მათე ციხესაშვილი: ევროპიდან დანახული საქართველო


„საერთო გაზეთი“, გვ. 18, №42 (171), 26.10-02.11, 2011 წ.

20 წელია რაც საქართველო დავტოვე და ემიგრაციაში ვიმყოფები. განცდა ძლიერია; როცა მოსწყდები იმ ადგილს, სადაც დაიბადე, გაიზარდე, გაატარე ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა, ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები. ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი. ყველა გაჭირვება, რაც თავს გადახდა ქართველ ხალხს ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თითქმის ჩემს თვალწინ გაიარა. სამხედრო ხუნტის მიერ მოწყობილი სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ დამიშურებია ძალა და ენერგია, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ჯერ ერთი, კანონიერების აღდგენაში, მეორეც, დავხმარებოდი თავიანთი მიწაწყლიდან უსამართლოდ დევნილებს…

გარედან როცა უყურებ და აძლევ შეფასებას საქართველოში მიმდინარე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებს, ისმის ძალიან ბევრი კითხვა და ეს კითხვები ითხოვს პასუხის გაცემას — ნუთუ ამის გამო იქნა გაღებული ამდენი მსხვერპლი, ამის გამო დაიხარჯა ამდენი ენერგია?! 20 წლის გადასახედიდან მინდა მივცე შეფასება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკურ მოვლენებს. არ მსურს ჩემი შეფასება მიიღოთ, როგორც პროგნოზი, რადგან ახლა არ ვაპირებ არავითარი პროგნოზის გაკეთებას (სიტყვა ბერძნულია და მომავლის ცოდნას ნიშნავს), მაგრამ მინდა ანალიზი გავუკეთო იმ საზოგადოებრივ აზრს, რომელშიც ჩადებულია ერთი მიზანი — რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან.

მკითხველს შევახსენებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის სიტყვებს, როცა თეთრ სახლში სამუშაოდ მიდიოდა, მან ბრძანა: „აქ იქნება მხოლოდ ერთი სამუშაო დეპარტამენტი და ეს იქნება საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი დეპარტამენტიო“. საქართველო, რომელიც არსებობს დღეს, რეალურად, პოლიტიკური, ტერიტორიული, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, შეიძლება დაიყოს 3 კატეგორიად: 1. საქართველო, ნამდვილად, რეალურად არსებული, რომელიც აცნობიერებს, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პრობლემებს და ეს საქართველო, ასე ვთქვათ, დგას 3 საფეხურზე: ხალხი, რომელთაც სწამთ თავიანთი ძალის, ხალხი, რომელთაც სწამთ თავიანთი რელიგიის, აქვთ რწმენა თავიანთი უფლებებისა და სიმართლის შესახებ და ხალხი, რომელიც ამბობს — საქართველო არ დგას კანონზე, რომელიც უნდა იყოს მისაღები ყველასთვის.

სამხედრო ხუნტის მიერ კანონიერი მთავრობისა და უზენაესი საბჭოს დამხობით რაც მიიღო საქართველომ, შედეგი სახეზეა და დღეს დადგა ის დრო, როცა ქართველი კაცი თავის თავს უკვე უსვამს კითხვას: ვინ უშველის საქართველოს?! ვინ გადაარჩენს?! ვინ მისცემს ქვეყანას სახელმწიფოებრიობის ურყევ საფუძველს — სამართლიანობას?!

რეალურ საქართველოს ესმის, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი განვითარების გზა, თავისი წარსული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ისტორია“ აღიარებს ერთადერთსწორ პოლიტიკას, რომელსაც ეწოდება საკუთარი სიმართლის დაცვა. ინგლისელები ამბობენ: თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა. ჩვენ ყველანი ვხვდებით და ვაცნობიერებთ რაზეა ლაპარაკი.

საქართველოში არის დღევანდელი, არსებული სახელმწიფო მოდელის კრიზისი, რომელიც არ დგას კანონზე და ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხისგება ისტორიის წინაშე, რადგან პოლიტიკაში მადლიერებაზე და მაღალ მატერიებზე ვერ ილაპარაკებ. პოლიტიკაში თუ მოხვედი სწორი მისიით, უნდა ეცადო, ასევე წახვიდე სწორი მისიით.

ჰერაკლე ამბობდა: რისთვის ვიცოცხლო? ათენისთვის მე უკვე მკვდარი ვარ, რაც შემეძლო მიმეცა სახელმწიფოსთვის, უკვე მივეცი…

ცოცხალი ჰერაკლე იმისთვის, რაც გააკეთა, აღიარებას არ ელის…

დოსტოევსკის აზრით, სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს. ფორმულაც კი მოიგონა: სიყვარულს მიუმატე მზე, მიიღებ ცხოვრებასო…

საქართველო, რომელიც თავის თავში აქვს წარმოდგენილი და ჩაკეტილი სააკაშვილს და აცხადებს: რასაც მინდა, იმას ვაკეთებო — საქართველომ არ იცის, საითკენ მიდის და ეს საქართველო, სხვათა შორის, ძალიან განსხვავდება რეალური საქართველოსაგან. რამდენის უფლებასაც სააკაშვილი თავის თავს აძლევს, ამდენის უფლება საქართველოს ისტორიაში დავით და თამარ ბაგრატიონებსაც არ მიუციათ თავიანთი თავისთვის. ამიტომაა, რომ საქართველოში საზოგადოებას ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა აქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მთავრობის მიერ ყურადღების გადატანა საერთაშორისო კანტორებზე, ევროპაზე, ან, თუნდაც, ამერიკაზე ქართველი ადამიანის მენტალიტეტისთვის მიუღებელია. მეორეც, დღეს მსოფლიო მივიდა იმ ზღვრამდე, რომ პასუხისმგებელი არავინაა — ევროპაში ევროპელები ერთმანეთთან საუბრისას ამბობენ — ევროკავშირი, ეს არის ცხოვრების დონე, ევროსაბჭო — ხარისხი ცხოვრებისა. ე. ი. გამოდის, რომ ეკონომიკური ინტერესები არის გადასული პოლიტიკურში. ევროკავშირში დემოკრატია, უფლებები და თავისუფლება უმაღლესი კანონია ევროსაბჭოში. ევროკავშირი ეს არის სუპერსახელმწიფო, რომლის ლოზუნგია — ჩვენი წლიური ბიუჯეტი იმ დონეზე, რომელიც ნაწილდება 9 საათში — ევროპელებს აქვთ ასეთი მენტალიტეტი: მუშაობენ დილის 8 საათიდან დღის 4 საათამდე, ანუ დღე-ღამეში 9 საათი. ისინი გამოდიან თავიანთი ყოველდღიური სამუშაო დროის ექვივალენტიდან, ანგარიშობენ სუფთა შემოსავალს, გადასახადებისა და ბანკის სესხების გარეშე, ხოლო რაც დარჩებათ, სუფთა მოგებად იმას მიიჩნევენ.

ევროსაბჭო არის ის, სადაც ყალიბდება სუპერიდეა. ევროკავშირი და ევროსაბჭო არის პროდუქტი ერთი იდეის, ერთი ძალის საერთო დაცვა. ორივე ორგანიზაცია არის გლობალური პარტნიორი ამერიკის პოლიტიკისა უშიშროების სფეროში და არა, როგორც რეგიონალური საერთო ბაზარი.

დღეს ამერიკა მიაჩნიათ ყოვლისშემძლე სახელმწიფოდ, თითქოსდა ის მართავს მსოფლიოს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ტრუმენი გაჰყვიროდა: ამერიკას შეჰყურებენ, როგორც ძლიერ და ყოვლისშემძლე სახელმწიფოს! ამერიკელი პოლიტოლოგები კი ამტკიცებენ: დედამიწაზე ამერიკელები ამყარებენ წესრიგს, ამერიკა რომ არა, მსოფლიო დაიღუპებოდაო და ა.შ.

