З.Гамсахурдиа: Человечество перед дилеммой

Неоднократно говорилось и писалось, ХХ век — качественно новый век по сравнению с предыдущими. Даже при самом поверхностном наблюдении ясно, что он является началом новой эпохи в истории человечества.

На рассвете этой новой эпохи дух века породил совершенно особые требования к народу и человеку. Изменились не только облик нашей цивилизации, но и интеллектуальный рельеф, специфика культуры. Изменились не только направления поисков мышления и науки или же искусства, изменилась наша психика, возникло новое понимание гражданской и интеллектуальной совести.

Все более явственной становится доселе невиданная дифференциация человечества. Чем ближе мы к концу века, тем более резка эта дифференциация, тем более выделяется страшная дилемма, которая стоит перед сегодняшним обществом и личностью.

Что это за дилемма? Она, разумеется сама по себе не возникла, она — эволюционировала, как и все остальное. В прошлые века, особенно в XIX веке, только избранные гении воспринимали и переживали ее со всей остротой.

Между тем горение и мытарства великих, а иногда и их личные катастрофы связаны были с этой дилеммой. Они увидели со всей ясностью, что пройти мимо этой дилеммы нельзя. Иначе это грозит полной деградацией личности или общества, приведет к полной дегуманизации и гибели мира. Также страшно было для них осознание того, что не одно ведущее научное или,интеллектуальное направление того века всячески старались замять, нивелировать большую значимость этой дилеммы. Те же единицы, которые объявляли борьбу не на жизнь, а на смерть господствующему пониманию морали, духовных ценностей или привычному мышлению, как правило, терпели фиаско или же начинали разговор на языке, непонятном для века, что приводило к потере реальных средств воздействия на судьбы человечества. Read more of this post

ზ.გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება

1994 წლის 10 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და მანანა არჩვაძე – გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის №7494802 საქმე.

1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელმა ო.ჯაფარიძემ გამოიტანა დადგენილება “თვითმკვლელობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული №7494802 სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის” შესახებ.

Read more of this post

სერაფიმ საროველი და საქართველო

Летопись Серафимо-Дивеевского монастыря

Глава I

В 44-м году по Р. X., когда Ирод Агриппа начал преследовать христиан, обезглавил Иакова, брата Иоаннова, и заключил в темницу Петра, тогда святые апостолы, с соизволения Богоматери, признали за лучшее оставить Иерусалим и положили кинуть между собой жребий, кому отправиться в какую сторону для проповеди Евангельской (Сказания о земной жизни Пресвятой Богородицы. СПб., 1869). Пречистой Богоматери досталась земля Иверская, нынешняя Грузия. С радостью приняв этот первый удел, Она стала готовиться к отправлению в Иверию, но Ангел, явившийся пред Нею, возвестил Ей, что страна, доставшаяся Ей в удел для проповеди, просветится впоследствии времени; что же касается до Нее Самой, то Она должна остаться теперь в Иерусалиме, ибо Ей предназначен труд просвещения другой страны, о которой воля Сына и Бога Ее выскажется в свое время. Read more of this post

დაუძლეველი წინაღობა: ზ.გამსახურდიას ოჯახის ბოროტი განზრახვები

რამდენჯერაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შესწავლასა თუ გამოძიებაზე (რაც წესით და სინდის-ნამუსის არსებობისას არ უნდა მომხდარიყო) მიდგა საქმე — იმდენჯერ, და ეს იძულებულნი იყვნენ ყოველი ასეთი ქმედების ფინალში ხაზგასმით აღენიშნათ — შესწავლას-გამოძიებას დაუძლეველი წინაღობის სახით მოევლინა ის, რომ გამსახურდიას ოჯახისა და პირველ რიგში ქვრივის, მანანა არჩვაძის ბოროტი განზრახვის გამო (რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ზვიადის შვილები) ზ.გამსახურდიას ცხედარს არ ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა!

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას გროზნიში გადასვენებამდე მ.არჩვაძე თავის განცხადებებში ცბიერად და ფლიდათ — ცალსახად და მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ახმოვანებდა — რათა თავიდან აეცილებინა და არ გამოეწვია გამსახურდიას მომხრეების, თანამებრძოლების, კანონიერი ხელისუფლებისა და სიკვდილის მოწმეების მხრივ სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზისა და ობიექტური საერთაშორისო გამოძიების ჩატარების კატეგორიული, გამწვავებული და ცხარე მოთხოვნები[1].

მაგრამ, რაც უფრო ახლოვდებოდა გროზნოში ზ.გამსახურდიას დასაფლავების დღე, როდესაც უკვე დაიწყო პანაშვიდები, როდესაც დაკრძალვის პროცესი მსოფლიო მას მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ამიტომ გამოირიცხა ცერემონიების ჩაშლა და სკანდალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე — მ.არჩვაძემ დაიწყო მკვლელობასა და მკვლელებზე აღმავალი წიოკი[2]. ამასთან მკვლელობას შევარდნაძის რეჟიმს კი არ აბრალებდა — არამედ ცილისმწამებლური შეტევა მიიტანა გამსახურდიას უერთგულეს ადამიანებზე — სიკვდილის თვითმხილველ მოწმეებსა და პირველ რიგში ბ.გუგუშვილზე[3]. მაშინ, გლოვის იმ დღეებში არავინ დაიჯერებდა, რომ ბ.გუგუშვილისთვის გამსახურდიას წინაამდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის დაბრალება მ.არჩვაძეს სჭირდებოდა მისთვის თანამდებობის წართმევისა და საკუთარი თავის გა-პრემიერ-მინისტრების მიზნით, ზოგადად ეროვნული მოძრაობის მოსპობა-განადგურებისთვის — რაც მან საბოლოოდ შესანიშნავად განახორციელა.

ზოგადად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩაუტარებლობაში და ამით დოკუმენტური მასალისა და ფაქტების ანუ სიმართლის სამუდამო მიჩქმალვაში ბრალი დიდი ზომით მიუძღვით უზენაესი საბჭოსა და მთავრობის მხდალ, ცვედან წევრებს, რომლებსაც არ ეყოთ ვაჟკაცობა და გულადობა აღეკვეთათ და აელაგმათ ქვრივის ბოროტი განზრახვით თავნებობა – რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი მოწმეების კატეგორიულ მოთხოვნას დაუყონებლივ, დაკრძალვამდე ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზა გროზნიში — დუდაევის სანდო ექსპერტებისა და შემოთავაზებული ლიტველი ექსპერტების მონაწილეობით. Read more of this post

მათე ციხესაშვილი: ევროპიდან დანახული საქართველო

„საერთო გაზეთი“, გვ. 18, №42 (171), 26.10-02.11, 2011 წ.

20 წელია რაც საქართველო დავტოვე და ემიგრაციაში ვიმყოფები. განცდა ძლიერია; როცა მოსწყდები იმ ადგილს, სადაც დაიბადე, გაიზარდე, გაატარე ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა, ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები. ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი. ყველა გაჭირვება, რაც თავს გადახდა ქართველ ხალხს ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თითქმის ჩემს თვალწინ გაიარა. სამხედრო ხუნტის მიერ მოწყობილი სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ დამიშურებია ძალა და ენერგია, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ჯერ ერთი, კანონიერების აღდგენაში, მეორეც, დავხმარებოდი თავიანთი მიწაწყლიდან უსამართლოდ დევნილებს…

გარედან როცა უყურებ და აძლევ შეფასებას საქართველოში მიმდინარე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებს, ისმის ძალიან ბევრი კითხვა და ეს კითხვები ითხოვს პასუხის გაცემას — ნუთუ ამის გამო იქნა გაღებული ამდენი მსხვერპლი, ამის გამო დაიხარჯა ამდენი ენერგია?! 20 წლის გადასახედიდან მინდა მივცე შეფასება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკურ მოვლენებს. არ მსურს ჩემი შეფასება მიიღოთ, როგორც პროგნოზი, რადგან ახლა არ ვაპირებ არავითარი პროგნოზის გაკეთებას (სიტყვა ბერძნულია და მომავლის ცოდნას ნიშნავს), მაგრამ მინდა ანალიზი გავუკეთო იმ საზოგადოებრივ აზრს, რომელშიც ჩადებულია ერთი მიზანი — რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან. Read more of this post

მათე ციხესაშვილი: მინდა ვკითხო მამუკა არეშიძეს — ბოლოს და ბოლოს ასამართლებთ თუ არა შევარდნაძეს?

„საერთო გაზეთი“, გვ. 18, №34 (163), 31.08-06.09, 2011 წ.

რამდენიმე ხნის წინ “საერთო გაზეთში” დაიბეჭდა ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან. ინტერვიუში ბატონი არეშიძე არ მეთანხმება ზოგიერთ პრინციპულ საკითხში, რაც მე გამოვთქვი “საერთო გაზეთში” გამოქვეყნებულ წერილში.

მსურს მკითხველი დარწმუნებული იყოს იმაში, რომ რასაც ვწერ, ვწერ ყოველგვარი შელამაზების გარეშე ყველაფერს ისე, რაც იყო და როგორც იყო, ვახსენებ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან და იმ ფაქტების თვითმხილველი ბრძანდებიან. ამიტომ თუ ვინმეს ეჭვი რაიმეში შეეპარება, შეუძლიათ, როგორც არეშიძეს, ისე სხვებს, გადაამოწმონ ყველაფერი.

მამუკა არეშიძე დალაპარაკებია პანკისის ხეობაში ჩამოსულ რუსლან გილაევის ბიჭებს და მათგან მიუღია ინფორმაცია, თითქოს სოხუმში ომში მონაწილეობას იღებდა 500-მდე ჩეჩენი. მე ყველგან ვამბობ და ვწერ — იყო 83. Read more of this post

მ.არჩვაძის შინაგანი პუტჩისტური „უზენაესი საბჭოს“ ყალბი „კანონები“

იხილეთ შესადარებლად:
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კანონები

საქართველოს რესპუბლიკის
კანონი

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“ – მოქმედების შეჩერების შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკა ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ და ფაქტობრივად ანექსირებულია დსთ-სთან, რაც შეუძლებელს ხდის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოთხოვნების პრაქტიკულ განხორციელებას, კერძოდ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

1. შეჩერებულ იქნას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – „საქართვლოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“ — მოქმედება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე;

2. ეს კანონი ძალაღია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
გროზნო, 1994 წლის 2 აპრილი

მიაქციეთ ყურადღება:

  • შინაგანი პუტჩის მიმდინარეობისას ე.წ. უზენაესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მომენტისთვის სახელმწიფოს არც ერთი მეთაური და არც თვით უზენაესი საბჭოს მეთაურები– არც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია (გარდაიცვლილი), არც პრემიერ-მინისტრი ბ.გუგუშვილი, არც უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე მ.კიკნაძე და არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ.ბურჭულაძე.ასეთ პირობებში შინაგანი პუტჩისტები პრაქტიკულად აუქმებენ სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თანამდებობას და ამავდროულად პრემიერ მინისტრის „განთავისუფლებით“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას აღმასრულებელი შტოს გარეშე ტოვებენ.
  • ამ კანონის ტრაგიკული ჟღერადობის მიუხედავად, ისე რომ  საქართველოში არსებითად არავითარი ცვლილებები არ მომხდარა –  1997 წელს არჩვაძე და მისი პუტჩისტური „უზენაესი საბჭო“ მოსკოვიდან(!) ანუ ზემოხსენებული ოკუპანტის დედაქალაქიდან საქართველოში ბრუნდებიან, მანანა არჩვაძეს „პრემიერ მინისტრად“ ირჩევენ და იწყებენ ეროვნული მოძრაობის ნარჩენების განადგურებას
  • მაგრამ მთავარი აქ მაინც ისაა, რომ ადგილი ჰქონდა უმაღლეს ღალატს: ხალხის ნების დაუკითხავად (რეფერენდუმისა და პლებისციტის გარეშე) — შეიცვალა საქართველოს სახელმწიფოს სისტემა, ტიპი — საქართველო განუსაზღვრელი ვადით და განუსაზღვრელი, ძნელად დასადგენ გარემოებებთან დაკავშირებული პრინციპით (დამოუკიდებლობისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე) — საპრეზიდენტო რესპუბლიკა შეიცვალა საპარლამენტო რესპუბლიკად!
  • ნიშანდობლივია ისიც, რომ საპარლამენტო რესპუბლიკად განუსაზღვრელი ვადით საქართველოს სახელმწიფო სისტემის შეცვლას არ ახლა სავსებით აუცილებელი და სავალდებულო ცვლილებები კონსტიტუციასა და გამომდინარე კანონმდებლობაში სახელმწიფოს მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე…

დადგენილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 1994 წლის 31 მარტის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სურვილი და ბატონი მერაბ კიკნაძე გადარჩეულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი

მიაქციეთ ყურადღება:

მ.კიკნაძის გადარჩევაზე ხელს აწერს ჯერ არ არჩეული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი“


დადგენილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება მოიხსნა (იგულისხმება მერაბ კიკნაძე — რედ.), ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (იგულისხმება ნემო ბურჭულაძე) ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 114-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი

მიაქციეთ ყურადღება:

შინაგანი პუტჩის მიმდინარეობისას ე.წ. უზენაესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მომენტისთვის სახელმწიფოს არც ერთი მეთაური და არც თვით უზენაესი საბჭოს მეთაურები — არც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია (გარდაიცვლილი), არც პრემიერ-მინისტრი ბ.გუგუშვილი, არც უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე მ.კიკნაძე და არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ.ბურჭულაძე.

გ.შარაძე, ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება

…[გვ.12] გროზნოდან თბილისში ვიცე პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბიევის მეთაურობით ჩამოსულმა ჩეჩნეთის რეპუბლიკის ოფიციალურმა დალეგაციამ დაადასტურა ზვიად გამსახურდიას თვლითმკვლელობით დაღუპვის ცნობა და გროზნოში მივლინებულმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმაც იგივე ამბავი ჩამოიტანეს. ამასობაში, ვიცე-პრემიერის ავთანდილ მარგიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომისია, რომელშიც საზოგადოებრიობის წარმომადგენლად მეც ჩამრთეს. კომისიის შექმნის მთავარი მიზეზი გახლდათ ზვიად გამსახურდიას ოჯახის კერძოდ მისი მეუღლის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის 13 იანვარს გამოგზავნილი მოთხოვნების განხილვა და მათი განხორციელების [გვ.13] შესაძლებლობის შემთხვევაში სისრულეში მოყვანა.

აი, ეს მოთხოვნებიც (მოგვყავს ქართული თარგამანი, დედანი შესრულებულია რუსულ ენაზე):

„1. მოგვეცეს გარანტიები დაუბრკოლებლად და დაუყონებლივ ცხედრის გადასასვენებლად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც დროებით ცხოვრობს მიცვალებულის ოჯახი.

2. მოგვეცეს გარანტიები ხელშეუხებლობისა და საქართველოდან დაუბრკოლებლად გასვლისა ოჯახის წევრების, სიკვდილის თვითმხილველებისა და სხვა პირებისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ცხედრის გადასვენებაში.

3. ოჯახის წევრები და სიკვდილის თვითმხილველები კატეგორიულ უარს აცხადებენ პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით რაიმე გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე.

4. პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს მიცვალებულის ცხედრის გაკვეთაზე, გამოკვლევაზე ან სხვა რაიმე მოქმედებაზე, გარდა გამოცნობისა უშუალოდ ცხედრის ადგილსამყოფელზე.

5. მიცვალებულის ოჯახი მოითხოვს შეიქმნას საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთდასახელებულ მოთხოვნათა შესრულებაზე მეთვალყურეობას.

[გვ.14] ოჯახი მოითხოვს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნათა უმოკლეს ვადაში განხორციელებას.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია 13.1.1994“. Read more of this post

იოანეს გამოცხადებაში ხსენებული „მხეცის ნიშნის“ ანუ „სატანის ბეჭდის“ინჟინრულ-ათეისტური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ

ამ ბოლო ხანებში მიკროჩიპების ინჟინერიის განვითარებისა და მათი გამოყენების აფეთქებისმაგვარი გაფართოების ვითარებაში (მათ შორის პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში) ძალზე გახშირდა სპეკულაციები მათი „სატანის ბეჭდის“ ანუ „მხეცის ნიშნის“ სახით განხილვის ჭრილში.

უფრო ხშირად ეს ინჟინრულ-ათეისტური ინსუნუაციები სპეკულირებენ „გამოცხადების“ შემდეგი – კონტექსტიდან ამოგლეჯილი – ამონარიდებით:

9. მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით,

10. ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.

11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.”  („გამოცხადება“ თ.14)

Read more of this post

ნელ-თბილობა ანუ „არც ერთ მხარეზე არა ვარ“

იოანე ოქროპირი

მძიმე დრო ქართველი ერის ისტორიაში არაერთხელ დამდგარა. მეტიც – თითქმის ყოველ თაობას უწევდა პოლიტიკურ კატაკლიზმებში გახვეულ საქართველოში ცხოვრება, შრომა, მოღვაწეობა – საკუთარ ოჯახურ კერიაზე ზრუნვა.

მძიმე დროებას ყოველთვის, მუდამ ახლდა უმძიმესი არჩევანი – ყოფილიყო ადამიანი პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების ერთ მხარეს, თუ მეორე მხარეს – ან კიდევ ნეიტრალური, უსაფრთხო, თითქოს-და კომფორტული პოზიცია შეერჩია.

საინტერესოა, ასეთ რთულ და საშიშ პერიოდებში ადამიანის არჩევანის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის „აპოკალიპსის“ ანუ „გამოცხადების“ დებულებები.

ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მეორე ნაწილი აღინიშნა ახალდაბადებული ქრისტიანების უდიდესი დევნით, მასობრივი ჯვარცმებით, ცოცხლად დაწვებით და შევიწროებით.

რომის იმპერია – ასახული როგორც წითელი გველეშაპი, იმდროინდელი გლობალიზმის განსახიერება და სიმბოლო საშინელი ძალით მოუბრუნდა ქრისტიანობას:

და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შვიდნი გვირგვინნი.
13.3 вот, большой красный дракон с семью головами и десятью рогами, и на головах его семь диадим.

Read more of this post

სიტყვა „ოღრაში“-ს განმარტება

ოღრაში ძველი „ქალაქური“ ანუ თბილისური ჟარგონული სიტყვაა, შემოსულია თურქულიდან ან უფრო აზერბაიჯანულიდან და ნიშნავს კახპების, ბოზების გამქირავებელს, სუტენიორს. უმეტესად კინტოებში გავრცელებული საქმიანობა იყო…

Сутенёр (фр. Souteneurподдерживающий), или сводник — человек, занимающийся организацией проституции и получающий от этого доход

oğraş (აზერბაიჯანული)
http://en.wiktionary.org/wiki/o%C4%9Fra%C5%9F

  1. pander, pimp, procurer

pander (plural panders)

  1. A person who furthers the illicit love-affairs of others; a pimp or procurer, especially when male. (Later panderer.)
  2. An offer of illicit sex with a third party.
  3. An illicit or illegal offer, usually to tempt.

pimp (plural pimps)

  1. A person who solicits customers for prostitution and acts as manager for prostitutes; a panderer.
  2. (African American Vernacular slang) A man who can easily attract women.

procurer (plural procurers)

  1. A person who procures or obtains things, especially one who procures customers for prostitutes.

http://www.facebook.com/note.php?note_id=205964496088677

ფული — სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ

საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობსთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამითი კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.

მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერსა და ნებისმიერს ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ
თავი მეთოთხმეტე
«17 რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.»

«Но истинной справедливости нет нигде, кроме той республики, Основатель и Правитель которой — Христос, если эту последнюю угодно будет называть республикой, так как нельзя отрицать, что она — народное дело. Но поскольку в нашем случае это название может показаться несколько необычным, то скажем так: истинная справедливость существует только втом граде, о котором Писание говорит: «Славное возвещается о тебе, град Божий» (Пс. ЕХХХУТ, 6).»

Read more of this post

ე.შევარდნაძე — ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის კურთხეული დამკვეთი“?

ახლახანს მუშაობდა დაასრულა და საქართველო კაპიტალური დასკვნითი დოკუმენტით გაახარა „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ“ ანუ ხალხურად — კოკოს კომისიამ.

ერთი კია — რომ საპარლამენტო, ანუ საკანონმდებლო ორგანოს ანუ მთავარი სამართალ-საფუძვლთა დამდგენი ორგანოს კომისიამ უპასუხოდ დასტოვა ყველაზე არსებითი სამართლებრივი საკითხი გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით: რას წარმოადგენდა საქართველოში 1993 წლის 24 სექტემბერს დაბრუნებული ზვიად გამსახურდია და ამითი მთელი მისი ფართო გარემოცვა (უზენაესი საბჭო, მინისტრთა კაბინეტი, პრეფექტები, გვარდია და ასე შემდეგ) — იყვნენ ეს სუბიექტები საქართველოს კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლება თუ იყვნენ როგორც მათ მაშინ უწოდებენ „რევანშისტები“ ანუ უკანონო, და გარკვეულწილად შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებსა მიზნად ჰქონდათ საქართველოს ლეგიტიმური (ანუ შევარდნაძის) ხელისუფლების დამხობა.

ამ საკითხის გაურკვევლობა კი გაურკვევლად ტოვებს 1993 წლის ნოენბერ-დეკემბერში აფხაზეთიდან გამოძევებული და სამეგრელოში მოხეტიალე იმ პატარა ჯგუფის სამართლებრივ სტატუსს, რომელშიც ძირითადში შედიოდნენ ზვიად გამსახურდია, ბესარიონ გუგუშვილი და რამდენიმე თანმხლები (რომელბსაც ხშირად „მცველებს“ უწოდებენ).

ამ ასპექტში ორი არსებითი მომენტია:

1. 1993 წლის 14 სექტემბერს თბილისში მწვავედ დადგა შევარდნაძისადმი მისივე მარიონეტული „პარლამენტის“ მხრივ დაუმორჩილებლობის საკითხი და საპასუხოდ შევარდნაძე გადადგომით დაიმუქრა და განაცხადა, რომ უკან ნაბიჯს აღარ გადადგავდა. შევარდნაძის მხარდასაჭერად კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეკრებილი იქნა მარავალათასიანი ბრბო — რომელმაც შევარდნაძეს დაუჩოქა და დაჩოქილმა სთხოვა „დაფურთხებულს ჩვენ ავლოკავთო“ ოღონდ კი დარჩი საქართველოს მეთაურადო. აღნიშნული ქმედება აკურთხა კათალიკოს-პატრიარქმა სიტყვებით: „მთელი საქართველო ღელავს. ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა რომ მთელ საქართველოს განვუცხადოთ რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური.“

ამდენად — თუნდაც სავსებით სამართლიანად ჩავთვალოთ შევარდნაძე არალეგიტიმური, ფალსიფიცირებული არჩევნებით გა-პრეზიდენტებულ დიქტატორად –  კათალიკოს-პატრიარქის მიერ მისი კურთხევა მას რელიგიური და სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ლეგიტიმურ ანუ ფაქტობრივად მირონცხებულ საქართველოს მეთაურად აქცევდა!

Read more of this post

როსტოვის ექსპერტთა კომისიის დასკვნა № 12, 2007 წ. 6–12 მარტი

გასათვალისწინებელია კოკოსეული თარგმან-გაშიფვრა რუსულიდან…

* * *

”2007 წლის 3 მარტს 15 საათსა და 55 წუთზე დათვალიერებულ ადგილზე, 1,5 მ სიღრმეზე მიწის ქვეშ,   აღმოჩენილია ზ.კ. გამსახურდიას საფლავი,  რომელიც დაახლოვებით 2 მეტრი სიგრძისაა (წარწერა გაურკვეველია). გათხრის შედეგად, მითითებულ სიღრმეზე აღმოჩენილ იქნა წითელი ხის კუბო. დახურული კუბო ამოღებულ იქნა მიწის ზედაპირზე. ამასთანავე, კუბოს ფიცრები ლპობის პროცესის შედეგად დაზიანებულია და დაშლილია…”. შემდეგ წერია: ”…დარწმუნებით ამოვიცანი ზ.კ. გამსახურდიას წითელი აგურით გარშემორტყმული საფლავი, კუბოში აღმოჩენილი ყველა სარიტუალო საგანი და ნივთი, ასევე ტანსაცმელი მამაჩემის ზ.კ.გამსახურდიას ნეშტზე.”. Read more of this post

მორის მუსერიძე ამხელს „პრემიერ მინისტრ“ მანანა არჩვაძეს

საქმე ის არის, რომ “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველომ” სწორედ 1997 წლის 26 მაისს გამართა ბოლო ქუჩის მანიფესტაცია, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ დროებით აჩერებს საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციებს და იწყებს მზადებას ე.შევარდნაძის მმართველობის შესაცვლელად არჩევნების გზით (იმის მსგავსად, როგორც ზ.გამსახურდიამ შეცვალა არჩევნების გზით გ.გუმბარიძის მმართველობა და ასე შექმნა ეროვნული ხელისუფლება).

როგორც კი იგრძნეს მოსკოვში, რომ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”-ს არჩევნებში გამარჯვებით კვლავ შეიძლება გახდეს ხელისუფალი და ზ.გამსახურდიასავით დაუპირისპირდეს რუსეთის დიქტატს, უმალვე გამოუშვეს მ.არჩვაძე თბილისში (მანამდე იგი მოსკოვს „აფარებდა თავს“) “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” წინააღმდეგ საბრძოლველად.

რატომ შექმნა მ.არჩვაძემ ჩამოსვლისთანავე პარალელური “მრგვალი მაგიდა”?

Read more of this post

მორის მუსერიძის მოგონება ეკა ხერხეულიძეზე

მე გახლავართ:

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” ყოფილი ქიმიის ფაკულტეტის ყოფილი დოცენტი, ამჟამად კი მიშა სააკაშვილის სახელმწიფოს ე.წ. “აკადემიური სტიპენდიანტი” (81 ლარი). ვარ 74 წლის, მყავს მეუღლე და ორი ვაჟი (40 და 33 წლისანი).

- მონაწილე ვარ ქუჩის საპროტესტო გამოსვლებისა 1988 წლიდან მოყოლებული.

- მთელი ოჯახი – ვართ ზვიადის და მერაბის მსოფლმხედველობრივი მიმდევარნი, დღემდე უცვლელნი და ურყევნი; ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი თსუ-ში „საუნივერსიტეტო საზოგადოების“ (1991 წლის 15 მაისი), რომელიც თანამშრომლობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან, ებრძოდა იმ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის კკანონიერ ეროვნულ ხელისუფლებას; Read more of this post

ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის ტექნიკური დეტალების შესახებ

ზ.გამსახურდიას სიკვდილის მოწმეების ჩვენებათა განმარტებანი დასავლური კრიმინალისტიკისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეცნიერული გამოცდილების, ფაქტოგრაფიისა და უზარმაზარი სტატისტიკური მასალის შესაბამისად.

* * *

Manual of Forensic Emergency Medicine: A Guide for Clinicians
სახელმძღვანელო სასამართლო გადაუდებელი მედიცინისთვის: გზამკვლევი მედიკოსებისთვის
By Ralph Riviello. Jones & Bartlett Learning, 2010, Medical, 303 pages. P.13.
http://books.google.com/books?id=keng9ELAE2IC

«The location of the gun at the time of death can also help a physician determine whether the death is a suicide. In the case of handgun use, the gun is found in the hands of the deceased person 25% of the time… In addition, the gun is much more likely to be found in the victim’s hand if the victim was sitting or lying down at the time of the incident as opposed to standing up.

Because most studies show that only approximately 80% of suicide wounds are contact or near contact, it is also possible to see intermediate distance wounds on the skin. With handguns, intermediate pattern occurs starting at 10 mm and continues to approximately 2 m depending on the type of powder in the gun. What characterizes intermediate shots is the presence of powder tattooing around the wound. Powder tattooing occurs when the powder grains that exit the gun produce punctuate abrasions on the skin. Unlike soot marks, these cannot be washed off. At a distance of up to 1 m, there can still be burning of the skin. As the distance from muzzle to skin increases, soot marks diminish and powder tattooing increases. The diameter of powder tattooing also increases as the distance from the gun barrel does.»

„პისტოლეტით თვითმკვლელობისას შემთხვევათა 25%-ში იარაღი მიცვალებულის ხელში რჩება… იარაღის თვითმკვლელის ხელში დარჩენა უფრო ხშირია თუ იგი იჯდა ან იწვა გასროლისას…“

„თვითმკვლელობისას დაახლოებით 80%-ში ჭრილობა კონტაქტურია ან კონტაქტურთან დაახლოებული,  აგრეთვე შესაძლებელია საშუალო მანძილიდან ნასროლის ჭრილობებიც… პისტოლეტის შემთხვევაში საშუალო მანძილი იწყება 10 მილიმეტრიდან…“ (ესე იგი 20% არაა არც კონტაქტური და არც კონტაქტურთან დაახლოებულია).

Read more of this post

პაატა გუგუშვილი: „მთავრობა“ : 9.9.1976

«დღემდე არსებული ყველა მთავრობისათვის ყველაზე საშიში და ძლიერი მტერი — ესაა შინაგანი მტერი, თვით ის ხალხი, მთელი მოსახლეობა, რომლის სახელითაც ყოველი მთავრობა – დაწყებული მონათმფლობელური სახელმწიფოების მეფეებითა და იმპერატორებით, აღმოსავლური დესპოტიების ტირანებით და (დამთავრებული) თანამედროვე თავისუფალი და სუვერენული რესპუბლიკების პრემიერებითა და პრეზიდენტებით – ბატონობენ, ბრძანებლობენ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაზე.

ამიტომაც ყოველ მთავრობას თავისი ყველაზე ძლიერი და ბასრი იარაღი უწინარეს ყოვლისა სწორედ თავისი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აქვს მიმართული, რათა ის მორჩილაებაში და შიშში ყავდეს, რათა მან კისრიდან არ გადააგდოს „მისი“ მთავრობის უღელი, რათა არ დაამხოს „მისი“ მთავრობა, რომელიც დაუცხრომლად ყოველდღე თავის თავს აცხადებს ხალხის რჩეულად, ხალხის მთავრობად, ხალხის ქომაგად…»

პაატა გუგუშვილი,
დღიურები,
9.9.1976 წ Read more of this post

საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები

ანუ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრებელია მიუთითებს იმასაც თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა – ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

მთავარი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის უპირობოდ და საყოველთაოდ აღიარებული ლიდრების (ახლა რომ ქარიზმატიულებს უძახიან) – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებელ გზად გამოძებნილი იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებული სამართლებრივი ბზარის გამოყენება – რომელიც აღიარებდა და შესაძლებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა რესპუბლიკის გასვლის შესაძლებლობას. საბჭოთა კონსტიტუციაში არსებული ამ ბზარის გამოყენება შესაძლებელს ხდიდა ომისა და დიდი სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

Read more of this post

Hector1892 გვწერს…

Hector1892 has sent you a message. Oct 25, 2010:

ისტორია და მომავალი.

გამარჯობა ბატონო ბესარიონ. ეხლა მოსკოვში არის 5:24 საათი, და მე გწერთ იმიტომ რომ გავიგო რატომ?

თუ შეიძლება მე რუსულად მოგწერთ, იმიტომ რომ უფრო იოლად ვწერ რუსულად ვიდრე ქართულად. მე მგონი თქვენ გამიგებთ.

И так, мне 24 года, и меня очень интересует вопрос ПОЧЕМУ?

Я в последующих предложениях раскрою смысл моего вопроса к Вам. Во – первых, если я не ошибаюсь, Вы являетесь не сторонником Саакашвили, и вы не являетесь про Россииским человеком. Вы про Грузинский человек.

ჰექტორ — მე შევეცდები ვუპასუხო თქვენი შეკითხვების წარმომშობ არსს — რამდენადაც თქვენი შეკითხვები სრულიად სხვა სიბრტყიდან, სივრციდან, ჭრილიდანაა — სხვა სამყაროდანაა — რომელიც ჩვენი მიზნებისადმი და აზროვნებისადმი უცხო და მეტიც, მტრულია.

Read more of this post

ზ.გამსახურდია სარწმუნოების, ეკლესიის, ზეობრიობისა და სულიერების შესახებ


შინაარსი:• დილემა კაცობრიობის წინაშე

სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა

პასუხი გაზეთ „სამანის“ გ.ანდრიაძეს

მახვილი მხილებისა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციას 1990

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან

გადაიტვირთეთ PDF >>>
ნახეთ Scribd-ზე >>>

ივანე ჯავახიშვილი: „საქართველოში იურისპრუდენცია
უნდა აღმოცენდეს მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების
დოგმებისა და რუის-ურბნისის კრების საფუძველზე
“. Read more of this post

ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიისა და მოძრაობის, ცნობიერების აპოლოგეტიკის აუცილებლობა

აპოლოგია ἀπολογία (დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება) — წერილი, თხზულება, ტექსტი, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიის, ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას.

ქართული ეროვნული მოძრაობა პრქტიკულად მისი შექმნისთანავე ატარებდა სარწმუნოებრივი მოძრაობის ნიშნებსაც და ამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა. მისი ლოზუნგი „ენა, მამული, სარწმუნოება“ — ამასვე ადასტურებს.

ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცნობიერების წინააღმდეგ — მისი ილია ჭავჭავაძის თაობის მიერ შექმნა-ჩამოყალიბებისთანავე — საუკუნენახევარზე მეტია, რაც გააფთრებული თავდასხმები და აგრესია ხორციელდება. ეს აგრესია განსაკუთრებით გამძაფრდა და გაძლიერდა საქართველოში ჯერ ანტიეროვნული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და შემდგომ კი სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორული რეჟიმის ზეობისას.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბრძოლის პერიოდში ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამ სამი ეტაპი გაიარა:

  • ჯერ იგი ზოგადი ანტისაბჭოთა, პრო-დემოკრატიული და პრო-დასავლური გლობალისტური ელფერის მოძრაობა იყო;
  • შემდგომ, 1970-იანებში — ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ პერიოდში იგი გაემიჯნა ზოგად ანტისაბჭოთა მოძრაობას, გლობალისტურ დემოკრატიულ დისიდენტურ მოძრაობას და ჩამოყალიბდა როგორც ეროვნული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა;
  • 1980-იანი წლების შუახანებისთვის კი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მოძრაობა უკვე გაემიჯნა ცრუ ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის მოძრაობებსაც, რომლებიც არსებითწილად შეფარული გლობალისტური იდეოლოგიების მატარებლები იყვნენ და საბოლოოდ და მტკიცედ ჩამოყალიბდა როგორც ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა.

რაც უფრო შორდებოდა გამსახურდია-კოსტავას მოძრაობა გლობალისტურ იდეოლოგიებს, რაც უფრო ძლიერად წარმოჩნდებოდა მასში სარწმუნოებრივი საძირკველი ანუ ზნეობრიობისა და სულიერების პრიორიტეტები — მით უფრო მეტად უპირისპირდებოდა და მტრობდა მას როგორც საბჭოთა და სოციალისტური სისტემის ქვეყნების გლობალისტურ-დემოკრატიული მოძრაობები, ასევე — გლობალისტური დასავლური სახელმწიფო, სამთავრობო სისტემებიც.

დაპირისპირება გლობალისტურ იდეოლოგიებსა და ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეებს შორის საბოლოო ჯამში დასურათხატდა გამოთქმებში: „საქართველო მცირე იმერია“ (სახაროვი), „ადამიანი, რომელიც დინების წინააღმდეგ მიცურავს“ (მამა ბუში), „თუ ჩემი ხალხი წაყვება გამსახურდიას, მე დავუპირისპირდები ჩემს ხალხს“ (მამარდაშვილი), „ჯერ დემოკრატია — მერე დამოუკიდებლობა“ (საქართველოს პუტჩისტები) და სხვა.

Read more of this post

Воссоздание Чеченской латинической письменности и создание компьютерных фонтов в 1992-1993

После провозглашения независимость Чеченской Республики, Чеченский язык был объявлен государственным языком. Тут же было внесено предложение о возврате к латинской графике.

После многочисленных заседаний и совещаний, выступлений по телевидению, обсуждений в газетах, на конференциях учителей и преподавателей вузов предложение получило поддержку.

Переход на латинскую графику сопровождался противостоянием части интеллигенции, выступившей за сохранение русской графики. Было давление на комиссию и со стороны некоторых арабистов, в принципе не возражающих против латинской графики, но предлагавших ввести еще несколько арабских букв.

Read more of this post

Чечены Адуевы по происхождению грузинские дворяне Гугушвили

Исторические связи:

Адуевы по происхождению грузинские дворяне Гугушвили – Помимо Виссариона Гугушвили, еще несколько Гугушвили служили Чечне.

Read more of this post

წარჩინებული ჩეჩენი აგაპოვები წარმოშობით გუგუშვილები ყოფილან

ჩეჩნეთში შემონახული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წარჩინებული და მდიდარი ჩეჩენი ვაგაპ ადუევი წარმოშობით გუგუშვილი ყოფილა, რომელის წინაპარიც ბავშვობისას გაუტაციათ და შემდეგ ჩეჩნეთში იზრდებოდა და იქვე დასახლდა. ვაგაპ ადუევი რუსეთის იმპერიულ არმიაში მსახურობდა და პოლკოვნიკობას მიაღწია. რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა მისი ვაჟიც — აბდულა ვაგაპის ძე ადუევი და მასაც პოლკოვნიკობამდე მიუღწევია. მეტიც აბდულა ადუევი 1917 წელს დამოუკიდებელი ჩეჩნეთის ვედენოს კომისრად იყო არჩეული.

ეს გუგუშვილების ჩეჩენი ხალხის სამსახურით ალბათ პირველი შემთხვევა იყო, რომელიც საუკუნის შემდეგ გაგრძელდა — როდესაც ჩეჩნეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი (უპორტფელო მინისტრი) გახდა ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი.

Read more of this post

რ.მარგველანი: მოიკლა იმ კაცმა თავი და ტყუილად ვის დავადო ხელი?!

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი კომისიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია გამოირიცხა. არსებობს ეჭვი, რომ პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბრამდე მოკლეს. საპირისპიროს ამტკიცებენ პრეზიდენტის დაცვის წევრები და გამსახურდიას ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი. რატომ გაჩნდა წინააღმდეგობა კომისიის შუალედურ დასკვნასა და იმ პირთა ჩვენებებში, რომლებიც  სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში პრეზიდენტის გვერდით იყვნენ?

რობინზონ მარგველანი, ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი:

- კომისიის წევრებისა და ზვიად გამსახურდიას ზოგიერთი მომხრის ოცნება და სურვილია, პრეზიდენტი მოკლული იყოს, მაგრამ მოიკლა იმ კაცმა თავი და ვის დავაბრალო, ტყუილად ვის დავადო ხელი? Read more of this post

არ არიან რუსის ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში!

ახლა ძალზე ხშირად გაიგონებთ ხოლმე სხვადასხვა საბაბით „რა დროს ეგეთებია — რუსის ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში არიან“…

თითქოს სწორია, მაგრამ — სერიოზულად — რის სიახლოვეს და რატომ, რა მიზნით დგანან საქართველოში რუსის ტანკები.?.

აქ არსებობს ერთ-ერთი ძალზე არსებითი ასპექტი გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოო ჯამში „პოლიტიკა შეზღუდული რესურსებისთვის ბრძოლაა“ — როელიც საგანგებოდ ყოველთვის იმალება ჩვეულებრივი მოქალაქის თვალთახედვიდან… — მხედველობაში გვაქვს ინდუსტრიული სამყაროსთვის ყველაზე სათუთ და აუცილებელ რესურსებზე — ენერგიის წყაროებზე და ენეგრომატარებლების ტრანსპორტირების არტერიებზე…

მოდით აქ საქართველოსთვის ერთ ძალზე არსებითი გეოპოლიტიკურ ფაქტორი განვიხილოთ — რომელზეც ძალზე ბევრს ლაპარაკობენ და ყოველთვის არასრულად და დამახინჯებულად…

Read more of this post

ღია გასაუბრება თათია პაჭკორიასთან

ახლახანს „ფეისბუკის“ მომხმარებლისგან ასეთი გზავნილი მივიღე — და ამ გზავნილის შესაბამის საუბარს ვაქვეყნებ, რამეთუ არაფერს პირადულს, სამსახურებრივ საიდუმლოსა და ინტიმურს იგი არ შეიცავს:

თათია პაჭკორია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ისტორია“

Tatia Pachkoria 25 09, 10:28-ზე

http://www.facebook.com/profile.php?id=100000360699369

batono besation , me gaxlavart jurnalisti tatia pachkoria, vmushaob sazogadoebriv mauckebelshi da vaketeb saavtoro gadacemata cikls “istoria” tu sakartveloshi brdzandebit dzalian saintereso ikneba chemtvis tkventan gasaubreva 90 -iani clebis shidapolitikur procesebtan dakavshirebit…. 

გამარჯობათ თათია…

თქვენ ალბათ სადღაც მაღლა-ღრუბლებში მდებარე ცხრაკლიტულში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ — რახან სკანდალური საქართველოს ლეგიტიმური პრემიერისა (რომელზეც ამ ბოლო დროს ლამის ყოველდღიურად რამე მსუყე სიბინძურე იღვრება მას მედიიდან) და საქართველოს ემიგრაციული მთავრობის შესახებ ასეთი უბიწო ცოდნები გქონიათ…

Read more of this post

კატეხიზმო: ერის განსაზღვრება

ქართულში უნდა გაიმიჯნოს ცნებები და ტერმინები „ერი“ და „ნაცია“. ეს მოსაზრება პირველად წამოყენებული იქნა ი.სტალინის ნაშრომის „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ ქართული თარგმანის საგანგებო ქართულ წინასიტყვაობაში და შემდეგ განავითარა აკად.პ.გუგუშვილმა. პ.გუგუშვილის აზრით ტერმინი „ერი“ ეთნო-კულტურული დატვირთვის მატარებელია (მაგ.: ჯიში, ჯილაგი, მოდგმა, ეთნოსი), ხოლო – ტემინი „ნაცია“ კი პოლიტიკურ-ტერიტორიულისა (მაგ.: სახელმწიფო). ამდენად – მისი აზრით ინგლისური “United Nations” ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც „გაერთიანებული ნაციები“ ან „გაერთიანებული სახელმწიფოები“. ასევე, მაგალითად მოქალაქის პასპორტში ტერმინი ნაციონალობა უნდა მიუთითებდეს ქვეყანას, რომლის მოქალაქეც ეს ადამიანია, ხოლო – ტერმინი ეროვნება კი მის ეთნო-კულურულ კუთვნილებას (მათ შორის მაგალითად რელიგიურს).

Read more of this post

ანტიეროვნული გლობალისტი გველი იკლაკნება!

სააკაშვილის ოფიციალურ ინგლისურ საითზე ასეთი ინფორმაციაა:

REMARKS OF H.E MlKHEIL SAAKASHVILl, PRESIDENT OF GEORGIA on the 65th SESSION OF THE UNITED NATIONS GENERAL ASSEMBLY

THE 65th SESSION OF THE UNITED NATIONS GENERAL ASSEMBLY, NEW YORK, SEPTEMBER 23, 2010

http://www.president.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=228&info_id=5506%EF%BB%BF

I dream about the day when an Abkhaz or Ossetian citizen of Georgia – as it happened several times in our common history – will become President of a reunited democratic and European Georgia.

ზუსტი ქართული თარგმანი:

„ვოცნებობ იმ დღეზე როდესაც საქართველოს აფხაზი ან ოსი მოქალაქე – როგორ ეს რამდენიმეჯერ მომხდარა ჩვენს საერთო ისტორიაში — გახდება გაერთიანებული დემოკრატიულიდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტი“.

Read more of this post

კოკოს მაიმუნური მითოსი „უმძლავრეს სტეჩკინზე“

კოკოს მაიმუნურ კომისია ჭინთვითა და ჭაჭვით ავრცელებს ზღაპარს თითქოს საბჭოთა ავტომატური პისტოლეტი „სტეჩკინი“ უმძლავრესი იარაღია — რომლის გასროლის ხმაც ლამის ზარბაზნის გასროლის სიძლიერისაა, ადამიანს ლამის ერთი საათით აყრუვებს და შოკში აგდებს — ხოლო ტყვიის ძალა უდიდესია…

ეს მომდინარეობს კოკოს მაიმუნურ კომისიონერთა მძვინვარე არაკომპეტენტურობისგან რომელთაც თურმე ისიც კი არ სცოდნიათ — თუ რა ზომისა და როგორ ვაზნებს იყენებს „სტეჩკინი“.
იხ: http://besarion.wordpress.com/2010/09/23/koko_monkey_2/

აქვე გამოირკვა, რომ კოკოს კომისიას მაიმუნობას ფრიად უწყობს ხელს ჟურნალისთა უცოდინრობა იარაღების დარგში.

Read more of this post

რობინზონ მარგველანი VS კოკოს მაიმუნური კომისია

რამდენადაც კოკოს მაიმუნურ კომისიას ზ.გამსახურდიას „მკვლელობასთან“ დაკავშირებით რაიმე სერიოზული მტკიცებულებები და სამხელები არ გააჩნია, მისი მთელი მუშაობა დაიყვანება „სიტყვაზე გამოკიდებაზე“ და გამოთქმებით ჟონგლიორობა-გაყალბებაზე — რაც ხშირად კომიკურ ხასიათს იძენს…

Read more of this post

მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლების“ სააკაშვილის რეჟიმთან კოლაბორაციონისტობის ფაქტები

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდგომ, დევნილი ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინსტიტუტს წარმოადგენს მ.არჩვაძის მიერ შექმნილი ფალსიფიცირებული  ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება“ და ე.წ. „მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები“ — რომელთა მთავარი დანიშნულებაა ეროვნული მოძრაობის საბოლოო დეგორგანიზება, განადგურება და მოსპობა.

მ.არჩვაძე როგორც ანტიეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე, ძირგამომთხრელი და მადისკრედიტებელი ინსტიტუცია შეიქმნა ჯერ კიდევ ე.შევარდნაძის რეჟიმის ხელშეწყობით და იქიდან მოყოლებული აქტიურად ამსხვრევდა და ანადგურებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებსა და მმართველ (ლეგიტიმურ საპარლამენტო პარტიებს): „ჰელსინკის კავშირს“, „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“, „მრგვალ მაგიდას“.

ის, რომ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტული ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება“ როგორც შევარდნაძის, ასევე — სააკაშვილის რეჩჟიმებისთვის ფრიად ხელსაყრელი ინსტიტუცია და გავლენის აგენტურაა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სამთავრობო მას-მედია მხოლოდ მათ წარმოადგენენ, აფიშირებენ, აპიარებენ და აბსოლუტურად ჩქმალავენ ემიგრაციაში მყოფ უკომპრომისო ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

მეორე მხრივ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტი „ლეგიტიმური ხელისუფლება“ — ვითომ პარლამენტი და ვითომ მინისტრთა კაბინეტი პირადად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის ყოფისა და კომფორტის უზრუნველმყოფ სტრუქტურებად არიან ქცეულები და საქართველოს ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ამბიციების, საჭიროებებისა და პირადი ეკონომიკურ-სამეურნეო ინტერესების მოგვარებით არიან უპირატესად დასაქმებულები.

ქვემოთ მოტანილია იმის მაგალითები, თუ როგორ მოღალატურად, დემონსტრაციულად, ღიად და დაუფარავად თანამშრომლობდენ, კოლაბორაციონისტობდენ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება“, მისი ინსტიტუციის აპარატის წევრები სააკაშვილის რეჟიმთან, ქმნიდენ რა მასთან ერთად სხვადასხვა არალეგიტიმურ „ორგანოებს“ — რითაც ლეგიტიმურობის თვით იდეას ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა.

Read more of this post

წმინდა სამების ხატის კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია

რამდენადაც:
18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
[სახარებაჲ იოვანეს, თავი 1]
ადამიანი ვერ იხილავს ღმერთს, რამდენადაც ღმერთს არ გააჩნია არაფერი ისეთი რისგანაც შედგება ხილული და ხილვადი სამყარო — რომლის დანახვაც ადამიანს შეუძლია. თუმცა-ღა — ღმერთი — სიტყვის, მაცხოვრის, განკაცებული ღმერთის სახით მოევლინა კაცობრიობას და ამითი კაცობრიობამ იხილა ღმერთის სახე და წმინდა სამების სახე.

ამიტომ:
მამა ღმერთისა და წმინდა სამების (ცალკეულ პირთა) უშუალო, პირდაპირი გამოსახვა, დახატვა მართლმადიდებლური კონცეფციისათვის უცხოა, მიუღებელია.

შესაბამისად:
კანონიკურად, დასაშვებად ითვლება სამების (და სამებაში მამა ღმერთისა და სულიწმინდის) მხოლოდ გამოკვეთილად, ცალსახად  სიმბოლური გამოსახვა – უპირატესად „ძველი აღთქმის წმინდა სამების ხატის“ სახით — „აბრაამის სტუმართმოყვარეობის φιλοξενια“ თემა — როდესაც აბრაამს წმინდა სამება სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა:
Read more of this post

შეკითხვები, რომლებიც პატიოსანმა, მოაზროვნე და ანალიზის უნარიანმა ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა დაუსვან კოკოს კომისიას

გადაიწერეთ/ნახეთ ეს მასალა PDF ფორმატში >>>

1. კოკოს კომისიას ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია“, მაგრამ ამ კომისიის არც ერთ დოკუმენტში და კომისიის წევრების არც ერთ საჯარო გამოსვლაში არ გაჟღერებულა თვითმკვლელობის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი – აგრესიული დაჟინებით მხოლოდ მკვლელობის ვითომ დამადასტურებელ ფაქტებსა და გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება.

Read more of this post

ფული – სიყვარულის სიტყვის, ავტორიტეტისა და თაყვანისცემის წინააღმდეგ

საქართველოს განვლილი ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიამ დაიპყრო — შეიქმნა ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი, ძლიერი და ღრმა საზოგადოებრივი აზრი, თეორია და პრაქტიკა — რომელზე დაყრდნობითაც საქართველომ არა თუ წარმატებით მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ სხვა ერებიც წაახალისა დამოუკიდებლობსთვის საბძოლველად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს კვლავ დაეპატრონენ ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული ძალები, რომლებიც ისე წარმოადგენენ საქმეს თითქოს დამოუკიდებლობის მოპოვებით ეროვნული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა მიზანი აღსრულდა (ისეთი წვრილმანის გარდა როგორიცაა „დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“) — ამითი კი ეროვნული იდეოლოგიის საჭიროებაც გაქრა და იგი ბუნებრივად შეცვალა „დემოკრატიულმა“, „ლიბერალურმა“ იდეოლოგიამ.

მეორე მხრიდან — ამჟამად ძალზე ბევრი ლაპარაკი და მასჯელობაა იმაზე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება. მაგრამ, არასოდეს ითქმის და მიიჩქმალება, რომ ყველაფერსა და ნებისმიერს ეროვნულს — აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში შესაბამისი ანუ ეროვნული იდეოლოგია და თეორია — სჭირდება საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ანუ ავტორიტეტული აზრი, სიტყვა. ამდენად — ქართული ეროვნულობის მტრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მიზანია — არ დაუშვან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში და დამოუკიდებლობის შესაბამისი ქართველი ერის ერთიანი და საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული იდეოლოგიის წარმოშობა, შექმნა, განვითარება და დანერგვა.

Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.