როგორ ცდილობდა სააკაშვილის გალეგიტიმურებას არჩვაძე-აბსანძე-ფუტკარაძის კოლაბორაციონისტთა მოღალატური ხროვა


რატომ იწვევს ეროვნული თანხმობის მემორანდუმი ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილის უკმაყოფილებას

27.01.2004
ავტორი კობა ლიკლიკაძე

26 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში ხელმოწერილ დადგენილებას, რომელიც საპატიმროებში მყოფი ზვიად გამსახურდიას მომხრეების ამნისტიას ითვალისწინებს, სულ მალე ეროვნული თანხმობის შესახებ სპეციალური მემორანდუმის მიღება უნდა მოჰყვეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია ყველა მხარესთან და მზად არის გამოსაქვეყნებლად. თუმცა მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის პროცესში ჩართული არ აღმოჩნდა 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი და თავად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე გამსახურდია, რომლებიც, ეროვნული თანხმობის მიღწევისთვის, რამდენიმე სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვენ. Read more of this post

Advertisements

მორის მუსერიძე ამხელს „პრემიერ მინისტრ“ მანანა არჩვაძეს


საქმე ის არის, რომ “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველომ” სწორედ 1997 წლის 26 მაისს გამართა ბოლო ქუჩის მანიფესტაცია, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ დროებით აჩერებს საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციებს და იწყებს მზადებას ე.შევარდნაძის მმართველობის შესაცვლელად არჩევნების გზით (იმის მსგავსად, როგორც ზ.გამსახურდიამ შეცვალა არჩევნების გზით გ.გუმბარიძის მმართველობა და ასე შექმნა ეროვნული ხელისუფლება).

როგორც კი იგრძნეს მოსკოვში, რომ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”-ს არჩევნებში გამარჯვებით კვლავ შეიძლება გახდეს ხელისუფალი და ზ.გამსახურდიასავით დაუპირისპირდეს რუსეთის დიქტატს, უმალვე გამოუშვეს მ.არჩვაძე თბილისში (მანამდე იგი მოსკოვს „აფარებდა თავს“) “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” წინააღმდეგ საბრძოლველად.

რატომ შექმნა მ.არჩვაძემ ჩამოსვლისთანავე პარალელური “მრგვალი მაგიდა”?

Read more of this post

მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლების“ სააკაშვილის რეჟიმთან კოლაბორაციონისტობის ფაქტები


ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდგომ, დევნილი ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინსტიტუტს წარმოადგენს მ.არჩვაძის მიერ შექმნილი ფალსიფიცირებული  ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება“ და ე.წ. „მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები“ — რომელთა მთავარი დანიშნულებაა ეროვნული მოძრაობის საბოლოო დეგორგანიზება, განადგურება და მოსპობა.

მ.არჩვაძე როგორც ანტიეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე, ძირგამომთხრელი და მადისკრედიტებელი ინსტიტუცია შეიქმნა ჯერ კიდევ ე.შევარდნაძის რეჟიმის ხელშეწყობით და იქიდან მოყოლებული აქტიურად ამსხვრევდა და ანადგურებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებსა და მმართველ (ლეგიტიმურ საპარლამენტო პარტიებს): „ჰელსინკის კავშირს“, „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“, „მრგვალ მაგიდას“.

ის, რომ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტული ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება“ როგორც შევარდნაძის, ასევე — სააკაშვილის რეჩჟიმებისთვის ფრიად ხელსაყრელი ინსტიტუცია და გავლენის აგენტურაა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სამთავრობო მას-მედია მხოლოდ მათ წარმოადგენენ, აფიშირებენ, აპიარებენ და აბსოლუტურად ჩქმალავენ ემიგრაციაში მყოფ უკომპრომისო ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

მეორე მხრივ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტი „ლეგიტიმური ხელისუფლება“ — ვითომ პარლამენტი და ვითომ მინისტრთა კაბინეტი პირადად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის ყოფისა და კომფორტის უზრუნველმყოფ სტრუქტურებად არიან ქცეულები და საქართველოს ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ამბიციების, საჭიროებებისა და პირადი ეკონომიკურ-სამეურნეო ინტერესების მოგვარებით არიან უპირატესად დასაქმებულები.

ქვემოთ მოტანილია იმის მაგალითები, თუ როგორ მოღალატურად, დემონსტრაციულად, ღიად და დაუფარავად თანამშრომლობდენ, კოლაბორაციონისტობდენ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება“, მისი ინსტიტუციის აპარატის წევრები სააკაშვილის რეჟიმთან, ქმნიდენ რა მასთან ერთად სხვადასხვა არალეგიტიმურ „ორგანოებს“ — რითაც ლეგიტიმურობის თვით იდეას ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა.

Read more of this post

%d bloggers like this: