ბ.გუგუშვილი (22.12.2011): 1991 წლის 22 დეკემბერთან დაკავშირებით

მეგობრებო

ოცი წლის წინ, აქ გაიმართა რუსეთ-საქართველოს 1987-1993 წწ. ომის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ბრძოლა. ამ ადგილას 1991 წლის დეკემბერ-იანვარში ქართველმა ერმა ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა და ამ მოძრაობის მიერ შექმნილი ეროვნული ხელისუფლების მეთაურობით თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწია რუსული საბჭოთა იმპერიის შეიარაღებულ აგენტურას, კრიმინალიტეტს და მის უკან მდგომ საბჭოთა არმიას.

სამთავრობო შენობების გმირულ შეიარაღებულ დაცვას იანვარშივე მხარი აუბა მასსობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობამ. ასობით ათასი შეუიარაღებელი, მშვიდობიანი ადამიანი სისტემატური დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად 70 წლის განმავლობაში პირველად მასსობრივად აღსდგა ერის, სამშობლოს, მისი ნება-სურვილით არჩეული ხელისუფლების დასაცავად — საკუთარი სინდისისა და ნამუსის დასაცავად.

1991 წლის 24 დეკემბრიდან (როდესაც მასობრივი შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო) 1992 წლის 2 თებერვლამდე ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის, მისი ხელისუფლების მიერ გამართულმა გმირულმა შებრძოლებამ იდეურად და პოლიტიკურად დაამარცხა და მოსპო კრემლისა და დასავლეთის მიერ შექმნილი პუტჩისტური ხროვა, რომელიც ამის შემდეგ სულ მალე მსოფლიო გლობალისტურმა და იმპერიულმა ძალებმა თითონ გადააგდეს ისტორიის სანაგვეზე.

სწორედ ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა და მისი ეროვნული ხელისუფლების 1991-1992 წლების მიჯნაზე გაწეულმა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ და ეროვნული გმირების დაღვრილმა წმინდა სისხლმა მოამზადა და გარდუვალი გახადა 1993 წლის შუახანებში საქართველოში კანონიერი ეროვნული ხელისუფლების აღდგენის პროცესის დაწყება და წარმატებული განვითარება — რომლის გლობალისტური, იმპერიული ძალებით შეჩერება ვაშინგტონის ადმინისტრაციის მითითების საფუძველზე რუსეთის მიერ პირდაპირი და დაუფარავი აგრესიის შედეგად მოხერხდა

ფიზიკური დამარცხების მიუხედავად 1991-1993 წწ ეპოპეამ ქართველ ერს მოუტანა უდიდესი ზნეობრივი და სულიერი გამარჯვება რომელიც აგერ უკვე 20 წელია იმედით კვებავს ქართველ ერს და მოსვენებას არ აძლევს ხელისუფლების უზურპატორებს.

განხილულმა შებრძოლებამ გარკვეულწილად აღასრულა ქართველი ერის სულიერი მისსიაც და ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის თავგანწირული ლიდერის ზვიად გამსახურდიას პირადი მისსია, — აგრეთვე მისივე ანდერძი რომლის გახსენებისთვის დღეს საუკეთესო დროა.

აი რა იდუმალი სიტყვა გაგვანდო და რა დაგვიტოვა ანდერძად სულმნათმა ზვიად გამსახურდიამ:

  • «ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის დიდ გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი ეროვნული აღორძინების სახელით. აღორძინება კი განახლებისა და საკუთარი ჭეშმარიტი მეობისაკენ დაბრუნებას ნიშნავს, რაც მხოლოდ ღვთის შეწევნითა და თითეული ჩვენგანის თავდაუზოგავი საქმიანობით შეიძლება მივაღწიოთ მას.
  • ქართველი ერის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციული ღირებულებანი  ეს არის ჩვენი წარსული, ეს არის ჩვენი სიამაყე. თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხი, რელიგიური მსოფლმხედველობისა და ეროვნული ცნობიერების აღორძინების საზოგადოება — ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი ბრძოლის შედეგი.
  • - საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;
  • - ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;
  • - საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;
  • - სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;
  • - დღევანდელი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპორველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;
  • - ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;
  • - სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;
  • ქალბატონებო და ბატონებო.
  • - ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
  • - ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის – ეს არის   მოწამოებრივი გზა, ქრისტემიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.
  • - ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი  საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის.
  • - ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის – ეს ეროვნული ხელისუფლების ვალია იყოს ღირსი უდიდესი მისსიის – შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.
  • დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან.
  • დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა.
  • გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
  • ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!»

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვები, ეს ანდერძი — რომელიც ამ ღირსშესანიშნავ დღეს კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ და კვლავაც მრავალჯერ უნდა გავაჟეროთ — უნდა გახდეს ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ხელახალი აღორძინებისა და აზვირთების იდეური საძირკველი და მასაზრდოებელი წყარო.

დიდება 1991-1993 წლების შეუპოვარ, თავგანწირულ შებრძოლებას, დიდება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მამულიშვილებს!

საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის პრეზიდიუმი;
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი,
„მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ მუდმივი წევრი,
„სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის წევრი
ბესარიონ გუგუშვილი

2011 დეკემბერი

წაკითხული იქნა 2011 წლის 22 დეკემბერს თბილისში, თავრობის სასახლის წინ „მრგვალი მაგიდის“ ორგანიზაციების ბრიფინგზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.