დაუძლეველი წინაღობა: ზ.გამსახურდიას ოჯახის ბოროტი განზრახვები
11/11/2011 Leave a comment
რამდენჯერაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შესწავლასა თუ გამოძიებაზე (რაც წესით და სინდის-ნამუსის არსებობისას არ უნდა მომხდარიყო) მიდგა საქმე — იმდენჯერ, და ეს იძულებულნი იყვნენ ყოველი ასეთი ქმედების ფინალში ხაზგასმით აღენიშნათ — შესწავლას-გამოძიებას დაუძლეველი წინაღობის სახით მოევლინა ის, რომ გამსახურდიას ოჯახისა და პირველ რიგში ქვრივის, მანანა არჩვაძის ბოროტი განზრახვის გამო (რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ზვიადის შვილები) ზ.გამსახურდიას ცხედარს არ ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა!
პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას გროზნიში გადასვენებამდე მ.არჩვაძე თავის განცხადებებში ცბიერად და ფლიდათ — ცალსახად და მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ახმოვანებდა — რათა თავიდან აეცილებინა და არ გამოეწვია გამსახურდიას მომხრეების, თანამებრძოლების, კანონიერი ხელისუფლებისა და სიკვდილის მოწმეების მხრივ სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზისა და ობიექტური საერთაშორისო გამოძიების ჩატარების კატეგორიული, გამწვავებული და ცხარე მოთხოვნები[1].
მაგრამ, რაც უფრო ახლოვდებოდა გროზნოში ზ.გამსახურდიას დასაფლავების დღე, როდესაც უკვე დაიწყო პანაშვიდები, როდესაც დაკრძალვის პროცესი მსოფლიო მას მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ამიტომ გამოირიცხა ცერემონიების ჩაშლა და სკანდალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე — მ.არჩვაძემ დაიწყო მკვლელობასა და მკვლელებზე აღმავალი წიოკი[2]. ამასთან მკვლელობას შევარდნაძის რეჟიმს კი არ აბრალებდა — არამედ ცილისმწამებლური შეტევა მიიტანა გამსახურდიას უერთგულეს ადამიანებზე — სიკვდილის თვითმხილველ მოწმეებსა და პირველ რიგში ბ.გუგუშვილზე[3]. მაშინ, გლოვის იმ დღეებში არავინ დაიჯერებდა, რომ ბ.გუგუშვილისთვის გამსახურდიას წინაამდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის დაბრალება მ.არჩვაძეს სჭირდებოდა მისთვის თანამდებობის წართმევისა და საკუთარი თავის გა-პრემიერ-მინისტრების მიზნით, ზოგადად ეროვნული მოძრაობის მოსპობა-განადგურებისთვის — რაც მან საბოლოოდ შესანიშნავად განახორციელა.
ზოგადად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩაუტარებლობაში და ამით დოკუმენტური მასალისა და ფაქტების ანუ სიმართლის სამუდამო მიჩქმალვაში ბრალი დიდი ზომით მიუძღვით უზენაესი საბჭოსა და მთავრობის მხდალ, ცვედან წევრებს, რომლებსაც არ ეყოთ ვაჟკაცობა და გულადობა აღეკვეთათ და აელაგმათ ქვრივის ბოროტი განზრახვით თავნებობა – რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი მოწმეების კატეგორიულ მოთხოვნას დაუყონებლივ, დაკრძალვამდე ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზა გროზნიში — დუდაევის სანდო ექსპერტებისა და შემოთავაზებული ლიტველი ექსპერტების მონაწილეობით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების კატეგორიულმა აკრძალვამ ოჯახის ბოროტი განზრახვის გამო გამოიწვია:
- ის, რომ გადასვენების პროცესი გაჭიანურდა თითქმის თვენახევარი — რომლის განმავლობაში ცხედარმა ლპობა და ხრწნა დაიწყო, მას მატლები შეესია, კანი ობის სქელმა ფენამ დაფარა და ამდენად გართულდა დაზიანებების არსებობა-არარსებობის მტკიცე და ობიექტური დადგენა ვიზუალური ხერხებით (რამდენადაც მხოლოდ ეს იქნა დაშვებული ოჯახის მიერ);
- გადასვენების პირობებზე კამათისა და ვაჭრობის თვე-ნახევრამდე გაწელილ პერიოდში, შევარდნაძის რეჟიმი დაჟინებით მოითხოვდა უკვე მიწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას, ხოლო ოჯახი ისტერიულად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამას [4]. ამით შეუძლებელი გახდა
- სიკვდილის მოწმეების მონაწილეობა საგამომძიებლო ქმედებებში,
- ვერ განხორციელდა „ცხელ კვალზე“ ჩასატარებელი ყოვლად აუცილებელი საგამომძიებლო ქმედებები,
- ვერ იქნა მოძიებული და ვერ შეგროვდა ყოვლად აუცილებელი ნივთმტიკებულებები,
- ვერ დაფიქსირდა თვითმხილველთა და სხვა მოწმეების ახლო მეხსიერებაში აღბეჭდილი და ამითი მეტად სანდო ჩვენებები.
ზ.გამსახურდიას გროზნიში გადასვენების პერიოდში, მისი თანამებრძოლებისა და თანამებრძოლების მხრივ, მით უმეტეს სიკვდილის მოწმეების მხრივ მომხდარი ტრაგედიისა და გლოვის ფონზე — შეუძლებელი იყო ქვრივის ქმედებებში ბოროტი განზრახვის მხილება, ამს არავინ დაიჯერებდა.
თუმცა შევარდნაძის რეჟიმის წევრების მხრივ ქვრივის მხრივ ასეთი ბოროტი განზრახვა მაშინათვე იქნა მხილებული:
გაზეთმა „გარდიანმა“ იმ დღეებში გამოაქვეყნა შევარდნაძის რეჟიმის ა.იოსელიანის ინტერვიუ სადაც იგი ამხელს მ.არჩვაძეს — „მანანამ არ მოგვცა ნება ჩაგვეტარებინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა ორიოდ წლის შემდეგ საშუალება ჰქონდეს განაცხადოს, რომ გამსახურდია მოკლულია“ — ამ დროს მ.არჩვაძე სიკვდილის მიზეზად ჯერ კიდევ თვითმკვლელობას აცხადება[5].
მას შემდეგ, რაც მ.არჩვაძემ შორსგამიზნული ბოროტი გეგმებით აუმხედრა ბ.გუგუშვილს არჩვაძის მორჩილი ან გასულელებულ-მოტყუებული უზენაესი საბჭოს დეპუტატები და მოახდინა შინაგანი პუტჩი დაითხოვა ბ.გუგუშვილი პრემიერ მინისტრობიდან — მან მიივიწყა, რომ „მკვლელი გუგუშვილია“ და შეტევა გადაიტანა ვიცე პრემიერ გ.აბსანძეზე — მას დასწამა ზ.გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება[6].
მას შემდეგ რაც ბოროტი განზრახვით მ.არჩვაძის მეთაურობით ოჯახმა გროზნიში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებია არ დაუშვა — იგივე ხრიკი გაიმეორა და კიდევ ერთხელ ჩაიდინა ბოროტება ზ.გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან თბილისში გადასვენებისასაც. იმის მიუხედავად, რომ ამჯერად სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვდნენ სიკვდილის თვითმხილველებიც, გადასვენების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ე.ხერხეულიძეც და ასე განსაჯეთ აქ განხილული კომისიის მომავალი თავმჯდომარე კ.ზ.გამსახურდიაც[7].
ამრიგად, მოვლენების განვითარებამ ამ დროისთვის დაადასტურა, რომ 1994 წელს გროზნოში დასაფლავებისასაც და თბილისში გადმოსვენებისას ზ.გამსახურდიას ოჯახმა არ დაუშვა ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა იმ ბოროტი მიზნით, რათა ჰქონდეს ზუსტი და სანდო ინფორმაციის არ-არსებობის ვითარების ანგარებითი, გამორჩენითი გამოყენებისა და ამით გამუდმებული სპეკულაციების საშუალება.
[1] Ex-georgian President A Suicide. „Chicago Tribune“, January 05, 1994. Zviad Gamsakhurdia, the ousted Georgian president who has been leading a rebellion, killed himself after being surrounded by pro-government forces, Russian news agencies quoted his wife as saying Wednesday.
[2] „ეს პატარები მოუკვდეს მკვლელს“ წიოკობდა პანაშვიდზე გაალქაჯებული მ.არჩვაძე ბოროტი ქოროსის ექოს თანხლებით — მიუთითებდა რა პანაშვიდზე დამსწრებ და სანთლებით ხელში მდგომ ბ.გუგუშვილის მცირე ასაკოვან შვილებზე.
[3] Radio Free Europe / Radio Liberty, 20 April 2001, Volume 4, Number 15, FORMER GEORGIAN PRESIDENT’S SUICIDE AGAIN CALLED INTO QUESTION: As predicted, Archvadze-Gamsakhurdia did subsequently claim that, rather than commit suicide, her husband had been murdered. In August 1994 Interfax quoted her as saying that he was killed on orders from his former premier, Bessarion Gugushvili.
[4] იხილეთ გადასვენების კომისიის მუშაობის ვიდეო დოკუმენტები თბილისსა და გროზნიში, რომლებშიც ცალსახად ჩანს, რომ შევარდნაძის რეჟიმი დაჟინებით ითხოვდა სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის ჩატარებას, ხოლო ჩეჩნეთის მხარე და დუდაევის მიერ მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები (ლიტვიდან და ინგუშეთიდან) უარყოფენ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის აუცილებლობას იმ მოტივით, რომ ოჯახი სრულად იზიარებს თვითმკვლელობის ვერსიას და ოჯახია თვითმკვლელობის ვერსიის გარანტი, იხ. ვიდეო:
z_gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_groznishi.wmv
z_gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisshi.wmv
z-jandarbievi_z-gamsaxurdias_tvitmkvlelobaze.wmv
[5] Radio Free Europe / Radio Liberty, 20 April 2001, Volume 4, Number 15: “The Guardian” quoted then Georgian Deputy Security Minister Avtandil Ioseliani as saying… “Manana refused to let us perform an autopsy so that in two years time she can say he was murdered and hold it against the Georgian state,” Ioseliani added.
[6] Radio Free Europe / Radio Liberty, 27 March 1998, WHO KILLED ZVIAD GAMSAKHURDIA? Manana Archvadze-Gamsakhurdia, widow of the former Georgian president, has accused former Georgian Finance Minister Guram Absandze of instigating her husband’s murder.
[7] იხილეთ ვიდეო დოკუმენტი:
/Video/mocmeebi_itkhoven_expertizas.wmv
კომენტარები