პატიოსნებასა და ერთგულებაში ეჭვის შეტანისა არასოდეს გამჩენია. სამწუხაროა, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო ეს აუტანელი ტვირთი ძირითადად ამ ადამიანებს დააწვა.

    ასე დასრულდა სრული გაურკვევლობა, რომელმაც 1993 წლის 5 ნოემბრიდან – ზუგდიდიში ადმირალ ბალტინის “ძლევამოსილი მარშის” შემდეგ დაისადგურა. ამ ორი თვის განმავლობაში ზვიადის შესახებ გროზნოში არაფერი ვიცოდით, გარდა რამდენიმე მწირი ცნობისა. 16 თუ 17 დეკემბერს სამეგრელოდან გურამ აბსანძემ ჩამოაღწია – როგორც ყოველთვის, მხნე და ოპტიმისტურად განწყობილი ჩანდა. ეს იყო და ეს. მანამდე კი ჩვეულებრივად გაცხოველებული მიმოსვლა საქართველოდან შეწყდა, თუ არ ჩავთვლით ბესო გუგუშვილის სიყმაწვილის მეგობრის, აწ უკვე გარდაცვლილი არჩილ საჯაიას რეგულარულ ჩამოსვლებს. ამ კაცის მეგობრული ერთგულება და თავდადება საარაკოა. 1992 წლიდან მოყოლებული, გროზნოში ოცჯერ თუ მეტად მოახერხა ჩამოსვლა და მთელს იქაურ ქართველობას, რითაც შეეძლო, გვამაგრებდა.

    იმ დღესვე თბილისში ჩეჩნეთიდან სამთავრობო დელეგაცია გაფრინდა. ასეთი ოპერატიულობა გარდა ჭირისუფლობის ბუნებრივი გრძნობისა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე ჯ. იოსელიანმა განაცხადა: “გამსახურდია ჩეჩნებმა თავად მოკლეს გროზნოში და გვამი საქართველოში ჩამოიტანესო”. ამ დელეგაციამ შევარდნაძეს ჯოხარ დუდაევის სურვილი გადასცა – საქართველოს პირველი პრეზიდენტის თბილისში შესაფერისი პატივით დაკრძალვის შესახებ და იმ დღესვე დაბრუნდა (თუ მეორე დღეს, ზუსტად არ მახსოვს).

    Read more of this post

    საქართველოს მტერი გლობალისტი სარკოზი

    Et quant à mes nombreux amis en Géorgie, je crois qu’aujourd’hui, puisque j’y étais invité en voyage, ils ont bien évolué sur la question de l’accord de 2008. Ils savent bien que c’est parce que la France était présidente de l’Union européenne que la Géorgie d’aujourd’hui est totalement libre de la Russie. Il a fallu arrêter des chars à 40 kilomètres de Tbilissi. Et moi, je n’oublierai pas que M. MEDVEDEV a tenu parole.

    And as for my many friends in Georgia, I think today, since I was invited to visit there, they have made major progress on the issue of the 2008 agreement. They are well aware that it’s because France was at the helm of the European Union that Georgia is completely free from Russia today. The tanks had to be stopped 40 kilometres from Tbilisi. And I won’t forget that President Medvedev kept his word.

    ზუსტი აზრობრივი თარგმანი: „დღეს მე ვფიქრობ — ისევე როგორც როგორც ბევრი ჩემი მეგობარი საქართველოში, სადაც მიწვეული ვიყავი — რომ, მიღწეულია არსებითი პროგრესი 2008 წლის შეთანხმების განხორციელებაში. მათ კარგად იციან, რომ ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ საფრანგეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი და ამიტომ დღეს საქართველო მთლიანად თავისუფალია რუსეთისგან. (რუსეთის) ტანკები შეჩერებული იქნა თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით. და მე არ დაგვავიწყდება, რომ პრეზიდენტ მედვედევმა მისი დაპირება შეასრულა.“

    http://www.g20-g8.com/g8-g20/g8/english/live/news/press-conference-by-the-president-of-the-french.1340.html

    რობინზონ მარგველანის ხატზე დაფიცებული

    რობინზონ მარგველანი:

    „ვიყავი წმინდა კვირიკეს ეკლესიაში და იქ დავიფიცე. მე თუ ბრალი მიმიძღოდეს ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ღალატში, ჩემი მოდგმა და ჯილაგი აღიგავოს პირისაგან მიწისა, თუ არა და – ვინც მე უსამართლოდ ბრალს მდებდეს, მათი მოდგმა და ჯიშ-ჯილაგი, უკუნითი უკუნისამდე!“

    ასეთი ფიცი დადო კალის წმინდა კვირიკეს ეკლესიაში რობინზონ მარგველანმა.

    http://www.facebook.com/note.php?note_id=157036430981484

    http://www.ambebi.ge/sazogadoeba/26071-qzviads-qarthveli-ver-moklavdaq.html#ixzz10T633OUw

    BRIEFING ON CURRENT SITUATION IN GEORGIA AND IMPLICATIONS FOR U.S. POLICY, 1993

    BRIEFING ON CURRENT SITUATION IN GEORGIA AND IMPLICATIONS FOR U.S. POLICY

    Commission on Security and Cooperation in Europe
    Monday, October 25, 1993
    Washington, DC.

    The briefing was held in room 2322 Rayburn House Office Building, Washington, DC, at 10 am., Samuel Wise, moderator presiding.

    Present: Samuel Wise, Staff Director, Commission on Security and Cooperation in Europe; Dr. Charles Fairbanks, and Thomas Goltz.

    Director Wise. All right. I’m going to open the briefing now of the Commission on Security and Cooperation in Europe and welcome you this morning to a briefing that we are pleased to be able to sponsor on the subject of the war»torn country of Georgia.

    Of all the former Soviet Republics, Georgia has been the most unstable in the last few years. The country has been racked by inter ethnic, internecine, and interstate violence and now seems on the brink of total collapse and civil War.

    In September, Georgian forces were defeated in the year-long conflict with Abkhazia. The forces of Georgian leader Eduard Shevardnadze are now fighting supporters of ousted president Zviad Gamsakhurdia, in Western Georgia.

    Shevardnadze has been reduced to appealing to Russia and the CIS, Commonwealth of Independent States, which Georgia joined only last week for assistance in securing strategic rail lines connecting Western Georgia and the rest of the country, as well as Armenia and Azerbaijan.

    Russian forces have agreed to ensure control of these rail lines, though they staunchly deny intervention in Georgian domestic affairs.

    Read more of this post

    Besarion Gugushvili: Transnational Nomenklaturist Corporatism

    Georgian translation of this article was publisheg in Georgia in 1993 in the Newspaper “Sakartvelos Samreklo”. For this pulication Editor of newspaper Prof. Elizbar Javelidze was persecuted and was forced to emigrate to Germany.

    By Besarion Gugushvili
    Soviet Analyst, Vol. 22, Numb. 3, July 1993, pp.4-12

    GROZNY, CHECHEN REPUBLIC:

    Photocopy
    Page 4
    Page 5
    Page 6
    Page 7
    Page 8
    Photocopy
    Page 9
    Page 10
    Page 11
    Page 12

    The approaching collapse of the Communist system and its Evil Empire – as signalled by the ‘five-year plan of state funerals’ of Brezhnev, Andropov and Chernenko – prompted the ruling class of the former ‘Indestructible Union’, the imperial mafia, to ponder its own future. Their leading lights began to develop, and once Gorbachev had won power to implement, a plan for transforming the Communist imperial mafia, such conversion being the hidden essence of ‘perestroika‘ and ‘new thinking’.

    First among them was Shevardnadze, who, alone among the highest members of the nomenklatura, possessed invaluable experience of collaboration with the ‘black’ economy – a shadowy and criminal proxy for the free market in the USSR. As Georgia’s Minister of Internal Affairs and First Secretary of the Central Committee of the Georgian Communist Party, Shevardnadze had conceived, and later put into operation, a total, deeply integrated and superbly organized system of bribery, extortion and; collusion which eventually reached – and began to infiltrate – the highest levels of power in the Soviet Union, enabling this provincial politician to rise to the very Olympus of the imperial nomenklatura.

    The plan called for the regulated ‘surrender’ of political power by the CPSU, accompanied, and at certain stages anticipated, by the organisation of a CPSU economy in the former Soviet Union and the transfer of hard currency looted by the CPSU to the West. Working in tandem, the two initiatives would create the economic base of the new power élite, restoring the power of the nomenklatura in the post-CPSU, post-USSR era of ‘free states’.

    Read more of this post

    კოკოს კომისიის ბრიყვული შეცდომები: ტრაექტორია

    კოკოს კომისიის დასკვნაში დაფიქსირდა მისი წევრებისა და მიწვეული სპეციალისტების მძვინვარე არაკომპეტენტურობა და მიკერძოებულობა, რამაც განაპირობა საგამომძიებლო საქმის თვალსაზრისით მრავალი უხეში და მიუტევებელი შეცდომა.

    კომისიის არაკომპეტენტურობასა და მიკერძოებულობას აღრმავებდა და ამწვავებდა ის გარემოებაც, რომ კომისიის მუშაობის არც ერთ ეტაპზე, არ მომხდარა არც შუალედური დასკვნების და მით უმეტეს, არც საბოლოო დასკვნის დამოუკიდებელი, ობიექტური ექსპერტების მიერ რეცენზირება-ოპონირება და კრიტიკული ანალიზი.

    საბოლოო დასკვნასა და მას მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში უძლიერესი პიარ-კამპანიის დროს — კომისიის კონცეპციის ერთ-ერთი ძალზე სერიოზული  შეცდომების კვანძად იქცა გარდაცვლილის მარჯვება საფეთქელში არსებული ტყვიის შემავალი ხვრელის, მარცხენა საფეთქელში ტყვიის გამომავალი ხვრელისა და საწოლის დაფაზე არსებული ეგრეთწოდებული „ნატყვიარის“ დილემმა — ანუ ტყვიის ტრასის დილემმა.

    ტყვიის ტრაექტორია კომისიის ფანტაზიით

    ტყვიის ტრაექტორია კომისიის ფანტაზიით

    Read more of this post

    ალლა დუდაევა: „ზვიადმა, თავისი სიკვდილით, მეგობრების სიცოცხლე გადაარჩინა“

    ეკა ბუჩუკური

    ალლა დუდაევა: გახსოვთ, ალბათ, რუსეთის გემები ფოთის პორტში იყვნენ შესულები და იქიდან ისროდნენ. ქართული ჯარი უკან იყო დახეული და ზვიადი ზუგდიდში გამაგრდა, მას მხოლოდ მისი უახლოესი გარემოცვა-ღა შემორჩა. ზვიადმა მათ თავი შეწირა იმიტომ, რომ არ უნდოდა, უფრო მეტი თანამებრძოლების სიკვდილი. მე ის მაგონებს ქრისტეს, რომელმაც თავი შეწირა მისი თანამებრძოლების სიცოცხლეს.

    ე.ბუჩუკური: თქვენ ფიქრობთ, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა?

    ალლა დუდაევა: „ზვიადმა, თავისი სიკვდილით, მეგობრების სიცოცხლე გადაარჩინა“

    ალლა დუდაევა: მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ის ძალიან კეთილშობილი და მიმტევებელი იყო. ის სხვებზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე თავისთავზე. ის რომ ცოცხალი დარჩენილიყო, მაშინ მასთან ერთად ყველა მისი თანამებრძოლი დაიღუპებოდა. ზვიადმა, თავისი სიკვდილით, მეგობრების სიცოცხლე გადაარჩინა. მან თავი შესწირა თავის თანამებრძოლებს, რომ ისინი ცოცხლები გადარჩენილიყვნენ. მე ასე ვფიქრობ. ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს თავის შეწირვა იყო სხვებისთვის.

    გაზ. „საქართველო“, 18-24 მაისი 2009

    ზ.გამსახურდია კოკოს დედის დალი ლოლუას სუკთან თანამშრომლობაზე

    ЗВИАД ГАМСАХУРДИА
    ЗА НЕЗАВИСИМУЮ ГРУЗИЮ
    (автобиография)

    ЖЕНИТЬБА И СЕМЬЯ

    Мое первое супружество оказалось неудачным. Я не собираюсь ворошить прошлое в угоду низменному любопытству, жалеть себя, занимаясь сплетнями. Жены – неотделимой половины, жены – друга и советника, жены – матери и жены – соратника у меня не было. Более того, к моему прискорбию, я убедился, что моя первая супруга Дали Михайловна Лолуа, 1941 года рождения, пианистка по профессии, сотрудник Госконсерватории, поддерживала близкое знакомство с высшими чинами КГБ и помогала им добывать детальную информацию не только обо мне, но и обо всей нашей семье. Она сама это не скрывала, оправдываясь тем, что в противном случае ее жизнь, и жизнь нашего сына Константина оказалась бы в опасности. В конце концов все это приобрело весьма опасный для меня и для моего отца характер и я был вынужден с ней развестись.

    კოკოს კომისიის ფიასკო ვ.სანაიას ტელეგედაცემაში

    „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ 19.02.2011, 1tv.ge

    ვ.სანაია: ბატონო ლაშა (თორდია)… თქვენ ხართ კომისიის წევრი… ხელისუფლების წარმომადგენელი… ამ კომისიის მუშაობას… მთავარ შეკითხვაზე ალბათ უნდა ეპასუხა –  ყოველ შემთხვევაში ასე იყო ეს ყველაფერი წარმოდგენილი — თავი მოიკლა თუ მოკლეს პირველი პრეზიდენტი. თქვენ, კომისიის წევრს რისი თქმა შეგიძლიათ?

    ლ.თორდია: საბოლოოდ იმისათვის, რო ჩვენ ვთქვათ რომ ეს იყო მკვლელობა აუცილებელია ამისთვის იყოს შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი…  არ არის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ეს ჩატარდა მხოლოდ 14 წლის შემდეგ (გარდაცვალების შემდეგ, ვიძახი) — თუმცა თითონ დასკვნაც ისე არის შედგენილი რომ ნებისმიერ ექსპერტს — რომ მოვიწვიოთ აქ ათი ექსპერტი — ათივე ექსპერტს ექნება შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მხრიდან გამოიტანოს სხვადასხვანაირი დასკვნები.

    ვ.სანაია: ანუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ასე მკაფიოდ დღეს თქმა არ შეგიძლიათ — თავი მოიკლა პრეზიდენტმა თუ ის მოკლეს?

    ლ.თორდია: მე ნამდვილად მკაფიოდ ამის თქმა არ შემიძლია

    ვ.სანაია: გამომძიებელს ზურაბ ბაცანაძეს (კომისიის დაქირავებულ ექსპერტი) მინდა ვკითხო — მე როგორც ვიცი თქვენც იზიარებთ მკვლელობის ვერსიას. აი გაქვთ შესაძლებლობა მაყურებელს უთხრათ ის არგუმენტები რატომაც მათ უნდა ირწმუნონ, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს?

    ზ.ბაცანაძე: ამ ეტაპზე, ეხლა პირდაპირ რომ განვაცხადო რომ მოკლულია მე მაგის უფლება არ გამაჩნია… ისე, რომ კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არის თვითმკვლელობა ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ

    ვ.სანაია: ბატონ გია დეკანოზიშვილს მინდა მივმართო, ექსპერტ კრიმინალისტს (კომისიის დაქირავებული ექსპერტი). ბატინო გია… მე გავეცანი თქვენს საგაზეთო ინტერვიუს, სადაც დარწმუნებით ამბობდით რომ ეს იყო მკვლელობა. შეგიძლიათ თქვათ ჩვენს გადაცემაში რატომ ფიქრობთ დღეს ასე, რომ ეს იყო მკვლელობა?

    გ.დეკანოზიშვილი: დარწმუნებით? — მთლად ისე დარწმუნებით არა

    ვიდეოს წყარო:
    http://www.1tv.ge/Video-View.aspx?VID=3845&Loc=90&CatID=1&LangID=1

    მ.არჩვაძის მოძიებული კომპროფაქტები კოკო გამსახურდიასა და მისი დედის დ.ლოლუას შესახებ

    (ბ.მიქავას პუბლიკაციიდან: http://youtu.be/a7KvVRzMmzk)

    • კოკოს დედის დალი ლოლუას და კოკოს ბებიის სუკთან თანამშრომლობის ფაქტი – 1977 წ. საქმე № 67 30.1.102, ხელს აწერენ ამირანაშვილი და ღადუა.
    • ე.შევარდნაძე: „ჩვენ ვახლობლობდით კოკოს დედასთან და დალი ჩვენთან ხშირად მოდიოდა“.
    • „იბერია სპექტრი“ 1992 წ. გ.აბსანძე: „სიგუამ 30 ათასი დოლარი პირადად კოკოს გადაურიცხა“.
    • დალი ლოლუას კამოს ქუჩის 115-ში შევარდნაძემ ერთი სართული აჩუქა.
    • დალი ლოლუა ვანო ზოდელავასგან მარჯანიშვილის თეატრის გვერდით იღებს 2 ოთახიან ბინას, რომელსაც მალე ყიდის.
    • შევარდნაძემ და ანტონიანმა (ზ.ჟვანიამ) კოკოს დელისის ჩიხში, ნაკვეთი 26 გადაწყვეტილება № 108 კეკელიძისა და მგალობლიშვილის ხელმოწერით სახლი აუშენეს.
    • კოკო ჩამოდიოდა საქართველოში ხალხისაგან მალულად რაზეც იყალთოს აკადემიის რექტორი დაგვემოწმება.
    • კოკომ 2006 წელს განაცხადა: „შევარდნაძეს საერთოდ არ უნდა შევეხოთ“.
    • 1977 წ 16 წლის კოკოს განცხადებას ბინის მიღებაზე საბურთალოს დემეტრაძის მიმართ აკმაყოფილებენ, ხელს აწერს უგრეხელიძე.
    • შევარდნაძემ და ანტონიანმა კოკოს დელისის ჩიხში, ნაკვეთი 26 გადაწყვეტილება № 108 კეკელიძისა და მგალობლიშვილის ხელმოწერით სახლი აუშენეს.
    • 1977 წ 16 წლის კოკოს განცხადებას ბინის მიღებაზე საბურთალოს დემეტრაძის მიმართ აკმაყოფილებენ, ხელს აწერს უგრეხელიძე.
    • მაშინ როდესაც ზვიადი და მერაბი პატიმრობაში იმყოფებოდნენ კოკო განცხადებით მიმართავს ვაჭრობის უფროსს გილაურს და მას ურიგოდ აკმაყოფილებენ ელიტარული ავტომანქანა „ვოლგით“.

    ზ.გამსახურდიას ხორხის ხრტილები და ენისქვეშა ძვალი დაუზიანებელი აღმოჩნდა

    რუსეთის მე-16 სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზების სახელმწიფო ცენტრის ექსპერტთა კომისიის დასკვნში № 12, 2007 წ. 6 – 12 მარტი, ქ.დონის როსტოვი — რომელსაც იმოწმებს კოკოს კომისია — აღნიშნულია:

    სუდარის გაშლისას აღმოჩენილია … ხორხის ხრტილი (4 ცალი)… გამოკვლევისას აღმოჩენილი ძვლები: – ენისქვეშა ძვალი

    ის, რომ, როსტოვის ექსპერტთა კომისიის განკარგულებაში აღმოჩნდა ზ.გამსახურდიას ჩონჩხის ეს ნაწილები: ხორხის ხრტილი (4 ცალი) და ენისქვეშა ძვალი, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ეს ნაწილები დაუზიანებელი იყო (ისევე, როგორც კისრის მალები და თავისქალის ქვედა ნაწილი) — სავსებით აბათილებს კოკოს კომისიის იმ მონაჭორს, რომ ზ.გამსახურდიას ყელის არეში კიდევ ერთი ნატყვიარი ჰქონდა — იმიტომ, რომ — ასეთი ნატყვიარის შემთხვევაში აუცილებლად დაზიანებული იქნებოდა ან ხორხის ხრტილი, ან ენისქვეშა ძვალი, ან კისრის მალები, ან კეფის ძვლები ან რამდენიმე ერთად.

    Read more of this post

    რატომ სჭირდებოდა შევარდნაძის რეჟიმს ზ.გამსახურდიას მკვლელობის ვერსია

    კოკოს კომისიის მიერ ავთანდილ რცხილაძის გამოკითხვიდან ნათლად დასტურდება, რომ სიცრუეა ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, ვითომც — „შევარდნაძის რეჟიმს მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსია აწყობდა“. — შევარდნაძის რეჟიმს (არსებითად ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმს, რომლის დაკვეთასაც ასრულებს კოკოს კომისია) სწორედაც რომ ყველაზე უფრო აწყობდა ზვიად გამსახურდიას მისივე გარემოცვის (!) მიერ მკვლელობის ვერსია, რომელის შეთხზვასაც (როგორც ა.რცხილაძის სიტყვებიდან ჩანს) ინტენსიურად ცდილობდა შევარდნაძის გამომძიებელი ა.ბალუაშვილი — ორი ნატყვიარის დადგენა რა თქმა უნდა სავსებით გამორიცხავდა თვითმკვლელობას.

    ორი ნატყვიარის დადგენა, რა თქმა უნდა, სავსებით გამორიცხავდა თვითმკვლელობას და შევარდნაძის რეჟიმს (არსებითად ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმს, რომლის დაკვეთასაც ასრულებს კოკოს კომისია) საფუძველს მისცემდა დაედგინა მკვლელობა — რომელშიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაადანაშაულებდა გამსახურდიას გარემოცვას.

    Read more of this post

    საქართველოს სულიერი მისსია და ზვიად გამსახურდიას ანდერძი

    ახლოვდება 31 მარტი, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და მისი თაოსნობით მოწეული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 20 წლისთავი…

    ჩვენ, საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, ვადასტურებთ რა დევნილობაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის (ემიგრაციული მთავრობის პრეზიდიუმის) ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ, მოვუწოდებთ უცხოეთში და საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მამულიშვილებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს და სხვა ერების ღირსეულ შვილებს, მტკიცედ დადგენენ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენით ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე საქართველოში კანონიერებისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენის საქმეში!

    ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად  ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით, წარმატებით დააგვირგვინა მრავალი თაობის მამულიშვილთა სწრაფვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ და საძირკველი ჩაუყარა ეროვნულ-სარწმუნოებრივი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის შესაძლებლობას, რაც საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოძმე სხვა ერისშვილთა კეთილდღეობისა და თავისუფლალი სარწმუნოებრივი განვითარების გარანტიაც იყო.

    დამოუკიდებელი საქართველო შესდგა და ქართველი ერი მზადდებოდა უფრო მაღალი მისსიის აღსასრულებლად!

    Read more of this post

    ნელ-თბილობა ანუ „არც ერთ მხარეზე არა ვარ“

    იოანე ოქროპირი

    მძიმე დრო ქართველი ერის ისტორიაში არაერთხელ დამდგარა. მეტიც – თითქმის ყოველ თაობას უწევდა პოლიტიკურ კატაკლიზმებში გახვეულ საქართველოში ცხოვრება, შრომა, მოღვაწეობა – საკუთარ ოჯახურ კერიაზე ზრუნვა.

    მძიმე დროებას ყოველთვის, მუდამ ახლდა უმძიმესი არჩევანი – ყოფილიყო ადამიანი პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების ერთ მხარეს, თუ მეორე მხარეს – ან კიდევ ნეიტრალური, უსაფრთხო, თითქოს-და კომფორტული პოზიცია შეერჩია.

    საინტერესოა, ასეთ რთულ და საშიშ პერიოდებში ადამიანის არჩევანის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის „აპოკალიპსის“ ანუ „გამოცხადების“ დებულებები.

    ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მეორე ნაწილი აღინიშნა ახალდაბადებული ქრისტიანების უდიდესი დევნით, მასობრივი ჯვარცმებით, ცოცხლად დაწვებით და შევიწროებით.

    რომის იმპერია – ასახული როგორც წითელი გველეშაპი, იმდროინდელი გლობალიზმის განსახიერება და სიმბოლო საშინელი ძალით მოუბრუნდა ქრისტიანობას:

    და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შვიდნი გვირგვინნი.
    13.3 вот, большой красный дракон с семью головами и десятью рогами, и на головах его семь диадим.

    Read more of this post

    სიტყვა „ოღრაში“-ს განმარტება

    ოღრაში ძველი „ქალაქური“ ანუ თბილისური ჟარგონული სიტყვაა, შემოსულია თურქულიდან ან უფრო აზერბაიჯანულიდან და ნიშნავს კახპების, ბოზების გამქირავებელს, სუტენიორს. უმეტესად კინტოებში გავრცელებული საქმიანობა იყო…

    Сутенёр (фр. Souteneurподдерживающий), или сводник — человек, занимающийся организацией проституции и получающий от этого доход

    oğraş (აზერბაიჯანული)
    http://en.wiktionary.org/wiki/o%C4%9Fra%C5%9F

    1. pander, pimp, procurer

    pander (plural panders)

    1. A person who furthers the illicit love-affairs of others; a pimp or procurer, especially when male. (Later panderer.)
    2. An offer of illicit sex with a third party.
    3. An illicit or illegal offer, usually to tempt.

    pimp (plural pimps)

    1. A person who solicits customers for prostitution and acts as manager for prostitutes; a panderer.
    2. (African American Vernacular slang) A man who can easily attract women.

    procurer (plural procurers)

    1. A person who procures or obtains things, especially one who procures customers for prostitutes.

    http://www.facebook.com/note.php?note_id=205964496088677

    ფული — სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ

    საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობსთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამითი კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.

    მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერსა და ნებისმიერს ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.

    პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ
    თავი მეთოთხმეტე
    «17 რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.»

    «Но истинной справедливости нет нигде, кроме той республики, Основатель и Правитель которой — Христос, если эту последнюю угодно будет называть республикой, так как нельзя отрицать, что она — народное дело. Но поскольку в нашем случае это название может показаться несколько необычным, то скажем так: истинная справедливость существует только втом граде, о котором Писание говорит: «Славное возвещается о тебе, град Божий» (Пс. ЕХХХУТ, 6).»

    Read more of this post

    თ.ქორიძე: კოკოს ქმედებას მკრეხელობის ელფერი აქვს

    პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას, რომელმაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეისწავლოს, საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. საინტერესო არგუმენტები აღმოაჩნდა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს თემურ ქორიძეს:

    - ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების დადგენა, 1991-1993 წლების მოვლენების სამართლებრივ-პოლიტიკური გამოძიება უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის. დაძაბული პროცესების ფონზე ამ საკითხისადმი ინტერესი განელებულიც კია. კომისიის შექმნას კონსტანტინე გამსახურდიას ვუკავშირებ. ვვარაუდობ, რომ მას სჭირდებოდა მოტივი პარლამენტში შესასვლელად და ეს საკითხი წამოაყენა. ამ ყველაფერს მკრეხელობის ელფერი დაჰკრავს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დამდგენი კომისიის შექმნა კონსტანტინე გამსახურდიას ხელისუფლებასთან გარიგების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. ამასთან, ვისურვებდი, ამ კომისიის თავმჯდომარე უფრო მართალი და პრინციპული პირი იყოს.

    Read more of this post

    პატრიარქ ილია მეორის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო ე.შევარდნაძის 70 წლის იუბილეზე 1998 25 იანვარს

    «მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვუთხარი მე მას, რომ ძალიან ხშირად ეუბნებიან თუ რამდენად გამართლებული იყო მისი ჩამოსვლა საქართველოში. თითქოს (სსრკ) საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნა ეს იყო მისი მწვერვალი, მისი აპოგეა, ასეთი მისი ცხოვრების და მისი მოღვაწეობისა. მე მიმაჩნია, რომ ის რაც გამოიარა ეს ყველაფერი იყო მოსამზადებელი პერიოდი აი ამ მძიმე დროსთვის. ის უნდა ჩასდგომოდა საქართველოს აი ამ ურთულეს პერიოდში და მე მითქვამს და დღესაც ვუთხარი, რომ ის რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, ჯერ ერთი წარმოუდგენელი იყო რომ რა მოხდებოდა საქართველოში და ქართველი ხალხი არ აპატიებდა მას ამ ჩამოუსვლელობას. მე მინდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი უმადური არ იქნება, ქართველი ხალხი აუცილებლად დაუმადლებს ბატონ ედუარდს. დალოცვილი იყოს და მრავალჟამიერი ყოფილიყოს მისი მოღვაწეობა…»

    ზ.გამსახურდიას მიმართვა 1991 წ. 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ მიტინგზე დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით

    ძვირფასო ძმანო და დანო

    დე იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველი ერის კონსოლიდაციისა, ერთ მუშტად შეკვრისა — შინაური და გარეშე მტის წინააღმდეგ.

    ძვირფასო მეგობრებო

    დღევანდელი დღე ცრემლნარევი სიხარულის დღეა. მართალია ჩვენ ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე — 9 აპრილს წამებულთა გლოვა, სამაჩაბლოში წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება, მაგრამ უფალმა მოგვივლინა ეს დღე ვითარცა დღე ცრემლნარევი სიხარულისა.

    ასეთი იყო საქართველოს ისტორია, ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო ცრემლნარევი სიხარული, ეს იყო ეკლიანი გზით სვლა ჭეშმარიტებისაკენ, საღვთო სიყვარულისაკენ. საქართველოს გზა ეკლიანი გზაა ქრისტესი, ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდაუვალი აღდგომისა.

    ამ დღეს დიდი დაფიქრება გვამრთებს, დიდი ურთიერთ სიყვარული, დიდი პატიება, ურთიერთ მიტევება — რამეთუ არ არს კაცი  რომელიც ცხოვნდეს და არა სცოდოს.

    ამავე დროს, მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. მართალია ჩვენ იურიდიულად აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებამდე ჯერ შორსაა. გავხედოთ იმ მძიმე გზას რომელიც გველოდება და მოითხოვს ჩვენგან დიდ დარაზმულობას, შრომას, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთგატანას ამ მძიმე გზაზე, ამ ძნელბედობის ჟამს.

    ძვირფასო მეგობრებო

    ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოიღო თავისი ნაყოფი. იგი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გააერთიანა არა მხოლოდ ქართველი ერი არამედ საქართველოს არაქართველი მოსახლეობა! ამიერიდან ისინი ჩვენი ძმები არაიან, ისინი ჩვენთან არიან,  ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და საქართველოს რესპუბლიკა მიიღებს მტკიცე საკანონმდებლო საფუძვლებს ყველა ეროვნების წარმომადგენობათა შორის ჭეშმარიტი ძმობისა და მეგობრობის შესახებ, — მათი უფლებრივი გარანტიების შესახებ საქართველოში.

    პირველ რიგში მეგობრებო როგორც გამოვაცხადეთ სესიაზე — საქართველო მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიებს მისცემს აფხაზ ხალხს, რომელთან ჩვენი ისტორიული ძმობა საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. აფხაზთა და ქართველთა სამეფო ერთიანი სახელმწიფო კვლავ აღდგება, ქართველთა და აფხაზთა მეგობრობა დაეფუძნება აფხაზეთის უდიდესი შვილების გიორგი შარვაშიძის, არზაყან ემხვარის და სხვათა მამულიშვილურ, პატრიოტულ გზას და გააერთიანებს ჩვენს მოძმე ერებს.

    საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი, რომელიც იარაღით ხელში არ იბრძოლებს ჩვენს წინააღმდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას!

    აი ასეთია მეგობრებო ჩვენი გადაწყვეტილება. დღეიდან საქართველო, მეგობრებო, მიმართავს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში.

    ძვირფასო ძმებო და დებო

    დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა. შემთხვევითი როდია, რომ დღევანდელ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი წინასწარმეტყველნი იყვნენ — მათ წინასწარმეტყველურად დასთხიეს სისხლი აქ, ამ ადგილას, რამე თუ უწყოდნენ რომ სწორედ აქ გამოცხადდებოდა  დამოუკიდებლობა და სწორედ 9 აპრილს!

    წუთიერი დუმილით პატივი  ვცეთ დაღუპულთა ხსოვნას!

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.