სიტყვების გადატანების (hypenation) მაკროსი MS Word-ისთვის


წარმოდგენილია სიტყვების გადატანების (hypenation) მაკროსი MS Word-ისთვის – ბეტა ვერსია.

მაკროსს შეუძლია კურსორის ქვემოთ მთელი ტექსტის ჰიპენაცია ან მონიშნული ტექსტის ჰიპენაცია.

მაკროსი 10 გვერდიან ტექსტს 30 წამზე ჩქარა ამუშავებს.

გადატვირთვა:
zip: https://www.box.com/s/h4nnpv3dia5xw1xis66w
bas: https://www.box.com/s/ktmz6xdyb0zw0yjz6wvp

MS Word macro for Georgian Unicode hypenation.

მაგალითი —  “-” და “¬” მაკროსის ჩასმული გადატანის ნიშნებია:

და¬ვით IV აღ-მა¬შე¬ნე¬ბე¬ლი (დ. 1073, ქუ¬თა-ი¬სი — გ. 24 ია-ნ¬ვა¬რი, 1125) — სა¬ქა¬რ¬თ¬ვე¬ლოს მე¬ფე 1089-1125, გი¬ო¬რ¬გი II-ის ძე, ბა¬გ¬რა¬ტი¬ო¬ნ-თა დი¬ნა¬ს¬ტი¬ი-დან. ერთ-ე¬რ-თი ყვე¬ლა¬ზე წა¬რ¬მა¬ტე¬ბუ¬ლი ქა¬რ¬თ¬ვე¬ლი მო-ნა¬რ¬ქი, მო¬ა¬ხე¬რ-ხა თუ¬რქ-სე¬ლ-ჩუ¬კ¬თა ქვე¬ყ¬ნი-დან გა¬ნ¬დე¬ვ¬ნ-და 1121 წელს დი¬დ¬გო¬რის ბრ-ძო¬ლა¬ში მნი¬შ¬ვ-ნე¬ლო¬ვა¬ნი გა-მა¬რ¬ჯ¬ვე¬ბით. მის მი¬ერ არ¬მი-ა¬ში და მმა¬რ¬თ-ვე¬ლო¬ბის სი¬ს-ტე¬მა¬ში გა¬ტა-რე¬ბუ¬ლ¬მა რე-ფო¬რ¬მე¬ბ¬მა შე¬სა-ძ¬ლე¬ბ¬ლო¬ბა მი-ს¬ცა ქვე¬ყა¬ნა გა-ე¬ე¬რ¬თი¬ა¬ნე¬ბი¬ნა და მთე¬ლი კა¬ვ-კა¬სი¬ის მი¬წე¬ბი სა¬ქა¬რ¬თ¬ვე¬ლოს და¬ქ¬ვე¬მ¬დე¬ბა-რე¬ბა¬ში შე¬მო¬ე¬ყ-ვა¬ნა. ქრი¬ს¬ტი¬ა-ნუ¬ლი კუ¬ლ¬ტუ-რის წა¬მ¬ხა¬ლი-სე¬ბე¬ლი და თა-ვად თა¬ვ¬და¬დე-ბუ¬ლი ქრი¬ს¬ტი-ა¬ნი სა¬ქა¬რ¬თ¬ვე-ლოს მა¬რ¬თ¬ლ-მა¬დი¬დე¬ბ¬ლუ-რი ეკ¬ლე¬სი¬ის მი¬ერ წმი¬ნ¬და-ნად არის შე¬რა-ც¬ხუ¬ლი.

პირველი კომპიუტერული გაზეთი – 1988 წლის დეკემბერი: „პირველი ნაბიჯები დიდ გზაზე“


პირველი ნაბიჯები დიდ გზაზე

გაზეთი „სამშობლო“ №26, გვ.4, 1988 წლის დეკემბერი

გაზეთი „სამშობლო“ №26, გვ.4, 1988 წლის დეკემბერი

დღეს ჩვენს გაზეთში პატარა პოლიგრაფიული ექსპერიმენტია: პირველად საქართველოს პრესის ისტორიაში გაზეთში იბეჭდება სტატია, რომელიც მთლიანად კომპიუტერზეა აწყობილი. დიდი სიამაყით კი ვამბობთ ამ სიტყვას – „პირველად“ – რა თქმა უნდა, გვიხარია კიდეც, მაგრამ არ შეიძლება გული არ გვწყდებოდეს, რომ ამ მხრივ ქართული, და მთლიანად საბჭოთა, პრესა საკმაოდ ჩამორჩა, რომ ჩვენში გვიან და მძიმედ შემოდის კომპიუტერიზაციის სიკეთე, რომ არა გვაქვს პერსონალური კომპიუტერები, არ არის საჭირო პროგრამები, ტექნოლოგიები, არ არის ლაზერული პრინტერი, რის გამოც ეს სტატია მატრიცულ პრინტერზე არის დაიბეჭდა და ასოები ამიტომ არის ცოტა მოუხეშავი. ამ ყველაფრის მიუხედავად, რედაქცია იმედოვნებს, რომ დღევანდელი ექსპერიმენტი თანდათან დაიხვეწება, ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცევა და მალე, ძალიან მალე, „სამშობლო“, მისი გამოშვების პროცესი მთლიანად იქნება კომპიუტერიზებული.

Read more of this post

ენის კორპუსი – მეცნიერება საზღვრებს გარეშე


ნინო დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე

ქართული ენის კორპუსი – სანამ ამ სიტყვათშეთანხმების სემანტიკას მიაგნებთ, გეტყვით, რომ აღნიშნულ პროექტს მეცნიერები ქართული მეცნიერების ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევენ.

მისი შექმნის აუცილებლობაზე სხვადასხვა დროის მეცნიერებს უფიქრიათ, თუმცა, მასშტაბური პროექტის პრაქტიკულად განხორციელების საშუალება ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტთა ჯგუფს მიეცა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პროექტის ხელმძღვანელმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, ქალბატონმა ნინო დობორჯგინიძემ პროექტის არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ მასშტაბი დაგვანახა, იმაშიც დაგვარწმუნა, რომ ქართული ენის კორპუსის შექმნა მეცნიერთა არაერთი ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

რა არის ენის კორპუსი?

არც მეტი, არც ნაკლები, 21-ე საუკუნის დამწერლობა – ელექტრონული დამწერლობა, რომელიც ქართულ ტექსტებს, ისტორიულსა თუ თანამედროვეს, ხელმისაწვდომს გახდის იმ მკითხველისთვისაც კი, რომელმაც ქართული არ იცის. და პირიქით, ქართველი მკითხველი ნებისმიერ ენაზე დაწერილსა და შექმნილს ადვილად გაეცნობა. იოლი წარმოსადგენია, რამდენ ბარიერს გადაალახინებს ეს პროგრამა თანამედროვე ქართველ მეცნიერებს. ამას გარდა, რამდენად გაადვილდება ქართული ლიტერატურული ძეგლების მრავალმხრივი პრეზენტაცია დანარჩენი მსოფლიოსთვის. აქ მკითხველმა ქართული კორპუსი და მარტივი სათარგმნელი პროგრამები ერთმანეთს არ უნდა გაუთანაბროს.

Read more of this post

უფასო ფაილების საცავები


უფასო ფაილ სერვერებით მოსახურება თანამედროვე ვების ერთ-ერთი არსებითი დარგია.

აქ შედარებითი ხედვით წარმოდგენილია, ჩვენი აზრით, მათს შორის ყველაზე მოხერხებულები.

  • box.net
    • სივრცე: 5GB
    • ფაილის მაქსიმალური ზომა: 25MB
    • თვიური ტრაფიკის ზღვარი: 10.0GB
    • საკუთარი სახელდებული სივრცე: კი
    • ინტეგრირება: Facebook
    • ვერსიები: ბოლო
    • დაცდა გადატვირთვისას: არაა
    • ჩემი box.net >>
  • mediafire.com
    • სივრცე: შეუზღუდავი
    • ფაილის მაქსიმალური ზომა: 200MB
    • თვიური ტრაფიკის ზღვარი: შეუზღუდავი
    • საკუთარი სახელდებული სივრცე: კი
    • ინტეგრირება: Facebook
    • ვერსიები: ბოლო
    • დაცდა გადატვირთვისას: მხოლოდ რეკლამა
    • ჩემი mediafire.com >>
    • შეზღუდვები: For free accounts, there is currently no time limit on how long uploaded files will be stored as long as you access your account (i.e. login to your account) or your files are being accessed (i.e. downloaded). Every account is different and different accounts may become inactive at different times.
  • divshare.com
    • სივრცე: 5GB
    • ფაილის მაქსიმალური ზომა: 200 MB
    • თვიური ტრაფიკის ზღვარი: 10GB
    • საკუთარი სახელდებული სივრცე:
    • ინტეგრირება: Facebook, Worldpress
    • ვერსიები:
    • დაცდა გადატვირთვისას:
    • ჩემი divshare.com…
%d bloggers like this: