წმინდა სამების ხატის კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია


რამდენადაც:
18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
[სახარებაჲ იოვანეს, თავი 1]
ადამიანი ვერ იხილავს ღმერთს, რამდენადაც ღმერთს არ გააჩნია არაფერი ისეთი რისგანაც შედგება ხილული და ხილვადი სამყარო — რომლის დანახვაც ადამიანს შეუძლია. თუმცა-ღა — ღმერთი — სიტყვის, მაცხოვრის, განკაცებული ღმერთის სახით მოევლინა კაცობრიობას და ამითი კაცობრიობამ იხილა ღმერთის სახე და წმინდა სამების სახე.

ამიტომ:
მამა ღმერთისა და წმინდა სამების (ცალკეულ პირთა) უშუალო, პირდაპირი გამოსახვა, დახატვა მართლმადიდებლური კონცეფციისათვის უცხოა, მიუღებელია.

შესაბამისად:
კანონიკურად, დასაშვებად ითვლება სამების (და სამებაში მამა ღმერთისა და სულიწმინდის) მხოლოდ გამოკვეთილად, ცალსახად  სიმბოლური გამოსახვა – უპირატესად „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატის“ სახით — „აბრაამის სტუმართმოყვარეობის φιλοξενια“ თემა — როდესაც აბრაამს წმინდა სამება სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა:

Read more of this post

Advertisements
%d bloggers like this: