ბ.გუგუშვილი. მოგონებები და კატეხიზმო


1025455_10200920342587457_21788909_o

ბესარიონ გუგუშვილი

გასაუბრება გულისყურთან (მოგონებები).

ზნეობრივი მაგალითი თაობებისათვის.
ეძღვნება ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალებისათვის თავგანწირულ უსახელო გმირებს.

გადატვირთვა:
ბ-გუგუშვილი-მოგონებები-და-კატეხიზმო

დინარა კვარაცხელიას მოგონებები ზ.გამსახურდიაზე


დინარა კვარაცხელიას (ჯონსონ კვარაცხელიას ქალიშვილის, სოფ. ჯიხაშკარი) მოგონებები ზვიად გამსახურდიას შესახებ (Youtube ვიდეო) — სტუმრობა, ავადმყოფობა და მიცვალებულის გაპატიოსნება, ცხედრის მდგომარეობა… დინარა კვარაცხელია საგანაგებოდ აღნიშნავს, რომ ცხედარს არ ჰქონდა რაიმე დაზიანებები — წამების ან ცემის რაიმე კვალი. იგი იმოწმებს აგრეთვე ექიმ ჯალაღონიას — რომელმაც ბალზამირება ჩაუტარა ცხედარს:

eqimi_jalagonia

გაზ. „მამული“, 2000 წ., ოქტომბერი, № 19 (ესაუბრა ბელა შალვაშვილი)

გაზ. „მამული“, 2000 წ., ოქტომბერი, № 19

jalagonia_koko_bpg

ზვიად გამსახურდიას პირადი მცველები


28930_123037434385073_919473_n

საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდგომი პერიოდის ზვიად გამსახურდიას „პირად მცველებზე“ ხშირადაა უხამსი, აგდებული ტონით საუბარი დღევანდელი საქართველოს სინდის-ნამუს გარეცხილ მას-მედიაში — ანუ იმ ენთუზიასტ მოხალისეებზე (მათ არავითარი სპეციალური წვრთნა არ ჰქონდათ განვლილი) — რომლებიც ხუნტასთან და რუს ინტერვენტებთან ომის ფრონტზე, ძალით ბევრად აღმატებულ მტერთან ბრძოლის ველზე, ცეცხლის ხაზზე, დაუსრულებელი დევნის პირობებში — ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ყოველდღიური რისკისა და დაუსრულებელი სტრესების პირობებში (ბოროტი, ყოვლად უზნეო, უმეტესწილ ნარკომანი, წამებებითა და გაუპატიურებებით საზოგადოდ ცნობილი) მტრის ალყაში, შეუსვენებლად და გამუდმებით იცავდნენ პრეზიდენტს უმძიმეს (ხშირად გაუსაძლის) ყოფით პირობებში; ყოველგვარი, თუნდაც ელემენტარული სპეციალური აღჭურვილობის გარეშე; მეტიც — ზამთრის უამინდობის შესაბამისი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე — იცავდნენ პრეზიდენტს მხოლოდ იმ მოტივითა და სტიმულით, რომ უყვარდათ და პატივს სცემდნენ მას, როგორც ეროვნულ გმირს…

12342306_10207276540208425_3726843167642510609_n

ვასო ძიას (აკად.ვ.ჩანტლაძის) ხსოვნას


ბიბლიოთეკა და კაბინეტი

დაახლოვებით ათი წლის ასაკში სოციალური კლასიფიკაციის პირველი იდეა მომივიდა თავში: არიან ადამიანები (ოჯახები), რომელთა ბინაში არის წიგნები (ბიბლიოთეკა) და არის საწერი მაგიდა (კაბინეტი); და… — არიან ადამიანები (ოჯახები), რომლებსაც ასეთი რამ არ გააჩნიათ…

მამაჩემის ახლო მეგობრებს, ყველას ჰქონდა ბიბლიოთეკა-კაბინეტი.

პაატა გუგუშვილი, ბექირბი ხასია, ვასილ ჩანტლაძე

პაატა გუგუშვილი, ბექირბი ხასია, ვასილ ჩანტლაძე

არსებითად, პაატა გუგუშვილის ოჯახი ბიბლიოთეკაში იყო განთავსებული. თითქმის ყველა ოთახში იყო კარადები ან ჭერამდე თაროები – გაჭედილი ლიტერატურით. ყველას ჩვენ-ჩვენი ბიბლიოთეკა გვქონდა -– მამას ათასობით მეცნიერული წიგნი, ჟურნალი და სქელი საქაღალდე; დედას – რამდენიმე თარო ქართული და რუსული ან რუსულად ნათარგმნი რომანები და ლიტერატურული ჟურნალები; მე და ჩემს ძმას – საკმაოდ დიდი კარადა სამეცნიერო-პოპულარული, საბავშვო ლიტერატურა, რომელთა შორის თანდათანობით უპირატესად მეცნიერული ფანტასტიკის წიგნები სჭარბობდა.

მერვე კლასიდან მე საკუთარი საწერი მაგიდაც გამიჩნდა, რომელზეც ბოლოს საკანდიდატო დისერტაცია დავწერე და პირველი ქართული კომპიუტერული დამწერლობა შევქმენი.

როდესაც თბილისის ბინაში წიგნები უკვე აღარ გვეტეოდა – მათი ნაწილი წყნეთის აგარაკზე ავიტანეთ, სადაც ამისთვის, ბოლოს მომცრო ცალკე სათავსოც ავაგეთ.

მამის ტოლა და სადარი კაბინეტი-ბიბლიოთეკები ჰქონდათ მის მეგობრებს – ვასო ძიას და ბატონ შალვა ნუცუბიძეს. ყრმობისას ვასო ძიას ბიბლიოთეკაში საკმაროდ ბევრი დრო მიტარებია – როდესაც მშობლები წვეულების სუფრას უსხდნენ, მე ნება მქონდა დართული აქ ენციკლოპედიები მეკითხა – ჩემი საყვარელი ლიტერატურა. ვასო ძიასთან ყველაზე უფრო მომწონდა რევოლუციამდელი “ბროკჰაუზისა და ეფრონისა” –- მისი დიდი ნაწილი აქ წავიკითხე – ყველა თემაზე, განურჩევლად.

მამა, ზოგადად თავის კაბინეტში ცხოვრობდა და ეძინა კიდეც, დანარჩენი ოჯახის წევრებისგან ძლიერ განსხვავებულ რეჟიმში – რომლის გამოც არსებითად მამას მხოლოდ ტრადიციული ოჯახური სადილისას ვხვდებოდით.

ამ თემასთან დაკავშირებით ერთი მომენტი მახსენდება – დაახლოებით სამოცდააშიან წლებში მამა ერთმა “დიდმა კაცმა” მიიწვია ოჯახში ნადიმზე. მამამ ბინა შეათვალიერა და გაკვირვებულმა ჰკითხა მასპინძელს: ოჯახში წიგნები არ გაქვთო? მასპინძელმა ამაყად უპასუხა: როგორ არა, ტელეფონების საცნობარო წიგნი გვაქვსო… მამა მაშინათვე ადგა და უსიტყვოდ გაეცალა “დიდი კაცის” წვეულებას…

ტელევიზორს არც მამა და არც ვასო ძია არ უყურებნენ, არსებითად – გაზეთებსაც არ კითხულობდნენ. ჩვენს ოჯახში მამას დეკრეტი ასეთი იყო: ტელევიზორი არაუმეტეს 2 საათი დღეში -– ახალი ამბები და თუ სასარგებლო რამე კინოფილმი იყო… სამაგიეროდ –- მამა გვიან ღამით ხშირად უსმენდა “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” გადაცემებს — თავისი ძვირიანი და ძლიერი რადიოთი –- ძალზე დაბალ ხმაზე, ისე რომ უცხოს არ გაეგო…

ვასო ძია სუფრაზე

ათობით წლის განმავლობაში, პაატა გუგუშვილის ოჯახში, უფრო კვირა დილით, თვეში სულ ცოტა ორ-სამჯერ იმართებოდა წვეულება უახლოესი მეგობრებისთვის –- უფრო ხშირად ხაშის თემაზე. თვეში თუნდაც ერთხელ კი საღამოს წვეულება უფრო ფართო წრისათვის. არ მახსოვს თუნდაც ერთი შემთხვევა რომ ვასო ძია და ძაგული დეიდა არ ყოფილიყვნენ სუფრასთან.

ვასო ძიამ ყველასგან განსხვავებული, უნიკალური სადღეგრძელოები იცოდა –- განსაკუთრებით თუ ეს უახლოეს მეგობრებს ეხებოდა –- მისი ყოველი ასეთი სადღეგრძელო მოთხრობილი ან მცირედ გალექსილი პატარა ნოველა იყო, როგორც წესი რომანტიკულ ჟანრში, მაგალითად როგორც სასიყვარულო წერილი… და, ეს სადღეგრძელო-ნოველა აუჩქარებლად, რბილი და თბილი არტისტიზმით ითქმოდა. არაა გასაკვირი, რომ ვასო ძიას ვაჟი, თენგიზი ძალზე პოპულარული არტისტი გახდა – მასწავლებელი მას ოჯახში ჰყავდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თენგიზი ვასო ძიაზე უფრო ნიჭიერი არტისტი იყო…

არანაკლებ ხშირად მართავდა წვეულებას ძაგული დედიდაც, სტუმრების თითქმის იმავე შემდგენლობით. ხოლო, როდესაც თენგიზ ჩანტლაძე პოპულარული და ძალზე ცნობილი გახდა – ჩანტლაძეების ოჯახში უკვე გახშირდა ხალხმრავალი ნადიმები, რომლებზეც სტუმრების უდიდესი ნაწილი უკვე მსახიობები და სხვა შემოქმედებითი დარგების წარმომადგენლები იყვნენ – შესაბამისი დონის სიმღერებითა და გალობით.

მამასთან, სუფრაზე კი ვიწრო წრეში, დაბალ ხმაზე წაუღიღინებდნენ, უფრო ხშირად მამაჩემის საყვარელ სიმღერას, ასე:

„ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება,
წარმავალია ნათელი სულ მოსაჩვენად ბრწყინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა,
თოფს ჟანგი შეჭამს, ჟანგს – მიწა, კაცის გულს დარდის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა…“

მაგრამ, ამ ნაღვლიანს უფრო ოპტიმისტურს მიაყოლებდნენ:

„დავლოთ – სანამ ერთად ვართ,
სანამ ერთმანეთს ვხედავთო,
ჯავრი მაშინაც გვეყოფა –
შავ ლოდს რომ ამოვხედავთო…“

ღამის მოციონები

სულ ცოტა ორი ათეული წელი, მამას და ვასო ძიას პირადი ურთიერთობის ძირითადი ნაწილი ღამის თითქმის ყოველდღიური მოციონისას ხდებოდა. რასაც ძირითადად მხოლოდ ერთ-ერთის ავადმყოფობა ან ძლიერი უამინდობა შეიძლებოდა აღდგომოდა წინ.

მოციონი იწყებოდა და მთავრდებოდა “მრგვალ ბაღთან” და კარგ ამინდში და კარგი განწყობისას “ვაკის პარკამდე” გრძელდებოდა. მოციონს ახლდა განუწყვეტელი საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა — თემატიკა კი უკიდეგანო იყო. ერთხელ ხუმრობით დავუანგარიშე — სულ ცოტა 7-8 ათასი საათი გაქვთ ასეთ საუბრებში გატარებული, მეთქი. მე მეტი მეგონაო — მომიგო…

ძალზე ხშირად სანამ მამა და ვასო ძია სეირნობდნენ — დედა და ძაგული დეიდა ტელეფონით საუბრობდნენ — დაწყებული ოჯახური გარემოებებით, ჯანმრთელობით, კერძების დამზადებისა და პარკეტის უკეთ გაპიალების მეთოდებით დამთავრებული…

ვასო ძიას და ძაგული დეიდას სიყვარულით,
ბესარიონ გუგუშვილი

აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დღიურები და მოგონებები


«წიგნში პირველად იბეჭდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს პ.გუგუშვილის მოგონებები და დღიურების ნაწილი, რითაც საზოგადოების ფართო წრისათვის ცნობილი გახდება მისი მემკვიდრობის კიდევ ერთი მხარე.»

© თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა
თბილისი, 2015

ბ.გუგუშვილის ჯ.ბეიკერთან შეხვედრა და გარემოებები: 1991 სექტემბერი


p. 531

…Shevardnadze… “You must tell them that there must be a new union or there will be chaos,” he implored me.

That evening, when I hosted republic leaders for dinner — a mixed group of presidents, prime ministers, and foreign ministers — I saw around the table and in the conversation a microcosm of the post-coup Soviet Union’s potential — and its problems. Whatever euphoria that they felt with their post-putsch independence declarations had given way to a marked degree of realism. “Independence sounds nice, but we have to live, and we have to be practical,” observed the Prime Minister of Moldova, Valeriu Muravsky. That was the persistent theme that I heard from every one of the republic leaders, with the sole exception of the Georgian Prime Minister, Vissarion Gugushvili, though even he spoke of the need for economic cooperation once Georgian independence was recognized internationally.

გვ. 531

…შევარდნაძე მემუდარებოდა … „უნდა უთხრათ მათ [სსრკ რესპუბლიკებს — ბ.გ.], რომ აუცილებელია შეიქმნას ახალი კავშირი [საუბარია დსთ-ზე, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე — ბ.გ.] თუ არა და ქაოსი დამყარდება“.

იმ საღამოს, როდესაც ვმასპინძლობდირესპუბლიკების ლიდერებს — პრეზიდენტების, პრემიერ მინისტრებისა და საგარეო მინისტრების შერეულ ჯგუფს — მე დავინახე სუფრის გარშემო და მიმდინარე საუბრებში პუტჩის შემდგომი საბჭოთა კავშირის პოტენციალი — და, პრობლემები. პუტჩის შემდგომ დამოუკიდებლობების დეკლარირებების ეიფორიის მიუხედავად აღინიშნებოდა რეალიზმის შესამჩნევი დონე. „დამოუკიდებლობა ლამაზად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ და პრაგმატიულები უნდა ვიყოთ“ აღნიშნა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა ვალერი მურავსკიმ. ეს განმეორებადი მოტივი იყო, რომელიც მესმოდა ყოველი რესპუბლიკის ლიდერისგან, — ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, თუმცა ისიც კი აღიარებდა რომ აუცილებელი იქნებოდა ეკონომიკური კოოპერაცია მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ იქნებოდა აღიარებული.

{აღწერილი მოვლენები ეხება 1991 წლის სექტემებერს}

The Politics of Diplomacy: Revolution, War and Peace 1989-1992, 1995
by James Addison Baker

bpg03b

ბეიკერთან და შალიკაშვილთან შეხვედრა (მოგონებებიდან)

«Mr. Gamsakhurdia said the new Prime Minister, Vissarion Gugushvili, would meet with Secretary of State James A. Baker 3d in Moscow on Monday to plead Georgia’s case for recognition by the United States.

“We have more democracy than in your countries,” Mr. Gamsakhurdia told a group of Western correspondents. “Nobody can stop traffic in the streets in your country and make rallies, can they?” But, he added, “When you are in war, you cannot think of democracy. Now we are in war.”

By CRAIG R. WHITNEY, The New York Times, Published: September 9, 1991»

1991 წლის სექტემბრის დასაწყისში ფრიად გაურკვეველ ვითარებაში და საჩქაროდ მოსკოვში მიმიწვიეს სადაც ერთ–ერთ სასტუმროში უნდა შემდგარიყო ამერიკის სახდეპის მეთაურის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოებისა და მინისტრთა კაბინეტების მეთაურებთან. პრეზიდენტმა წავლის წინ სათათბიროდ მიმიწვია – დამარიგა ძალზე მტკიცე პოზიცია მქონოდა, რაიმე დათმობებზე არ დავეყოლოდი. სასწრაფოდ გავემგზავრე.

ამ შეხვედრის ფორმულის ყველაზე დამახასიათებელი და ნიშანდობლივი ის იყო, რომ ესწრებოდნენ მხოლოდ „განწირული“ რესპუბლიკები – ანუ ის რესპუბლიკები, რომლებსაც ბალტიის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდგომ კვლავ „საბჭოთა ხალხის ძმურ ოჯახში“ ეწერათ დარჩენა (ბალტიის არც ერთი რესპუბლიკა არ იყო წარმოდგენილი).

შეხვედრა სადილის სახით მიმდინარეობდა. გრძელი სუფრის ერთ თავში იჯდა სომეხი, მეორეში კი აზერბაიჯანელი. სუფრის შუაში იჯდა ბეიკერი და მის ზუსტად წინ კი მე მომიჩინეს ადგილი.

პატარა ხანში შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბეიკერმა (რუსულად თარგმნიდნენ) – ბევრი ილაპარაკა დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე. თითებზე ჩამოთვალა „მოთხოვნები“ (მართლა თითებზე ითვლიდა), მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო. მთავარი კი ის იყო, რომ თითის ქნევით (ნამდვილად თითის ქნევით) გაგვაფრთხილა ყველანი, რომ ორიენტაცია უნდა გვქონოდა ერთიან, განახლებულ საბჭოთა კავშირზე გორბაჩევის მეთაურობით.

ბეიკერის შემდეგ სიტყვა რიგ–რიგობით მისცეს პრემიერებსა და მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეებს (არც ერთს არ ვიცნობდი – ტიპობრივი კომუნისტური ნომენკლატურა იყო). ყველამ წარმოთქვა სიტყვა – მე კი არავინ მიხმობს. ბოლოს, თითქოს ზრდილობისათვის მეც შემეკითხნენ: „თქვენ–ც ხომ არ გინდათ რამის თქმა“–ო.

მე მივუგე: კი, მაქვს სათქმელი – მეთქი.

რუსულად დავიწყე: „მიკვირს. რომ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ერთერთი მინისტრი საბჭოთა რესპუბლიკების პრემიერ მინისტრებს თითის ქნევით გველაპარაკებით. ასე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტიც არ გველაპარაკება“ – მეთქი. დამსწრე საბჭოთა პრემიერებმა და თავმჯდომარეებმა მორიდებით, მაგრამ სიამოვნებით და მხარდამჭერად ჩაიხითხითეს. ბეიკერს უთარგმნეს, ის უასიამოვნოდ შეიშმუშნა და გამანადგურებელი მზერა მესროლა.

შემდეგ ინგლისურად განვაგრძე რასაც რუსულად თარგმნიდნენ: „ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია ქართველი ხალხის ნება–სურვილი აღასრულოს. ჩვენ ვიბრძოლებთ საბჭოთა კავშირიდან სამართლებრივი გასვლის, საერთაშორისო ცნობისა და სრული დამოუკიდებლობისთვის“ – მეთქი.

როცა დავასრულე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბეიკერმა თვალი–თვალში გამიყარა და თვალის დაუხამამებლად ჩამაშტერდა – თითქოს მონუსხვას მიპირებდა. მეც ვცდილობდი თვალები არ დამეხარა და თვალებში ვუყურებდი დაუხამხამებლად. ძალზე დიდ ხანს გაგრძელდა – აშკარად უნდოდა რომ მე პირველს დამეხარა მზერა. გავუძელი და მერე თვალები შეგნებულად დავაელმე. ამას როგორც ჩანს არ ელოდა და თვალი ამარიდა. თითქოს ეს პატარა ბრძოლა მოვიგე – მაგრამ რომ კრემლზე არანაკლებ საშინელი მტერი გვყავდა – ნათელი იყო.

ამის შემდეგ დესერტი ყველამ უხმოდ მიირთვა და სუფრა დასრულებულად გამოაცხადეს.

როდესაც უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდი – ამერიკელმა მომწყობმა მითხრა – თქვენთან გენერალ შალიკაშვილს უნდა შეხვედრა და თუ ხართ თანახმაო. მე არ ვიცოდი ვინაა ეს შალიკაშვილი და ამიტომ ვუთხარი – ათიოდე წუთში მოვიცლი მეთქი. მაშინათვე დავავალე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რომელიც მახლდა დაედგინა ვინაა ეს შალიკაშვილი – იგი ტელეფონისკენ გაიქცა და რამდენიმე წუთში მომახსენა, რომ შალიკაშვილი ყოფილა NATO-ს მაღალი რანგის გენერალი. ამასობაში ათი წუთიც გავიდა და მომიახლოვდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი. გამეცნო – შალიკაშვილი ვარ, ჩემი მშობლები საქართველოდან ემიგრანტები იყვნენ, კომუნისტებს გამოექცნენ რევოლუციის შემდეგო. მე ვყოფილვარ საქართველოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ახლა თურქეთშია – იქიდან გადამიხედავს დანარჩენი საქართველოსთვისო.

ძალიან სასიამოვნოა – მივუგე. იმედია, რომ დაგვეხმარებით და თქვენს ნაცნობობასა და გავლენას გამოიყენებთ დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ცნობაში. არ მიპასუხა. შემდეგ თითონ დაიწყო – მე ვფიქრობო, შევარდნაძე უნდა გამოიყენოთ – მას დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთშიო. შევარდნაძეს რამდენადაც ვიცი უკვე მიმართა პრეზიდენტმა გამსახურდიამ დახმარებისთვის, მაგრამ შევარდნაძის პასუხი ისაა რომ იგი მოხუცი პენსიონერია და პოლიტიკას ჩამოშორდა – მეთქი.

სხვა რამ ხომ არ გაინტერესებთ – ვკითხე. არაო. მაშ – კარგად ბრძანდებოდეთ – დავემშვიდობე. მოკლედ – შევარდნაძის შუამავალი იყო…

იოსებ გუგუშვილის შთამომავლები


იოსებ გუგუშვილი (დაახლ.: 1790-1865 წწ.)

მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში


1992 წლის 23 ნოემბერი – 17 დეკემბერი

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გროზნოში ყოფნის პერიოდში მუდმივად იგრძნობოდა პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპაში მოგზაურობის აუცილებლობა. ეს ყურადღებას მიაპყრობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელს შეუწყობდა მათ ობიექტურ გაშუქებას, კანონიერი ხელისუფლების ირგვლივ არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებდა კარგად ორგანიზებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ყველაფერი ამის გროზნოდან მოხერხება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ჯოჰარ დუდაევის გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა ჩეჩნეთი თავად მოაქცია ბლოკადაში და დასავლური საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებისათვის იქ მოხვედრა უკიდურესად გაძნელდა. თავის მხრივ, დასავლური მედიაც დიდად არ აქტიურობდა, რადგან იმთავითვე წინასწარ შემუშავებული “დემოკრატი ელცინისა” და “აბრაგი დუდაევის” შტამპებით იფარგლებოდა. ამასთან, დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩეჩნეთში განუწყვეტლად ეწყობოდა პროვოკაციები – ხან რუსეთის უშუალო მონაწილეობით, ხან შინაგანი “ოპოზიციის” საშუალებით, რომელიც მოსკოვის მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. სიტუაცია უკიდურესად ფეთქებადსაშიში იყო.

უდავოა (და ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით), რომ ზვიად გამსახურდია არ აპირებდა ჩეჩნეთს გარიდებოდა და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაენაცვლა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი ისაა, რომ ჩეჩნეთში ყოფნა სანახევროდ საქართველოში ყოფნას ნიშნავდა ფიზიკურადაც და სულიერადაც; მეორე კი ის, რომ ჩეჩნეთში ყოფნით ზვიადი ჩეჩნებსაც ამაგრებდა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუპოვრობას ჰმატებდა. ეს ყველაფერი ერთად კი ორასი წლის განმავლობაში მინავლებული კავკასიური ერთიანობის გრძნობის არნახულ გაცხოველებას იწვევდა. ამდენად, ლაპარაკი მხოლოდ ხანმოკლე მოგზაურობას ეხებოდა.

Read more of this post

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას შეიარაღებული ძალები 1993 წლის ბოლოს


  • ზუგდიდის კომენდანტურა: 150
  • წალენჯიხის ბატალიონი: 150
  • სენაკის ბატალიონი: 100-150
  • გურიის პოლკი: 200
  • ჯიხა ოდიშის ბატალიონი: 200
  • კისავის ჯგუფი: 30-40
  • № 16 ბატალიონი: 30-40
  • ბატალიონი კოლხეთი: 60
  • სპორტსმენთა ბატალიონი: 5-10
  • ჯვარის ბატალიონი: 40-60
  • გორის ბატალიონი: 20-30
  • ზურა ირემაძის: 40
  • სპორტული სამსახური: 40
  • ტრადიციონალისტები: 30

ჯამი: 1095-1200

ბადრი ზარანდიას მოგონებებიდან:

„რაც შეეხება, რომ ლოთი ქობალიას 2500 გვარდიელი ჰყავდა, ეს სიცრუეა, სულ ეროვნული გვარდიის რიგებში 2000 კაცი იქნებოდა, მათ შორის, ზუგდიდის კომენდანტურაში – 150 კაცი, წალენჯიხის ბატალიონში – 150 კაცი, სენაკის ბატალიონში – დაახლოებით 100–150 კაცი, გურიის პოლკში – 200 კაცი. ჯიხა ოდიშის ბატალიონი დაახლოებით 200 კაცი. კისავის ჯგუფი 30 – 40 კაცი. № 16 ბატალიონი 30–40 კაცი. ბატალიონი კოლხეთი დაახლოებით 60 კაცი. სპორტსმენთა ბატალიონი რამდენიმე კაცისაგან შედგებოდა. ჯვარის ბატალიონი 40–60 კაცი. გორის ბატალიონი 20–30 კაცი. ზურა ირემაძის 40 კაცი, სპორტული სამსახური 40 კაცი. ტრადიციონალისტები 30 კაცი.“
http://www.box.net/bpgdocs/1/88386559/646634843

შენიშვნა:
ესეც ტიპობრივი მაგალითია იქ იმ დროს გამეფებული აღრიცხვისა და თვლის მანკიერებისა — ჩამონათვალი ოდნავ აღემატება 1100 კაცს — საიდანაც, უკეთეს შემთხვევაში მებრძოლი 150-200 იქნებოდა და სულ ეს იყო „პრეზიდენტ გამსახურდიას შეიარაღებული ძალები“ ანუ „პრეზიდენტის გვარდია“.

ბესარიონ გუგუშვილი სისხლის სამართლის საქმე # 7492801-ში


ზ. გამსახურდიას უშუალო მითითებით, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბ. გუგუშვილის 1991 წლის 27 ნოემბრის # 1015-გ უკანონო განკარგულებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მთავარ სამეურნეო სამმართვლოს სპეცდანიშნულებისთვის გამოუყო ორი მილიონი მანეთი. აღნიშნული თანხა ს. ხელაშვილმა ნაღდი ფულის სახით გამოიტანა ბინსოცბანკის თბილისის განყოფილებიდან, რაც ზ. გამსახურდიამ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად გაიტაცა.

1992 წლის თებერვლიდან ზ. გამსახურდიამ, ხელისუფლების ზოგ სხვა წარმომადგენელთან (ბესარიონ გუგუშვილთან, თეიმურაზ კვანტალიანთან, ზურაბ კიკნაძესთან, გიორგი მარჯანიშვილთან, გოჩა ბახიასთან, სოსო თორიასთან, მანანა ძოძუაშვილთან, ვიქტორ დომუხოვსკისთან და სხვ.) ერთად თავი შეაფარა რა ჩეჩნეთის რესპუბლიკას, იმალებოდა ქ. გროზნოში. დაკარგული ხელისუფლების დაბრუნების მიზნით, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებს, რომელთა მეშვეობითა და ხელშეწყობითაც ჩამოყალიბა დანაშაულებრივი ბანდები, რომლებსაც მოუწოდებდა საქართველოში ტერორისტული და დივერსიული აქტების განხორციელების, ხელისუფლებისადმი სრული დაუმორჩილებლობის და შეიარაღებული აჯანყების მომზადება-მოწყობის გზით ხელისუფლების დამხობისაკენ.

1993 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მიერ აღიძრა # 7493846 სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას, ასევე ბესარიონ გუგუშვილის, ნემო ბურჭულაძის და სხვათა მიმართ, 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 75-ე და 961 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ზ. გამსახურდიამ, ბ. გუგუშვილმა, ვახტანგ ქობალიამ, ზაურ ქობალიამ, გ. აბსანძემ, ტ. გელანტიამ, ნ. ბურჭულაძემ, ნ. მოლოდინაშვილმა, გ. მარჯანიშვილმა და მათმა სხვა მომხრეებმა, ჩეჩენ, ადიღეელ და სხვა დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად, მოახდინეს საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის განუყოფელი ტერიტორიის, ქალაქების: ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხონის და შესაბამისი რაიონების მთლიანად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთლიანად, ნაწილობრივ ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონების დროებითი ოკუპაცია შეიარაღებული ძალების გამოყენებით…

2004 წლის 30 მარტს (ანუ უკვე სააკაშვილის რეჟიმისას — ბპგ), ზვიად გამსახურდიას ბრალდების # 7492801 სისხლის სამართლის საქმეს ერთ წარმოებად გაუერთიანდა ზ. გამსახურდიას, ბ. გუგუშვილის, ნ. ბურჭულაძის და სხვათა ბრალდების # 7493846 სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 2004 წლის 13 მაისს – ასევე # 1091816 სისხლის სამართლის საქმე, სარეგისტრაციო ნომრად # 7492801-ის შენარჩუნებით.

ბ.გუგუშვილი: დერეფნებისა და „კოლიდორების“ გასაოცარი პარადოქსი


პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილისა და მასთან დაკავშირებული გარემოებებით ყველაზე უფრო ბინძური მიდრეკილებებითა და ქვენა აზრებით დაინტერესებულთა შორის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს მათი აზრით ძლიერი შეკითხვა-პროვოკაცია: „როგორ შეძლეს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მოწმეებმა შევარდნაძის რეჟიმის დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე ანუ დერეფნის თუ ‘კოლიდორის’ გარეშე სამეგრელოდან ჩეჩნეთში გაღწევა?“.

იმ პერიოდის სამეგრელოში გამსახურდიას მომხრეების თავის შეფარებისა და მოძრაობის უსაფრთხოების თემა შესაძლოა ზოგადად საინტერესოც იყოს და არა მხოლოდ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ — იმის გათვალისწინებითაც, რომ 1993 წლის ბოლოს და 1994 წლის დასაწყისში აქ თავს აფარებდენ მანამდე ზუგდიდში ჩასული უზენაესი საბჭოს ათობით დეპუტატი, მინისტრთა კაბინეტის წევრები – მინისტრები, პრეფექტები და სხვა თანამდებობის პირები და ეროვნული ძალების გამოჩენილი პიროვნებები, რომელთაგან პრაქტუკულად ყველამ შეძლო სამშვიდობოს გაღწევა — ამიტომ აქ შედარებით ვრცლად განვიხილავ. თუმცა მათ მიმართ ზემოხსენებული „კოლიდორული“ პროვოკაციული შეკითხვები რატომღაც არაა აქტუალური.

Read more of this post

მერაბ კიკნაძე: პრეზიდენტ გამსახურდიას გადასვენება გროზნოში


1994 წლის 5 იანვარს დილის 4 საათზე გროზნოში, “ნეფტიანკაზე”, ნაქირავებ ბინაში, სადაც ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ვცხოვრობდი, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ბესარიონ გუგუშვილის ცოლმა, ლია ერგემლიძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი შეგვატყობინა. რამდენიმე წუთში სოსო თორია მოვიდა და ერთად სასტუმრო “კავკაზში” წავედით, სადაც სამეგრელოდან ამ ამბის ჩამომტანი ზვიადის ორი მცველი – ბაჩუკი გვანცელაძე და ზაზა ბურჯანაძე იმყოფებოდნენ. ბესო გუგუშვილი ორ სხვა მცველთან – რობინზონ მარგველანთან და გოჩა კეკენაძესთან ერთად სამეგრელოში დარჩა. იქაური ამბების აღწერას აქ არ მოვყვები – ეს ყველაფერი დეტალურად აქვს მოთხრობილი თავად ბესარიონ გუგუშვილს და სხვა თვითმხილველებსაც. ერთს კი ვიტყვი: არავითარი საფუძველი ამ ხალხის პატიოსნებასა და ერთგულებაში ეჭვის შეტანისა არასოდეს გამჩენია. სამწუხაროა, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო ეს აუტანელი ტვირთი ძირითადად ამ ადამიანებს დააწვა.

ასე დასრულდა სრული გაურკვევლობა, რომელმაც 1993 წლის 5 ნოემბრიდან – ზუგდიდიში ადმირალ ბალტინის “ძლევამოსილი მარშის” შემდეგ დაისადგურა. ამ ორი თვის განმავლობაში ზვიადის შესახებ გროზნოში არაფერი ვიცოდით, გარდა რამდენიმე მწირი ცნობისა. 16 თუ 17 დეკემბერს სამეგრელოდან გურამ აბსანძემ ჩამოაღწია – როგორც ყოველთვის, მხნე და ოპტიმისტურად განწყობილი ჩანდა. ეს იყო და ეს. მანამდე კი ჩვეულებრივად გაცხოველებული მიმოსვლა საქართველოდან შეწყდა, თუ არ ჩავთვლით ბესო გუგუშვილის სიყმაწვილის მეგობრის, აწ უკვე გარდაცვლილი არჩილ საჯაიას რეგულარულ ჩამოსვლებს. ამ კაცის მეგობრული ერთგულება და თავდადება საარაკოა. 1992 წლიდან მოყოლებული, გროზნოში ოცჯერ თუ მეტად მოახერხა ჩამოსვლა და მთელს იქაურ ქართველობას, რითაც შეეძლო, გვამაგრებდა.

იმ დღესვე თბილისში ჩეჩნეთიდან სამთავრობო დელეგაცია გაფრინდა. ასეთი ოპერატიულობა გარდა ჭირისუფლობის ბუნებრივი გრძნობისა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე ჯ. იოსელიანმა განაცხადა: “გამსახურდია ჩეჩნებმა თავად მოკლეს გროზნოში და გვამი საქართველოში ჩამოიტანესო”. ამ დელეგაციამ შევარდნაძეს ჯოხარ დუდაევის სურვილი გადასცა – საქართველოს პირველი პრეზიდენტის თბილისში შესაფერისი პატივით დაკრძალვის შესახებ და იმ დღესვე დაბრუნდა (თუ მეორე დღეს, ზუსტად არ მახსოვს).

Read more of this post

ბესარიონ გუგუშვილი: “მე ვეფერები დამარცხებულებს”


დამარცხებაში არის სიმაღლე,
რაღაც მეფური და საოცრება!
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!

და ვერიდები გამარჯვებულებს, –
გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?!
მე ვეფერები დამარცხებულებს, –
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!

27-12-2010

თბილისში დაწყებული ომის ცეცხლი მალე გადაედო ჯერ სამეგრელოს, შემდეგ აფხაზეთს და ბოლოს მთლიანად, საქართველოს.

1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, თბილისში სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა, ქალაქის ცენტრი კი მთლიანად გადაიწვა. თხუთმეტდღიანი ძმათამკვლელი ომის შედეგად, რომელიც უახლოეს ისტორიაში თბილისის ომის სახელით შევიდა, დაემხო პირველი, მრავალპარტიული გზით არჩეული პარლამენტი. ქვეყნიდან გააძევეს პრეზიდენტი, რომელსაც პუტჩამდე რვა თვის ადრე მოსახლეობის 87-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტმა  1991-1992 წლების სამოქალაქო ომი   სამხედრო გადატრიალებად, კანონიერი ხელისუფლების დამხობად  და კომუნისტურ-ნომენკლატურულ  რევანშად შეაფასა.

დღეს უკვე ცნობილია, რომ შეიარაღებული ოპოზიციის მოქმედებას თბილისში, საბჭოთა კავშირის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, სარდლის მოადგილე გენერალი სუფიან ბეპაევი, ხოლო მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო მდივანი გენადი ბურბულისი წარმართავდნენ.  მთავრობის სახლის შტურმში კი ციხეებიდან გამოშვებულ ქართველ კრიმინალებთან ერთად, საბჭოთა არმიის ელიტარული ნაწილებიც მონაწილეობდნენ.

თბილისში დაწყებული ომის ცეცხლი მალე გადაედო ჯერ სამეგრელოს, შემდეგ აფხაზეთს და ბოლოს მთლიანად, საქართველოს. იმ დღეების გახსენება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილს ვთხოვეთ, რომელმაც მაშინ ალმოდებული თბილისი პრეზიდენტ გამსახურდიასთან ერთად დატოვა და მას შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში აღარ ყოფილა. „ამერიკის ხმა“ მას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში დაუკავშირდა: Read more of this post

ერთი სახლისა და ორი ოჯახის დოკუმენტირებული ისტორია


ერთი სახლისა და ორი ოჯახის ისტორია – სახლი, სახლიკაცები და არაკაცები…

თბილისის ერთ სახლში ეს ოჯახი ცხოვრობდა, ოდესღაც…

Read more of this post

Снова в Чечении – 1994


ეს მოკლე ჩანაწერია რომლის გავრცობასაც ოდესმე ვაპირებდი…

После возвращения из Мегрелии, я на третьи или четвертый день посетил Джохара (меня сопровождал Матэ Цихесашвили). Дж.Дудаев принял нас поздно ночью, ко мне отнесся с большой теплотой и дружелюбием, беседа длилась около двух часов. Я подробно рассказал обо всем что случилось, заметил как несколько раз Джохар сдерживал слезы.

После моего рассказа, он призвал меня не впадать в уныние и продолжать борьбу. А уже когда провожал из кабинета, в дверях спросил меня, не соглашусь ли я работать в КМ Чечении, например начальником Департамента статистики. Я ответил, что буду считать честью работать на любой должности где могут пригодится мои знания и опыт.

Read more of this post

მოგონებები 13: ВНП: Вербовке Не Поддается


ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფიიდან:

В конце 1976 и в начале 1977 года я издал подпольно два номера журнала “Сакартвелос Моамбе”(“Вестник Грузии”)…

Во втором номере… были также разоблачены некоторые агенты КГБ среди грузинской “красной” интеллигенции, что вызвало их особое возмущение, вследствие чего они уже официально требовали в прессе моего ареста (профессора Р.Гордезиани, В.Квачахиа, А.Сурнуладзе, Г.Хавтаси и другие).

აქ ზ.გამსახურდია ახსენებს პრესაში გამოქვეყნებულ წერილს, რომელსაც ხელს აწერდნენ ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ მუშაკები და ასპირანტები – მათ შორის თბილისის უნივერსიტეტის.

Read more of this post

მოგონებები 12: ათი წლის შემდგომ


Read more of this post

მოგონებები 11: ჩემი ჩეჩენი ბიძიები


Read more of this post

მოგონებები 10: Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი


Read more of this post

მოგონებები 9: Воспоминания (В Западной Грузии)


В начале мая 1993 г. я видел вещий сон. И до этого, по крайней мере два раза – в Тбилиси (в начале ноября 1993 г.) и в Грозном (летом 1992 г.) я видел вещие сны.

В Тбилиси мне приснились удивительные детали путча декабpя-янваpя, например – что наши никак не могут подтянуть, даже с помощью бульдозера, к дворцу правительства большой танк, со стороны т.н. “Колхозного рынка” – нечто и вправду случилось.

В Грозном раз мне приснилось, что я путешествуя по берегу моря на автомобиле, хотел остановиться на ночевку, но никак не мог найти гостиницу, – а место было точь в точь похоже на то место где находился ресторан “Эшеpа”, – это было задолго до начала войны в Абхазии.

Read more of this post

მოგონებები 8: О Последнем Периоде Жизни Президента З.Гамсахурдиа


Read more of this post

მოგონებები 7: 14 აპრილი 2001 – ხვალ ღამეს აღდგომაა…


Read more of this post

მოგონებები 6: სიტყვის საქმით გამოცდა


Read more of this post

მოგონებები 5: ვარსკვლავიერი საათი


Read more of this post

მოგონებები 4: გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური დოქტრინა


Read more of this post

მოგონებები 3: სახელმწიფო მშენებლობის გამოცდილება


Read more of this post

მოგონებები 2: 1956 წლის 9 მარტი


ყველაფერი დაიწყო დახურულ პარტიულ კრებებზე ხრუშჩოვის მოხსენებისა და საკავშირო კომპარტიის ცკ–ს დადგენილენის განხილვით. საქართველოს პარტორგანიზაციის ქვედა ეშელონებში რიგითი კომუნისტების უდიდესი ნაწილი მტრულად შეხვდა ამ დოკუმენტებს — რამდენადაც მათში არსებითად სტალინიზმში საქართველოს ედებოდა ბრალი. ამავე დროს ქართველი კომუნისტების დიდი ნაწილი არ თვლიდა, რომ სტალინის პერიოდში მომხდარი დანაშაულებები მხოლოდ სტალინის წილად მოდიოდა — თვლიდნენ, რომ თუ დანაშაულებები იყო — მაშინ ბრალი მთელს პოლიტბიუროს უნდა გაენაწილებინა — ხრუშჩოვის მეთაურობით. თვით ხრუშჩოვი, როგორც „დერჟიმორდა რუსი“ არ სარგებლობდა საქართველოში და რუსეთის დიდ ნაწილშიც მაღალი რეპუტაციით — უფრო მაღალი რეპუტაცია მაშინ ჰქონდათ ომის მარშლებსა და გმირებს.

Read more of this post

მოგონებები 1: წინათქმა


სასწაული ვნახე!..

გლობალისტურ–კომუნისტური[1] ტერორისაგან და კომუნიზმის იდეების 70 წლოვანი ისტერიული, გამომაყეყეჩებელი პროპაგანდისგან მიძინებულმა და მიცვალებულმა ქართველმა ერმა გაიღვიძა და ლაზარესავით აღსდგა მკვდრეთით…

აღსდგა ლამაზად, დიდებულად, კაცურად – სიყვარულითა და სიკეთით სავსე.

შემდეგ ბოროტმა მტერმა იმძლავრა…

Read more of this post

%d bloggers like this: