ღია გასაუბრება თათია პაჭკორიასთან


ახლახანს „ფეისბუკის“ მომხმარებლისგან ასეთი გზავნილი მივიღე — და ამ გზავნილის შესაბამის საუბარს ვაქვეყნებ, რამეთუ არაფერს პირადულს, სამსახურებრივ საიდუმლოსა და ინტიმურს იგი არ შეიცავს:

თათია პაჭკორია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ისტორია“

Tatia Pachkoria 25 09, 10:28-ზე
http://www.facebook.com/profile.php?id=100000360699369

batono besation , me gaxlavart jurnalisti tatia pachkoria, vmushaob sazogadoebriv mauckebelshi da vaketeb saavtoro gadacemata cikls “istoria” tu sakartveloshi brdzandebit dzalian saintereso ikneba chemtvis tkventan gasaubreva 90 -iani clebis shidapolitikur procesebtan dakavshirebit…. 

გამარჯობათ თათია…

თქვენ ალბათ სადღაც მაღლა-ღრუბლებში მდებარე ცხრაკლიტულში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ — რახან სკანდალური საქართველოს ლეგიტიმური პრემიერისა (რომელზეც ამ ბოლო დროს ლამის ყოველდღიურად რამე მსუყე სიბინძურე იღვრება მას მედიიდან) და საქართველოს ემიგრაციული მთავრობის შესახებ ასეთი უბიწო ცოდნები გქონიათ…

* * *

რამდენადაც უცხოეთში ვცხოვრობ — პირდაპირ თქვენს გადაცემებში მონაწილეობას ვერ მივიღებ — თუმცა შემიძლია კეთილი ნების არსებობისას მონაწილეობა მივიღო ცალკეული თემების კრიტიკულ განხილვაში — ვებქამით გაკეთებული ვიდეოჩანაწერებით…

მაგრამ ძალზე მეეჭვება რომ თქვენმა ტელეარხმა საქართველოს ლეგიტიმურ, დევნილ პრემიერს ტრიბუნა დაუთმოს — რომელიც საბოლოო ჯამში ლეგიტიმურობის აღდგენის მოწოდებებამდე დავა…

* * *

მე თვალყურს ვადევნებ და ვაარქივებ გადაცემებს „ისტორია“ — მეტიც — მასში წამოდგენილი ფაქტოგრაფიული მასალიდან ვქმნი და ვავრცელებ კლიპებს…

ორი მათგანი სულ ახლახანს დავამატე:
http://www.facebook.com/video/video.php?v=1556857718010

http://www.facebook.com/video/video.php?v=1556778116020

იმედია არ მიწყენთ, რომ მხოლოდ თქვენი დოკუმენტური მონათხრობი დავტოვე — და სხვადასხვა პუტჩისტების ნალაყბევი მოვსპე…

* * *

გამომდინარე სამი სერიიდან რომელიც აქამდე ვნახე:

თქვენი გადაცემები შევარდნაძის დროინდელ შავბნელ პროპაგანდისტულ მარაზმთან შედარებით, ისევე როგორც შველიძის ნაშრომი — პატარა წინგადადგმული ნაბიჯია ნომენკლატურულ-რევანშისტულ აბსოლუტურ და უსინდისო სიცრუიდან –გლობალისტური ნახევრადპუტჩისტულ-თავისმართლებით-თვითგვემით ნახევარ-სიმართლისა და მიჩქმალვით-თვალარიდებით ნახევარ-ტყუილისკენ…

თვალშისაცემია, რომ მსჯელობებისა და შეფასებების ლომის წილი მოდის ისეთი პირებისაგან რომელთაც ბრალი მიუძღვით, ღიად და დაუფარავად მონაწილეობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში და გადატრიელების შემდგომ სახელმწიფოს მართვის არალეგიტიმურ, კრიმინალურ სტრუქტურებში („სამხედრო საბჭო“, „სახელმწიფო საბჭო“, „პარლამენტი“) ანუ დაუსჯელი კრიმინალებისგან… — ამ თვალსაზრისით თქვენი გადაცემა არსებითწილად პუტჩისტების, ხუნტისა და მათ თანამგრძნობთა ტრიბუნაა.!.

ფაქტობრივი, დოკუმენტური მასალა კარგი იყო შველიძის ნაშრომშიც და თვალსაჩინოა თქვენს გადაცემებშიც — ვფიქრობ ესაა მათი მთავარი დადებითი ნიშანი, რაც მოაზროვნე ადამიანს ანალიზისთვის გარკვეულ მასალას აძლევს…

მაგრამ, რაც შეეხება ანალიზსა და განზოგადებებს — ისინი პრიმიტიული, მიკერძოებული, სუბიექტური და ცალმხრივია:

  • საქართველოში მოვლენების განვითარება ამოგლეჯილია მსოფლიო (მალტის გარიგება) და თუნდაც სოცბანაკისა და სსრკ კონტექსტიდან (პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, ტაჯიკეთი და სხვ) — რომლის გარეშე თქვენი მოთხრობა ჭურში მჯდომის ზღაპრებია…
  • 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების განხილვისას, საბჭოთა ძალოვანი სტრუქტუტების მიერ მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანი დარბევის განხილვისას — იგი წარმოდგენილია როგორც უნიკალური რამ, რაც მხოლოდ საქართველოში მოხდა ქართული ეროვნული მოძრაობის ნაკლოვანებათა გამო — და მოჩქმალულია მსგავსი და ტიპობრივი მოვლენები იმავე პრიოდში — პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვაში და აზერაბაიჯანში, ანუ  — ფრიად განსხვავებულ პოლიტიკურ და საპროტესტო გარემოებებში…
  • საერთოდ უგულველყოფილია და ვერც კია შემჩნეული ძალზე არსებითი განსხვავებანი და წინააღმდეგობანი საბჭოთა დროინდელ გლობალისტურ დემოკრატიულ მოძრაობასა (სახაროვ-მამარდაშვილი) და ეროვნულ მოძრაობას (გამსახურდია-კოსტავა) შორის — რამაც ლომის წილად განაპირობა საქართველოში ანტაგონისტური შიგა პოლიტიკური განვითარება… — აქედან გამომდინარე ვერაა დანახული და შემჩნეული ვერც დასავლური გლობალიზმის დამოკიდებულება ერთისა და მეორის მიმართ…
  • განსხვავებანი გლობალისტურ-დემოკრატიულსა და ეროვნულ მოძრაობებს შორის არათუ უგულველყოფილია, არამედ — უდიდესი მცდელობაბია ეს ორი ანტაგონისტური და ურთიერთგამომრიცხავი მოძრაობა წარმოდგენილი იქნას, როგორც ერთი მოძრაობა: „ეროვნული მოძრაობა“ — რომელშიც თითქოს და განხეთქილება მოხდა…
  • აბსოლუტურად უგულველყოფილია ქართული ეროვნული მოძრაობის ანუ გამსახურდია-კოსტავას მოძრაობის იდეოლოგიური საფუძველი და საძირკველი: მართლმადიდებლურ ზნეობისა და სულიერების ბაზისზე აგებული სახელმწიფოებრიობის იდეა და მისი განხორციელებისთვის ბრძოლა („დილემმა კაცობრიობის წინაშე“)…
  • აბსოლუტურად იგნორირებულია გორბაჩევ-ბუშის მალტის გარიგების შესაბამისად ბალტიის რესპუბლიკების გარეშე საბჭოთა კავშირის ხელახლა ჩამოყალიბებისთვის („განახლებული სსრკ“) როგორც სსრკ კომუნისტური ელიტის ასევე დასავლეთის ერთობლივი ბრძოლის ასპექტი — ანუ „პერესტროიკის“ უმთავრესი მიზანი..
  • იგნორირებულია „განახლებულ სსრკ“-ში — დასავლეთთან შეთანხმებული — საბაზრო ეკონომიკის შემოღების ფაქტორი — და, აქედან გამომდინარე კომუნისტური ელიტის უმძაფრესი ლტოლვა პრივატიზებისაკენ — რითიც მათ პოლიტიკური კაპიტალი ეკონომიკურ კაპიტალად უნდა გადაექციათ… — აქედან გამომდინარე იგნორირებულია საქართველოს პარტიულ-სამეურნეო კომუნისტური ელიტის (და ამ ელიტის ადგილებზე, ქვედა ეშელონებში მოქმედი ფუნქციონერების) ეკონომიკურით განპირობებული პოლიტიკური მისწრაფებები…
  • იგნორირებულია პრივატიზებაზე დამიზნებული ელიტების მიერ — წინგამსწრებად შექმნილი ნახევრად-პრივატული, სახელმწიფო-პრივატული ეკონომიკური სტრუქტურების დამფინანსებლური როლი — ანტიეროვნულად მომართული პარამილიტარული და პარაპოლიტიკური ორგანიზაციების შექმნაში (მაგ.: „აგროპრომის“ როლი ჯ.იოსელიანის „მხედრიონის“ დაფინანსებაში)…
  • იგნორირებულია „პერესტროიკის“ პროცესის უზრუნველმყოფი წინგამსწრებად და ცენტრალიზებულად, სპეცორგანოების ან დასავლური გლობალიზმის მიერ მიერ შექმნილი და წარმართული პოლიტიკური სტრუქტურების არსებობა — „სახალხო ფრონტების“ მსგავსისა — რომლებიც გავლენის აგენტების მიერ იმართებოდნენ (ეგეთები თქვენ მთხობელებლად გყავთ გადაცემაში)…
  • იგნორირებულია დასავლეთში მოქმედი „ქართული ემიგრაციის“ ანუ დასავლური და საბჭოთა გლობალიზმის გავლენის აგენტურის (კაშია, ლაშქარაშვილი, კლიმიაშვილი, გუდავები) მოქმედებები საქართველოში მოქმედი გლობალისტურ-დემოკრატიული ძალების წარმართვაში…
  • იგნორირებული დასავლეთში მოქმედი „ქართული ემიგრაციის“ მიერ საბჭოთა სპაცსამსახურების მიერ ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ შეთხზული ცილისწამებების გავრცელების დასავლეთში ფაქტორი…
  • იგნორირებულია დასავლური გლობალიზმის გავლენის აგენტურის მიერ ქართული ეროვნული მოძრაობის დისკრედიტირების ფაქტორი (მაგ. ვაცლავ ჰაველისეული „პრაღის 24-ე დეკლარაცია“)…
  • და — რაც ყველაზე უფრო არსებითია — თქვენს ყველა გადაცემასა და პროგრამაში სავსებით იგნორირებული და მიჩუმათებულია ის მთავარი ფაქტორი და ასპექტი, რის გამოც როგორც დასავლური და საბჭოთა გლობალიზმები, — ისევე საქართველოში გლობალიზმების გაენტურები აუმხედრდნენ გამსახურდია-კოსტავას ეროვნულ მოძრაობას — ამ მოძრაობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი — მისი ფუნდამენტური ეროვნული და მართლმადიდებლური ხასიათი, მასში ზნეობრივ-სულიერი ფატორების პრიორიტეტი…

* * *

ამას გარდა ბევრი სხვა ასპექტი და ფაქორია, რომელსაც თან-და-თანობით დავამატებთ — რათა სიმართლით დაინტერესებულ ადამიანებს ორიენტირები მივცეთ თქვენი გადაცემის საკითხებისთვის…

იმედია ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებიც წაგვახმარებენ მოსაზრებებსა და ფაქტებს

* * *

თქვენს გადაცემათა სერიაში განხილულ საკითხებზე არაერთი ანალიტიკური და ფაქტობრივი მასალაა გამოქვეყნებული ჩვენს საითებზე:

http://www.facebook.com/pages/prezidenti-zviad-gamsakhurdia/112268902128593

http://www.facebook.com/pages/sakartvelos-respublikis-mtavroba-devnilobashi/329752150501

http://www.facebook.com/pages/besarion-gugushvili/112814292078123

http://bpg.sytes.net/simartle

http://georgia.eu.com/

http://gugushvili.com/

* * *

Tatia Pachkoria 26 09, 0:01-ზე

batono besarion kuradgebit cavikitxe interviu, romelic gazet kvela siaxleshi gamokveknda…da namdvilad ar aris logikas miklebuli. . .me tkventan saubari zviad gamsaxurdias periodshi arsebul shidapolitikur pricesebze minda , kerdzod ra iko imis mizezi, rom is ori kacis amara darcha …is rom dzalauflebis teqnologias ver flobda tu axali msoflio cesrigi…aseve kavkasiuri saxlis ideastan dakavshirebit saintereso ikneba tkventan saubari…tu koordinatebs momcert dzalian momexmarebit obieqturi gadacemis gaketebashi…..

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 0:46-ზე

!უპირველეს! — ნუთუ — ეროვნული მოძრაობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ზოგად, პრინციპულ და საბაზისო საკითხებზე არ გნებავთ ერთ-ერთი მმართველი პარტიის ლიდერის („წმ. ილია მართლის საზოგადოება“), „მრგვალი მაგიდის“ წევრისა და საქართველოს პირველი პრემიერ მინისტრის მოსაზრებების მიღება და გამოყენება.?. — პუტჩისტების მოსაზრებები უფრო ფასეულად და მისაღებად მიგაჩნიათ.?.

1. „ყველა სიახლის“ რომელ ინტერვიუს გულისხმობთ – 2008 წლის? — რა ასპექტში და საკითხზე.?.

2. ზვიად გამსახურდია არასოდეს დარჩენილა ორი კაცის ამარა.!. — მას ნებისმიერ დროს — თუ კი ისურვებდა და მოინდომებდა შეეძლო მოეხმო ასობით და ათასობით ადამიანისთვის… — სხვა საკითხია, რომ არ მოინდომა…

3. ზვიად გამსახურდია ვირტუოზულად ფლობდა ძალაუფლების ტექნოლოგიას — იგი ნამცეცა-მიზერული რესურსებით შეებრძოლა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოჰგლიჯა კოლოსალური რესურსებით აღჭურვილ საბჭოთა და დასავლურ გლობალიზმებს… — თქვენი გადაცემების ანალიზების ერთ-ერთი ყველაზე არსებითი პრიმიტივიზმი და არაპროფესიონალიზმი ისაა, რომ არასოდეს არის გათვალისწინებული დაპირისპირებული მხარეების რესურსების — ფინანსური, საინფორმაციო, დიპლომატიური, საკადრო, სამხედრო და სხვა რესურსების ფაქტორი.!.

4. ახალი მსოფლიო წესრიგი.?. — რა იგულისხმება.?.

5. კავკასიური სახლის საკითხი შეიძლება განხილვის საგანი გახდეს…

Tatia Pachkoria 26 09, 0:26-ზე

aseve kuradgebit cavikitxe gia saubari da dzalian gamixarda , rom chvens momdevno ciklshi scored im problematikas unda shevexot razec tkven migvititet rom konteqstidan gvakvs amoglejili…chven kronologiurad mivkvebit movlenebs da sakmaod kompetentiri respodentebi gvkavs…rac sheexeba xuntis agentebs , me ushishroebis arkivshi ar mimushavia, mat seifebs naklebad vicnob da im adamianebs vicvev vinc movlenata epicentrshi iko… rac sheexeba araobiekturobas tkven tu mxolod sami gadacemis naxva moaxerxet sruli carmodgena ver shegekmnebodat zogadad ciklis ideologiasa da samartlianobaze….chems mier 17 gadacema momzadda , respodentebs didi sifrtxilit varchevt…mercmunet iseti amazrzeni shidadinebebi ikveteba , rom adamianurad michirs okros shialedis povna, dzalian vcdilob paritetis dacvas da guli mckdeba tu tkveni gadmosaxedidan es mainc ar xerxdeba….aseti tipis gadacemas vinmes zizgita da urtiert braldebebit ver gavaketebt, chveni mizani vinmes rebilitacia an daknineba ar gaxlavt….chven ertxel ukve dashvebuli shecdomebis aridebas vcdilobt….

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 1:15-ზე
პასუხად — Tatia Pachkoria 26 09, 0:26-ზე

1. თქვენი „კომპეტენტური რესპონდენტების“ უმეტესობა წარმოადგენს საქართველოში იმ დროს მიმდინარე კონფლიქტის მხოლოდ ერთ მხარეს — იმას, რომელიც კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ უკანონო ხერხებითა და მეთოდებით იბრძოდა ანუ კრიმინალს ჩადიოდა ან მას თანაუგრძნობდა.!. — თქვენს გადაცემებში სახელმწიფო გადატრიალების მომწყობ კრიმინალებს იმგვარად უპირისპირებთ კანონიერების დამცველ ძალებს თითქოს ეს ორივე თანაბარი ლეგიტიმურობით იყვნენ აღჭურვილები…

2. ხუნტის წევრებისა და აგენტების გამოვლენას არ სჭირდება უშიშროების არქივი — თქვენს ხელთაა დოკუმენტური ვიდეოფირები, რომლებშიც ეს ხუნტის აგენტები ქმედებენ და თვით საუბრობენ თავის ხუნტისტობაზე.!.

3. დიახ მე მხოლოდ სამ გადაცემაზე ვსაუბრობ და თუნდაც ერთი რომ იყოს — ისიც კი საკმარისია.!. — თითეული გადაცემა უნდა იყოს თავის თავში დასრულებული…

4. რომელ პარიტეტზე საუბრობთ.?. — გინდათ ყაჩაღი, კრიმინალი პარიტეტულად იყოს წარმოდგენილი კანონიერების დამცველთა მიმართ.?. — სწორედ მაგაშია საქმე, რომ პუტჩის მომწყობებს კრიმინალურ ქმედებებს „უკანონებთ“… — როდის იყო ყაჩაღის და მის მიერ დაყაჩაღებულთან პარიტეტებზე ლაპარაკობდნენ.?.

5. ზიზღი რა შუაშია.?. — ან რა საჭიროა.?. — ილაპარაკეთ მათს მიერ ჩადენილ საშინელ დანაშაულებზე მათდამი ქრისტიანული სიყვარულით და მიტევება-პატიების მზადყოფნით…

6. პუტჩის მომწყობებისათვის რამის „დაბრალება“ თქვენ არც გჭირდებათ — ისინი არც უარყოფენ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებასა და განხორციელებაში თავისპუტჩში მონაწილეობას…

7. თქვენ რა შეცდომები დაუშვით მე არ ვიცი… — იმედია არც ჩვენ დაგვაბრალებთ (თქვენივე ზემორე პრინციპებიდან გამომდინარე) რაღაცაში ბრალს… — ანუ ბრალად არ ჩაგვითვლით რომ ვიბრძოდით კანონიერებისა და ლეგიტიმურობის შენარჩუნებისთვის…

Tatia Pachkoria 26 09, 0:42-ზე

da kidev dzalian nishandoblivi faqtia, rom kvela respodenti, romelic interviuze gvtanxmdeba , gveubneba , rom rasac ambobs sruli simartlea da” relsze dadebs tavs”…garda amisa titkmis kvela meubnba, rom kvelafers ver itkvian, imitom rom aris temebi rac micashi unda chaitanon….sxvatashitis amas dziritadad zviad gamsaxurdias gundis cevrebi amboben…mici mocinaagmdegebi ki ufro shors midian …rasac ak ver davcer…ase rom angajirebuli adamianebi dzalian sashishni da gamousadegarni arian obieqturi suratis shesakmnelad….tu erti respodenti mainc itkvis rom rame mnishvnelovani tkva da me amovcheri an arxma dabloka …me caval mediasivrcidan da uars vitkvi chems profesiaze

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 1:26-ზე
პასუხი — Tatia Pachkoria 26 09, 0:42-ზე

1. თქვენი რესპონდენტების „სიმართლე“ სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სიმართლე კანონიერების ფარგლებში ქმედებაა… — როდესაც ყაჩაღი ამბობს მე გავძარცვეო — ეს სრული სიმართლეა, მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ყაჩაღი კანონიერების ფარგლებში მოქმედებდა…

2. ძალზე ცუდი რეპონდენტები შეგირჩევიათ — ჩემთვის და მრავალი ჩემნაირისთვის არ არსებობს თემები, რომლებიც „მიწაში უნდა ჩაიტანონ“…

3. ისევ ვიმეორებ — არსებითი ის კი არაა რომ თქვენი რომელიღაცა რესპონდენტები სიმართლეს მალავენ.!. — არსებითი ისაა, რომ თქვენს გადაცემებში უზომოდ გაპიარებულია პუტჩისტების პროპაგანდა და სავსებით უგულვეყოფილია ლეგიტიმური ხელისუფლების პოზიცია!!! — სავსებით!!!

კიდევ ვიმეორებ — სრულებით არ ითვალისწინებთ ლეგიტიმური ხელისუფლების შეხედულებებს და მოსაზრებებს, ან არასრულად წარმოადგენთ ან ცუდი კუთხით წარმოადგენთ!!!

Tatia Pachkoria 26 09, 0:54-ზე

batono besarion martla dzalian guli mckdeba, radgan mec zustad tkbenairad vfikrob da gavajgere kudevac es chems gadacemebshi ..gadmotvirtert internetidan 9aprilis shemdgomi filmebi da da naxavt, rom sul tkuilad mdebt brals primitivizmshi da zedapirulobashi rasac kvelaze metad ver vitan …rac sheexeba imas, rac ar gvaqvs gatvaliswinebuli globalur politikur procesebze da da garuigebebze, am temebze axla vmishaob da axali sezonidan gava etershi….ase rom naadrevad nu gagvubrazdebit…

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 1:42-ზე
პასუხი — Tatia Pachkoria 26 09, 0:54-ზე

1. უკვე დაგიწერეთ, რომ თქვენი გადაცემები წინგადადგმული ნაბიჯია… — და პირადად თქვენ არაფერშიც მაინც და მაინც არ გდებთ ბრალს…

2. რაც შეეხება თქვენი გადაცემების თეორიულ ასპექტს — კვლავ დაბეჯითებით გავიმეორებ, რომ სავსებით არ არის გათვალისწინებული კანონიერი ხელისუფლების პოზიცია — უკეთეს შემთხვევაში ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს (თუ კი სეთი გამოჩნდა კიდეც კადრში) კანტი კუნტად ალაპარაკებთ არაარსებითზე, არაპრინციპულზე — არაარსებითზე — ისიც გამონაკლისის სახით…

3. ჩემს მიერ ხსენებული ზოგადი კონტექსტის გარეშე თქვენი უკვე გაკეთებული გადაცემები ფრიად ნაკლულია და ფრიად არაობიექტური — არ ვიცი მომავალში ეს როგორ გამოსწორდება…

4. მე არ გიბრაზდებით — რჩევას გაძლევთ — გათვალისწინება კი თქვენი საქმეა…

Tatia Pachkoria 26 09, 0:56-ზე

axal msoflio cesrigshi evroamerikuli da rusuli imperializmi imgilisxmeba, anu is ra shefasebac misca putchs zviad gamsaxursiam missave cerilshi….

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 1:51-ზე
პასუხი — Tatia Pachkoria 26 09, 0:56-ზე

ევროამერიკული და რუსული იმპერიალიზმების მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობასა და მის სანაცვლოდ შევარდნაძის კრიმინალური, ნომენკლატურული რეჟიმის რევანშის განხორციელებაში ჩვენ ძალზე დაწვრილებით და ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით (რა თქმა უნდა პირველ რიგში ზ.გამსახურდიას ნაშრომებისამებრ) გავაქვს განხილული — მას გამოყენება უნდა… — რადა ღირს თუნდაც ამერიკის თხოვნით შევარდნაძის მხარდასაჭერად რუსეთის მიერ

Tatia Pachkoria 26 09, 0:58-ზე

kvelanair resursze mkonda saibari…sameurneo elitaze, inteligenciaze…jgufur partiul sheiaragebaze…etnofsikologiur priblemebze…rusetis agenturul kselze… magram cikli grdzeldeba da ase mativad xom ver amovcuravdit kvelafers ….

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 2:15-ზე
პასუხი — Tatia Pachkoria 26 09, 0:58-ზე

მეთოდოლოგიურად ეგ მიდგომა არაა სწორი და კონკრეტული მოვლენების გაგებას ვარაფრით უწყობს ხელს… — რესურსების ფაქტორის ასპექტი — თუნდაც სულ მოკლედ — უნდა ახლდეს და ასურათებდეს ნებისმიერ მსჯელობას როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი…

Tatia Pachkoria 26 09, 1:00-ზე

gamsaxurdias mier gamocxadebul gardamaval periodze ..erovnuli burjuaziis shekmnis ideaze…dinebis sawinaarmdegod curvaze…privatizaciasa da micis reformaze…

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 2:19-ზე
პასუხი — Tatia Pachkoria 26 09, 1:00-ზე

გარდამავალ პერიოდზე, ეროვნული ბურჟუაზიის შექმნაზე, „დინების საწინააღმდეგოდ ცურვაზე“, პრივატიზაციაზე — შესანიშნავად დასაბუეთბული და დოკუმენტებით ილუსტრირებული მასალა გვაქვს.!.

Tatia Pachkoria 26 09, 1:21-ზე

batono besarion me jer ar gamiketebia es tema me mxolod axla vmushaob am temaze axla vicer da vshifrav inrterviulebs …da tkven csored amitom shegacuxet axla da ara adre me mxolod gvaridis shekmnamde da mxedrionis dapatimrebamde var misuli….es kvelaferi 11 oktombridan gava etershi ….mercmunet dzalian obieqturebi viknebit …imitom rom tavad putchshi monacile adamianebi agiarebesnsakutar shecdomas…magram akamde xom unda mividet….

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი 26 09, 2:22-ზე
პასუხი — Tatia Pachkoria 26 09, 1:21-ზე

თუ შემდგომი გადაცემები იგივე პროპაგანდისტული მეთოდიკით, ხერხებით და სულისკვეთებითაა გაკეთებული — ჩვენი პრეტენზიები მათ მიმართ იგივე იქნება — რაც ისტორიის ხსენებულ სამ გადაცემაზე იყო…

Tatia Pachkoria 26 09, 1:37-ზე

batono besarion ranairad ambobt amas …rodesac es tema etershi ar gasula….chveni kamati martlac usafuzvloa da me ar mckins, radgan rashic tkven brals mdebt kvelaferi gatvaliscineuli makvs …es aris gadacemta cikli da bunebrivia kvela tema ert gadacemashi ver motavsdeboda…kargit shevckvitot kamati…ise ki gamogitkdebit , da getkvit, rom tkveni shenishvnebidan gamomdinare movxvdi scor gzas vadgavar…ise ki absolitiri simartle rom ar arsebobs amaze nu vikamatebt da tu legitimuri xelisuflebis shecdomebzec isaunreben tavad mrgvali magidis cevrebi amazec nu gagvkicxabt….moxaruli var rom gagicanit tundac virtualurad da gavagrdzeleb mushaobas civi gonebita da cxeli gulit

ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი
პასუხი — Tatia Pachkoria 26 09, 1:21-ზე‎

*** მიხვდა ქალბატონი რომ თურმე „სწორ“ გზას ადგას — ჩემი აზრით ბარაბას გზას… ***

დატოვე კომენტარი