საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის მიმართვა 2013 წლის არჩევნებთან დაკავშირებით


«უკანონო ხელისუფლენის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც უარყოფითი ხმების მიცემით, იქნება უკანონო ხელისუფლების მხარდაჭერა და ლეგიტიმაციის მცდელობა.

ნიშანდობლივია, რომ უკანონო ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებს მიესალმებიან ერის მოღალატე, ცრუ, კორუმპირებული ლიდერები, რომლებიც დღეს იმპერიის ინტერესებს ემსახურებიან რეჟიმთან ერთად.

მოვუწოდებ ქართველ ერს, სააქართველოს არაქართველ მოსახლეობას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი დამოუკიდებლობა, არ მიიღოს მონაწილეობა არავითარ არჩევნებში, გამოუცხადოს მას აქტიური ბოიკოტი: მოაწყეთ მიტინგები, მსვლელობები, ყოველგვარი საპროტესტო აქცისები უკანონო არჩევნების წინააღმდეგ.

ეს ტექტი პროკლამაციის სახით გაავრცელეთ ყველგან, სადაც მიგიწვდებათ ხელი, ეცადეთ გადასცეთ რადიოთი და ტელევიზიით.

ბოიკოტი უკანონო არჩვენებს!
არცერთი კაცი საარჩევო უბნებთან!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

20 აპრილი 1992 წელი»

საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის პრეზიდიუმი
პრემიერ მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი

გიორგობა, 2012 წლის 6 მაისი

One Response to საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის მიმართვა 2013 წლის არჩევნებთან დაკავშირებით

  1. შეხსენება გულმავიწყებს!

    პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელით მოვაჭრეებს, ფარისევლებს და ცრუებს კიდევ ერთხელ შევხსენეთ იმას, თუ როგორ პოზიციას უნდა იკავებდეს ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის წევრი. კანონიერი პრეზიდენტის ამ პოზიციას ახლაც იზიარებს დევნილობაში მყოფი საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა პრემიერ-მისნისტრ ბესარიონ გუგუშვილის მეთაურობით.

    იოსებ ღუდუშაური

    ემიგრაციული მთავრობის პრეზიდიუმის აღმასრულებელი მოხელე, პრეფექტი.

    12.05.2012

დატოვე კომენტარი