ბესარიონ გუგუშვილი CV


  • 1962-1964 – თსუ ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტი – სტუდენტი
  • 1964-1967 – თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, თურქოლოგია – სტუდენტი
  • 1967-1971 – თსუ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრა – ასპირანტი
  • 1967-1971 – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტი – ინგლისური ენა და ლიტერატურა – სტუდენტი
  • 1971 – საკანდიდატო დისერტაცია: თურქეთის მრეწველობის ტერიტორიულ-სივრცობრივი განვითარება მეოცე საუკუნეში
  • 1971-1990 – თსუ მასწავლებელი – სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გეოგრაფია, სახალხო მეურნეობის დაგეგმვა, სახალხო მეურნეობის ისტორია, ბურჟუაზიული ეკონომიკური თეორიების ისტორია, სივრცობრივი დაგეგმვა, ინფორმატიკა
  • 1973-1990 – მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრის ეკონომიკის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემის მთავარი კონსტრუქტორი
  • 1976-1990 – მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული დარგების კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემის მთავარი კონსტუქტორი
  • 1987-1990 – კომპიუტერული ტექნოლოგიების (პირველი ქართული კომპიუტერული ფონტები და კომპიუტერიზებული ქართულენოვანი სასტამბო-საგამომცემლო სისტემები) – საქართველოში პირველი ჰაი-ტექ კერძო და ფრიად წარმატებული, მულტიმილიონერი ფირმის (კოოპერატივის) „ინფოტექ“ მესაკუთრე (ფირმა აფინანსებდა ეროვნულ მოძრაობასა და სამაჩაბლოში მებრძოლ რაზმებს)
  • 1990-1991 – კულტურის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო კინოკორპორაციის დამაფუძნებელი და პრეზიდენტი (სახელმწიფო კინოგაქირავება და კინოსტუდია „ქართული ფილმი“ გარდაიქმნა შერეულ – სახელმწიფო-კერძო სააქციო ფირმების გაერთიანებად) – მთელს ყოფილ სოციალისტურ სივრცეში პირველი კერძო, პრივატული შემოქმედებითი ფირმების სახელმწიფოს მიერ დაფუძნება-ინვესტირება-წახალისების ინიციატორი და რელიზატორი (ე.წ. „შვედური მოდელით“)
  • 1990-… – „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის წევრი, „მრგვალი მაგიდის“ წევრი
  • 1991-… – საქართველოს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი (პოსტი შემოღებული იქნა 1991 წლის აგვისტოში სახელისუფლებო სისტემის რეორგანიზაციისას, ამდენად დაზუსტებით საქართველოს ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი) — „გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის“ დოქტრინა… მთელს ყოფილ სოციალისტურ სივრცეში პირველი საპრივატიზაციო აქტის ინიციატორი და შემსრულებელი (ამასთანავე ის იყო ღია, საჯარო აუქციონის წესით საწარმოს გაყიდვის პირველი შემთხვევა)
  • 1992-1994 – იჩქერიის პრეზიდენტ ჯ.დუდაევის ეკონომიკური მრჩეველი, იჩქერიის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, იჩქერიის მინისტრთა კაბინეტის წევრი (სამხედრო ანუ საომარი, საალყო ეკონომიკის მოდელის წარმატებული პრაქტიკული რეალიზება)
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: