საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები


ანუ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრებელია მიუთითებს იმასაც თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა – ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

მთავარი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის უპირობოდ და საყოველთაოდ აღიარებული ლიდრების (ახლა რომ ქარიზმატიულებს უძახიან) – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებელ გზად გამოძებნილი იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებული სამართლებრივი ბზარის გამოყენება – რომელიც აღიარებდა და შესაძლებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა რესპუბლიკის გასვლის შესაძლებლობას. საბჭოთა კონსტიტუციაში არსებული ამ ბზარის გამოყენება შესაძლებელს ხდიდა ომისა და დიდი სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

Read more of this post

Advertisements
%d bloggers like this: