საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის მიმართვა 2013 წლის არჩევნებთან დაკავშირებით

«უკანონო ხელისუფლენის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც უარყოფითი ხმების მიცემით, იქნება უკანონო ხელისუფლების მხარდაჭერა და ლეგიტიმაციის მცდელობა.

ნიშანდობლივია, რომ უკანონო ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებს მიესალმებიან ერის მოღალატე, ცრუ, კორუმპირებული ლიდერები, რომლებიც დღეს იმპერიის ინტერესებს ემსახურებიან რეჟიმთან ერთად.

მოვუწოდებ ქართველ ერს, სააქართველოს არაქართველ მოსახლეობას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი დამოუკიდებლობა, არ მიიღოს მონაწილეობა არავითარ არჩევნებში, გამოუცხადოს მას აქტიური ბოიკოტი: მოაწყეთ მიტინგები, მსვლელობები, ყოველგვარი საპროტესტო აქცისები უკანონო არჩევნების წინააღმდეგ.

ეს ტექტი პროკლამაციის სახით გაავრცელეთ ყველგან, სადაც მიგიწვდებათ ხელი, ეცადეთ გადასცეთ რადიოთი და ტელევიზიით.

ბოიკოტი უკანონო არჩვენებს!
არცერთი კაცი საარჩევო უბნებთან!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

20 აპრილი 1992 წელი»

საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის პრეზიდიუმი
პრემიერ მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი

გიორგობა, 2012 წლის 6 მაისი

ბ.გუგუშვილი (22.12.2011): 1991 წლის 22 დეკემბერთან დაკავშირებით

მეგობრებო

ოცი წლის წინ, აქ გაიმართა რუსეთ-საქართველოს 1987-1993 წწ. ომის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ბრძოლა. ამ ადგილას 1991 წლის დეკემბერ-იანვარში ქართველმა ერმა ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა და ამ მოძრაობის მიერ შექმნილი ეროვნული ხელისუფლების მეთაურობით თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწია რუსული საბჭოთა იმპერიის შეიარაღებულ აგენტურას, კრიმინალიტეტს და მის უკან მდგომ საბჭოთა არმიას.

სამთავრობო შენობების გმირულ შეიარაღებულ დაცვას იანვარშივე მხარი აუბა მასსობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობამ. ასობით ათასი შეუიარაღებელი, მშვიდობიანი ადამიანი სისტემატური დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად 70 წლის განმავლობაში პირველად მასსობრივად აღსდგა ერის, სამშობლოს, მისი ნება-სურვილით არჩეული ხელისუფლების დასაცავად — საკუთარი სინდისისა და ნამუსის დასაცავად.

1991 წლის 24 დეკემბრიდან (როდესაც მასობრივი შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო) 1992 წლის 2 თებერვლამდე ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის, მისი ხელისუფლების მიერ გამართულმა გმირულმა შებრძოლებამ იდეურად და პოლიტიკურად დაამარცხა და მოსპო კრემლისა და დასავლეთის მიერ შექმნილი პუტჩისტური ხროვა, რომელიც ამის შემდეგ სულ მალე მსოფლიო გლობალისტურმა და იმპერიულმა ძალებმა თითონ გადააგდეს ისტორიის სანაგვეზე.

სწორედ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა და მისი ეროვნული ხელისუფლების 1991-1992 წლების მიჯნაზე გაწეულმა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ და ეროვნული გმირების დაღვრილმა წმინდა სისხლმა მოამზადა და გარდუვალი გახადა 1993 წლის შუახანებში საქართველოში კანონიერი ეროვნული ხელისუფლების აღდგენის პროცესის დაწყება და წარმატებული განვითარება — რომლის გლობალისტური, იმპერიული ძალებით შეჩერება ვაშინგტონის ადმინისტრაციის მითითების საფუძველზე რუსეთის მიერ პირდაპირი და დაუფარავი აგრესიის შედეგად მოხერხდა

ფიზიკური დამარცხების მიუხედავად 1991-1993 წწ ეპოპეამ ქართველ ერს მოუტანა უდიდესი ზნეობრივი და სულიერი გამარჯვება რომელიც აგერ უკვე 20 წელია იმედით კვებავს ქართველ ერს და მოსვენებას არ აძლევს ხელისუფლების უზურპატორებს.

განხილულმა შებრძოლებამ გარკვეულწილად აღასრულა ქართველი ერის სულიერი მისსიაც და ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის თავგანწირული ლიდერის ზვიად გამსახურდიას პირადი მისსია, — აგრეთვე მისივე ანდერძი რომლის გახსენებისთვის დღეს საუკეთესო დროა.

Read more of this post

Заявление члена парламента Литовской республики Альгирдаса Патацкаса — члена парламентской делегации, международного свидетеля при перезахоронений останков президента Звиада Гамсахурдиа из Грузии в Грозный 1994 г

 2011 09 01

Председателю парламента Грузии
господину Давиду Бакрадзе

Генеральному прокурору Грузии
господину Зурабу Адеишвили,

Председателю межпарламентской групы
Грузия – Литва господину Гиоргий Канделаки

ЗАЯВЛЕНИЕ

17 февраля 1994 г. я, Альгирдас ПАТАЦКАС, член парламента Литовской республики в составе парламентской делегаций непосредственно учавствовал в перезахоронений останков первого президента независимой Грузии Звиада Гамсахурдиа как международный свидетель, присутствовал при раскопке и открытии гроба в селе Дзвели Хибула, подписал соответствующие документы. Как мне стало известно, обстоятельства смерти президента, хотя и  были проведены исследования, в грузинском обществе до сих пор обсуждается.  Считаю своим моральным и гражданским долгом дать показания и готов предстать перед соответствующей комиссией или другими следственными структурами. Думаю, что показания единственного международного свидетеля принесли бы пользу в окончательном раскрытии обстоятельств этих трагических событий грузинской историй.

С уважением – Альгирдас Патацкас
Сигнатар Акта восстановления независимости Литвы
Член парламента Литвы (1990-2000)

Read more of this post

В.Гугушвили: Обращение Сейму Литовской Республики

Обращение

Сейму Литовской Республики
Председателю Сейма г-же Иряне Дягутене

Копии: Членам Международной группы по контролю над выполнением требований семьи З.Гамсахурдиа по перезахоронению покойного З.Гамсахурдиа из Западной Грузии в Грозный от Литовской Республики г-ну Альгирдасу Патацкасу и г-ну Витаутасу Ейдукайтису

Уважаемые законодатели,
Уважаемый Председатель,
Дамы и Господа

Вынужден обратиться к Вам ввиду невозможности обратиться к Правительству Чеченской Республики Ичкерия, которое выступало главным участником ниже­описанного дела и ввиду того, что господа Альгирдас Патацкас и Витаутас Ейдукайтис в 1994 году были официально приглашены Правительством Чеченской Республики Ичкерия и вдовой Президента Республики Грузия Звиада Гамсахурдиа г-жой Мананой Арчвадзе-Гамсахурдиа – которая в начале января 1994 г. сообщила мировым средствам массовой информации о самоубийстве Гамсахурдиа – в состав “Международной группы по контролю над выполнением требований семьи З.Гамсахурдиа по перезахоронению покойного З.Гамсахурдиа из Западной Грузии в Грозный” (далее “Международная группа “).

Интересы семьи, вдовы Президента Республики Грузия Звиада Гамсахурдиа г-жи Мананы Арчвадзе-Гамсахурдиа в Грозном осуществлял представитель семьи, временный Председатель Верховного Совета Грузии (во временной эмиграции) г-н Мераб Кикнадзе.

Одной из основных задач Международной группы было, совместно с правительственной делегацией Чеченской Республики возглавляемой Вице-президентом Чечни Зелимханом Яндарбиевым, настаивать на соблюдении властями Шеварднадзе категорических условий поставленных семьей Гамсахурдиа во главе со вдовой г-жой Мананой Арчвадзе-Гамсахурдиа:

«Требования семьи покойного Президента Звиада Гамсахурдиа

  • Предоставить возможность независимо и незамедлительно перезахоронить покойного З.Гамсахурдиа на территорию Чеченской Республики, где проживает семья
  • Представить гарантии неприкосновенности и возможность незамедлительно выехать из Грузии членам семьи, свидетелям смерти и другим лицам, которые участвуют в действиях по перезахоронению покойника
  • Члены семьи и свидетели смерти категорически отказываются от участия в каком-либо расследовании или исследований в связи со смертью Гамсахурдиа
  • Семья президента Гамсахурдиа категорически запрещает проводить медицинское вскрытие, исследование или любое другое действие над трупом кроме опознания на месте
  • Семья покойного требует создать международную группу, которая будет контролировать выполнение вышеуказанных требований

Семья настоятельно требует выполнения вышеуказанных требований» 1

Read more of this post

საქართველოს სულიერი მისსია და ზვიად გამსახურდიას ანდერძი

ახლოვდება 31 მარტი, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და მისი თაოსნობით მოწეული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 20 წლისთავი…

ჩვენ, საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, ვადასტურებთ რა დევნილობაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის (ემიგრაციული მთავრობის პრეზიდიუმის) ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ, მოვუწოდებთ უცხოეთში და საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მამულიშვილებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს და სხვა ერების ღირსეულ შვილებს, მტკიცედ დადგენენ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენით ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე საქართველოში კანონიერებისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენის საქმეში!

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად  ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით, წარმატებით დააგვირგვინა მრავალი თაობის მამულიშვილთა სწრაფვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ და საძირკველი ჩაუყარა ეროვნულ-სარწმუნოებრივი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის შესაძლებლობას, რაც საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოძმე სხვა ერისშვილთა კეთილდღეობისა და თავისუფლალი სარწმუნოებრივი განვითარების გარანტიაც იყო.

დამოუკიდებელი საქართველო შესდგა და ქართველი ერი მზადდებოდა უფრო მაღალი მისსიის აღსასრულებლად!

Read more of this post

როგორ ცდილობდა სააკაშვილის გალეგიტიმურებას არჩვაძე-აბსანძე-ფუტკარაძის კოლაბორაციონისტთა მოღალატური ხროვა

რატომ იწვევს ეროვნული თანხმობის მემორანდუმი ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილის უკმაყოფილებას

27.01.2004
ავტორი კობა ლიკლიკაძე

26 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში ხელმოწერილ დადგენილებას, რომელიც საპატიმროებში მყოფი ზვიად გამსახურდიას მომხრეების ამნისტიას ითვალისწინებს, სულ მალე ეროვნული თანხმობის შესახებ სპეციალური მემორანდუმის მიღება უნდა მოჰყვეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია ყველა მხარესთან და მზად არის გამოსაქვეყნებლად. თუმცა მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის პროცესში ჩართული არ აღმოჩნდა 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი და თავად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე გამსახურდია, რომლებიც, ეროვნული თანხმობის მიღწევისთვის, რამდენიმე სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვენ. Read more of this post

საყვედური ტ.ფუტკარაძეს, ა.ჟღენტსა და სხვა „შინაგან პუტჩისტ“ დეპუტატებს

1) თქვენ და თქვენისთანა „შინაგანმა პუტჩისტებმა“ გაასულელეთ და გააგიჟეთ საცოდავი ქვრივი და მას თავი ეროვნული მოძრაობის ლიდერად წამოადგენინეთ — მოაწყობინეთ „შინაგანი პუტჩი“ — მოასპობინეთ უზენაესი საბჭო, მინისტრთა კაბინეტი, „მარგვალი მაგიდა“ და ყველა სხვა, უმძლავრესი ეროვნული ორგანიზაცია…

2) თქვენი და თქვენისთანა „შინაგანი პუტჩისტები“ უბიძგებდით და წარმართავდით „გა-თამარ-დედოფლებული“ ქვრივის სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტურ რეჟიმთან კოლაბორაციონისტულ ურთიერთობებს, რომლებმაც დაამდაბლეს ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების თვით ზვიადისეული იდეა…

3) თქვენი და თქვენისთანა „შინაგანი პუტჩისტების“ გამოა, რომ ეროვნული მოძრაობა, რომელიც ათობით ათასიან მიტინგებს კრებდა ზვიადის სიკვდილის შემდგომაც კი თუნდაც თბილისში და რომელმაც ზვიადის თბილისში გადმოსვენებისას სულ ცოტა ზვიადის იდეების მიმდევარი 60-70 ათასი ადამიანი შეკრიბა — თქვენი შექმნილი ჭკუაგადამდგარი არჩვაძის გამოისობით ისეა სახელგატეხილი, რომ სამიოდე დაჩლუნგებული დეპუტატისა და 100 კაპასი სულელის მეტს ვეღარ კრებს…

4) თქვენი და თქვენისთანა „შინაგანი პუტჩისტების“ გამოა, რომ ის ვინც დღეს ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების დროშების ქვეშ უნდა იდგეს — ანტიეროვნული „ოპოზიციის“ მიტინგებს ასაზრდოებს…

5) თქვენი და თქვენისთანა „შინაგანი პუტჩისტების“ მიერ ქვრივის სისტემეტური და ქრონიკული ეგზალტირებისა და პროვოცირების გამო კატასტროფას განიცდის ზვიად გამსახურდიას მთელი ოჯახი — ცოტნე ციხეშია მრავაწლიანი მუხლით, გიორგი მამის საქმის მოღალატე  და მამის დაუძინებელი მტრის ჩაფარი გახდა, ხოლო ქვრივი შეურაცხადი ქმედებებისადმი მიდრეკილებებს იჩენს სისტემატურად (საფლავის გათხრისა არ იყოს)…

* * *

აი თქვენს მიერ ქვრივის გონებიდან გადამყვანი სიტყვების ერთ-ერთი მაგალითი:
[ტარიელ ფუტკარაძის ხმა] “მიმაჩნია, რომ უხერხულია, მსგავსი დოკუმენტი მომზადდეს პრეზიდენტის მეუღლის, მისი მემკვიდრისა და პოლიტიკური კურსის გამგრძელებლის გარეშე.”
http://origin.tavisupleba.org/content/article/1533329.html

დიახ: თქვენ დაარწმუნეთ უუნარო და არაკვალიფიცირებული მანანა არჩვაძე, რომ იგი არის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრე და პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი ანუ ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მეთაური და ლიდერი.!.

ეს დოკუმენტური მტკიცებულებაა თქვენი მოღალატური ქმედებებისა…

იხ. აგრეთვე:

მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლების“ სააკაშვილის რეჟიმთან კოლაბორაციონისტობის ფაქტები
http://besarion.wordpress.com/2010/09/20/archvadze-pupit/

მორის მუსერიძე ამხელს „პრემიერ მინისტრ“ მანანა არჩვაძეს
http://besarion.wordpress.com/2011/02/18/museridze_archvadze/

კვლავ პირში გახლით ხისტად: გამსახურდიამ თავი მოიკლა!

იმთავითვე, როდესაც საქართველოში უკვე დაწყებული პუტჩისა და სახელმწიფო გადატრიალების პერიოდში ზვიად გამსახურდიას მხარეს დავდექი — ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.

როდესაც თბილისში დამარცხებული ზვიად გამსახურდიას გაიხიზნა საქართველოდან და დროებით ჩეჩნეთს შეეკედლა — მას შევუერთდი – ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.

როდესაც რუსეთის ბალტინის საინტერვენციო ძალებისგან დამარცხებული ზვიად გამსახურდია კვლავ გაიხიზნა და  სამეგრელოში დაეხეტებოდა გამარჯვების მომტანი სიკვდილის ძებნაში, მას შევუერთდი – ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.

როდესაც ზვიად გამსახურდია მოკვდა და მისი სიკვდილის საკითხი დადგა — მაშინაც ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, მასზე ურყევად ვდგავარ და ვიცავ: ვამტკიცებ რომ — ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ჟამს, სასიკვდილო გასროლის წამს — იმ ოთახში, მის უშუალო სიახლოვეს, რაიმე იარაღით მისაწვდომ მანძილზე მხოლოდ მე ვიყავი და სხვა არავინ სასროლ მანძილსა და პოზიციაში არ ყოფილა.

გამსახურდიას სიკვდილიდან გასული მთელი დროის განმავლობაში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები ადასტურებდნენ, რომ გამოკითხულთა არანაკლებ 75%-ს მხოლოდ მკვლელობის ვერსიის მიღება შეუძლია, მკვლელობის ვერსია სჭირდება და წყურია — რადგან „გამსახურდია თავს არ მოიკლავდა“!

ახლაც — როდესაც სიცრუის კიდევ ერთი გოდოლი ააგეს საპარლამენტო კომისიის დასკვნის სახით — მე ისევ და როგორც ყოველთვის, ჩემს სიმართლეში ჯიუტად და მტკიცედ დარწმუნებული — მარადჟამს და კვლავ ყველაზე სუსტ და წამგებიან პოზიციაზე ვდგავარ მტკიცედ, ურყევად და მას ვიცავ — ჩემს და ჩემი თანამებრძოლების, სიკვდილის მოწმეების სიმართლეში ვნებიანად დაეჭვებულ საზოგადოებრიობას კვლავ პირში ვახლი ხისტად: გამსახურდიამ თავი მოიკლა!

ყველასა და ყოველს — ვისაც ცილისწამების ჟინი და ვნება გიდუღთ –გეპატიჟებით მე დამწამოთ ცილი მკვლელობაში — ჩემი პოზიცია ყველაზე სუსტი და წამგებიანია!

არაერთმა — კიტოვანმა, ხაინდრავამ, სხვებმა უკვე დასძლიეს ეს პრობლემა, წინაღობა… — მაგალითი სახეზეა… — შეუერთდით “მამულიშვილებს”…

ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი,
2011 4 მარტი


ზვიად გამსახურდია: ზუგდიდი 23 ოქტომბერი 1993
„ამბობენ, რომ მე ვაპირებ ზუგდიდის დატოვებას. ეს არის სიცრუე – მე განზრახული მაქვს აქ ვიყო ბოლომდე და თუ საჭიროა აქ მოვკვდები და აქედან ფეხს არ მოვიცვლი.”

ახალი ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები

2006/ოქტომბერი/29
http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_posts.asp?TID=828&PN=1

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ“ სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში – „აფხაზეთის ხაფანგში“.

გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც…

Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.