ეროვნული გვარდიის ოპერატიული სამსახურის უფროსი ჯ.ბოკუჩავა
24/05/2012 Leave a comment
საქართველოს ეროვნული გვარდიის ოპერატიული სამსახურის უფროსი შევარდნაძის რეჟიმისგან სიკვდილმისჯილი ჯამბულ ბოკუჩავა:
სხვათა შორის, თავად ბატონი გუგუშვილი და დაცვის ბიჭები საოცრად ერთგული თანამებრძოლები იყვნენ პრეზიდენტისა! მე სრული ინფორმაცია მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით!
გეუბნებით იმას, რაც იყო: ბესარიონ გუგუშვილი და ზვიად გამსახურდია მეგობრებიც იყვნენ, ნათესავებიც და ბატონმა გუგუშვილმა ბოლომდე უერთგულა კანონიერი ხელისუფლების ღირსებასაც, ქვეყნის პრეზიდენტსაც და მეგობარსაც!
ერთიც არის: რა თქმა უნდა, ზვიადი მოკლეს! რასაკვირველია, მოკლეს! თუმცა, თავიც რომ მოეკლა, მკვლელობა არ იქნებოდა? მაგრამ… მე კატეგორიულად უარვყოფ ბატონი ბესარიონის, რობიზონ მარგველანის, გვანცელაძის, კეკენაძისა და ბურჯანაძის მხრიდან პრეზიდენტის ღალატს!
ამდენი დევნილობა, გაჭირვება, სტრესი, შიში არ არის ადვილი გადასატანი… მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ბატონი ბესარიონ გუგუშვილის მიმართ!
გიმეორებთ: პრემიერი და დაცვა, ვინც პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვერდში ედგა, მართლებიც არიან ხალხისა და ზვიად გამსახურდიას წინაშე და პრეზიდენტის ერთგულებიც გახლდნენ! იქ, სამეგრელოში ყოფნისას, ერთ პერიოდში დაცვის შეცვლაც იყო გადაწყვეტილი, მაგრამ პრეზიდენტს ისევ ეს ხალხი დაუტოვებია…
საუბრის ბოლოს მთავარს გეტყვით და მოვუწოდებ ყველას: შეწყდეს უსაფუძვლო ცილისწამებები ეროვნული ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენლების მიმართ!
„ასავალ-დასავალი“, 2012 წლის 21 – 27 მაისი № 21 (919), გვ. 34-35
https://www.box.com/s/b2722108caf747221d28
კომენტარები