კატეხიზმო: ერის განსაზღვრება


ქართულში უნდა გაიმიჯნოს ცნებები და ტერმინები „ერი“ და „ნაცია“. ეს მოსაზრება პირველად წამოყენებული იქნა ი.სტალინის ნაშრომის „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ ქართული თარგმანის საგანგებო ქართულ წინასიტყვაობაში და შემდეგ განავითარა აკად.პ.გუგუშვილმა. პ.გუგუშვილის აზრით ტერმინი „ერი“ ეთნო-კულტურული დატვირთვის მატარებელია (მაგ.: ჯიში, ჯილაგი, მოდგმა, ეთნოსი), ხოლო – ტემინი „ნაცია“ კი პოლიტიკურ-ტერიტორიულისა (მაგ.: სახელმწიფო). ამდენად – მისი აზრით ინგლისური “United Nations” ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც „გაერთიანებული ნაციები“ ან „გაერთიანებული სახელმწიფოები“. ასევე, მაგალითად მოქალაქის პასპორტში ტერმინი ნაციონალობა უნდა მიუთითებდეს ქვეყანას, რომლის მოქალაქეც ეს ადამიანია, ხოლო – ტერმინი ეროვნება კი მის ეთნო-კულურულ კუთვნილებას (მათ შორის მაგალითად რელიგიურს).

ამ, მეორე მოსაზრებით, მაგალითად – „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური მიზნები აისახება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ან სახელმწიფოსათვის რაიმე გარესაშიშროებასთან ბრძოლაში და პერიოდულია, ხოლო – „ეროვნული მოძრაობის“ მიზნები პერმანენტულია სანამ ეს ერი არსებობს. ასეთი „ეროვნული მოძრაობების“ როლი განსაკუთრებით იზრდება გლობალიზაციის პერიოდში – რომელიც მიზნად ისახავს ეთნოკულტურულ საფუძვლებზე აგებული სოციუმების, ზოგადად ერების „ბრძმედში ერთსახოვან მასსად გადადნობას“, ამით – ეთნო-კულტურულ საფუძველზე აგებული სახელმწიფო-პოლიტიკური ერთეულების სრულ მოსპობას ანუ მათ გადაქცევას ტერიტორიულ პრინციპზე დაფუძნებულ ნაცია-სახელმწიფოებად (ამით გლობალიზმი ფრიად უახლოვდება კომუნიზმის იდეას ერების გაქრობის შესახებ).

ის, რომ ანტიეროვნულ ძალებს ესმით აღნიშნული განსხვავებები (თუმცა ჩქმალავენ ამას) გამოსჭვივის ასეთ გამოთქმაში: „Комплекс нации-неудачника связан с опытом Гамсахурдиа, который был как раз классическим этническим националистом…“. როგორც ამ გამოთქმიდან ვხედავთ „ეთნიკური ნაციონალიზმის“ (რაც ქართული გაგებით ზუსტად და მხოლოდ ეროვნულობას უდრის) საპირისპიროდ არსებობს რომელიღაცა სხვა „ნაციონალიზმიც“ ანუ „არაეთნიკური ნაციონალიზმი“ (არაეთნიკური, ტერიტორიული, მოქალაქეობრივი ნაციონალიზმი ანუ гражданский национализм, Civic nationalism). თუ ამ მიმართულებას გაგავრცობთ გამოვა, რომ „ეროვნულობა“ არის მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ადამიანის თვისება (მოქალაქეობის მიუხედავად); ხოლო – „ნაციონალიზმი“ (არაეთნიკური ნაციონალიზმი, гражданский национализм, Civic nationalism) კი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თვისება (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად). აქ ისიც მარტივად ჩანს, რომ რუსული ამონარიდის ავტორი მტრულადაა განწყობილი ზ.გამსახურდიას „ეროვნულობის“ მიმართ და ამდენად მთელი ქართული ეროვნულ მოძრაობას მიმართაც, რომელისაც ზ.გამსახურდია უძღვებოდა (ეს ავტორი კი „გამოჩენილი არაქართველი ქართველი“ გეოპოლიტიკოსია)…

ამის დამამტკიცებლად შეიძლება მოვიტანოთ ზემოთმითითებული ამონარიდის ქართული თარგმანი – როდესაც “нации” ოთარგმნება როგორც “ერის” და “этническим националистом” როგორც “ეთნიკური ეროვნულობა” : „წარუმატებელი ერის კომპლექსი დაკავშირებულია გამსახურდიას გამოცდილებასთან, რომელიც სწორედაც რომ კლასიკური ეთნიკური ეროვნული იყო“. როგორც ხედავთ სრული უაზრობაა ქართულის გაგებით.

იბადება კითხვები: რას ნიშნავს „წარუმატებელი ერი“ ან „ეთნიკური ეროვნული“? — არაფერს, უაზრობაა… გამოდის, რომ საქართველოში ქართველები „წარუმატებელი ერია“ და ვთქვათ სომხები ან რუსები წარმატებული?

რუსულის ეს სირთულეები გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ენაში არაა ორი განსხვავებული ტერმინი „ერი“ და „ნაცია“, „ეროვნულობა“ და „ნაციონალიზმი“ – ამიტომ ერთსიტყვიანი ტერმინის „ეროვნულობის“ ნაცვლად იძულებული არიან იხმარონ კომპლექსული და შეფარული შინაარსის ტერმინი “Этнический национализм”, ხოლო ქართული „ნაციონალიზმის“ ნაცვლად კი „гражданский национализм“.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ „Этнический национализм“ ანუ „Ethnic nationalism“ ნაციზმთან და ფაშიზმთან დაკავშირებული ტერმინია გლობალისტურ იდეოლოგიაში – იხ.: Ethnic nationalism და ამდენად ზემოთმოტანილ ამონარიდში მისი ავტორი ზვიად გამსახურდიას ნაციზმში სდებს ბრალს 2005 წელს – „ვარდების რევოლუციისა“ და ვითომ „რეაბილიტაციის“ შემდეგაც…

ტერმინებს „ერი“ და „ნაცია“ შორის განსხვავება პრაქტიკაში გამოსჭვივის ოცდამეერთე საუკუნის დამდეგის ქართულ პოლიტიკურ სცენაზეც და კერძოდ ვარდების რევოლუციის მომწყობი ძალების დასახელებაშიც – რომელთაც დემონსტრატიულად „ნაციონალური მოძრაობა“ იწოდეს განსხვავებით ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას „ეროვნული მოძრაობისაგან“. ზემოთმითითებული განმარტების შესაბამისად ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არაფერია თუ არა სახელშესწორებული „მოქალაქეთა კავშირი“ – „Союз гражданских националистов“…

მაგრამ ყველაზე მაგარი ამ ტერმინოლოგიურ გამოკვლევაში ისაა, რომ ე.წ. სააკაშვილის „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“-ში მოხსენიებული „შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალები“ – სწორედ რომ „ნაციონალისტები“ გამოდიან და ასეც არის…

ასევე მნიშვნელოვანია, რომ: The concepts homeland, fatherland, and motherland are often used by ethnic nationalists – საიდანაც ირკვევა, რომ „მამულის“ ცნება (ცუდ) ეროვნულობასთანაა დაკავშირებული (გაიხსენეთ „ენა, მამული, სარწმუნოება“) და ამდენად ისიც ნაცისტური, ფაშისტური სულის მატარებელია…

ზემოთმოხსენებულს ზუსტად ეხმაურება აგრეთვე: “bizarre ethno-nationalist rule by former President Zviad Gamsakhurdia” – ავტ.: GEORGE KHUTSISHVILI და სხვა მრავალი.

ლექსიკონი

  • ერი – Этническая нация – Ethnic Nation
  • ეროვნულობა – Этнический национализм – Ethnic nationalism
  • ეროვნება – Этническая национальность – Ethnic nationality
  • ეროვნული მოძრაობა – Этническое национальное движение – Ethnic national movement
  • ნაცია – Нация, Государство – Nation, State
  • ნაციონალიზმი – Гражданский национализм – Civic nationalism
  • ნაციონალობა – Гражданство – Nationality, Cytisenship
  • ნაციონალური მოძრაობა – Гражданское движение – Cytisen’s movement

სხვა მაგალითი

ამ ასპექტში ქართული „ერი“, „ეროვნულობა“ და ეროვნულ საფუძვლებზე აგებული ქართული სახელმწიფოს იდეა გარკვეულწილად ეხმაურება და ეთანხმება ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ „ებრაული ხასიათის“ ცნებას – რომელსაც ისევე ებრძვიან გლობალისტები, როგორც ქართულ ეროვნულობას.

მაგალითად:

ტერმინის განსაზღვრება ვებში


ფრიად ნიშანდობლივია, რომ ერის განსაზღვრებაში იდეოლოგიურ არევ-დარევას ფროად სასაცილო მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს პოლიტიკოსი — მაგალითად მიხეილ სააკაშვილი:

“პირველ რიგში, უნდა ვაგრძნობინოთ ყველა ეთნიკური გჯუფის წარმომადგენელს, ვინც ცხოვრობს საქართველოში, რომ ისინი არიან საქართველოს ბატონ-პატრონები, ქართველ სომხებთან, ქართველ აზერბაიჯანელებთან, ქართველ აფხაზებთან, საქართველოს სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოამბის“ თანამშრომლებს შეხვდა22 / 12, 2008 16:41

http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9223&hd_line=1

შესანიშნავი მაგალითია იმ ჭაობისა, რომელშიც გლობალისტური იდეოლოგია გაეხვია საქართველოში ეთნიკური ერების — ანუ ჭეშმარიტი ერების მოსპობის მცდელობისას…


არანაკლებმა მარაზმმა ამოჰყო თავი სააკაშვილის სიტყვაში გაეროს სესიაზე — სადაც მან ინგლისურად წარმოთქვა:

„I dream about the day when an Abkhaz or Ossetian citizen of Georgia – as it happened several times in our common history – will become President of a reunited democratic and European Georgia.“

რაც ქართულად კდემამოსილად ასე თარგმნეს სააკაშვილის ოფიციალურ საითზე და გაავრცელეს მას მედიაში:

„ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს ლიდერი გახდება, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა ჩვენს საერთო ისტორიაში.“

ანუ:
ინგლისური „Abkhaz or Ossetian citizen of Georgia (საქართველოს აფხაზი ან ოსი მოქალაქე)“ — სასწაულებრივად გადაიქცა „აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი“-დ…

ხოლო:
ინგლისური „President of Georgia“ — არანაკლებ სასწაულებრივად გადაიქცა „საქართველოს ლიდერი“-დ…

Advertisements

One Response to კატეხიზმო: ერის განსაზღვრება

  1. გამოხმაურება: ანტიეროვნული გლობალისტი გველი იკლაკნება! « ბესარიონ გუგუშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: