უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს: სახელმწიფო, სარწმუნოება, ზნეობრიობა, სულიერება


იხილეთ აგრეთვე:
სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა —
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მომდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩვენები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს — გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ — თავისუფალმა საქართველომ“! გილოცავთ ამ გამარჯვებას მეგობრებო.

ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული შეგნება, ქართველმა ერმა დაამტკიცა რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის.

მაგრამ ამასთან მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი  საქართველოს აღორძინება.

… უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს ის სოციალურ-პოლიტიკური წყობილება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით წლების მანძილზე. რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუფასურება – აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი და უმთავრესი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობამ: ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის პირობებში დიდი საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არა მხოლოდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ არამედ უწინარეს ყოვლისა სულიერ და კულტურულ არსებობას და კულტურულ ფასეულობებს. დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა.

გადაუდებელია განათლების სიტემის რადიკალური რეფორმა… უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება. უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ.

ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნით ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს მფარველობს განგება და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით. ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა და ქრისტეს გზაა — აწ და მარადის და უკუნისიადნ უკუნისამდე!

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

იხილეთ აგრეთვე: „სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან

Read more of this post

Advertisements

Hector1892 გვწერს…


Hector1892 has sent you a message. Oct 25, 2010:

ისტორია და მომავალი.

გამარჯობა ბატონო ბესარიონ. ეხლა მოსკოვში არის 5:24 საათი, და მე გწერთ იმიტომ რომ გავიგო რატომ?

თუ შეიძლება მე რუსულად მოგწერთ, იმიტომ რომ უფრო იოლად ვწერ რუსულად ვიდრე ქართულად. მე მგონი თქვენ გამიგებთ.

И так, мне 24 года, и меня очень интересует вопрос ПОЧЕМУ?

Я в последующих предложениях раскрою смысл моего вопроса к Вам. Во – первых, если я не ошибаюсь, Вы являетесь не сторонником Саакашвили, и вы не являетесь про Россииским человеком. Вы про Грузинский человек.

ჰექტორ — მე შევეცდები ვუპასუხო თქვენი შეკითხვების წარმომშობ არსს — რამდენადაც თქვენი შეკითხვები სრულიად სხვა სიბრტყიდან, სივრციდან, ჭრილიდანაა — სხვა სამყაროდანაა — რომელიც ჩვენი მიზნებისადმი და აზროვნებისადმი უცხო და მეტიც, მტრულია.

Read more of this post

შეკითხვები, რომლებიც პატიოსანმა, მოაზროვნე და ანალიზის უნარიანმა ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა დაუსვან კოკოს კომისიას


გადაიწერეთ/ნახეთ ეს მასალა PDF ფორმატში >>>

1. კოკოს კომისიას ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია“, მაგრამ ამ კომისიის არც ერთ დოკუმენტში და კომისიის წევრების არც ერთ საჯარო გამოსვლაში არ გაჟღერებულა თვითმკვლელობის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი – აგრესიული დაჟინებით მხოლოდ მკვლელობის ვითომ დამადასტურებელ ფაქტებსა და გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება.

Read more of this post

კატეხიზმო: ეროვნული ხელისუფლება და აფხაზეთი


Read more of this post

ვიდეო დოკუმენტი: ზ.გამსახურდია ხუნტის ფინეთში მიღებაზე


პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ფინეთის ტელევიზიას ჰელსინკში საერთაშორისო შეხვედრაზე ხუნტის მიღების თაობაზე — როდესაც არალეგიტიმური „სახლმწიფო საბჭოს“ მეთაური შევარდნაძე მიიღეს როგორც საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი.

პრეზიდენტი გამსახურდია ამხელს ხუნტის კრიმინალურ ხასიათს და მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს არ იქონინ კავშირი ამ რეჟიმთან. მოუწოდებს ჟურნალისტებსა და მას მედიას არ ენდონ კრემლისა და საქართველოს ხუნტის დეზინფორმაციას.

პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი პასუხობს ფინეთის ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვებზე.

გროზნი, 1992

ვიდეო დოკუმენტი: ზ.გამსახურდია ფინეთში


ზ.გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალს სდებს აშშ პრეზიდენტს ბუშსა და სახ.მდივანს ბეიკერს. აგრეთვე მიუთითებს ამერიკისა და სსრკ ლიდერების ერთობლივ ქმედებებზე: „ბუშმა და გორბაჩევმა პირი შეკრეს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ”, ამბობს იგი.

დასავლეთში გავრცელებული ცილისწამების გამო, რომ ზ.გამსახურდია ტირანია და საცოდავ პოლიტიკურ ოპოზიციას დევნის — ფინეთის ტელევიზიისადმი ინტევიუში ზ.გამსახურდიას იძულებულს ხდიან თავი იმართლოს, რომ პუტჩის მცდელობისათვის ვალდებული გახდა დაეპატიმრებინა 4 ადამიანი.

გამსახურდია ფინეთში – 26.11.1992

ვიდეო დოკუმენტი: ჯ.დუდაევი ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობაზე


ჯოჰარ დუდაევის ინტერვიუ გროზნიში 1994 წლის დასაწყისში, მისი პასუხები ქართველ ჟურნალისტს.

დუდაევი აღწერს ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების მოტივებსა და გარემოებებს. გამოთქვავს საკუთარ მოსაზრებას ზვიადის თვითმკვლელობის მოტივებისა და გარემოებების შესახებ. აღწერს დასავლეთ საქართველოში მოვლენათა განვითარების პერსპექტივებს – იმ შემთხვევაში თუ ზვიად გამსახურდია პარტიზანულ ბრძოლას განაგრძობდა.

%d bloggers like this: