წარჩინებული ჩეჩენი აგაპოვები წარმოშობით გუგუშვილები ყოფილან
29/09/2010 1 Comment
ჩეჩნეთში შემონახული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წარჩინებული და მდიდარი ჩეჩენი ვაგაპ ადუევი წარმოშობით გუგუშვილი ყოფილა, რომელის წინაპარიც ბავშვობისას გაუტაციათ და შემდეგ ჩეჩნეთში იზრდებოდა და იქვე დასახლდა. ვაგაპ ადუევი რუსეთის იმპერიულ არმიაში მსახურობდა და პოლკოვნიკობას მიაღწია. რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა მისი ვაჟიც — აბდულა ვაგაპის ძე ადუევი და მასაც პოლკოვნიკობამდე მიუღწევია. მეტიც აბდულა ადუევი 1917 წელს დამოუკიდებელი ჩეჩნეთის ვედენოს კომისრად იყო არჩეული.
ეს გუგუშვილების ჩეჩენი ხალხის სამსახურით ალბათ პირველი შემთხვევა იყო, რომელიც საუკუნის შემდეგ გაგრძელდა — როდესაც ჩეჩნეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი (უპორტფელო მინისტრი) გახდა ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი.
კომენტარები