სარწმუნოების მტერი ვაცლავ ჰაველი — ზვიად გამსახურდიას მკვლელი


ზვიად გამსახურდია:

«სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს
«დღევანდელი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვა 1991 წლის 7 ივნსს

ვაცლავ ჰაველი:

«Полагаю, что построенное на религиозных принципах государство – как и государство, построенное на идеологических или националистических принципах, – всегда опасно
«ვთვლი, რომ რელიგიურ პრინციპებზე აგებული სახელმწიფო – ისევე როგორც სახელმწიფო აგებული იდეოლოგიურ ან ეროვნულ პრინციპებზე, – ყოველთვის საშიშია
Вацлав Гавел, интервью главному редактору “Газеты Выборча” Адаму Михнику 30 ноября 1991 года

ადამ მიხნიკი (Адам Михник):

«Двадцать один год назад к власти в Грузии пришел человек, который сидел в тюрьме, был диссидентом. Это Звиад Гамсахурдиа. И оказалось, что это еще хуже, это антикоммунист с лицом большевика. Ангел у власти – это очень опасно. Если человек хочет быть ангелом, то он скорее будет скотиной».
«ოცდაერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებაში მივიდა ადამიანი, რომელიც იჯდა ციხეში, იყო დისიდენტი. ეს ზვიად გამსახურდია იყო. და აღმოჩნდა, რომ ეს უარესია ვიდრე ბოლშევიკის სახიანი ანტიკომუნისტი. ანგელოზი ხელისუფლების სათავეში – ეს ძალზე საშიშია. თუ ადამიანს უნდა იყოს ანგელოზი, უფრო მოსალოდნელია რომ იგი პირუტყვი იქნება
Антисоветский русофил презентовал книгу

და – სწორედ ამიტომ – გლობალიზმმა საქართველოს ხელისუფლების სათავედან გააგდო ანგელოზი გამსახურდია და დასვა სატანა შევარდნაძე (რომელიც შემდგომ ჩაანაცვლა შევარდნაძის ლეკვით – სააკაშვილით).

აი რატომ და რა მიზეზით უმხედრებდნენ და აჯახებდნენ პირადად ზვიად გამსახურდიას (და მის დაფუძნებულ ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობას მთლიანად) ერისა და სარწმუნოების მტერ ავტომატიან ინტელიგენციას გლობალიზმის ფრიადოსანი ვ.ჰაველი და გლობალისტი დისიდენტი ა.მიხნიკი! — აი რატომ გაახმაურა მსოფლიოს მასშტაბით ზვიადის პოლიტიკური მკვლელი ჭანტურიასეული ცილისწამება:

Read more of this post

Advertisements

ზ.გამსახურდია სარწმუნოების, ეკლესიის, ზეობრიობისა და სულიერების შესახებ



შინაარსი:• დილემა კაცობრიობის წინაშესუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა

პასუხი გაზეთ „სამანის“ გ.ანდრიაძეს

მახვილი მხილებისა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციას 1990

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან

გადაიტვირთეთ PDF >>>
ნახეთ Scribd-ზე >>>

ივანე ჯავახიშვილი: „საქართველოში იურისპრუდენცია
უნდა აღმოცენდეს მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების
დოგმებისა და რუის-ურბნისის კრების საფუძველზე
“. Read more of this post

ფული – სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ


საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობსთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამითი კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.

მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერსა და ნებისმიერს ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.

Read more of this post

%d bloggers like this: