ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიისა და მოძრაობის, ცნობიერების აპოლოგეტიკის აუცილებლობა


აპოლოგია ἀπολογία (დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება) — წერილი, თხზულება, ტექსტი, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიის, ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას.

ქართული ეროვნული მოძრაობა პრქტიკულად მისი შექმნისთანავე ატარებდა სარწმუნოებრივი მოძრაობის ნიშნებსაც და ამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა. მისი ლოზუნგი „ენა, მამული, სარწმუნოება“ — ამასვე ადასტურებს.

ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცნობიერების წინააღმდეგ — მისი ილია ჭავჭავაძის თაობის მიერ შექმნა-ჩამოყალიბებისთანავე — საუკუნენახევარზე მეტია, რაც გააფთრებული თავდასხმები და აგრესია ხორციელდება. ეს აგრესია განსაკუთრებით გამძაფრდა და გაძლიერდა საქართველოში ჯერ ანტიეროვნული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და შემდგომ კი სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორული რეჟიმის ზეობისას.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბრძოლის პერიოდში ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამ სამი ეტაპი გაიარა:

  • ჯერ იგი ზოგადი ანტისაბჭოთა, პრო-დემოკრატიული და პრო-დასავლური გლობალისტური ელფერის მოძრაობა იყო;
  • შემდგომ, 1970-იანებში — ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ პერიოდში იგი გაემიჯნა ზოგად ანტისაბჭოთა მოძრაობას, გლობალისტურ დემოკრატიულ დისიდენტურ მოძრაობას და ჩამოყალიბდა როგორც ეროვნული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა;
  • 1980-იანი წლების შუახანებისთვის კი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მოძრაობა უკვე გაემიჯნა ცრუ ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის მოძრაობებსაც, რომლებიც არსებითწილად შეფარული გლობალისტური იდეოლოგიების მატარებლები იყვნენ და საბოლოოდ და მტკიცედ ჩამოყალიბდა როგორც ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა.

რაც უფრო შორდებოდა გამსახურდია-კოსტავას მოძრაობა გლობალისტურ იდეოლოგიებს, რაც უფრო ძლიერად წარმოჩნდებოდა მასში სარწმუნოებრივი საძირკველი ანუ ზნეობრიობისა და სულიერების პრიორიტეტები — მით უფრო მეტად უპირისპირდებოდა და მტრობდა მას როგორც საბჭოთა და სოციალისტური სისტემის ქვეყნების გლობალისტურ-დემოკრატიული მოძრაობები, ასევე — გლობალისტური დასავლური სახელმწიფო, სამთავრობო სისტემებიც.

დაპირისპირება გლობალისტურ იდეოლოგიებსა და ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეებს შორის საბოლოო ჯამში დასურათხატდა გამოთქმებში: „საქართველო მცირე იმერია“ (სახაროვი), „ადამიანი, რომელიც დინების წინააღმდეგ მიცურავს“ (მამა ბუში), „თუ ჩემი ხალხი წაყვება გამსახურდიას, მე დავუპირისპირდები ჩემს ხალხს“ (მამარდაშვილი), „ჯერ დემოკრატია — მერე დამოუკიდებლობა“ (საქართველოს პუტჩისტები) და სხვა.

Read more of this post

Advertisements
%d bloggers like this: