საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები


ანუ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრებელია მიუთითებს იმასაც თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა – ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

მთავარი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის უპირობოდ და საყოველთაოდ აღიარებული ლიდრების (ახლა რომ ქარიზმატიულებს უძახიან) – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებელ გზად გამოძებნილი იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებული სამართლებრივი ბზარის გამოყენება – რომელიც აღიარებდა და შესაძლებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა რესპუბლიკის გასვლის შესაძლებლობას. საბჭოთა კონსტიტუციაში არსებული ამ ბზარის გამოყენება შესაძლებელს ხდიდა ომისა და დიდი სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

Read more of this post

Advertisements

02.12.2006: ახალი ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები


2006/ოქტომბერი/29
http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_posts.asp?TID=828&PN=1

http://forum.ge/?f=29&showtopic=33686497

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ“ სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში – „აფხაზეთის ხაფანგში“.

გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც…

Read more of this post

%d bloggers like this: