ჩვენი მეგობარი ამერიკა? — დაიჭედეთ ეს დოკუმეტი შუბლზე ყველა პროამერიკელმა ზვიადისტმა!


აი როგორ შეგაფასათ ამერიკამ იმიტომ, რომ მის დასმულ შევარდნაძის რეჟიმს არ ურიგდებოდით და ებრძოდით!

The State Department
Patterns of Global Terrorism: 1998

Background Information on Terrorist Groups

Zviadists

Description
Extremist supporters of deceased former Georgian President Zviad Gamsakhurdia. Following Gamsakhurdia’s ouster in 1991, his supporters launched a revolt against his successor, Eduard Shevardnadze. Suppressed in late 1993, and Gamsakhurdia committed suicide in January 1994. Some Gamsakhurdia sympathizers have formed a weak legal opposition in Georgia (გაბოზებულები), but others remain violently opposed (ვინც არ გაბოზდა) to Shevardnadze’s rule and seek to overthrow him. Some Gamsakhurdia government officials fled to Russia following Gamsakhurdia’s ouster and now use Russia as a base of operations to bankroll anti-Shevardnadze activities.
Activities
Bombings and kidnappings. Attempted two assassinations against Shevardnadze in August 1995 and February 1998. Took UN personnel hostage following the February 1998 attempt, but released the hostages unharmed.
Strength
Unknown.
Location/Area of Operation
Georgia, especially Mingrelia, and Russia.
External Aid
May have received support and training in Chechen terrorist training camps. Chechen mercenaries participated in the assassination attempt against Shevardnadze in February 1998.
ამას გარდა ამერიკის კაიკაცობაზე იხილეთ:
Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი
https://besarion.wordpress.com/2010…
«ვაისი: – რუსებმა ახლა დაარწმუნეს სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი, რომ ისინი შეუერთდებიან შეერთებულ შტატებს შევარდნაძის მხარდაჭერაში [გვ. 2]».
Advertisements

ზვიად გამსახურდიას პირადი მცველები


28930_123037434385073_919473_n

საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდგომი პერიოდის ზვიად გამსახურდიას „პირად მცველებზე“ ხშირადაა უხამსი, აგდებული ტონით საუბარი დღევანდელი საქართველოს სინდის-ნამუს გარეცხილ მას-მედიაში — ანუ იმ ენთუზიასტ მოხალისეებზე (მათ არავითარი სპეციალური წვრთნა არ ჰქონდათ განვლილი) — რომლებიც ხუნტასთან და რუს ინტერვენტებთან ომის ფრონტზე, ძალით ბევრად აღმატებულ მტერთან ბრძოლის ველზე, ცეცხლის ხაზზე, დაუსრულებელი დევნის პირობებში — ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ყოველდღიური რისკისა და დაუსრულებელი სტრესების პირობებში (ბოროტი, ყოვლად უზნეო, უმეტესწილ ნარკომანი, წამებებითა და გაუპატიურებებით საზოგადოდ ცნობილი) მტრის ალყაში, შეუსვენებლად და გამუდმებით იცავდნენ პრეზიდენტს უმძიმეს (ხშირად გაუსაძლის) ყოფით პირობებში; ყოველგვარი, თუნდაც ელემენტარული სპეციალური აღჭურვილობის გარეშე; მეტიც — ზამთრის უამინდობის შესაბამისი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე — იცავდნენ პრეზიდენტს მხოლოდ იმ მოტივითა და სტიმულით, რომ უყვარდათ და პატივს სცემდნენ მას, როგორც ეროვნულ გმირს…

12342306_10207276540208425_3726843167642510609_n

ვასო ძიას (აკად.ვ.ჩანტლაძის) ხსოვნას


ბიბლიოთეკა და კაბინეტი

დაახლოვებით ათი წლის ასაკში სოციალური კლასიფიკაციის პირველი იდეა მომივიდა თავში: არიან ადამიანები (ოჯახები),რომელთა ბინაში არის წიგნები (ბიბლიოთეკა) და არის საწერი მაგიდა (კაბინეტი); და –- არიან ადამიანები (ოჯახები), რომლებსაც ასეთი რამ არ გააჩნიათ…

მამაჩემის ახლო მეგობრებს, ყველას ჰქონდა ბიბლიოთეკა-კაბინეტი.

პაატა გუგუშვილი, ბექირბი ხასია, ვასილ ჩანტლაძე

პაატა გუგუშვილი, ბექირბი ხასია, ვასილ ჩანტლაძე

არსებითად, პაატა გუგუშვილის ოჯახი ბიბლიოთეკაში იყო განთავსებული. თითქმის ყველა ოთახში იყო კარადები ან ჭერამდე თაროები – გაჭედილი ლიტერატურით. ყველას ჩვენ-ჩვენი ბიბლიოთეკა გვქონდა -– მამას ათასობით მეცნიერული წიგნი, ჟურნალი და სქელი საქაღალდე; დედას – რამდენიმე თარო ქართული და რუსული ან რუსულად ნათარგმნი რომანები და ლიტერატურული ჟურნალები; მე და ჩემს ძმას – საკმაოდ დიდი კარადა სამეცნიერო-პოპულარული, საბავშვო ლიტერატურა, რომელთა შორის თანდათანობით უპირატესად მეცნიერული ფანტასტიკის წიგნები სჭარბობდა.

მერვე კლასიდან მე საკუთარი საწერი მაგიდაც გამიჩნდა, რომელზეც ბოლოს საკანდიდატო დისერტაცია დავწერე და პირველი ქართული კომპიუტერული დამწერლობა შევქმენი.

როდესაც თბილისის ბინაში წიგნები უკვე აღარ გვეტეოდა – მათი ნაწილი წყნეთის აგარაკზე ავიტანეთ, სადაც ამისთვის, ბოლოს მომცრო ცალკე სათავსოც ავაგეთ.

მამის ტოლა და სადარი კაბინეტი-ბიბლიოთეკები ჰქონდათ მის მეგობრებს – ვასო ძიას და ბატონ შალვა ნუცუბიძეს. ყრმობისას ვასო ძიას ბიბლიოთეკაში საკმაროდ ბევრი დრო მიტარებია – როდესაც მშობლები წვეულების სუფრას უსხდნენ, მე ნება მქონდა დართული აქ ენციკლოპედიები მეკითხა – ჩემი საყვარელი ლიტერატურა. ვასო ძიასთან ყველაზე უფრო მომწონდა რევოლუციამდელი “ბროკჰაუზისა და ეფრონისა” –- მისი დიდი ნაწილი აქ წავიკითხე – ყველა თემაზე, განურჩევლად.

მამა, ზოგადად თავის კაბინეტში ცხოვრობდა და ეძინა კიდეც, დანარჩენი ოჯახის წევრებისგან ძლიერ განსხვავებულ რეჟიმში – რომლის გამოც არსებითად მამას მხოლოდ ტრადიციული ოჯახური სადილისას ვხვდებოდით.

ამ თემასთან დაკავშირებით ერთი მომენტი მახსენდება – დაახლოებით სამოცდააშიან წლებში მამა ერთმა “დიდმა კაცმა” მიიწვია ოჯახში ნადიმზე. მამამ ბინა შეათვალიერა და გაკვირვებულმა ჰკითხა მასპინძელს: ოჯახში წიგნები არ გაქვთო? მასპინძელმა ამაყად უპასუხა: როგორ არა, ტელეფონების საცნობარო წიგნი გვაქვსო… მამა მაშინათვე ადგა და უსიტყვოდ გაეცალა “დიდი კაცის” წვეულებას…

ტელევიზორს არც მამა და არც ვასო ძია არ უყურებნენ, არსებითად – გაზეთებსაც არ კითხულობდნენ. ჩვენს ოჯახში მამას დეკრეტი ასეთი იყო: ტელევიზორი არაუმეტეს 2 საათი დღეში -– ახალი ამბები და თუ სასარგებლო რამე კინოფილმი იყო… სამაგიეროდ –- მამა გვიან ღამით ხშირად უსმენდა “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” გადაცემებს — თავისი ძვირიანი და ძლიერი რადიოთი –- ძალზე დაბალ ხმაზე, ისე რომ უცხოს არ გაეგო…

ვასო ძია სუფრაზე

ათობით წლის განმავლობაში, პაატა გუგუშვილის ოჯახში, უფრო კვირა დილით, თვეში სულ ცოტა ორ-სამჯერ იმართებოდა წვეულება უახლოესი მეგობრებისთვის –- უფრო ხშირად ხაშის თემაზე. თვეში თუნდაც ერთხელ კი საღამოს წვეულება უფრო ფართო წრისათვის. არ მახსოვს თუნდაც ერთი შემთხვევა რომ ვასო ძია და ძაგული დეიდა არ ყოფილიყვნენ სუფრასთან.

ვასო ძიამ ყველასგან განსხვავებული, უნიკალური სადღეგრძელოები იცოდა –- განსაკუთრებით თუ ეს უახლოეს მეგობრებს ეხებოდა –- მისი ყოველი ასეთი სადღეგრძელო მოთხრობილი ან მცირედ გალექსილი პატარა ნოველა იყო, როგორც წესი რომანტიკულ ჟანრში, მაგალითად როგორც სასიყვარულო წერილი… და, ეს სადღეგრძელო-ნოველა აუჩქარებლად, რბილი და თბილი არტისტიზმით ითქმოდა. არაა გასაკვირი, რომ ვასო ძიას ვაჟი, თენგიზი ძალზე პოპულარული არტისტი გახდა – მასწავლებელი მას ოჯახში ჰყავდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თენგიზი ვასო ძიაზე უფრო ნიჭიერი არტისტი იყო…

არანაკლებ ხშირად მართავდა წვეულებას ძაგული დედიდაც, სტუმრების თითქმის იმავე შემდგენლობით. ხოლო, როდესაც თენგიზ ჩანტლაძე პოპულარული და ძალზე ცნობილი გახდა – ჩანტლაძეების ოჯახში უკვე გახშირდა ხალხმრავალი ნადიმები, რომლებზეც სტუმრების უდიდესი ნაწილი უკვე მსახიობები და სხვა შემოქმედებითი დარგების წარმომადგენლები იყვნენ – შესაბამისი დონის სიმღერებითა და გალობით.

მამასთან, სუფრაზე კი ვიწრო წრეში, დაბალ ხმაზე წაუღიღინებდნენ, უფრო ხშირად მამაჩემის საყვარელ სიმღერას, ასე:

„ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება,
წარმავალია ნათელი სულ მოსაჩვენად ბრწყინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა,
თოფს ჟანგი შეჭამს, ჟანგს – მიწა, კაცის გულს დარდის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა…“

მაგრამ, ამ ნაღვლიანს უფრო ოპტიმისტურს მიაყოლებდნენ:

„დავლოთ – სანამ ერთად ვართ,
სანამ ერთმანეთს ვხედავთო,
ჯავრი მაშინაც გვეყოფა –
შავ ლოდს რომ ამოვხედავთო…“

ღამის მოციონები

სულ ცოტა ორი ათეული წელი, მამას და ვასო ძიას პირადი ურთიერთობის ძირითადი ნაწილი ღამის თითქმის ყოველდღიური მოციონისას ხდებოდა. რასაც ძირითადად მხოლოდ ერთ-ერთის ავადმყოფობა ან ძლიერი უამინდობა შეიძლებოდა აღდგომოდა წინ.

მოციონი იწყებოდა და მთავრდებოდა “მრგვალ ბაღთან” და კარგ ამინდში და კარგი განწყობისას “ვაკის პარკამდე” გრძელდებოდა. მოციონს ახლდა განუწყვეტელი საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა — თემატიკა კი უკიდეგანო იყო. ერთხელ ხუმრობით დავუანგარიშე — სულ ცოტა 7-8 ათასი საათი გაქვთ ასეთ საუბრებში გატარებული, მეთქი. მე მეტი მეგონაო — მომიგო…

ძალზე ხშირად სანამ მამა და ვასო ძია სეირნობდნენ — დედა და ძაგული დეიდა ტელეფონით საუბრობდნენ — დაწყებული ოჯახური გარემოებებით, ჯანმრთელობით, კერძების დამზადებისა და პარკეტის უკეთ გაპიალების მეთოდებით დამთავრებული…

ვასო ძიას და ძაგული დეიდას სიყვარულით,
ბესარიონ გუგუშვილი

აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დღიურები და მოგონებები


«წიგნში პირველად იბეჭდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს პ.გუგუშვილის მოგონებები და დღიურების ნაწილი, რითაც საზოგადოების ფართო წრისათვის ცნობილი გახდება მისი მემკვიდრობის კიდევ ერთი მხარე.»

© თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა
თბილისი, 2015

ზ.გამსახურდია: საქართველოს ყოფნა-არყოფნა (შობადობის პრობლემა)


წლების მანძილზე საქართველოს ოფიციალური პრესის ფურცლებზე იბეჭდებოდა წერილები შვილოსნობის, ერის გამრავლების პრობლემებზე. მათ შორის მსურს გამოვყო გაზეთ კომუნისტის 1982 წლის 27 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული წერილი „საქართველოს უკვდავება“ (გ.ფანჯიკიძე), „ლიტერატურული საქართველოს“  1983 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული “იქმენინ მრავალ ძეობა“ (ლ.სანიკიძე) და დისკუსია „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე (1983 წ. 7 ივნისიდან).

ავტორები ცდილობენ გვესაუბრონ ჩვენი ძირითადი ეროვნული უბედურების — ქართული მოსახლეობის კლების გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ ცენზურის მიერ დაჩეხილი მათი წერილები და გამოსვლები იოტისოდენადაც ვერ ჰფენენ ნათელს საქმის რეალურ ვითარებას. თანაც უნდა აღინიშნოს რომ, მათ წერილებში შეიმჩნევა ტენდენცია საქართველოს დემოგრაფიული სურათის შეცვლის ძირეული მიზეზების მიფუჩეჩებისა და მეორადი მიზეზების წინა პლანზე წამოწევა, ამიტომაც გადავწყვიტე შევახსენო მათაც და მკითხველ საზოგადოებასაც ზოგიერთი ჭეშმარიტება.

სიმართლე ფერ-უმარილს არ საჭიროებს და — ამიტომ თავიდანვე საქმეზე ვისაუბრებ. რამ განაპირობა ესოდენ კატასტროფული მგომარეობა ჩვენი ერის დღეს, ცივილიზებულ ეპოქაში, მეოცე საუკუნეში, მაშინ როდესაც სხვა ერები ეროვნულ-კულტურული და დემოგრაფიული აღორძინების გზაზე დგანან? ნუთუ ჩვენი ერის დაკნინების, შობადობის ესოდენ საგანგაშოდ შემცირების მიზეზები მარტოოდენ მეშჩანობასა და ჭამა-სმის კულტში უნდა ვეძებოთ, როგორც ამას აცხადებს „საქართველოს უკვდავების“ ავტორი (გ.ფანჯიკიძე) ან მხოლოდ „აბორტმახერების“ დაუსჯელობაში, როგორც ამას სთვლის „იქმენინ მრავალძეობის“ ავტორი (ლ.სანიკიძე)? ნუთუ ის ობივატელური სენი, რომელმაც თურმე ესოდენ დაგვრია ხელი, სხვა ერებს არ სჭირთ? რაღა ჩვენ მოგვითავა ხელი ამ სენმა? რაღა ჩვენ გაგვაპარტახა? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ მეშჩანობა, ობივატელობა. შედეგია და არა მიზეზი.  „საქართველოს უკვდავების“ ავტორს (გ.ფანჯიკიძეს) კი შედეგები და მიზეზები ურთიერთში აღურევია და გაჰყვირის: სერვანტებზე და ავეჯზე მონადირე ხალხი აბა, როგორ გაამრავლებთ ერს! ოღონდაც! შეგნების გადაგვარება, საერთოდ, ყოველგვარი გადაგვარების წყაროა, მაგრამ რამ გადააგვარა ჩვენში ეროვნული შეგნება? რამ აუყარა ქართველ კაცს გული ეროვნულ და მოქალაქეობრივ იდეალებზე? მოდით, ვეძებოთ რეალური მიზეზები და მერმე ვისაუბროთ შედეგებზე და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.

ამა თუ იმ ერის ფიზიკური არსებობა ოდითგანვე დამოკიდებული იყო ერის სულზე, მის ფსიქიკურ წყობაზე, მის ეროვნულ ცნობიერებაზე. მსოფლმხედველობა, სულიერი სამყარო განაპირობებს ერის სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიურ ყოფას. როდესაც ერის სული და შეგნება კნინდება, მაშინ კნინდება მისი სახელმწიფოებრიობაც, მისი დემოგრაფიული სახეც; როდესაც ადამიანის სხეულს სტოვებს სული, იგი იწყებს გახრწნას. ასევეა ერი და საზოგადოება, ერის სული მაცოცხლებელია ეროვნული ორგანიზმისა, ჯანსაღი სულიერი ცხოვრება კი აღორძინებს მის სოციალურ და საზოგადოებრივ ყოფასაც.

რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ერის სულიერი ცხოვრება? რამდენად ქმედითნი არიან დღეს ის სულიერი და ეროვნული იდეალები, რომლებიც ასულდგმულებდნენ ჩვენს წინაპრებს, აძლევდნენ სტიმულს ბრძოლისას და შემოქმედებისას, შთაუნერგავდნენ მომავლის იმედს ისტორიული ძნელბედობის პერიოდებში? ან რამდენად მღვიძარებს დღეს ერის სული? ან რამდენად ეზიარება დღეს ჩვენი ერის ყველა ფენა თავის კულტურის, აზროვნების, ლიტერატურის ტრადიციებს? რამდენად ცხოვრობს თავისი წინაპრების იდეალებით? უფრო მეტიც, რამდენად უწყის მან თავისი ეროვნული ვინაობა, სადაურობა, უწყის თუ არა მან თავისი ისტორია, თავისი სულიერი მდგომარეობა აწმყოში და წარსულში, ან თავისი მომავლის პერსპექტივები?

ან რამდენად ქმედითია დღეს ჩვენში ზნეობრივი იდეალები  ჩვენი წინაპრებისა? ან მათი მასულდგმულებელი რელიგიური იდეალები? ან რამდენად გააჩნია არსებობის უფლება რელიგიას, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, და რომელმაც ისტორიის  ამდენ ქარტეხილებს გადაარჩინა საქართველო?

ერის ჯანსაღი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრება ხომ რელიგიის გარეშე შეუძლებელია: ამას გვიმოწმებს ისტორიული და ფილოსოფიური მეცნიერება. რამდენად აქვს შეგნებული ეს ყოველივე ჩვენს ინტელიგენციას? (ე.წ. „ახალი რიტუალების“ დამკვიდრება ვერ შეცვლის რელიგიას თუნდაც მარტოოდენ ესთეტიური თვალსაზრისით. ისინი ვერასოდეს აღზრდიან ადამიანში ზნეობას და მოქალაქეობრიობას).

ერის ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველია  აგრეთვე ახალგაზრდობის სწორი აღზრდა. მიკვირს, რად აუარეს გვერდი ზემოთხსენებული წერილების ავტორებმა ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას, იგი ხომ უშუალო კავშირშია ერის გამრავლების საკითხებთან? შესაძლებელია კი ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება რელიგიური აღზრდის გარეშე? მსოფლიო პედაგოგიური მეცნიერების კორიფეები (კომენსკი, პესტალოცი [J.H.Pestalozzi], ჰერბარტი [J.F.Herbart] და სხვანი) უარყოფით პასუხს გვაძლევენ ამ კითხვაზე. ხოლო სრულყოფილი, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია საზოგადოების აშენება. ესეც საყოველთაოდ აღიარებულია..

გადავხედოთ ჩვენს სკოლებს, სადაც მერვე, მეცხრე და მეათე კლასელი გოგონები სიგარეტს წევენ (ზოგჯერ ნარკოტიზირებულს), ბიჭებთან ერთად, ბილწსიტყვაობენ და კიდევ სხვა უმსგავსობას სჩადიან. წარმოვიდგინოთ პერსპექტივაში მათ მიერ შექმნილი ოჯახები,  მათ მიერ აღზრდილი შვილები, მათ მიერ გახარებული დედ-მამა და სამშობლო, მათ მიერ გამრავლებული ერი. გადავხედოთ აგრეთვე პედპერსონალს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სავსებით არ შეესაბამება პედაგოგის მაღალ დანიშნულებას. გადავხედოთ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც კიდევ უფრო უნუგეშო სურათია კორუფციისა, პროტექციონიზმისა და სხვა მრავალ მანკიერებათა.

ის კატასტროფულად ფესვგადგმული ობივატელურ-მეშჩანური სენი კი, რომელიც ზემოხსენებულმა ავტორმა ესოდენ გონებამახვილურად დაგვისურათხატა, სწორედ სულიერი ცხოვრების ზემოთხსენებული დაცემითა და დაკნინებით არის გამოწვეული. რელიგიური და ეროვნული შეგნების დაკნინებამ მოგვცა მხოლოდ და მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე, სმა-ჭამაზე, მაღაზიებზე, ვიდეოფილმებზე, გართობაზე და ფეხბურთზე მოსაუბრე საზოგადოება, რომელიც არას დაგიდევთ არც ერის ტკივილებს და არც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხებს.

იხილეთ ორიგინალი და PDF დოკუმენტი:
ზვიად გამსახურდია — შობადობის პრობლემა

ბესარიონ პ. გუგუშვილთან რეჟისორ ზვიად მიქელაძის ვიდეო ინტერვიუდან


ბესარიონ პ. გუგუშვილთან რეჟისორ ზვიად მიქელაძის ვიდეო ინტერვიუდან
(ფინეთი, ვანტაა, 06.08.2014)

ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“, 2014 წ. — №223, 1 ნოემბერი, გვ. 7;  №233, 15 ნოემბერი, გვ. 6-7; №242, 29 ნოემბერი, გვ. 6-7; №242, 13 დეკემბერი, გვ. 7 — საერთო სათაურით „ფინეთის ცივი მზე“.

ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი:

რატომ არ ჩამოდის საქართველოში საქართველოს ლეგიტიმური პრემიერი

საქმე ისაა, რომ ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული ე.წ. საქმე დახურული არ არის. შეჩერებულია. გამომიგზავნეს ოფიციალური ქაღალდი პარლამენტიდან და პროკურატურიდან, სადაც ლაპარაკია, რომ შეჩერებულია ეს საქმე იმის გამო, რომ დანაშაული დღეს აქტუალური აღარ არის, ე.ი. იმაზე კი არის საუბარი, რომ გამართლებული ვართ, მეც და სხვებიც… საქმე ისაა, რომ შეაჩერეს პროცესი. დააკვირდით, რას ნიშნავს ეს სამართლებრივად: სამართლებრივად ნიშნავს, რომ მე ისევ დამნაშავე ვარ, მაგრამ რახან „ქმედება საშიში აღარ არის“ (პირდაპირ ასე წერია: „ქმედება საშიში აღარ არის“), ესე იგი, ის „ბოროტმოქმედება“, რომელიც მე ჩამიდენია ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ახლა საშიში აღარ არის და ამის გამო შეაჩერეს საქმე. ეს გულისხმობს თავისთავად ერთ რამეს, რომ საქართველოშ ჩასვლისთანავე, მე უნდა გამოვცხადდე პროკურატურაში, პირდაპირ მომწერეს და ხელი უნდა მოვაწერო იმას, რომ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, ესე იგი, მათივე კანონმდებლობით მე სამუდამოდ დამნაშავედ ვრჩები, რომელიც არ დაისაჯა იმის გამო, რომ „ქმედება საშიში აღარ არის“ და მე ამას ვეთანხმები. ყველა ვინც ჩამოვიდა საქართველოშ, ამაზე ხელი მოაწერა. ხელი მოუწერეს, რომ კრიმინალები არიან, ესე იგი, „ეპატიათ“ სინამდვილეში. დააკვირდით, რეაბილიტაცია მოხდა და არა გამართლება.

ამ დროს სააკაშვილი ხელსიუფლებამ 2004 წელს მიიღო საოცარი დადგენილება, რომ ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლება ლეგიტიმური იყო და რჩებოდა თავისი მოქმედების ვადებში, ანუ პრეზიდენტი და პარლამენტი ხუთი წლით იყო არჩეული და ხუთი წლის მანძილზე სწორედ ის ხელისუფლება რჩებოდა ლეგიტიმურად. სინამდვილეში ტყუილია, რომ საქმე შეწყდა და არავითარი დევნა აღარ არის. საქმე ისაა, რომ იქ ჩასვლა და ხელის მოწერა ნიშნავს, რომ მე თანახმა ვარ იმ სიყალბეზე, რაც მათ კანონში ჩაიწერეს. რა თქმა უნდა, მე არა ვარ თანახმა. სასურველია, თუნდაც მაგ ხელისუფლებამ, რომელსაც არ ვცნობ, აუცილებლად დაამთავროს ეს საქმე, ჩვენს წინააღმდეგ აღძრული საქმე, ვითომ ჩვენ ვიყავით უკანონოები და არა პუტჩისტები. აქ მიღებული უნდა იქნას პრინციპული გადაწყვეტილება, რომ კრიმინალები ისინი არიან.

რახან ჩემი საქართველოში ჩასვლა ასეთ ხელმოწერას მოითხოვს, მე თუნდაც ამიტომ არ დავბრუნდები. მეორე ფაქტორი: ვინ არიან? სად ჩავდივარ? ქვეყანას, სახელმწიფოს, რომლის პრემიერ-მინისტრი მე ვიყავი და დღემდე ვრჩები, იმიტომ, რომ ჩემ გადაყენებაზე არავითარი ლეგიტიმური დოკუმენტი არ არსებობს, ერქვა საქართველოს რესპუბლიკა. ღერბზე ჰქონდა გამოსახული თეთრი გიორგი, დროშა იყო სამფეროვანი, კონსტიტუცია სხვა იყო… დღეს რა ქვეყანაა? რა სახელმწიფოა? საქმე ის გახლავთ, რომ თვითონ ეს სახელმწიფო არ არის ის სახელმწიფო, რომლიდანაც მე გამოვედი და რომლის პრემიერ-მინისტრი მე ვიყავი. მე უნდა დავბრუნდე სხვა სახელმწიფოში, რომელსაც ჩვენ ვებრძოდით. „სამოქალაქო ომს“ რომ ეძახიან, იმ ომში გაიმარჯვა ჩვენმა მტერმა. გამოდის, რომ მტრულ სახელმწიფოში უნდა ჩავიდე. ჩასვლა კი რას ნიშნავს? ან ტყვედ ვბარდები, ან ვცნობ. თუ ჩავედი, იმ სახელმწიფოს იურისდიქციას უნდა დავემორჩილო, რომელიც მტრულია იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის პრემიერ-მინისტრიც მე ვარ ლეგიტიმურად (არავის არ გავუთავსუფლებივარ, განცხადება არ დამიწერია წასვლაზე). ესაა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, იურიდიულად დასაბუთებული, რაც მე საშუალებას არ მაძლევს საქართველოშ ჩავიდე. ჩემი ჩასვლა ავტომატურად ნიშნავს ღალატს იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის პრემიერ-მინისტრიც მე ვარ და თუ გნებავთ, ვიყავი. ნიშნავს ღალატს იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ. ესე იგი მე იმ საქმეს უნდა ვუღალატო, რისთვისაც ვიბრძოდით და დავნებდე არსებულ სიტუაციას. ასე, რომ ხელის შემშლელი ობიექტური ფაქტორები არის. ამიტომ ვერ ჩავდივარ. არ ჩავდივარ კი არა, ვერ ჩავდივარ. Read more of this post

ბ.გუგუშვილის ჯ.ბეიკერთან შეხვედრა და გარემოებები: 1991 სექტემბერი


p. 531

…Shevardnadze… “You must tell them that there must be a new union or there will be chaos,” he implored me.

That evening, when I hosted republic leaders for dinner — a mixed group of presidents, prime ministers, and foreign ministers — I saw around the table and in the conversation a microcosm of the post-coup Soviet Union’s potential — and its problems. Whatever euphoria that they felt with their post-putsch independence declarations had given way to a marked degree of realism. “Independence sounds nice, but we have to live, and we have to be practical,” observed the Prime Minister of Moldova, Valeriu Muravsky. That was the persistent theme that I heard from every one of the republic leaders, with the sole exception of the Georgian Prime Minister, Vissarion Gugushvili, though even he spoke of the need for economic cooperation once Georgian independence was recognized internationally.

გვ. 531

…შევარდნაძე მემუდარებოდა … „უნდა უთხრათ მათ [სსრკ რესპუბლიკებს — ბ.გ.], რომ აუცილებელია შეიქმნას ახალი კავშირი [საუბარია დსთ-ზე, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე — ბ.გ.] თუ არა და ქაოსი დამყარდება“.

იმ საღამოს, როდესაც ვმასპინძლობდირესპუბლიკების ლიდერებს — პრეზიდენტების, პრემიერ მინისტრებისა და საგარეო მინისტრების შერეულ ჯგუფს — მე დავინახე სუფრის გარშემო და მიმდინარე საუბრებში პუტჩის შემდგომი საბჭოთა კავშირის პოტენციალი — და, პრობლემები. პუტჩის შემდგომ დამოუკიდებლობების დეკლარირებების ეიფორიის მიუხედავად აღინიშნებოდა რეალიზმის შესამჩნევი დონე. „დამოუკიდებლობა ლამაზად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ და პრაგმატიულები უნდა ვიყოთ“ აღნიშნა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა ვალერი მურავსკიმ. ეს განმეორებადი მოტივი იყო, რომელიც მესმოდა ყოველი რესპუბლიკის ლიდერისგან, — ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, თუმცა ისიც კი აღიარებდა რომ აუცილებელი იქნებოდა ეკონომიკური კოოპერაცია მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ იქნებოდა აღიარებული.

{აღწერილი მოვლენები ეხება 1991 წლის სექტემებერს}

The Politics of Diplomacy: Revolution, War and Peace 1989-1992, 1995
by James Addison Baker

bpg03b

ბეიკერთან და შალიკაშვილთან შეხვედრა (მოგონებებიდან)

«Mr. Gamsakhurdia said the new Prime Minister, Vissarion Gugushvili, would meet with Secretary of State James A. Baker 3d in Moscow on Monday to plead Georgia’s case for recognition by the United States.

“We have more democracy than in your countries,” Mr. Gamsakhurdia told a group of Western correspondents. “Nobody can stop traffic in the streets in your country and make rallies, can they?” But, he added, “When you are in war, you cannot think of democracy. Now we are in war.”

By CRAIG R. WHITNEY, The New York Times, Published: September 9, 1991»

1991 წლის სექტემბრის დასაწყისში ფრიად გაურკვეველ ვითარებაში და საჩქაროდ მოსკოვში მიმიწვიეს სადაც ერთ–ერთ სასტუმროში უნდა შემდგარიყო ამერიკის სახდეპის მეთაურის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოებისა და მინისტრთა კაბინეტების მეთაურებთან. პრეზიდენტმა წავლის წინ სათათბიროდ მიმიწვია – დამარიგა ძალზე მტკიცე პოზიცია მქონოდა, რაიმე დათმობებზე არ დავეყოლოდი. სასწრაფოდ გავემგზავრე.

ამ შეხვედრის ფორმულის ყველაზე დამახასიათებელი და ნიშანდობლივი ის იყო, რომ ესწრებოდნენ მხოლოდ „განწირული“ რესპუბლიკები – ანუ ის რესპუბლიკები, რომლებსაც ბალტიის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდგომ კვლავ „საბჭოთა ხალხის ძმურ ოჯახში“ ეწერათ დარჩენა (ბალტიის არც ერთი რესპუბლიკა არ იყო წარმოდგენილი).

შეხვედრა სადილის სახით მიმდინარეობდა. გრძელი სუფრის ერთ თავში იჯდა სომეხი, მეორეში კი აზერბაიჯანელი. სუფრის შუაში იჯდა ბეიკერი და მის ზუსტად წინ კი მე მომიჩინეს ადგილი.

პატარა ხანში შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბეიკერმა (რუსულად თარგმნიდნენ) – ბევრი ილაპარაკა დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე. თითებზე ჩამოთვალა „მოთხოვნები“ (მართლა თითებზე ითვლიდა), მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო. მთავარი კი ის იყო, რომ თითის ქნევით (ნამდვილად თითის ქნევით) გაგვაფრთხილა ყველანი, რომ ორიენტაცია უნდა გვქონოდა ერთიან, განახლებულ საბჭოთა კავშირზე გორბაჩევის მეთაურობით.

ბეიკერის შემდეგ სიტყვა რიგ–რიგობით მისცეს პრემიერებსა და მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეებს (არც ერთს არ ვიცნობდი – ტიპობრივი კომუნისტური ნომენკლატურა იყო). ყველამ წარმოთქვა სიტყვა – მე კი არავინ მიხმობს. ბოლოს, თითქოს ზრდილობისათვის მეც შემეკითხნენ: „თქვენ–ც ხომ არ გინდათ რამის თქმა“–ო.

მე მივუგე: კი, მაქვს სათქმელი – მეთქი.

რუსულად დავიწყე: „მიკვირს. რომ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ერთერთი მინისტრი საბჭოთა რესპუბლიკების პრემიერ მინისტრებს თითის ქნევით გველაპარაკებით. ასე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტიც არ გველაპარაკება“ – მეთქი. დამსწრე საბჭოთა პრემიერებმა და თავმჯდომარეებმა მორიდებით, მაგრამ სიამოვნებით და მხარდამჭერად ჩაიხითხითეს. ბეიკერს უთარგმნეს, ის უასიამოვნოდ შეიშმუშნა და გამანადგურებელი მზერა მესროლა.

შემდეგ ინგლისურად განვაგრძე რასაც რუსულად თარგმნიდნენ: „ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია ქართველი ხალხის ნება–სურვილი აღასრულოს. ჩვენ ვიბრძოლებთ საბჭოთა კავშირიდან სამართლებრივი გასვლის, საერთაშორისო ცნობისა და სრული დამოუკიდებლობისთვის“ – მეთქი.

როცა დავასრულე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბეიკერმა თვალი–თვალში გამიყარა და თვალის დაუხამამებლად ჩამაშტერდა – თითქოს მონუსხვას მიპირებდა. მეც ვცდილობდი თვალები არ დამეხარა და თვალებში ვუყურებდი დაუხამხამებლად. ძალზე დიდ ხანს გაგრძელდა – აშკარად უნდოდა რომ მე პირველს დამეხარა მზერა. გავუძელი და მერე თვალები შეგნებულად დავაელმე. ამას როგორც ჩანს არ ელოდა და თვალი ამარიდა. თითქოს ეს პატარა ბრძოლა მოვიგე – მაგრამ რომ კრემლზე არანაკლებ საშინელი მტერი გვყავდა – ნათელი იყო.

ამის შემდეგ დესერტი ყველამ უხმოდ მიირთვა და სუფრა დასრულებულად გამოაცხადეს.

როდესაც უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდი – ამერიკელმა მომწყობმა მითხრა – თქვენთან გენერალ შალიკაშვილს უნდა შეხვედრა და თუ ხართ თანახმაო. მე არ ვიცოდი ვინაა ეს შალიკაშვილი და ამიტომ ვუთხარი – ათიოდე წუთში მოვიცლი მეთქი. მაშინათვე დავავალე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რომელიც მახლდა დაედგინა ვინაა ეს შალიკაშვილი – იგი ტელეფონისკენ გაიქცა და რამდენიმე წუთში მომახსენა, რომ შალიკაშვილი ყოფილა NATO-ს მაღალი რანგის გენერალი. ამასობაში ათი წუთიც გავიდა და მომიახლოვდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი. გამეცნო – შალიკაშვილი ვარ, ჩემი მშობლები საქართველოდან ემიგრანტები იყვნენ, კომუნისტებს გამოექცნენ რევოლუციის შემდეგო. მე ვყოფილვარ საქართველოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ახლა თურქეთშია – იქიდან გადამიხედავს დანარჩენი საქართველოსთვისო.

ძალიან სასიამოვნოა – მივუგე. იმედია, რომ დაგვეხმარებით და თქვენს ნაცნობობასა და გავლენას გამოიყენებთ დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ცნობაში. არ მიპასუხა. შემდეგ თითონ დაიწყო – მე ვფიქრობო, შევარდნაძე უნდა გამოიყენოთ – მას დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთშიო. შევარდნაძეს რამდენადაც ვიცი უკვე მიმართა პრეზიდენტმა გამსახურდიამ დახმარებისთვის, მაგრამ შევარდნაძის პასუხი ისაა რომ იგი მოხუცი პენსიონერია და პოლიტიკას ჩამოშორდა – მეთქი.

სხვა რამ ხომ არ გაინტერესებთ – ვკითხე. არაო. მაშ – კარგად ბრძანდებოდეთ – დავემშვიდობე. მოკლედ – შევარდნაძის შუამავალი იყო…

%d bloggers like this: