მასალები 1994 წ. და მომდევნო წლებში ლეგიტიმური ხელისუფლების ეროზიის მცდელობების მხილებისთვის
08/10/2011 Leave a comment
- საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კანონები.
- ზოგადი სისტემა და პროცედურა.
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემოღებისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს რეპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
- საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება ბ.პ.გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შესახებ
- 1994 წლის აპრილის შინაგანი პუტჩი და მის მიერ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების „მორგებისა“ და უგულველყოფის მცდელობები
- ზოგადი გარემოებანი
- არალეგიტიმური: კანონი „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – ’საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი‛ – მოქმედების შეჩერების შესახებ“
- არალეგიტიმური: დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ
- არალეგიტიმური: დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ
- არალეგიტიმური: დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ
- არჩვაძისეული „უზენაესი საბჭოს“ დროებითი თავმჯდომარის, შემდგომ გაგდებული ბ.ჩოლოყაშვილის უცნაური განმარტებანი
გადაიტვირთეთ:
http://www.box.net/shared/6asqrnb846z7i8z4r1tj
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კანონები
ზოგადი სისტემა და პროცედურა
საქართველოს კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და მოხსნის პროცედურა გულისხმობს ხელისუფლების ორი შტოს – არჩევითი აღმასრულებელი და არჩევითი საკანონმდებლო შტოების, ანუ – პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს ურთიერთშეთანხმებასა და თანამშრომლობას, რაც ჰარმონიულს ხდის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ინტერესებს.
ამასთანავე პრემიერ-მინისტრის, ანუ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საკვანძო ფიგურის, როგორც დანიშვნისას ასევე განთავისუფლებისას ინიციატივა ხელისუფლების აღმასრულებელი შტოსაგან ანუ პრეზიდენტისაგან გამომდინარეობს.
პრეზიდენტი:
- უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად
- უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრს
ხელისუფლების საკანონმდებლო შტო ანუ უზენაესი საბჭო პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ პრეზიდენტის ინიციატივებს ამტკიცებს ან ეთანხმება :
ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრის
თანხმობას აძლევს პრეზიდენტს გაათვისუფლოს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი
ამდენად – საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვერც დანიშვნა და ვერ განთავისუფლება ვერ განხორციელდება კანონიერად ხელისუფლების ორივე შტოს – პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთშეთანხმების გარეშე.
უზენაეს საბჭოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით და საკუთარი ინიციატივით კანონით უფლება აქვს:
- უნდობლობა გამოუცხადოს
- დასვას თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილების საკითხი
როგორც კანონიდან ჩანს უზენაესი საბჭო საკუთარი ინიციატივით და პრეზიდენტის გარეშე ვერც დანიშნავს და ვერც გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრს. როგორც უნდობლობის გამოცხადების, აგრეთვე – თანამდებობაზე დატოვების მიზანშეუწონობის შემთხვევაში – კანონის შესაბამისად პრემიერ-მინისტრი უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტმა.
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემოღებისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს რეპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო…“
„104 მუხლში:“
„18) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მის მიერ წარმოდგენილი საპროგრამო განცხადების განხილვის შემდეგ“
„22) თანხმობას აძლევს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე; მის შემადგენლობაში ცვლილებების, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების ან გადადგომის შესახებ…“
„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი…“
„121 \4 მუხლში:“
„ა) 6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და შეაქვს მის შემედგენლობაში ცვლილებები, უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს.“
„124 მუხლში:“
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინიციატივით საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თუ მისი ცალკეული წევრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი უნდა დაუჭიროს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორმა მესამედმა მაინც, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხს – უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა.“
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი
1991 წლის 26 აგვისტო
№ 376 -I ს
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
„თავი II
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შექმნა და შემადგენლობა
მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შექმნის წესი.
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ასეთივე წესით ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.“
„მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების ვადა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე.“
„თავი III
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებთან
მუხლი 9. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება…
საქართველოს უზენაეს საბჭოს უფლება აქვს კაბინეტის ცალკეულ წევრს მოსთხოვოს ანგარიში. მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასებისას შეიძლება დაისვას კაბინეტის წევრის დაკავებულ თანამდებობაზე დატივების მიზანშეწონილების საკითხი.“
„თავი VI
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუშაობის ორგანიზაცია“
„მუხლი 27. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი…“
„მუხლი 28. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები…“
„მუხლი 29 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები…“
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი
1991 წლის 26 აგვისტო
№ 377 -I ს
საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება ბ.პ.გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ბ.პ.გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ა.ასათიანი
თბილისი
1991 წლის 26 აგვისტო
№ 380 -I ს
1994 წლის აპრილის შინაგანი პუტჩი და მის მიერ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების „მორგებისა“ და უგულველყოფის მცდელობები.
ზოგადი გარემოებანი
1994 წლის აპრილში (მიღებული დოკუმენტების შესაბამისად 1 და 2 აპრილს) მანანა არჩვაძემ, კრემლისა და შევარდნაძის სპეცსამსახურების წაქეზებით დაიწყო საკუთარი თავის „გა-თამარ-დედოფლების“ ოპერაციები. პირველ რიგში მან გროზნიში ჩალალა უზენაესი საბჭოს დეპუტატთა მორჩილი მცირე ჯგუფი, რომელებიც მანანა არჩვაძის ზონდერბრიგადების მხრივ მუდმივი ტერორისა და დაშინების გარემოში აიძულეს მონაწილეობა მიეღოთ ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლებისა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის საწინააღმდეგო შინაგან პუტჩში.
მიაქციეთ ყურადღება:
- გროზნის 1994 წლის აპრილის შინაგან პუტჩში ჩათრეული უზენაესი დეპუტატების დიდი უმეტესობა, არჩვაძემ შემდგომ წლებში ლეგიტიმური ინსტიტუციების მოსპობის პროცესში ამა-თუ-იმ საბაბით გააძევებინა და საბოლოოდ „უზენაესი საბჭო“ საკუთარ ორიოდე ყურმოჭრილ მონამდე დაიყვანა.
მანანა არჩვაძის „გა-თამარ-დედოფლობის“ გზაზე შინაგანი პუტჩისტებისთვის მთავარი ხელშემშლელი პირი იყო ყველაზე მძიმე პერიოდში ზვიად გამსახურდიას მთავარი დასაყრდენი და თანამებრძოლი პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი – როგორც გამსახურდიას ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული სახელმწიფო მოხელე და პრეზიდენტის დაღუპვის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის ერთად-ერთი რეალური კანდიდატი ‒ რადგანაც ამ დროისთვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ზუგდიდში დაუსწრებლად დამტკიცებულმა მ.კიკინაძემ გადადგომის მტკიცე გადაწყვეტილება გაახმოვანა და პრემიერ მინისტრი ბ.გუგუშვილი სახელმწიფოს მეთაურის ერთად ერთ კანდიდატად ისახებოდა – ამიტომაც მთავარი შეტევა მის მიმართ იქნა მიმართული.
შინაგანი პუტჩისტებისთვის ანუ მანანისტური „ლეგიტიმურებისთვის“ ბ.გუგუშვილის დამხობის მთავარი წინააღმდეგობა თვით საქართველოს კონსტიტუცია და პრემიერ მინისტრის შესახებ კონსტიტუციის შესაბამისი კანონმდებლობა იყო, რომლის შესაბამისად და თანახმად პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნა, განთავისუფლება მხოლოდ ერთად-ერთ პირს – რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია – ამიტომ პუტჩისტებმა, მათი მოკლე ჭკუით იოლ და კარდინალურ გზას მიმართეს – შეცვალეს პრეზიდენტის შესახებ არსებული კანონმდებლობა – უვადოდ შეაჩერეს პრეზიდენტის შესახებ კანონი – იხილეთ!!!
არალეგიტიმური: კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – ’საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი‛ – მოქმედების შეჩერების შესახებ“
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკა ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ და ფაქტობრივად ანექსირებულია დსთ-სთან, რაც შეუძლებელს ხდის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოთხოვნების პრაქტიკულ განხორციელებას, კერძოდ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:
- შეჩერებულ იქნას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 13/1 თავის – „საქართვლოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“ ‒ მოქმედება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე;
- ეს კანონი ძალაღია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
გროზნო, 1994 წლის 2 აპრილი
მიაქციეთ ყურადღება:
- ძალზე არსებითია, რომ კონსტიტუციის 13/1 თავის „საქართველოს პრეზიდენტი“ მოქმედების შეჩერებით ‒ შინაგანმა პუტჩისტებმა ძირი გამოუთხარეს აგრეთვე მთლიანად ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს ‒ მინისტრთა კაბინეტის არსებობისა და უფლებამოსილების ჩათვლით ‒ რადგანაც საქართველოს რესპუბლიკის კანონის „საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“, თავი II მუხლი 8 შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების ვადისა და უფლებამოსილების განმსაზღვრელია საქართველოს პრეზიდენტის ვადა და უფლებამოსილება ანუ: „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით…“
- მაგრამ, მთავარი და ნიშანდობლივი აქ მაინც ისაა, რომ ადგილი ჰქონდა უმაღლეს ღალატს: ხალხის ნების დაუკითხავად (რეფერენდუმისა და პლებისციტის გარეშე) ‒ შეიცვალა საქართველოს სახელმწიფოს სისტემა, ტიპი ‒ საქართველო განუსაზღვრელი ვადით და განუსაზღვრელი, ძნელად დასადგენ გარემოებებთან დაკავშირებული პრინციპით (ანუ „დამოუკიდებლობისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე“) ‒ საპრეზიდენტო რესპუბლიკა შეიცვალა საპარლამენტო რესპუბლიკით!
- შინაგანი პუტჩის მიმდინარეობისას ე.წ. უზენაესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მომენტისთვის სახელმწიფოს არც ერთი ლიდერი, მეთაური და არც თვით უზენაესი საბჭოს მეთაურები ‒ არც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია (გარდაიცვლილი), არც პრემიერ-მინისტრი ბ.გუგუშვილი, არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მ.კიკნაძე და არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ.ბურჭულაძე.ასეთ პირობებში შინაგანი პუტჩისტები აუქმებენ სახელმწიფოს მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თანამდებობას და ამავდროულად პრემიერ მინისტრის „განთავისუფლებით“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას მთლიანად და სავსებით აღმასრულებელი შტოს გარეშე ტოვებენ.
- ნიშანდობლივია ისიც, რომ საპარლამენტო რესპუბლიკად განუსაზღვრელი ვადით საქართველოს სახელმწიფო სისტემის შეცვლას არ ახლდა სავსებით აუცილებელი და სავალდებულო ცვლილებები კონსტიტუციასა და გამომდინარე კანონმდებლობაში სახელმწიფოს მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე…
- ამ კანონის ტრაგიკული ჟღერადობის მიუხედავად, ისე რომ საქართველოში არსებითად არავითარი ცვლილებები არ მომხდარა ‒ 1997 წელს არჩვაძე და მისი პუტჩისტური „უზენაესი საბჭო“ მოსკოვიდან(!) ანუ საქართველოს ოკუპანტის დედაქალაქიდან საქართველოში ბრუნდებიან, მანანა არჩვაძეს „პრემიერ მინისტრად“ ირჩევენ კვლავ კონსტიტუციისა და გამომდინარე კანონმდებლობის სრული უგულველყოფის ვითარებაში და იწყებენ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ნარჩენების განადგურებას შევარდნაძის ხელისუფლების მძლავრი ხელშეწყობით.
არალეგიტიმური: დადგენილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 1994 წლის 31 მარტის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
- დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სურვილი და ბატონი მერაბ კიკნაძე გადარჩეულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან;
- დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი
მიაქციეთ ყურადღება:
- მ.კიკნაძის გადარჩევაზე ხელს აწერს ჯერ არ არჩეული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი“
არალეგიტიმური: დადგენილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება მოიხსნა (იგულისხმება მერაბ კიკნაძე ‒ რედ.), ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (იგულისხმება ნემო ბურჭულაძე) ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 114-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი;
- დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი
მიაქციეთ ყურადღება:
- შინაგანი პუტჩის მიმდინარეობისას ე.წ. უზენაესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მომენტისთვის სახელმწიფოს არც ერთი მეთაური და არც თვით უზენაესი საბჭოს მეთაურები ‒ არც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია (გარდაიცვლილი), არც პრემიერ-მინისტრი ბ.გუგუშვილი, არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მ.კიკნაძე და არც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ.ბურჭულაძე.
არალეგიტიმური: დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ
საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:
- განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბესარიონ გუგუშვილი;
- ეს დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე /ბ.ჩოლოყაშვილი/
გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი
მიაქციეთ ყურადღება:
- კანონის შესაბამისად – უზენაესი საბჭოს ინიციატივით პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი უნდა დაუჭიროს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორმა მესამედმა მაინც – რაც უხეშად იქნა დარღვეული შინაგანი პუტჩის დროს. ამავე დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ის საკვანძო სამართლებრივი ნორმა, რომ პრემიერ მინისტრის განთავისუფლება პრეზიდენტის პრეროგატივაა და პარლამენტს არ აქვს ამის არავითარი უფლება.
არჩვაძისეული „უზენაესი საბჭოს“ დროებითი თავმჯდომარის, შემდგომ გაგდებული ბ.ჩოლოყაშვილის უცნაური განმარტებანი
სავსებით უცნაურად და ბავშვურად ჟღერს არჩვაძისეული „უზენაესი საბჭოს“ დროებითი თავმჯდომარის პასუხი ლეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ბ.გუგუშვილისადმი – იხილეთ წერილის ფოტოასლი:
ბ.ჩოლოყაშვილის წერილიდან კარგად მოსჩანს, რომ ერთად-ერთი პრეტენზია არჩვაძისეულ „უზენაეს საბჭოს“ ბ.გუგუშვილისადმი თანამდებობიდან დასათხოვად ის ჰქონია, რომ გუგუშვილი „მეგობრული, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა“ და ამ უცხო ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრობა გუგუშვილის ძირითადი საქმიანობად „იქცა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მოითხოვს გამუდმებულ ძალისხმევას“…
მიაქციეთ ყურადღება:
- ეს პრეტენზია-ბრალდება გაისმის ისეთ ვითარებაში, როდესაც 1994 წლის 1 აპრილიდან 1997 წლამდე ანუ სამ წელზე მეტ ხანს არჩვაძის „ხელისუფლებას“ და მის „უზენაეს საბჭოს“ საერთოდ არ ჰყავდათ დანიშნული პრემიერ მინისტრი იმ ვითარებაში, პერიოდში, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მოითხოვს გამუდმებულ ძალისხმევას“. – ასეთია პუტჩისტური თვალთმაქცობა და ვირეშმაკობა!

კომენტარები