„მრგვალი მაგიდის“ ორგანიზაციების 2012 წლის 26 მაისს საინფორმაციო მიტინგი

012 წლის 26 მაისს, 15-საათზე უზენაესი საბჭოს შენობის წინ გაიმართა „მრგვალი მაგიდის“ ორგანიზაციების „სარულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა“ და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების“  საინფორმაციო მიტინგი:

თანამემამულენო!

ახლოვდება შევარდნაძე-სააკაშვილის და მათი მეგობრების (ბურჯანაძე, ნათელაშვილი, ალასანია, დავითაშვილი, უსუფაშვილი … ივანიშვილი) არსებული ტირანიული რეჟიმის დასასრული.

საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერისათვის არსებული, უკიდურესად მძიმე, კატასტროფული ვითარებიდან გამოსავალი, მხოლოდ და მხოლოდ კანონიერებისა და სამართლიანობის – კანონიერი ხელისუფლების აღდგენაშია!

* რას მოუტანს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა?! და…
* ვინაა უფლებამოსილი იმოქმედოს კანონიერი ხელისუფლების სახელით?!

ყველა ამ და ნებისმიერ კითხვას აქვს სამართლებრივი, კონსტიტუციური განმარტებები.

მიმდინარე წლის 26 მაისს, 15-საათზე უზენაესი საბჭოს შენობის წინ გაიმართება საინფორმაციო მიტინგი – გთხოვთ მობრძანდეთ!
ქართველი ერის, თითოეული თქვენგანის მომავალი თქვენსავე ხელთაა!

სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობა:
გია ჩხიკვაძე (თავმჯდომარის მოვ. შემსრ.)
მაუგლი ჩხიკვაძე
ნოდარ ბოკუჩავა
ლილი გულუა
ბესარიონ გუგუშვილი (დევნილობაში)

Read more of this post

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, 2012 წლის 6 მაისი

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომის ამონაწერი:

«დღეს, 2012 წლის 6 მაისს, გიორგობის დღეს, გაიმართა “საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების” პრეზიდიუმის გაფართოებულინ სხდომა.

სხდომაზე:

  • განხილულ იქნა კავშირის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხები;
  • განისაზღვრა და მოწონებულ იქნა კავშირის ახალი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა; წესდების სხვადასხვა დარღვევებისათვის რამდენიმე წევრი გაყვანილ იქნა კავშირის შემადგენლობიდან;
  • ახალი რეგისტრაციის გავლამდე და წევრობის დადასტურებამდე, წევრობა შეუწყდათ საზღვარგარეთ კავშირის მიერ მივლინებულ წევრებს;
  • წევრობა კავშირში მიღებულ იქნა ახალ წევრთა შემადგენლობა;
  • წესდებისდა მიხედვით ჩამოყალიბდა კავშირის ახალი პოლიტიკური სვლაგეზისათვის აუცილებელი, თვისობრივათაც ახალი, კავშირის დროებითი კომისიები;
  • ახალი სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ახლებურადვე გადანაწილდა, როგორც პრეზიდიუმის წევრთა, ასევე სხვა ხელმძღვანელ პირთა ფუნქციები;
  • სტრატეგიული მიზნების მისახწევად დაისახა უახლოესი პერიოდის სამოქმედო ამოცანები.

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” ულოცავს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ბატონ ბესარიონ გუგუშვილს დაბადების დღეს და დიდმოწამე გიორგის თავის შეწირვის ბრწყინვალე დღესასწაულს! კავშირი გულითადად უსურვებს ბატონ ბესარიონს მხნეობასა და წარმატებებს თავის მოღვაწეობაში – საქართველოსა და ქართველი ერის გადარჩენის საქმეში!

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებამ” პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე, სხვა წევრებთან ერთად, რეგისტრაციაში გაატარა ასევე ბატონი იოსებ ღუდუშაური და არსებული საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, მისცა მას საქართველოს რესპუბლიკის დევნილ მთავრობასა და საზღვარგარეთის ქვეყნებში კავშირის სახელით საჭირო და აუცილებელი საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენლის სტატუსი.»

ОБРАЩЕНИЕ К ИММИГРАЦИОННЫМ ВЛАСТЯМ АВСТРИИ В ЗАЩИТУ И ОБОСНОВАНИЕ ПРАВА НА ПОЛИТИЧЕСКОЕ УБЕЖИЩЕ ГРАЖДАНИНА ГРУЗИИ РОБЕРТА (РОБИНЗОНА) МАРГВЕЛАНИ

To: bmi-bag-einlaufstelle@bmi.gv.at
Cc: vissarion gougouchvili <besarioni@gmail.com>
Received: by 10.151.39.5 with SMTP id r5cs43553ybj; Fri, 11 Nov 2011 04:25:22 -0800 (PST)

FROM: Besarion Gugushvili (Vissarion Gougouchvili),
Rajakentankuja 5 A, 1, 01280 Vantaa, Finland

TO: Graz Direktor des Bundesasylamtes I.A.Feiel,
Republik sterreich Bundesasylamt, Rabenstrasse 88 A-8010 Graz Austria
Mr.I.A.Feiel

Attached document regarding asylum of Robert (Robinson) Margvelani from Georgia.

Respectfully
Vissarion Gougouchvili

რობერტ (რობინზონ) მარგველანმა
ამ წერილის საფუძველზე 2012 წლის მარტის შუა რიცხვებში
  პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ავსტრიაში

Уважаемые Дамы и Господа

Роберт (Робинзон) Маргвелани на момент суицида совершенного Президентом Грузии Звиадом Гамсахурдиа, являлся Начальником его личной охраны. Р.Маргвелани отважно, смело, преданно и честно выполнял свои служебные обязанности в условиях войны, поля боевых действии и партизанского положения. Однако, течением обстоятельств, уже в настоящее время и вопреки своей воле, он оказался замешанным в весьма опасное для него и его семьи непримиримое политическое противостояние между Легитимной Властью Грузии в лице Правительства Грузии в Эмиграции (возглавляемой премьер-министром правительства З.Гамсахурдиа, свидетелем гибели З.Гамсахурдиа Виссарионом Гугушвили) и фактической, нелегитимной властью Грузии возглавляемой “президентом” М.Саакашвили. В связи с этим следует особо отметить, что восстановление Законной Власти и возвращение Правительства из эмиграции весьма актуально в настоящее время в масс медиа Грузии и значительная часть оппозиции Саакашвили поддерживает идею проведения выборов назначенных на 2013 именно Законной Властью, Правительством Грузии в Эмиграции.

Опасаясь роста влияния Правительства Грузии в Эмиграции и лично его главы В.Гугушвили, режим Саакашвили начал правительственное (комиссии), судебное (прокурорское)  и парламентское (парламентская временная комиссия) преследование В.Гугушвили и других приближенных З.Гамсахурдиа  с целью обвинения их в убийстве или в заговоре с целью убийства или же в сокрытии фактов убийства З.Гамсахурдиа. Правительственные средства масс медиа Грузии ведут оголтелую пропагандистскую кампанию для поддержки версии убийства З.Гамсахурдиа вопреки показаниям очевидцев его суицида.

Read more of this post

სანდრო ბრეგაძე: კოკო გამსახურდიამ ხელისუფლებასთან კაპიტულაცია გამოაცხადა

ეროვნული მოძრაობის ე.წ. ზვიადისტების ნაწილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება და გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს, თუ ის მხოლოდ ლიბერალური ძალების იმედად არ დარჩება.

რა პოლიტიკურ პირობებს უყენებს ივანიშვილს “ზვიდისტების” სახელით სანდრო ბრეგაძე, რატომ დატოვა მან კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება” ან რატომ გაიყოლა თან კონსტანტინე გამსახურდიამ იმედები, რომლებიც მისი პარტიის მიმართ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებსა და მათ გულშემატკივრებს ჰქონდათ – სანდრო ბრეგაძემ ამ საკითხზე დაწესებული მორატორიუმი “სარკესთან” მოხსნა.

სანდრო ბრეგაძე:

– პარტიის ე.წ. ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოულოდნელად გაუთვლელი ნაბიჯები გადადგა, ამით თვითონაც გაურკვეველ სიტუაციაში ჩაიგდო თავი და სხვებიც ასეთივე მდგომარეობაში ჩააყენა. მას შემდეგ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს რაღაც ორგანიზაცია, რომელსაც ყოველთვიურად ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება.

პარტიიდან მაშინვე წამოვედი, როგორც კი გავიგე, რომ ბატონმა გამსახურდიამ, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში მამამისის საქმე გამოეძიებია, ხელისუფლებასთან კაპიტულაცია გამოაცხადა.

სიმართლე გითხრათ, პარლამენტში მისი შესვლის მომხრე თავიდანვე არ ვიყავი. მაშინ მითხრა, რომ მისი ცხოვრების მიზანი მამის მკვლელობის საქმის გამოძიება იყო, ამისთვის კი პარლამენტში უნდა შესულიყო, რათა მისულიყო არქივამდე და სხვადასხვა დოკუმენტამდე, რითაც ის დაადასტურებდა ედუარდ შევარდნაძის ბრალეულობას გამსახურდიას მკვლელობის საქმეში და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა. რამდენიმე დღეში გამოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დადგენა არაფერ შუაშია იყო იმასთან, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია.

Read more of this post

კოკო ფანდარასტ!

ჯაბა ხუბუა
„ასავალ დასავალი“, 2011 წლის 20 – 26 ივნისი, № 25 (872), გვ. 13.
http://www.box.net/shared/eqbxc9bpu3urrn4rgsp1

არის! ასრულდა ოცნება! არის! ასრულდა მიზანი კოკო გამსახურდიასი – მან სააკაშვილის ხელისუფლებისაგან როგორც იქნა, მიიღო უშრომელი და მაღალანაზღაურებადი სამსახური!!!

დიახ, ზვიად გამსახურდიას უფროს ძეს მამის იდეალების ფეხქვეშ გათელვა და საქართველოს დამაქცევარ ხელისუფლებასთან კურკური სათანადოდ დაუფასდა – სააკაშვილმა კოკო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა!

ასე რომ, კოკო ძალიან მალე დატოვებს მისთვის ეგზომ უცხო და სულიერად შორეულ საქართველოს და მშობლიურ შვეიცარიაში გადაბარგდება, ანუ იქ, სადაც თხილამურებით სრიალით ირთობდა თავს მაშინ, როცა მის მამას – საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დასამხობად და მოსაკლავად დასდევდნენ თოფ-იარაღიანი ქვაბავაზაკები! მოკლედ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის ვლადიმერ სანაკოევის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული შეძახილი – “კოკოითი ფანდარასტ!” – ახლა ასე ჟღერს – “კოკო ფანდარასტ!“

Read more of this post

საქართველოს მტერი გლობალისტი სარკოზი

Et quant à mes nombreux amis en Géorgie, je crois qu’aujourd’hui, puisque j’y étais invité en voyage, ils ont bien évolué sur la question de l’accord de 2008. Ils savent bien que c’est parce que la France était présidente de l’Union européenne que la Géorgie d’aujourd’hui est totalement libre de la Russie. Il a fallu arrêter des chars à 40 kilomètres de Tbilissi. Et moi, je n’oublierai pas que M. MEDVEDEV a tenu parole.

And as for my many friends in Georgia, I think today, since I was invited to visit there, they have made major progress on the issue of the 2008 agreement. They are well aware that it’s because France was at the helm of the European Union that Georgia is completely free from Russia today. The tanks had to be stopped 40 kilometres from Tbilisi. And I won’t forget that President Medvedev kept his word.

ზუსტი აზრობრივი თარგმანი: „დღეს მე ვფიქრობ — ისევე როგორც როგორც ბევრი ჩემი მეგობარი საქართველოში, სადაც მიწვეული ვიყავი — რომ, მიღწეულია არსებითი პროგრესი 2008 წლის შეთანხმების განხორციელებაში. მათ კარგად იციან, რომ ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ საფრანგეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი და ამიტომ დღეს საქართველო მთლიანად თავისუფალია რუსეთისგან. (რუსეთის) ტანკები შეჩერებული იქნა თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით. და მე არ დაგვავიწყდება, რომ პრეზიდენტ მედვედევმა მისი დაპირება შეასრულა.“

http://www.g20-g8.com/g8-g20/g8/english/live/news/press-conference-by-the-president-of-the-french.1340.html

რობინზონ მარგველანის ხატზე დაფიცებული

რობინზონ მარგველანი:

„ვიყავი წმინდა კვირიკეს ეკლესიაში და იქ დავიფიცე. მე თუ ბრალი მიმიძღოდეს ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ღალატში, ჩემი მოდგმა და ჯილაგი აღიგავოს პირისაგან მიწისა, თუ არა და – ვინც მე უსამართლოდ ბრალს მდებდეს, მათი მოდგმა და ჯიშ-ჯილაგი, უკუნითი უკუნისამდე!“

ასეთი ფიცი დადო კალის წმინდა კვირიკეს ეკლესიაში რობინზონ მარგველანმა.

http://www.facebook.com/note.php?note_id=157036430981484

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/26071-qzviads-qarthveli-ver-moklavdaq.html#ixzz10T633OUw

ალლა დუდაევა: „ზვიადმა, თავისი სიკვდილით, მეგობრების სიცოცხლე გადაარჩინა“

ეკა ბუჩუკური

ალლა დუდაევა: გახსოვთ, ალბათ, რუსეთის გემები ფოთის პორტში იყვნენ შესულები და იქიდან ისროდნენ. ქართული ჯარი უკან იყო დახეული და ზვიადი ზუგდიდში გამაგრდა, მას მხოლოდ მისი უახლოესი გარემოცვა-ღა შემორჩა. ზვიადმა მათ თავი შეწირა იმიტომ, რომ არ უნდოდა, უფრო მეტი თანამებრძოლების სიკვდილი. მე ის მაგონებს ქრისტეს, რომელმაც თავი შეწირა მისი თანამებრძოლების სიცოცხლეს.

ე.ბუჩუკური: თქვენ ფიქრობთ, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა?

ალლა დუდაევა: „ზვიადმა, თავისი სიკვდილით, მეგობრების სიცოცხლე გადაარჩინა“

ალლა დუდაევა: მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ის ძალიან კეთილშობილი და მიმტევებელი იყო. ის სხვებზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე თავისთავზე. ის რომ ცოცხალი დარჩენილიყო, მაშინ მასთან ერთად ყველა მისი თანამებრძოლი დაიღუპებოდა. ზვიადმა, თავისი სიკვდილით, მეგობრების სიცოცხლე გადაარჩინა. მან თავი შესწირა თავის თანამებრძოლებს, რომ ისინი ცოცხლები გადარჩენილიყვნენ. მე ასე ვფიქრობ. ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს თავის შეწირვა იყო სხვებისთვის.

გაზ. „საქართველო“, 18-24 მაისი 2009

ზ.გამსახურდია კოკოს დედის დალი ლოლუას სუკთან თანამშრომლობაზე

ЗВИАД ГАМСАХУРДИА
ЗА НЕЗАВИСИМУЮ ГРУЗИЮ
(автобиография)

ЖЕНИТЬБА И СЕМЬЯ

Мое первое супружество оказалось неудачным. Я не собираюсь ворошить прошлое в угоду низменному любопытству, жалеть себя, занимаясь сплетнями. Жены – неотделимой половины, жены – друга и советника, жены – матери и жены – соратника у меня не было. Более того, к моему прискорбию, я убедился, что моя первая супруга Дали Михайловна Лолуа, 1941 года рождения, пианистка по профессии, сотрудник Госконсерватории, поддерживала близкое знакомство с высшими чинами КГБ и помогала им добывать детальную информацию не только обо мне, но и обо всей нашей семье. Она сама это не скрывала, оправдываясь тем, что в противном случае ее жизнь, и жизнь нашего сына Константина оказалась бы в опасности. В конце концов все это приобрело весьма опасный для меня и для моего отца характер и я был вынужден с ней развестись.

კოკოს კომისიის ფიასკო ვ.სანაიას ტელეგედაცემაში

„ვახო სანაიას რეპორტაჟი“ 19.02.2011, 1tv.ge

ვ.სანაია: ბატონო ლაშა (თორდია)… თქვენ ხართ კომისიის წევრი… ხელისუფლების წარმომადგენელი… ამ კომისიის მუშაობას… მთავარ შეკითხვაზე ალბათ უნდა ეპასუხა –  ყოველ შემთხვევაში ასე იყო ეს ყველაფერი წარმოდგენილი — თავი მოიკლა თუ მოკლეს პირველი პრეზიდენტი. თქვენ, კომისიის წევრს რისი თქმა შეგიძლიათ?

ლ.თორდია: საბოლოოდ იმისათვის, რო ჩვენ ვთქვათ რომ ეს იყო მკვლელობა აუცილებელია ამისთვის იყოს შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი…  არ არის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ეს ჩატარდა მხოლოდ 14 წლის შემდეგ (გარდაცვალების შემდეგ, ვიძახი) — თუმცა თითონ დასკვნაც ისე არის შედგენილი რომ ნებისმიერ ექსპერტს — რომ მოვიწვიოთ აქ ათი ექსპერტი — ათივე ექსპერტს ექნება შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მხრიდან გამოიტანოს სხვადასხვანაირი დასკვნები.

ვ.სანაია: ანუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ასე მკაფიოდ დღეს თქმა არ შეგიძლიათ — თავი მოიკლა პრეზიდენტმა თუ ის მოკლეს?

ლ.თორდია: მე ნამდვილად მკაფიოდ ამის თქმა არ შემიძლია

ვ.სანაია: გამომძიებელს ზურაბ ბაცანაძეს (კომისიის დაქირავებულ ექსპერტი) მინდა ვკითხო — მე როგორც ვიცი თქვენც იზიარებთ მკვლელობის ვერსიას. აი გაქვთ შესაძლებლობა მაყურებელს უთხრათ ის არგუმენტები რატომაც მათ უნდა ირწმუნონ, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს?

ზ.ბაცანაძე: ამ ეტაპზე, ეხლა პირდაპირ რომ განვაცხადო რომ მოკლულია მე მაგის უფლება არ გამაჩნია… ისე, რომ კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არის თვითმკვლელობა ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ

ვ.სანაია: ბატონ გია დეკანოზიშვილს მინდა მივმართო, ექსპერტ კრიმინალისტს (კომისიის დაქირავებული ექსპერტი). ბატინო გია… მე გავეცანი თქვენს საგაზეთო ინტერვიუს, სადაც დარწმუნებით ამბობდით რომ ეს იყო მკვლელობა. შეგიძლიათ თქვათ ჩვენს გადაცემაში რატომ ფიქრობთ დღეს ასე, რომ ეს იყო მკვლელობა?

გ.დეკანოზიშვილი: დარწმუნებით? — მთლად ისე დარწმუნებით არა

ვიდეოს წყარო:
http://www.1tv.ge/Video-View.aspx?VID=3845&Loc=90&CatID=1&LangID=1

მ.არჩვაძის მოძიებული კომპროფაქტები კოკო გამსახურდიასა და მისი დედის დ.ლოლუას შესახებ

(ბ.მიქავას პუბლიკაციიდან: http://youtu.be/a7KvVRzMmzk)

  • კოკოს დედის დალი ლოლუას და კოკოს ბებიის სუკთან თანამშრომლობის ფაქტი – 1977 წ. საქმე № 67 30.1.102, ხელს აწერენ ამირანაშვილი და ღადუა.
  • ე.შევარდნაძე: „ჩვენ ვახლობლობდით კოკოს დედასთან და დალი ჩვენთან ხშირად მოდიოდა“.
  • „იბერია სპექტრი“ 1992 წ. გ.აბსანძე: „სიგუამ 30 ათასი დოლარი პირადად კოკოს გადაურიცხა“.
  • დალი ლოლუას კამოს ქუჩის 115-ში შევარდნაძემ ერთი სართული აჩუქა.
  • დალი ლოლუა ვანო ზოდელავასგან მარჯანიშვილის თეატრის გვერდით იღებს 2 ოთახიან ბინას, რომელსაც მალე ყიდის.
  • შევარდნაძემ და ანტონიანმა (ზ.ჟვანიამ) კოკოს დელისის ჩიხში, ნაკვეთი 26 გადაწყვეტილება № 108 კეკელიძისა და მგალობლიშვილის ხელმოწერით სახლი აუშენეს.
  • კოკო ჩამოდიოდა საქართველოში ხალხისაგან მალულად რაზეც იყალთოს აკადემიის რექტორი დაგვემოწმება.
  • კოკომ 2006 წელს განაცხადა: „შევარდნაძეს საერთოდ არ უნდა შევეხოთ“.
  • 1977 წ 16 წლის კოკოს განცხადებას ბინის მიღებაზე საბურთალოს დემეტრაძის მიმართ აკმაყოფილებენ, ხელს აწერს უგრეხელიძე.
  • შევარდნაძემ და ანტონიანმა კოკოს დელისის ჩიხში, ნაკვეთი 26 გადაწყვეტილება № 108 კეკელიძისა და მგალობლიშვილის ხელმოწერით სახლი აუშენეს.
  • 1977 წ 16 წლის კოკოს განცხადებას ბინის მიღებაზე საბურთალოს დემეტრაძის მიმართ აკმაყოფილებენ, ხელს აწერს უგრეხელიძე.
  • მაშინ როდესაც ზვიადი და მერაბი პატიმრობაში იმყოფებოდნენ კოკო განცხადებით მიმართავს ვაჭრობის უფროსს გილაურს და მას ურიგოდ აკმაყოფილებენ ელიტარული ავტომანქანა „ვოლგით“.

თ.ქორიძე: კოკოს ქმედებას მკრეხელობის ელფერი აქვს

პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას, რომელმაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეისწავლოს, საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. საინტერესო არგუმენტები აღმოაჩნდა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს თემურ ქორიძეს:

- ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების დადგენა, 1991-1993 წლების მოვლენების სამართლებრივ-პოლიტიკური გამოძიება უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის. დაძაბული პროცესების ფონზე ამ საკითხისადმი ინტერესი განელებულიც კია. კომისიის შექმნას კონსტანტინე გამსახურდიას ვუკავშირებ. ვვარაუდობ, რომ მას სჭირდებოდა მოტივი პარლამენტში შესასვლელად და ეს საკითხი წამოაყენა. ამ ყველაფერს მკრეხელობის ელფერი დაჰკრავს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დამდგენი კომისიის შექმნა კონსტანტინე გამსახურდიას ხელისუფლებასთან გარიგების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. ამასთან, ვისურვებდი, ამ კომისიის თავმჯდომარე უფრო მართალი და პრინციპული პირი იყოს.

Read more of this post

წმინდა ბესარიონ გარეჯელი

წმინდა ბესარიონ გარეჯელი (დღეობა ახ.სტ. 25 აგვისტო) — წმინდა ბესარიონი — გარეჯის მონასტერში ლეკთაგან მოწყვეტილი (+1851).

ბესარიონ გუგუშვილის სახელის წმინდანი (მეორე რიგში შუა).

Святой Виссарион из Гареджи.

St. Vissarion (Bessarion) from Garedji (Gareji).

Henry Fool: ნაცმოძრაობის მშობლის „გამხელილი სირობა“

ი.დეისაძე მხოლოდ-ღა უნიჭო ასლია კანის ფესტივალის გმირის, თახსირთხატისა და უდამპლესი ლიბერალური მოდელის — Henry Fool-ისა…

ნახეთ მამხილებელი ფილმი: Henry Fool

თურმე ჯერ კიდევ შემორჩენილან ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ საქართველო დიდი ლაბორატორიაა, რომელშიც გლობალიზმი ქართული ჯიშის ბოცვეროიდულ ადამიანებზე ახორციელებს ფართომასშტაბოვან ექსპერიმენტებსა და ცდებს — „ფერადი“ რევოლუციებითა და მოგებული წაგებული ომებით დაწყებული და სხვადასხვაგვარი მოდელირებული ტვინის ჭყლეტებით დამთავრებული…

უდიდესი პიარ კამპნიის თანხლებით — 2010 წლის გაზაფხულზე ნაცურმა საოკუპაციო რეჟიმმა ზნეობრიობისა და სულიერების დასათრგუნად მიმართული მორიგი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაუტარა დაპყრობილ და ლაბორატორიაში დამწყვდეულ ქართველ ერს: საქართველოში წარმატებით დადგეს თხუთმეტი წლით ადრე ამერიკაში შემუშავებული, გამოცდილი და ფართოდ ცნობილი სცენარი — რომლის სიუჟეტიც ეფუძნება სოდომ-გომრრული, თახსირი პორნო-მწერლის განდიდებას, რომელმაც ზნეობრიობისა და სულიერების წინააღმდეგ გალაშქრებითა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ ინტერნეტის ინტენსიური გამოყენებით მოიპოვა გლობალისტური ძალების მხარდაჭერა და სახელ-დიდება…

საუბარი გვაქვს, საქართველოს მთელი მას მედიის მიერ მძლავრი შესამზადებელი კამპანიის ფონზე — ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში გამართულ ვინმე ი.დეისაძის წიგნით – „საიდუმლო სირობით“ ქართველობის „ყურის გახედვნის“ ექსპერიმენტზე…

Read more of this post

კამათი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

# Tariel Putkaradze (ტარიელ ფუტკარაძე)

რუსებმა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია დაიწყეს 1801 წელს; მეორე ეტაპი – 1921 წელს; მესამე ეტაპი – 1991 წლის 22 დეკემბერს (ეს მესამე ეტაპი დამთავრდა რუსების მიერ დასმული შევარდნაძის ხდლით საქართველოს შეტრევით ესენგეში)…

რუსული ოკუპაცია და საქართველოს ნაწილის ანექსიის მცდელობა გრელდება 1993 წლიდან დღემდე.2008 წლის აგვისტოში რუსეთმა განახორციელა სამხედრო ოკუპაცია სქართველოს სრულიად დასაპყრობად, მაგრამ არ გამოუვიდა ბაქო-ჯეიჰანში ჩადებული დასავლური ინტერესების გამო. ამიტომაა დრესაც საქართვეო გაყოფილი ერთი ინტერესების მქონე ორი პოლიტიკური “ცენტრის” მიერ.

შდრ., ამასიის ზავი.

Read more of this post

შეკითხვები, რომლებიც პატიოსანმა, მოაზროვნე და ანალიზის უნარიანმა ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა დაუსვან კოკოს კომისიას

1. კოკოს კომისიას ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია“, მაგრამ ამ კომისიის არც ერთ დოკუმენტში და კომისიის წევრების არც ერთ საჯარო გამოსვლაში არ გაჟღერებულა თვითმკვლელობის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი — აგრესიული დაჟინებით მხოლოდ მკვლელობის ვითომ დამადასტურებელ ფაქტებსა და გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება.

შეკითხვა:
* ასეთი მკაფიოდ გამოხატული ცალმხრივობითა და არაობიექტურობით ხომ არ იქცა ეს კომისია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის (!) საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიად“?

Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.