კატეხიზმო: ანტიეროვნული ძალების მიზნები აფხაზეთის ომში


აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა:

ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის – რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება

ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე)

გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება)

დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის“ ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე)

ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის“ ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე)

ვ) გია ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით)

ზ) შინაგანი პოლიტიკური, და – რაც არსებითია – სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე – პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის“ ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა)

Read more of this post

Advertisements
%d bloggers like this: