ზვიად გამსახურდია, ზუგდიდი, 1993: აქ მოვკვდები


ზვიად გამსახურდია: ზუგდიდი 23 ოქტომბერი 1993

„ამბობენ, რომ მე ვაპირებ ზუგდიდის დატოვებას. ეს არის სიცრუე – მე განზრახული მაქვს აქ ვიყო ბოლომდე და თუ საჭიროა აქ მოვკვდები და აქედან ფეხს არ მოვიცვლი.”

პატრიარქ ილია მეორის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო ე.შევარდნაძის 70 წლის იუბილეზე 1998 25 იანვარს


«მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვუთხარი მე მას, რომ ძალიან ხშირად ეუბნებიან თუ რამდენად გამართლებული იყო მისი ჩამოსვლა საქართველოში. თითქოს (სსრკ) საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნა ეს იყო მისი მწვერვალი, მისი აპოგეა, ასეთი მისი ცხოვრების და მისი მოღვაწეობისა. მე მიმაჩნია, რომ ის რაც გამოიარა ეს ყველაფერი იყო მოსამზადებელი პერიოდი აი ამ მძიმე დროსთვის. ის უნდა ჩასდგომოდა საქართველოს აი ამ ურთულეს პერიოდში და მე მითქვამს და დღესაც ვუთხარი, რომ ის რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, ჯერ ერთი წარმოუდგენელი იყო რომ რა მოხდებოდა საქართველოში და ქართველი ხალხი არ აპატიებდა მას ამ ჩამოუსვლელობას. მე მინდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი უმადური არ იქნება, ქართველი ხალხი აუცილებლად დაუმადლებს ბატონ ედუარდს. დალოცვილი იყოს და მრავალჟამიერი ყოფილიყოს მისი მოღვაწეობა…»

ზ.გამსახურდიას მიმართვა 1991 წ. 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ მიტინგზე დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით


ძვირფასო ძმანო და დანო

დე იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველი ერის კონსოლიდაციისა, ერთ მუშტად შეკვრისა — შინაური და გარეშე მტის წინააღმდეგ.

ძვირფასო მეგობრებო

დღევანდელი დღე ცრემლნარევი სიხარულის დღეა. მართალია ჩვენ ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე — 9 აპრილს წამებულთა გლოვა, სამაჩაბლოში წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება, მაგრამ უფალმა მოგვივლინა ეს დღე ვითარცა დღე ცრემლნარევი სიხარულისა.

ასეთი იყო საქართველოს ისტორია, ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო ცრემლნარევი სიხარული, ეს იყო ეკლიანი გზით სვლა ჭეშმარიტებისაკენ, საღვთო სიყვარულისაკენ. საქართველოს გზა ეკლიანი გზაა ქრისტესი, ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდაუვალი აღდგომისა.

ამ დღეს დიდი დაფიქრება გვამრთებს, დიდი ურთიერთ სიყვარული, დიდი პატიება, ურთიერთ მიტევება — რამეთუ არ არს კაცი  რომელიც ცხოვნდეს და არა სცოდოს.

ამავე დროს, მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. მართალია ჩვენ იურიდიულად აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებამდე ჯერ შორსაა. გავხედოთ იმ მძიმე გზას რომელიც გველოდება და მოითხოვს ჩვენგან დიდ დარაზმულობას, შრომას, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთგატანას ამ მძიმე გზაზე, ამ ძნელბედობის ჟამს.

ძვირფასო მეგობრებო

ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოიღო თავისი ნაყოფი. იგი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გააერთიანა არა მხოლოდ ქართველი ერი არამედ საქართველოს არაქართველი მოსახლეობა! ამიერიდან ისინი ჩვენი ძმები არაიან, ისინი ჩვენთან არიან,  ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და საქართველოს რესპუბლიკა მიიღებს მტკიცე საკანონმდებლო საფუძვლებს ყველა ეროვნების წარმომადგენობათა შორის ჭეშმარიტი ძმობისა და მეგობრობის შესახებ, — მათი უფლებრივი გარანტიების შესახებ საქართველოში.

პირველ რიგში მეგობრებო როგორც გამოვაცხადეთ სესიაზე — საქართველო მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიებს მისცემს აფხაზ ხალხს, რომელთან ჩვენი ისტორიული ძმობა საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. აფხაზთა და ქართველთა სამეფო ერთიანი სახელმწიფო კვლავ აღდგება, ქართველთა და აფხაზთა მეგობრობა დაეფუძნება აფხაზეთის უდიდესი შვილების გიორგი შარვაშიძის, არზაყან ემხვარის და სხვათა მამულიშვილურ, პატრიოტულ გზას და გააერთიანებს ჩვენს მოძმე ერებს.

საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი, რომელიც იარაღით ხელში არ იბრძოლებს ჩვენს წინააღმდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას!

აი ასეთია მეგობრებო ჩვენი გადაწყვეტილება. დღეიდან საქართველო, მეგობრებო, მიმართავს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში.

ძვირფასო ძმებო და დებო

დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა. შემთხვევითი როდია, რომ დღევანდელ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი წინასწარმეტყველნი იყვნენ — მათ წინასწარმეტყველურად დასთხიეს სისხლი აქ, ამ ადგილას, რამე თუ უწყოდნენ რომ სწორედ აქ გამოცხადდებოდა  დამოუკიდებლობა და სწორედ 9 აპრილს!

წუთიერი დუმილით პატივი  ვცეთ დაღუპულთა ხსოვნას!

Провокатор, агент ФСБ Заза Габедава ეფესბეს აგენტი ზაზა გაბედავა


Провокатор, агент ФСБ Заза Габедава, скрывающися в России от грузинских правоохранительных органов, при разговоре по Skype — который он тайно записывал для продажи, старается выведать важную информацию у Виссариона Гугушвили — за что “получает по шапке”.

ეფესბეს აგენტმა, პროვოკატორმა ზაზა გაბედავამ რომელიც ქარველ სამართალდამცავებს რუსეთში ემალება მისი Skype-ით ბესარიონ გუგუშვილთან კერძო საუბარი შემოსავლის წყაროდ გაიხადა და
ტელევიზიას მიჰყიდა.

ვიდეო დოკუმენტი: ზ.გამსახურდია ხუნტის ფინეთში მიღებაზე


პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ფინეთის ტელევიზიას ჰელსინკში საერთაშორისო შეხვედრაზე ხუნტის მიღების თაობაზე — როდესაც არალეგიტიმური „სახლმწიფო საბჭოს“ მეთაური შევარდნაძე მიიღეს როგორც საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი.

პრეზიდენტი გამსახურდია ამხელს ხუნტის კრიმინალურ ხასიათს და მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს არ იქონინ კავშირი ამ რეჟიმთან. მოუწოდებს ჟურნალისტებსა და მას მედიას არ ენდონ კრემლისა და საქართველოს ხუნტის დეზინფორმაციას.

პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი პასუხობს ფინეთის ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვებზე.

გროზნი, 1992

ვიდეო დოკუმენტი: ზ.გამსახურდია ფინეთში


ზ.გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალს სდებს აშშ პრეზიდენტს ბუშსა და სახ.მდივანს ბეიკერს. აგრეთვე მიუთითებს ამერიკისა და სსრკ ლიდერების ერთობლივ ქმედებებზე: „ბუშმა და გორბაჩევმა პირი შეკრეს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ”, ამბობს იგი.

დასავლეთში გავრცელებული ცილისწამების გამო, რომ ზ.გამსახურდია ტირანია და საცოდავ პოლიტიკურ ოპოზიციას დევნის — ფინეთის ტელევიზიისადმი ინტევიუში ზ.გამსახურდიას იძულებულს ხდიან თავი იმართლოს, რომ პუტჩის მცდელობისათვის ვალდებული გახდა დაეპატიმრებინა 4 ადამიანი.

გამსახურდია ფინეთში – 26.11.1992

ვიდეო დოკუმენტები: ნუსხა


საყურადღები ვიდეოდოკუმენტების ნუსხა ეროვნულ მოძრაობაზე.

Read more of this post

%d bloggers like this: