საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობსთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამითი კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.
მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერსა და ნებისმიერს ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.
Read more of this post
Like this:
Be the first to like this post.
კომენტარები