ფინური სოციალურ-ეკონომიკური მოდელი: ხალხის სახელმწიფო ხალხისათვის


ფინეთი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული, მაღალტექნოლოგიური და მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყანაა.

finflagსაკითხავია როგორ და რა გზებით მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ, რომელისაც არავითარი არსებითი ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია, სადაც 6–7 თვე თოვლი და ყინვაა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებით იყო დაფარული და იძულებული იყო საბჭოთა კავშირისათვის უზარმაზარი კონტრიბუცია გადაეხადა – გამხდარიყო მსოფლიოსა და ევროპის მოწინავე ქვეყანა?

ფინეთი არსებითწილად, ჩვენი გაგებით, მონოეთნიკური სახელმწიფოა – მთელი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს, რომელთა შორისაც ფინელები 90%–ზე მეტია, ხოლო ყველაზე მრავარიცხოვანი ეთნიკური (ანუ ფინური გაგებით ენობრივი) უმცირესობაა შვედები – 7% ანუ შვედურენოვანი ფინელები.

ფინეთში ოჯახების ნახევარს აქვს კომპიუტერი და 40%–ს ინტერნეტი, 70%–ს ავტომანქანა, ნავი ან იახტა – 16%–ს, ჩვეულებრივი ტელეფონი – 74%–ს და მობილური ტელეფონი – 82%–ს. წლიურად ფინელი ჭამს 68 კგ. ხორცს, 60 კგ. კარტოფილს, სვავს 200 ლიტრა რძის პროდუქტებს.

ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტი 2004 წლისათვის გასავლების–ხარჯების ნაწილში 37 მილიარდი ევროა (საქართველოსი 0,7 მლრდ ევრო). აქედან უდიდეს ნაწილს ხარჯავს სოციალური და ჯანდაცვის სამინისტრო – 8 მილიარდი ევრო, მას მოჰყვება განათლების სამინისტრო – 5,5 მილიარდი ევრო. შრომის (ანუ დასაქმების) სამინისტრო ხარჯავს 2 მილიარდ ევროს. ამრიგად ჯამში სოციალური მიმართულების სამინისტროები წლიურად ხარჯავენ მთელი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს. შესადარებლად – შინაგანი საქმეების სამინისტროს ბიუჯეტია 1,3 მილიარდი და თავდაცვის სამინისტროსი კი – 1,7 მილიარდი ევრო.

მაგრამ, სოციალური დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს საქმე არაა – უზარმაზარ თანხებს – მთელი ბიუჯეტების დაახლოებით ნახევარს ამ მიმართულებით ხარჯავენ ქალაქების ბიუჯეტები. მაგალითად დედაქალაქის აგლომერაცია ანუ „უუსიმაა“ დაახლოებით 1,2 მილიონი მოსახლეობით, რომელშიც შედიან გადაბმული ქალაქები ჰელსინკი (საკუთრივ ჰელსინკის მოსახლეობაა დაახლ. 600 ათასი ადამიანი), ვანტაა და ესპოო და რომელთა კრებსითი ბიუჯეტი გასავლების ნაწილში 5 მილიარდ ევროს აჭარბებს – ნახევარს სოციალურ უზრუნვეყოფაზე ხარჯავენ.

საერთოდ – 2002 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროებისათვის ფინეთში დაიხარჯა 36 მილიარდი ევრო – რომლის 95% სახელმწიფო, ქალაქებისა და დასახლებების (ანუ მუნიციპალიტეტების) ბიუჯეტებიდან გავიდა.

აქ უნდა დავსვათ ასეთი კითხვაც – კი მაგრამ, რომელი კერძო ანუ პრივატული ფირმები და კომპანიები უზრუნველყოფენ ასეთი დიდი სოციალური დანახარჯების ფინანსურ უზრუნველყოფას?

Read more of this post

რას ნიშნავს „მოყვასი“?


მათე 22:39
Ἀγαπήσεις τὸν πλησίον σου ὡς [მეზობელი, ახლო მყოფი]
Amerai il prossimo tuo come te stesso [მეზობელი]
Love your neighbor as yourself [მეზობელი]
Возлюби ближнего твоего, как самого себя [ახლო მყოფი]
Du sollst deinen Nächsten lieben wie dich selbst  [ახლო მყოფი]

გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი

მოყვასი = მეზობელი, ახლო მყოფი = უპირველეს სივცობრივ ასპექტში

З.Гамсахурдиа: Человечество перед дилеммой


Неоднократно говорилось и писалось, ХХ век — качественно новый век по сравнению с предыдущими. Даже при самом поверхностном наблюдении ясно, что он является началом новой эпохи в истории человечества.

На рассвете этой новой эпохи дух века породил совершенно особые требования к народу и человеку. Изменились не только облик нашей цивилизации, но и интеллектуальный рельеф, специфика культуры. Изменились не только направления поисков мышления и науки или же искусства, изменилась наша психика, возникло новое понимание гражданской и интеллектуальной совести.

Все более явственной становится доселе невиданная дифференциация человечества. Чем ближе мы к концу века, тем более резка эта дифференциация, тем более выделяется страшная дилемма, которая стоит перед сегодняшним обществом и личностью.

Что это за дилемма? Она, разумеется сама по себе не возникла, она — эволюционировала, как и все остальное. В прошлые века, особенно в XIX веке, только избранные гении воспринимали и переживали ее со всей остротой.

Между тем горение и мытарства великих, а иногда и их личные катастрофы связаны были с этой дилеммой. Они увидели со всей ясностью, что пройти мимо этой дилеммы нельзя. Иначе это грозит полной деградацией личности или общества, приведет к полной дегуманизации и гибели мира. Также страшно было для них осознание того, что не одно ведущее научное или,интеллектуальное направление того века всячески старались замять, нивелировать большую значимость этой дилеммы. Те же единицы, которые объявляли борьбу не на жизнь, а на смерть господствующему пониманию морали, духовных ценностей или привычному мышлению, как правило, терпели фиаско или же начинали разговор на языке, непонятном для века, что приводило к потере реальных средств воздействия на судьбы человечества. Read more of this post

ზ.გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება


1994 წლის 10 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და მანანა არჩვაძე – გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის №7494802 საქმე.

1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელმა ო.ჯაფარიძემ გამოიტანა დადგენილება “თვითმკვლელობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული №7494802 სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის” შესახებ.

Read more of this post

სერაფიმ საროველი და საქართველო


ეს რუსი წმინდანიც, რუსებში საუკეთესო ადამიანი — ძლიერ გამსჭვალული იყო რუსული იმპერიალიზმითა და გლობალიზმით…

“Перед концом времен Россия сольется в одно великое море с прочими землями и племенами славянскими, она составит одно море или тот громадный вселенский океан народный, о коем Господь Бог издревле изрек устами всех святых: “Грозное и непобедимое Царство Всероссийское, всеславянское – Гога и Магога, пред которым в трепете все народы будут”. И все это – все равно как дважды два четыре, и непременно, как Бог свят, издревле предрекший о нем и его грозном владычестве над землею. Соединенными силами России и других народов Константинополь и Иерусалим будут полонены. При разделе Турции она почти вся останется за Россией. [Россия соединёнными силами со многими другими государствами возьмёт Вену, а за домом Габсбургов останется около 7-ми миллионов коренных венцев, и там устроится территория Австрийской империи. Франции за её любовь к Богородице дастся до 17-ти миллионов французов со столицей городом Реймсом, а Париж будет совершено уничтожен. Дому Наполеонидов дастся Сардиния, Корсика и Савойя.  Неизменный счет войны всемирной будет 10 лет.]

Святой преподобный Серафим Саровский, 1832 год (Из архивов документов Государственного Архива РФ: фонд 109, дело 93; Москва, 1996 г., стр. 20-21)

http://www.24tp.org/polza/prorochestva.htm
http://www.ic-xc-nika.ru/texts/molitva/molitvoslov/prorok.html

Read more of this post

დაუძლეველი წინაღობა: ზ.გამსახურდიას ოჯახის ბოროტი განზრახვები


რამდენჯერაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შესწავლასა თუ გამოძიებაზე (რაც წესით და სინდის-ნამუსის არსებობისას არ უნდა მომხდარიყო) მიდგა საქმე — იმდენჯერ, და ეს იძულებულნი იყვნენ ყოველი ასეთი ქმედების ფინალში ხაზგასმით აღენიშნათ — შესწავლას-გამოძიებას დაუძლეველი წინაღობის სახით მოევლინა ის, რომ გამსახურდიას ოჯახისა და პირველ რიგში ქვრივის, მანანა არჩვაძის ბოროტი განზრახვის გამო (რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ზვიადის შვილები) ზ.გამსახურდიას ცხედარს არ ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა!

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას გროზნიში გადასვენებამდე მ.არჩვაძე თავის განცხადებებში ცბიერად და ფლიდათ — ცალსახად და მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ახმოვანებდა — რათა თავიდან აეცილებინა და არ გამოეწვია გამსახურდიას მომხრეების, თანამებრძოლების, კანონიერი ხელისუფლებისა და სიკვდილის მოწმეების მხრივ სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზისა და ობიექტური საერთაშორისო გამოძიების ჩატარების კატეგორიული, გამწვავებული და ცხარე მოთხოვნები[1].

მაგრამ, რაც უფრო ახლოვდებოდა გროზნოში ზ.გამსახურდიას დასაფლავების დღე, როდესაც უკვე დაიწყო პანაშვიდები, როდესაც დაკრძალვის პროცესი მსოფლიო მას მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ამიტომ გამოირიცხა ცერემონიების ჩაშლა და სკანდალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე — მ.არჩვაძემ დაიწყო მკვლელობასა და მკვლელებზე აღმავალი წიოკი[2]. ამასთან მკვლელობას შევარდნაძის რეჟიმს კი არ აბრალებდა — არამედ ცილისმწამებლური შეტევა მიიტანა გამსახურდიას უერთგულეს ადამიანებზე — სიკვდილის თვითმხილველ მოწმეებსა და პირველ რიგში ბ.გუგუშვილზე[3]. მაშინ, გლოვის იმ დღეებში არავინ დაიჯერებდა, რომ ბ.გუგუშვილისთვის გამსახურდიას წინაამდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის დაბრალება მ.არჩვაძეს სჭირდებოდა მისთვის თანამდებობის წართმევისა და საკუთარი თავის გა-პრემიერ-მინისტრების მიზნით, ზოგადად ეროვნული მოძრაობის მოსპობა-განადგურებისთვის — რაც მან საბოლოოდ შესანიშნავად განახორციელა.

ზოგადად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩაუტარებლობაში და ამით დოკუმენტური მასალისა და ფაქტების ანუ სიმართლის სამუდამო მიჩქმალვაში ბრალი დიდი ზომით მიუძღვით უზენაესი საბჭოსა და მთავრობის მხდალ, ცვედან წევრებს, რომლებსაც არ ეყოთ ვაჟკაცობა და გულადობა აღეკვეთათ და აელაგმათ ქვრივის ბოროტი განზრახვით თავნებობა — რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი მოწმეების კატეგორიულ მოთხოვნას დაუყონებლივ, დაკრძალვამდე ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზა გროზნიში — დუდაევის სანდო ექსპერტებისა და შემოთავაზებული ლიტველი ექსპერტების მონაწილეობით. Read more of this post

მათე ციხესაშვილი: ევროპიდან დანახული საქართველო


„საერთო გაზეთი“, გვ. 18, №42 (171), 26.10-02.11, 2011 წ.

20 წელია რაც საქართველო დავტოვე და ემიგრაციაში ვიმყოფები. განცდა ძლიერია; როცა მოსწყდები იმ ადგილს, სადაც დაიბადე, გაიზარდე, გაატარე ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა, ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები. ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი. ყველა გაჭირვება, რაც თავს გადახდა ქართველ ხალხს ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თითქმის ჩემს თვალწინ გაიარა. სამხედრო ხუნტის მიერ მოწყობილი სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ დამიშურებია ძალა და ენერგია, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ჯერ ერთი, კანონიერების აღდგენაში, მეორეც, დავხმარებოდი თავიანთი მიწაწყლიდან უსამართლოდ დევნილებს…

გარედან როცა უყურებ და აძლევ შეფასებას საქართველოში მიმდინარე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებს, ისმის ძალიან ბევრი კითხვა და ეს კითხვები ითხოვს პასუხის გაცემას — ნუთუ ამის გამო იქნა გაღებული ამდენი მსხვერპლი, ამის გამო დაიხარჯა ამდენი ენერგია?! 20 წლის გადასახედიდან მინდა მივცე შეფასება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკურ მოვლენებს. არ მსურს ჩემი შეფასება მიიღოთ, როგორც პროგნოზი, რადგან ახლა არ ვაპირებ არავითარი პროგნოზის გაკეთებას (სიტყვა ბერძნულია და მომავლის ცოდნას ნიშნავს), მაგრამ მინდა ანალიზი გავუკეთო იმ საზოგადოებრივ აზრს, რომელშიც ჩადებულია ერთი მიზანი — რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან. Read more of this post

%d bloggers like this: