ზ.გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება

1994 წლის 10 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და მანანა არჩვაძე – გამსახურდიას განცხადების საფუძველზე აღძრა და თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის №7494802 საქმე.

1994 წლის 10 მარტს საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელმა ო.ჯაფარიძემ გამოიტანა დადგენილება “თვითმკვლელობით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული №7494802 სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო შეწყვეტის” შესახებ.

2004 წელს ხელახლა წამოწყებულ გამოძიებას წინ უსწრებდა სააკაშვილის სახელმწიფოს ფაქტობრივი მეთაურისათვის ძალზე უხეში და მიუტევებელი იურიდიული ლაფსუსი. გაგაცნობთ ამონარიდს სააკაშვილის სიტყვებით:

«პრეზიდენტი სააკაშვილი კი საპატრიარქოდან იძლეოდა კომენტარს: „მე როგორც ქრისტიანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა“. სააკაშვილის თქმით, ასეთი დიდბუნებოვანი ადამიანი იმ დროისათვის მიუღებელი იყო და იგი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდოდათ».[1]

2004 წლის ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ვ.ხმალაძემ და მ.არჩვაძემ (ტ.ფუტკარაძის შუამავლობით) ოფიციალური წერილით (2004.02.02) მიმართეს მ.სააკაშვილს. წერილის პასუხად, საქართველოს მ.სააკაშვილის მიერ შეიქმნა: “1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია” – დიახ, ზუსტად და სწორედ „ფიზიკური ლიკვიდაციის“.

ამ კომისიის შექმნამდე ანალოგიური მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, გენერალური პროკურორის მოადგილის, უზენაესი საბჭოს წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შემადგენლობით კიდევ ორი კომისია შეიქმნა, რომელთაც იურიდიული დოკუმენტის შექმნა ვერ შეძლეს; კერძოდ: ნ.გაბრიჭიძის 2003 წლის 29 დეკემბრის №50-მ ბრძანებით შეიქმნა “ერთობლივი კომისია” შემდეგი შემადგენლობით: გ.ჯიქია, ვ.გელაშვილი, გ.ბერძენაძე, მ.არჩვაძე, ვ.ფხალაძე, ბ.აფრასიძე, ა.ჟღენტი, ტ.ფუტკარაძე, გ.კერვალიშვილი. 2004 წლის 18 თებერვლის ი.ოქრუაშვილის № 17-მ ბრძანებით კი შეიქმნა “ერთობლივი კომისია”: კ.კობერიძე, ვ.გელაშვილი, ვ.ჯანყარაშვილი, ტ.ფუტკარაძე, მ.რაფავა, ჯ.ზარანდია.

აღნიშნული სამივე კომისია შეიქმნა მ.არჩვაძის მოთხოვნების საფუძველზე.

მალე ამ სამ კომისიას მიემატა მეოთხე კომისიაც: საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წ. 8 ივლისის №17-მ ბრძანებით „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული და წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 1991-1993 წლებში განვითარებული, ასევე 2003 წლის ჩათვლით თანამდევი ცნობილი მოვლენების შესწავლისათვის შეიქმნა საქართველოს გენერალური პროკურატურის, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ერთობლივი კომისია შემდეგი შემადგენლობით: გ.ჯანაშია საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; გ.ბადრიაშვილი ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ტ.ფუტკარაძე 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი; მ.ტაბიძე ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მ.რაფავა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გ.ანდრიაძე საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი.

2009 წლის 22 ოქტომბრის, საქართველოს პარლამენტის №1902–IIს დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე გამსახურდია (თავმჯდომარე), ლაშა თორდია (მოადგილე), რატი მაისურაძე (მდივანი), ბეჟან ხურციძე, ჯონდი ბაღათურია, ნაული ჯანაშია, რომან მარსაგიშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ლევან ვეფხვაძე, რატი სამყურაშვილი, თემურ წურწუმია.

10.11.2009 წ. ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა, კომისიის თავმჯდომარემ მოკლედ ისაუბრა კომისიის მიერ ახლო მომავალში განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, 22 თებერვალი, 2011:

„საქართველოს პარლამენტმა  მიიღო დადგენილება, რომლითაც საკანონმდებლო ორგანო საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს გამოიყენოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მოკვლეული მასალები და მტკიცებულებები და გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიება ჩაატაროს. მანამდე პარლამენტმა დროებითი კომისიის დასკვნა მოისმინა. კომისიის  თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ 15 თვიანი მუშაობის შედეგად მოკველული მასალებისა და მტკიცებულებების ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რაც მთლიანად გამორიცხავს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას. კომისიის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში საკითხის ისტორიულ მნიშველობასა და მის მიმართ საზოგადოების ინტერესზე გაამახვილეს ყურადღება. პარლამენტმა ცნობად მიიღო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა.

კონსტანტინე გამსახურდიამ და კომისიის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურად ითანამშრომლებენ პროკურატურასთან.“


[1] გაზეთი „რეზონანსი“,№90, ორშაბათი, 5 აპრილი, 2004 წელი

საქართველოს პარლამენტის საითზე ძებნის შედეგები >>>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.