ცნობისთვის: სამხედრო პოტენციალის მიხედვით, მსოფლიოში ამერიკა დგას პირველ ადგილზე, რუსეთი მე-6 ადგილზე. ამერიკის ბიუჯეტის 81 პროცენტი შეიარაღებაზე იხარჯება, ჩინეთისა — 45%, იაპონიის — 37%, ინგლისის — 32%, რუსეთისა —27%…

პაკისტანელების აზრით, მსოფლიოს მართავს 3 ასო: ალაჰიღმერთი, არმია და ამერიკა. 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკაც მიხვდა, რომ მსოფლიოს აღარ სურს მის მიერ მსოფლიო ჰეგემონის როლის თამაში. ისტორიაში არის ელინიზმი — შეხვედრა დასავლეთის და აღმოსავლეთისა. ახალი შუქი — ამერიკა, ეს აღმოსავლეთის მატერიკაა — SIDALI, DUNDALI, ძველი შუქი — ევრაზია, მთავარი გეოპოლიტიკური პრიზი ამერიკისთვის ევრაზია.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი კენედი ამბობდა: თქვენ გჯერათ, რომ მომავალი მსოფლიო ამერიკისაა, მაგრამ თქვენ ცდებით, მსოფლიო იქნება ყველასი, თუ არადა, საერთოდ არ იქნება.

საქართველო, რომელზეც ვითომდა ოცნებობენ ე. წ. ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც არ იციან, საიდან დაიწყონ, რა გააკეთონ და ერთმანეთს უღრენენ, როგორც დამშეული ძაღლები, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ ერკვევიან პოლიტიკაში და მუდმივად პოლიტიკით ფულის შოვნაზე ფიქრობენ.

დღეს ოპოზიციას არ აქვს იდეა. ხოლო იდეის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევ. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს შვილი — პავლე ეუბნებოდა: ევროპას რევოლუციების ტალღა რომ მოედო საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, რომ მომცე ერთი ან ორი დივიზია, ჩავიდოდი ევროპაში და წესრიგს დავამყარებდიო. ეკატერინემ უპასუხა: იდეას არ შეიძლება იარაღით შეებრძოლოო.

ხალხმა უკვე ნდობა დაკარგა ოპოზიციის ლიდერებისა, შეუძლებელია, რაიმეს მიაღწიო პოლიტიკაში, თუ ერთხელ ჩაიჭერი, ან დაუშვი შეცდომა ხალხი არ გაპატიებს, ნდობა აღარ არსებობს ოპოზიციასა და ხალხს შორის, რადგან შედეგს იძლევა მოქმედება და სწორად დადგენილი სტრატეგია…

განსხვავდება ეს იმ საქართველოსაგან, რომელიც აქვს წარმოდგენილი სააკაშვილს? დიახ და ასევე განსხვავდება ეს წარმოდგენები რეალური საქართველოსაგანაც. დღეს ქვეყანაში იდეა არ არის! არის მოთხოვნა — გადადექი!

იჩქერია — იდეა, ტალიბი — იდეა, იდეას ვერ დაუპირისპირებ ვერაფერს, ახალი იდეის გარდა! საქართველოში უნდა იყოს იდეა კანონიერების აღდგენის, ვფიქრობ, – ეს არის მთავარი იდეა!

ისტორია იქმნება ერთხელ, შეცვლა მისი შეუძლებელია, ვერც შეებრძოლები. ჩვენ ვსვამთ კითხვას, ფიქრობენ კი ისინი საქართველოზე, რომელიც დღეს რეალურად არსებობს? მე ამას ვერ ვხედავ! ერთიც და მეორეც რეალური საქართველოსგან მოწყვეტილნი არიან.

კლასიკური გაგებით, არ არსებობს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია რეალურად მართოს საქართველო და ტრაგედიაც ეს არის! ტრაგიკულია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც იმეორებს ერთსა და იგივეს, და დგას, რომ იტყვიან, მკვდარ წერტილზე. ყველა უყურებს დროს, დღეს ის დრო აღარ არის, როცა საზოგადოება ცხოვრობდა დევიზით — დრო კიდევ გვაქვს…

როცა ღმერთმა დაითხოვა სამოთხიდან ადამი და ევა, აქედან იწყება დროის ათვლა, მანამდე დრო, როგორც ფილოსოფიის კატეგორია, არ არსებობდა. დრო ეს არის სამოთხიდან გამოძევება, ამდენად, დრო პასუხს აკავებს…

სტრასბურგი,
სპეციალურად „საერთო გაზეთისთვის“
სექტემბერი, 2011 წ.

წყარო:
http://www.box.net/shared/dn4xx57q7n8bsng1yihb

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.