ფული — სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ


საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობსთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამითი კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.

მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერსა და ნებისმიერს ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ
თავი მეთოთხმეტე
«17 რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.»

«Но истинной справедливости нет нигде, кроме той республики, Основатель и Правитель которой — Христос, если эту последнюю угодно будет называть республикой, так как нельзя отрицать, что она — народное дело. Но поскольку в нашем случае это название может показаться несколько необычным, то скажем так: истинная справедливость существует только втом граде, о котором Писание говорит: «Славное возвещается о тебе, град Божий» (Пс. ЕХХХУТ, 6).»

ათასწლეულებია რაც ადამიანი, კაცობრიობა განუყოფელია სარწმუნოებისგან — ათეისტები და ღმრთისმგმობებიც კი იძულებული არიან აღიარონ, რომ ადამიანების უძველეს სოციუმებიც კი არსებითწილად იმართებოდა რელიგიური წარმოდგენებით და რელიგიური წარმოდგენები ამ სოციუმების შემაკავშირებელი დუღაბი იყო.

ხოლო სარწმუნოება, რელიგია — საფუძვლიანად, ფუნდამეტურად, კაპიტალურად დაფუძნებულია და ეყრდნობა ავტორიტეტს — უპირველეს ღმერთის, უფლის, ღვთაებების ავტორიტეტს, თაყვანისცემას — ანუ არამატერიალურს, რწმენას, სიტყვას და აქედან გამომდინარე ღმრთისმეტყველთა, ღვთისმსახურთა, ქურუმთა, ზოგადად — სარწმუნოებრივი სიტყვის მომსახურეთა ავტორიტეტს.

ავტორიტეტის საწყისი მნიშვნელობა ხომ: ძალაუფლება, ხელისუფლება, გავლენაა (თაყვანისცემა) — და, სწორედ ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით უნდა შევხედოთ პრობლემას — განსაკუთრებით კი უფლის, ღმერთის, სარწმუნოებისა და აქედან გამომდინარე ზნეობრიობისა და სულიერების ავტორიტეტსა და ძალაუფლებას — რასაც უნდა ნერგავდეს და ახორციელებდეს ეკლესია.

ტრადიციული ანუ რელიგიაზე, სარწმუნოებაზე და შესაბამისად ზნეობასა (და სულიერებზე) დაფუძნებული სახელმწიფოები იმართებოდა სიტყვის ავტორიტეტზე, თაყვანისცემაზე დაყდნობით, სიტყვაზე დაყრდნობით — ტაძრის, ეკლესიის, მეფის სიტყვისმიერ (მორალურ, ზნეობრივ და სულიერ) ავტორიტეტზე და სიტყვისმიერ თაყვანისცემაზე დაყრდნობით — რაც თავის მხრივ ღმერთის, უფლის, ღვთაებების ავტორიტეტისა და თაყვანისცემიდან ამოიზრდებოდა, მომდინარეობდა — ანუ განსახელმწიფოებრიებულ ხალხს აერთიანებდა სიტყვა და არა მატერიალური რამ (ოქრო-ვერცხლი, ეკონომიკა, ფინანსები, არმია და სხვა მსგავსი).

არსებითწილად სახელმწიფოების წარმოქმნა და განსახელმწიფოებრივებული ხალხების არსებობისა და ორგანიზაციის საყოველთაო წესად, ხერხად და მეთოდად გადაქცევა უმჭიდროესადაა დაკავშირებული „სახელმწიფო რელიგიაზე“ გნებავთ „სახელმწიფო სარწმუნოებაზე“  — უფრო ზუსტად კი „სახელმწიფო სიტყვაზე“ — ანუ ისევ და ისევ სიტყვის (არამეტერიალურის) ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებულ სისტემაზე.

სარწმუნოებაზე, სიტყვაზე — ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე — დაფუძნებული სახელმწიფოებრივი სისტემები წარმატებით არსებობდნენ ათასწლეულების განმავლობაში — მანამ, სანამ ფულად-სასაქონლო ურთიერთობები იმდენად არ განვითარდნენ, რომ დაიწყეს სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემების ჯერ ჩანაცვლება და შემდგომ შეცვლა-გარდაქმნა.

ორიათასი წლის წინ კი კაცობრიობის ცხოვრებასა და არსებობაში უდიდესი გარდატეხა მოხდა — განკაცებული უფალი, სიტყვა თვით მოევლინა ამ ქვეყანას და აჩუქა საკუთარი ადამიანური არსის მეშვეობით სიყვარულის სიტყვა. ათასწლეულების განმავლობაში ხალხში ღვთიური ძალით დათესილი სიტყვის მოლოდინი სიტყვად გადაიქცა, მოევლინა. ამის შემდგომ კაცობრიობისთვს სიტყვის მთავარი მნიშვნელობა სიყვარული შეიქნა და ამ სიყვარულის ავტორიტეტი და თაყვანისცემა.

ახალმა აღთქმამ უფალთან დაახლოების, ცოდვათა მიტევების, სამუდამო სასუფევლის, უფლის მადლის მოპოვების, მიღწევის საშუალება მისცა ყოველ ცალკეულ ადამიანს და არა „რჩეულ ერს“ როგორც მთლიანობას და ამითი მოახდინა ხალხების, საზოგადოების გათითოკაცება, ატომიზება — რათა გათითოკაცებული ადამიანები კვლავ და უფრო ძლიერად გაერთიანებულიყვნენ ღვთის სიყვარულში და ურთიერთისადმი ღვთიურ სიყვარულში. ამდენად გათითოკაცებული ადამიანების გაერთიანების საფუძველი გახდა უფლის ავტორიტეტი და თაყვანისცემა — ამითი კი იმ მიწიერი და ცოდვილი ადამიანების — პირველ რიგში კი მოციქულთა და წმინდა ღვთისმეტყველთა — რომლებსაც მართალი და შეურყვნელი ღვთიური სიტყვა მიჰქონდათ ადამიანებთან. ეს, აგრეთვე, იმასთან დაკავშირებითაც, რომ ახლა ზოგი ისე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქართველი ერი „რჩეული ხალხია” ან საქართველო „ღვთისმშობლის წილხვედრია“ და ამათ თავისთავად და დაუმსახურებლად ერგებათ უფლის მადლი — ცდილობენ მიჩქმალონ ზ.გამსახურიასეული გაფრთხილება ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის უფსკრულზე.

ღვთიური სიყვარულის სიტყვაზე დაყრდნობით, ამ სიყვარულში მადლიანი გაერთიანებით, ადამიანის თანდაყოლილი და შეძენილი სულიერი სნეულებების მიუხედავად, ქრისტიანი ხალხები საოცარი ტემპებით განვითარდენ — მათ შორის ეკონომიკურად, სოციალურად, მეცნიერებისა და კულტურის თავლსაზრისით. ქრისტიანული ქვეყნები ყოველ მხივ დაწინაურდნენ და თანამედროვე ცივილიზაციის მამოძრავებლები გახდნენ.

მაგრამ, ეკონომიკურმა განვითარებამ, მატერიალური სიმდიდრის უზარმაზარმა დაგროვებამ — სიყვარულის სიტყვის მადლის მეოხებით — განვითარებულ და დაწინაურებულ ხალხებში გააჩინა მატერიალურის, სიმდიდრის გაკერპების ტენდენციები. სიმდიდრის, მატერიალურის კერპი თანდათანობით სულ უფრო და უფრო ძლიერი დახდა და ძლიერად დაუპირისპირდა ღვთიური სიყვარულის სიტყვას. სიმდიდრის კერპმა დაიწყო გავლენის მოპოვება მანამდე ასკეტიზმით გამორჩეულ ეკლესიაშიც და ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის. სწორედ ამაზე წერდა გულისტკივილით ზ.გამსახურდია თავის თეორიულ ფუძემდებლურ ნაშრომში „დილემა კაცობრიობის წინაშე“.

იმისათვის, რომ შეესუსტებინათ და შემდეგ მოესპოთ სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემები — ფულად-სასაქონლო სისტემაზე დაფუძნებულ, აგებულ სისტემებს (და მათ შორის სახელმწიფოებრივებს) პირველ რიგში უნდა მოესპოთ ზოგადად სიტყვის ანუ საერთოდ ავტორიტეტისა და თაყვანისცემის გავლენა, შესაბამისი ინსტიტუტიები, წეს-ჩეულებები, ტრადიცია, დაესუსტებინათ და სახელი გაეტეხათ სიტყვის მცველი ეკლესიისთვის და სანაცვლოდ დაენერგათ სიტყვისგარეშე, სიტყვისმგმობელი ე.წ. „დამოუკიდებელი“, „თავისუფალი“, „ლიბერალური“, „პლურალისტული“ ამორფული აზროვნება — რომელსაც არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს ფუნდამენტური, საყოველაო ავტორიტეტები და მათდამი თაყვანისცემა — ანუ უნივერსალურ და საყოველთაო ღვთაებრივ სიტყვაზე დაფუძნებული რაიმე.

ადამიანებს ამგვარ „ლიბერალურ“ საზოგადოებაში ფულად-სასაქონლო ურთიერთობების აგენტები უნერგავენს საყოველთაო უნდობლობას უნივერსალური და საყოველთაო სიტყვისადმი, ზოგადად ავტორიტეტებისადმი და თაყვანისცემისადმი — ნებისმიერ საკითხზე ხელოვნურად ქმნიან და ნერგავენ არაერთ, მრავალ და დაპირისპირებულ შეხედულებას, მოსაზრებას. და — ამ და ასეთ ხელოვნურსა და მართვად „აზრთა მრავალფეროვანებას“ უდიდეს სიკეთედ წარმოადგენენ. ამდენად, ასეთ „ლიბერალურ“ საზოგადოებებში ადამიანებს უკვე აღარ და ვეღარ აერთიანებს რაიმე ერთიანი და უნივერსალური ღვთიური სიყვარული, სიტყვა, ავტორიტეტი, თაყვანისცემა ან კიდევ — იდეოლოგია და აზროვნება. ხდება ხალხის, საზოგადოების, სოციუმის სრული ატომიზირება — თითოეული და ყოველი ყველაზე ჭკვიანია, ყველას საკუთარი და სხვებისგან განსხვავებული და ორიგინალური აზრი და მეტიც სიტყვა გააჩნია, არავინ აღარ იზიარებსს და ითავისებს სხვის აზრს. ამავე დროს — მოდაში შემოჰყავთ და ნერგავენ სიამაყეს ადამიანის „საკუთარი“ — „დამოუკიდებელი“, „ორიგინალური“ და „არაორდინალური“ აზროვნებით, და — ასეთს უპირისპირებენ ავტორიტეტისა და თაყვანისმცემის ტრადიციულ აზროვნებას.

მეტიც — „ლიბერალურ“ საზოგადოებაში ინერგება თვით ღვთიური სიტყვისადმი, სარწმუნოებისადმი „ლიბერალური“, „მრავლმოსაზრებიანი“, „თავისუფალი“,„მოდერნისტული“, „შემოქმედებითი“ დამოკიდებულება — ნებისმიერი ადამიანი შესაძლებლად მიიჩნევს განსაჯოს, იმსჯელოს თვით სარწმუნოების ნებისმიერ საკითხზე საკუთარი თვალთახედვით ისე, რომ არ გაითვალისწინოს რელიგიური ავტორიტეტები — მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმინდა ღვთისმეტყველები. შესაბამისად ადამიანი რჩება, არსებობს მოძღვარის (მასწავლებლის, დამრიგებლის, აღმზრდელის) გარეშე — რამეთუ მას აღარ შეუძლია მოძღვარის ავტორიტეტის ატანა ანუ მოძღვრისადმი დამორჩილება. ცალკე საკითხია, რომ კატასტროფულად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა — რომლებიც მოძღვრობას შესძლებდნენ (თითქმის ნებისმიერ დარგში). ანუ — ხდება თვით ავტორიტეტისა და თაყვანისცემის, სიტყვის დაკნინება და დამდაბლება, დევალვირება და ინფლიაცია — რაც თავისთავად ამდაბლებს და აკნინებს ურთიერთსიყვარულის ფაქტორს საზოგადოებაში.

საზოგადოებას სულ უფრო ნაკლებად აერთიანებს სიტყვა, ღვთიური სიყვარული, საერთო ავტორიტეტები, საერთო თაყვანისმცემლობა და სულ უფრო მეტად აერთიანებს მატერიალური, მიწიერი, ბილწი ინტერესები და მეტიც — გამაერთიანებელი სიძულვილი რეალური მტრისადმი თუ მტრის ხატისადმი.

„ლიბერალურ“, „პლურალისტურ“ საზოგადოებაში ადამიანები თავს აღარ თვლიან ღვთის მონებად — რამდენადაც აღარ ეთაყვანებიან უფალს და აღარ ცნობენ მას უნივერსალურ და საყოველთაო ავტორიტეტად (შესაბამისად არც ღვთისმტყველებსა თუ მსოფლიო საეკლესიო კრებების დოქტრინებს) — მათ თავი წარმოდგენილი აქვთ „თავისუფალ და დამოუკიდებელ“ არსებებად. ამგავრად „განთავისუფლებული“ ადამიანი უკვე სავსებით მზადაა ფულის, მატერიალურის მონა გახდეს, მეტიც — იგი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. მისი ამ მისწრაფების დასაკმაყოფილებლად ფულით, დაფინანსებული კამპანიების მეშვეობით აჩენენ, ქმნიან უამრავ კერპს — სპორტულს, მუსიკალურს, მხარტვრულს, კინოსა და მოდისას და ასე შემდეგ (უფრო ხშირად გამომწვევად გარყვნილსა და უზნეოს) — რომლებისადმი თაყვანისცემა ტოტალურად ანაცვლებს უფლის თაყვანისცემას.

ასეთი ატომიზებული საზოგადოებების მართვა და მასში „ერთიანობის“ მომენტის შეტანა შესაძლებელი ხდება და ძალიანაც იოლად ხორციელდება — უკვე მხოლოდ და მხოლოდ ფულით! ფული, ფულით შექმნილი კერპები და ფულით ორგანიზებული პიარ კამპანიები სავსებით საკმარისი ხდება სიყვარულის სიტყვის მადლს მოკლებული ასეთი საზოგადოების სამართავად. და — ასეთ საზოგადოებაში, სოციუმში წარმატებით მოქმედებენ მხოლოდ ის ინსტიტუციები, რომლებიც ფულის შემწეობით იქმნება, არსდება და ფუნქციონირებს — ხოლო, ფული კი ყოველთვის კონცენტრირებულია გლობალისტური მმართველი კლასის ხელში (საკუთრივ ამ ქვეყანაში ან სულაც საზღვარგარეთ).

სიყვარული სიტყვის მადლს მოკლებული, ატომიზებული საზოგადოების ადამიანი, მარტოსული — უძლური ხდება გაუგოს და დაეხმაროს სხვა ადამიანებსა და საზოგადოებებს, ჩაწვდეს მათს ჭირ-ვარამს — იგი შეუთავსებადი, ყინულივით ცივი ხდება სხვის მიმართ და ამითი საკუთარი თავის მიმართაც.

აღნიშნული „განვითარებისა და პროგრესის“ შედეგად ათასწლეულების განმავლობაში არსებულ ღვთიურ, სარწმუნოებრივ, რელიგიურ ავტორიტეტსა და თაყვანისცემას, სიტყვას სიყვარულისას ანაცვლებს, ცვლის მმართველი კლასის ფულის ძალა. თანამედროვე გლობალიზმს არ სჭირდება რაიმე ავტორიტეტები და თაყვანისცემა — მით უმეტეს არც სიყვარულის ძალა და მადლი.

აღზრდისა და სწავლების სისტემები სულ უფრო მეტად წვრთნის ფუნქციით შემოიზღუდებიან და იმთავითვე უნერგავენ ახალგაზრდობას ნიჰილიზმს, ავტორიტეტისა და თაყვანისმცემლობის უარყოფას — უნერგავნ, რომ არ არსებობს რაიმე უნივერსალური, საყოველთაო და მით უმეტეს ღვთიური დოგმები, წესები და წესრიგი. განათლების სისტემა ანუ ღვთიურ სინათლესთან სულიერი ზიარების სისტემა სრულებით ისპობა.

ყოველივე ზემოთაღნიშნული სავსებით რეალურად და პრაქტიკულად მოქმედებს დღევანდელ საქართველოში. პრაქტიკულად არსებობს მხოლოდ ერთი, ფუნდამენტურად უცხოური ფესვების მქონე ცენტრალიზებული მატერიალური ინტერესებით შედუღაბებილი, ორგანიზებული კომპრადორული, გლობალისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალა, მმართველი კლასი — რომელსაც უპირისპირდებიან აგრეთვე მატერიალური ინტერესების ზეგავლენაში მყოფი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ვერაფრით ვერ ერთიანდებიან იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ არც ერთიანი ავტორიტეტები და სათაყვანისცემო და არც — ერთიანი დამფინანსებელი (რაც მონოლითად ადუღაბებს „ნაცმოძრაობას“). აქვე — ფულის, მატერიალურის ზეგავლენა და სულ უფრო მეტად იგრძნობა ეკლესიაში, იმ ადამიანთა უკანასკნელ თავშესაფარში, რომელთაც კიდევ შემორჩათ სულიერება — სადაც, ღვთისმსახურების პროცესშიც და  წამომადგენლურ, საზოგადოებრივი თვალთახედვის არეში მყოფ წრეებში ფრიად იშვიათი გახდა ასკეტიზმი, თავმდაბლობა და ზოგადი, ყოველდღიური მარხულობა — რომელიც საუკუნეების განმავლობაში სწორ გზას უგებდა ეკლესიის ავტორიტეტს.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასსობრივად ცვლის ძველი აღთქმის ადამიანის, კერპთაყვანისმცემლის მისწრაფება მატერიალური ღირებულებების, ფულის, დოვლათის, სიმდიდრის ეკლესიისადმი და უფრო ხშირად კი უშუალოდ სასულიერო პირებისადმი „მსხვრეპლ-შეწირვით“ უფლის „მომადლიერებისა“ და „მოქრთამვისა“. უფალთან ურთიერთობაშიც კი თავს იჩენს მიწიერის, მატერიალურის პრიორიტეტი.

მეორე მხრივ უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასსობრივად ცვლის „თავისუფლება“ და „ლიბერალიზმი“, რომელიც უპირველეს უზნეობით ვლინდება და უარყოფს ზნეობრიობას ზნეობისგან გარეცხილი, უზნეო „კანონის“ სასარგებლოდ.

სიყვარულის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის ასპექტში, ჭრილში ძალზე ნიშანდობლივია, რომ თვით ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა შორისაც კი იშვითად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც ღრმად აქვს შესწავლილი, გათავისებული, გაგებული და ცალსახად იზიარებს მის თუნდაც ყველაზე არსებით დებულებებსა და მოსაზრებებს — თუმცა სიტყვაზე ყოველი მათგანი თითქოს აღიარებს ზ.გამსახურდიას ავტორიტეტს და თაყვანს სცემს მის ღვაწლს. ამას გულისტკივილით თვით ზვიადიც აღნიშნავდა: მრავალს სახლში ჩემი წიგნები აქვს და გამოსაჩენ ადგილას უდევს — მაგრამ ძალზე იშვიათია ისეთი, რომ ეს წიგნები ყურადღებით შეესწავლოს, ღრმად ჩაწვდომოდეს — ხოლო ჩემი მოსაზრებები კი გაეთავისებინოსო.

იმის მიუხედავად, რომ ზ.გამსახურდიამ, ეროვნულმა ხელისუფლებამ, ეროვნულმა მოძრაობამ მოკლე დროში საკმაოდ არსებითი ფრიად პოზიტიური თეორიული და პრაქტიკული აზროვნება, ცნობიერება და სიტყვა შექმნა — თითქმის არ ხდება, რომ ვინმე ამ საგანძურს სეროიზულად და სისტემატურად სწავლობდეს, განავრცობდეს და ავითარებდეს (მხოლდ-ღა მტრები ჯიჯგნიან და ჩენჩავენ ბოროტად). იმათ შორის ვინც ეროვნულად მოაზროვნედ თვლის საკუთარ თავს — თითქმის ყველა და თითეული ამაყად გატაცებულია საკუთარი კონსტრუქციის ველოსიპედის გამოგონებით და სხვისის კრიტიკით, განქიქებით ან რაც კიდევ უარესია — მიჩქმალვა-მიჩუმათებით, საკუთარი ავტორიტეტის ნარცისული ფერებით.

ხოლო — საქართველოს მტერს არავითარი ავტორიტეტები და თაყვანისცემები არ სჭირდება — იგი გათითოკაცებულ ქართველობას აერთიანებს სიძულვილში და მართავს მცირეოდენი ფულის 30 ვერცხლისეული ძალით…

Advertisements

3 Responses to ფული — სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ

  1. იოსებ ღუდუშაური says:

    განახლებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავტორიტეტულ სიტყვას დავარქმევდი ამ სიტყვას. ასეთი ავტორიტეტული სიტყვა ზვიად გამსახურდიას შემდეგ ქართველობაში ჯერ არავის უთქვამს.

    მიხარია, რომ ღმრთის სიტყვის უნივერსალური ავტორიტეტი ძალუმად ცემს ზვიად გამსახურდიას სულიერ ძმისა და მეგობრის, ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის ღვთისნიერ გულში. ვგრძნობ, რომ ეს სიტყვაც ავტორიტეტული სიტყვაა, რომელიც სთავეს სწორედ ღმრთის სიტყვისადმი უდიდეს პატივისცემაში და ქრისტეს სარწმუნოების აღმსარებლობაში ჰპოვებს დასაბამს.

    ეს სიტყვა, რომელიც ახლა ბატონი ბესარიონისგან მოვისმინეთ, განახლებული ეროვნულ-განმათავისუფლებელის მოძრაობის სიტყვა, რომელიც ამჯერად არა მარტო ბესარინ გუგუშვილს, არამედ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს და უფლის მონას ეხება.

    ღმერთმა დალოცოს განახლებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მისი ავტორიტეტული სიტყვა, მისი მთქმელნი და აღმსრულებელნი.

    და როგორც ფსალმუნშია ….

    „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით“!

    ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროთ ბ-ნო ბესარიონ. ამინ.

  2. Следуя Новому Завету, Августин употребляет понятия “небесное” и “земное” отечество; различает их и использует только “небесное отечество” в качестве политической ценности. В это отечество зовет Августин и убеждает присоединиться к числу его граждан.

    „ზეციურ მამულად“ ნეტარი ავგუსტინი ეკლესიას მიიჩნევს, მას „მიწიერ მამულზე“ მაღლა აყენებს და გვირჩევს გავხდეთ „ზეციური მამულის“ მოქალაქეეები…

    არსებითია, რომ ნეტარი ავგუსტინი ეკლესიას რესპუბლიკას (სახალხო საქმეს) უწოდებს — და ამითი ხაზს უსვამს საწყმსოს როლს სამღვდელოების როლის თანაბრად…

    ყოველი ქართველისთვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის „ზეციური მამული“ ან „ზეციური რესპუბლიკა“ — ყველაზე სამართლიანი…

  3. mare says:

    “დრო, დრო აღნიშნე”… ზვიად გამსახურდია მარტო არ არის… მან დრო აღნიშნა… დრომაც ხომ უნდა აღნიშნოს იგი?! პრაქტიკოსი ბანკირი და ზნეობრივი მოაზროვნე, ილია, აი, ახალი გმირი ზვიადის საქართველოსი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: