საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კანონები


საქართველოს კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და მოხსნის პროცედურა გულისხმობს ხელისუფლების ორი შტოს– არჩევითი აღმასრულებელი და არჩევითი საკანონმდებლო შტოების, ანუ – პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს ურთიერთშეთანხმებასა და თანამშრომლობას, რაც ჰარმონიულს ხდის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ინტერესებს.

ამასთანავე პრემიერ-მინისტრის, ანუ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საკვანძო ფიგურის, როგორც დანიშვნისას ასევე განთავისუფლებისას ინიციატივა ხელისუფლების აღმასრულებელი შტოსაგან ანუ პრეზიდენტისაგან გამომდინარეობს.

პრეზიდენტი:

  • უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად
  • უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრს

ხელისუფლების საკანონმდებლო შტო ანუ უზენაესი საბჭო პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ პრეზიდენტის ინიციატივებს ამტკიცებს ან ეთანხმება :

  • ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრს
  • თანხმობას აძლევს პრეზიდენტს გაათვისუფლოს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი

ამდენად – საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვერც დანიშვნა და ვერ განთავისუფლება ვერ განხორციელდება კანონიერად ხელისუფლების ორივე შტოს – პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთშეთანხმების გარეშე.

უზენაეს საბჭოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით და საკუთარი ინიციატივით კანონით უფლება აქვს:

  • უნდობლობა გამოუცხადოს
  • დასვას თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილების საკითხი

როგორც კანონიდან ჩანს უზენაესი საბჭო საკუთარი ინიციატივით და პრეზიდენტის გარეშე ვერც დანიშნავს და ვერც გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრს. როგორც უნდობლობის გამოცხადების, აგრეთვე – თანამდებობაზე დატოვების მიზანშეუწონობის შემთხვევაში – კანონის შესაბამისად პრემიერ-მინისტრი უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტმა.
________________________________

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემოღებისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს რეპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო…“

„104 მუხლში:“

„18) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მის მიერ წარმოდგენილი საპროგრამო განცხადების განხილვის შემდეგ“

„22) თანხმობას აძლევს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე; მის შემადგენლობაში ცვლილებების, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების ან გადადგომის შესახებ…“

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი…“

„121 \4 მუხლში:“

„ა) 6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და შეაქვს მის შემედგენლობაში ცვლილებები, უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს.“

„124 მუხლში:“

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინიციატივით საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თუ მისი ცალკეული წევრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი უნდა დაუჭიროს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორმა მესამედმა მაინც, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხს – უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა.“

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

თბილისი
1991 წლის 26 აგვისტო
№ 376 -I ს

________________________________

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

„თავი II

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შექმნა და შემადგენლობა

მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შექმნის წესი.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ასეთივე წესით ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლა.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.“

„მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე.“

„თავი III

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებთან

მუხლი 9. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება…

საქართველოს უზენაეს საბჭოს უფლება აქვს კაბინეტის ცალკეულ წევრს მოსთხოვოს ანგარიში. მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასებისას შეიძლება დაისვას კაბინეტის წევრის დაკავებულ თანამდებობაზე დატივების მიზანშეწონილების საკითხი.“

„თავი VI

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუშაობის ორგანიზაცია“

„მუხლი 27. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი…“

„მუხლი 28. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები…“

„მუხლი 29 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები…“

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

თბილისი
1991 წლის 26 აგვისტო
№ 377 -I ს

________________________________

საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება

ბ.პ.გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს ბ.პ.გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ა.ასათიანი

თბილისი
1991 წლის 26 აგვისტო
№ 380 -I ს

________________________________

http://www.facebook.com/notes.php?id=329752150501

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: