კოკოს კომისიის გარეწრობა №1: „რამდენადმე“ და „ოდნავ“


იხ. მთლიანად წიგნი
„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას
გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დოკუმენტების კრიტიკა და მხილება“:
http://www.box.com/shared/c06dz1ytjs
http://www.scribd.com/fullscreen/74085627?access_key=key-27c7rq1rfusut1h3qy2h

კოკო გამსახურდიას ანუ „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის“ მთელი „მოღვაწეობა“ ერთიანი დიდი და ხანგრძლივი ფალსიფიკატორული კამპანია იყო.

ფალსიფიკატორული და გამყალბებელი საქმიანობა ბეჭდად ასვია კომისიის ყველა დოკუმენტსა და ასახული იყო კომისიის წევრების აღვირახსნილ მას მედიურ კამპანიაშიც.

ქვემოთ განვიხილავთ კომისიის მიერ ბოროტი და კრიმინალური განზრახვით როსტოვის ექსპერტიზის დოკუმენტის ფალსიფიცირების ერთ დამახასიათებელ ფაქტს:

  1. „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, კონსტანტინე გამსახურდიას მეორე შუალედური მოხსენება“, თავი 1:
    „ნატყვიარი არხის მიმართულებაა: მარჯვნიდან მარცხნისაკენ, რამდენადმე ზევიდან ქვევით და რამდენადმე წინიდან უკან;“
  2. „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნითი დოკუმენტი“, „ამონარიდი ქალაქ როსტოვში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან“, ნაწილი 3:
    „ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან, რაზედაც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები. “
  3. „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნითი დოკუმენტი“, „მოცემულობის ანალიზი“:
    „ქალაქ როსტოვში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე ნათქვამია: “ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან, რაზედაც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები”. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინის” (მისი წონა დამუხტულ მდგომარეობაში 1420 გრამია ) ხელში დაჭერა თვითმკვლელობის მიზნით, ლულით 100-200 მმ მანძილზე და ისე, რომ ტყვის მიმართულება იყოს მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან – ფიზიკურად შეუძლებელია. “
  4. იქვე:
    „საწოლის საზურგეზე არსებული დაზიანება გაურკვეველი წარმომავლობისაა, რადგან არ ჩატარებულა მეტალიზაციაზე შემოწმება. თუ დავუშვებთ (ზოგიერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე) იმ მოსაზრებას, რომ დაზიანება საწოლის დაფაზე გამოიწვია თავის ქალიდან, გასროლის შემდეგ გამომავალმა ტყვიამ, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი გვამის მდებარეობისა და ტყვიის მიმართულებასთან დაკავშირებით. რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი უნდა წოლილიყო საწოლის ნაპირზე მოუხერხებელ მდგომარეობაში , როცა გასროლა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან, თვითმკვლელობის შემთხვევაში შეუძლებელია.
  5. დავუშვათ, რომ მოწმეები, რომლებიც საუბრობენ საწოლის თავის დაფაზე დარჩენილ დაზიანებაზე, სიმართლეს ამბობენ. პროკურატურაც, რომელმაც მტკიცებულების სახით ამოიღო ხსენებული დაფა, ასევე ვარაუდობს ნატყვიარის კვალს , ლოგიკურად, ისმის კითხვა, თუ ზვიად გამსახურდიამ თვითმკვლელობა განახორციელა მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, მაშინ, რა ტრაექტორიით წავიდა ტყვია, რომ საწოლის დაფა დაზიანებულია მარცხნიდან მარჯვნივ, ანუ დაზიანება საპირისპირო მიმართულებითაა გადახრილი და ეს მაშინ, როდესაც ქალაქ როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ზუსტად არის აღწერილი შემავალი და გამომავალი ტყვიის ტრაექტორია მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე წინიდან უკან, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ.“
  6. „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნითი დოკუმენტი“, „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა და საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოთხოვილი №7494802 სისხლის სამართლის საქმის მასალების შემაჯამებელი დასკვნები და შეფასებები“:
    „ქ.როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ასევე ნათქვამია: “ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან, რაზედაც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები”. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ავტომატური პისტოლეტის “სტეჩკინის” (რომლის წონა დამუხტულ მდგომარეობაში 1420 გრამია ) ხელში დაჭერა თვითმკვლელობის მიზნით, ლულით 100–200 მილიმეტრის მანძილზე და ისე, რომ ტყვის მიმართულება იყოს მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან, ფიზიკურად შეუძლებელია.“
  7. იქვე:
    „თუ დავუშვებთ, ზოგიერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე იმ მოსაზრებას, რომ დაზიანება საწოლის დაფაზე წარმოქმნილია თავის ქალიდან გასროლის შემდეგ გამომავალი ტყვიის მიერ, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, გვამის მდებარეობისა და ტყვიის მიმართულებასთან დაკავშირებით. რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი უნდა წოლილიყო საწოლის ნაპირზე მოუხერხებელ მდგომარეობაში, რა დროსაც გასროლის წარმოება მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან თვითმკვლელობის შემთხვევაში შეუძლებელია.“

როგორც ამონარიდებებიდან ჩანს ვითომც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ფრაზას „რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან“ კომისია სულ მცირე შვიდ შემთხვევაში იყენებს და ამითი შეცდომაში შეჰყავს, ამაიმუნებს მისი დასკვნის მკითხველს (მათ შორის გაამაიმუნა საქართველოს „პარლამენტი“ მთლიანად).

ეხლა კი ვნახოთ რა წერია როსტოვის ექსპერტიზის რუსული დედანის კოკოს კომისიის მიერ შესრულებულ ქართულ თარგმანში რომელიც მოთავსებულია კომისიის დასკვნითი დოკუმენტის სულ ბოლოში, დანართებში:

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მე-16 სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზების სახელმწიფო ცენტრის ექსპერტთა კომისიის დასკვნაში“, ქვეთავში „3.9. შედარებითი საიდენტიფიკაციო გამოკვლევა“წერია:

ბ) ნატყვიარ არხს აქვს მიმართულება: მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზემოდან ქვევით და ოდნავ წინიდან უკან , რასაც მოწმობს შემავალი და გამომავალი ხვრელების ურთიერთგანლაგება.

ბავშვიც კი მიხვდება, რომ კომისიას „ოდნავ ზემოდან ქვევით და ოდნავ წინიდან უკან“-ის გადაკეთება „რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენამდე წინიდან უკან“-ად დასჭირდა იმისთვის, რათა „დაესაბუთებინა“, რომ თვითმკვლელობისას ასეთი ტრაექტორიით გასროლა „ფიზიკურად შეუძლებელია“ და ამითი ძალიძალაზე დაემტკიცებინა სააკაშვილის მიერ დაკვეთილი მკვლელობის ვერსია!

აქვე გაწვდით ზემორე საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ „საბოლოო დასკვნას“ დართული მნიშვნელოვანი და არსებითი ვიზუალური მასალის აშკარა ფალსიფიკაციის მაგალითს, რომელიც ვითომ ასახავს ზ.გამსახურდიასთვის მარჯვენა საფეთქელში ნასროლი ტყვიის ტრაექტორიას და აქვე შესადარებლად როსტოვის ექსპერტთა დასკვნის მასალებს:

ტყვიის ტრაექტორიის კომისიის მიერი ფალსიფიცირებული სურათი, რომელზეც ტყვიის შემავალი ხვრელი რამდენიმე სანტიმეტრით მაღლაა ნაჩვენები (საფეთქელზე ბევრად მაღლაა), ანუ ტრაექტორია სპეციალურად და ბოროტი განზრახვით წარმოჩენილია ზედმეტად დახრილი ზემოდან ქვემოთ იმის საილუსტრაციოდ, რომ: „ტყვიის მოძრაობის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ“, რაც კომისიის დასკვნით „ფიზიკურად შეუძლებელია“.

როსტოვის დასკვნაში დოკუმენტირებული ზ.გამსახურდიას თავის ქალა. კარგად ჩანს ტყვიის შემავალი (მარჯვენა საფეთქელში წარბის გასწვრივ) და გამომავალი ხვრელების ადგილას დამსხვრეული ძვლები.

ტყვიის შემავალი №1 და გამომავალი №2 ხვრელები როსტოვის დასკვნის შესაბამისად —მიმართულება:
ოდნავ ზევიდან ქვევით“ — სურათები, რომლებიც ამხელენ კომისიას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.