იოანეს გამოცხადებაში ხსენებული „მხეცის ნიშნის“ ანუ „სატანის ბეჭდის“ინჟინრულ-ათეისტური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ


ამ ბოლო ხანებში მიკროჩიპების ინჟინერიის განვითარებისა და მათი გამოყენების აფეთქებისმაგვარი გაფართოების ვითარებაში (მათ შორის პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში) ძალზე გახშირდა სპეკულაციები მათი „სატანის ბეჭდის“ ანუ „მხეცის ნიშნის“ სახით განხილვის ჭრილში.

უფრო ხშირად ეს ინჟინრულ-ათეისტური ინსუნუაციები სპეკულირებენ „გამოცხადების“ შემდეგი – კონტექსტიდან ამოგლეჯილი – ამონარიდებით:

9. მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით,

10. ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.

11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.”  („გამოცხადება“ თ.14)

15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი – მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

8. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი – ექვსას სამოცდაექვსი. („გამოცხადება“ თ.14)

ამ ამონარიდებით სპეკულირების მოყვარულჩები ჩქმალავენ იმას, რომ ამ ამონრიდს იოანეს „გამოცხადებიდან“ წინ უსწრებს ასეთი ფრიად საინტერესო და საკვანძო ცნობა-მინიშნება:

„1. და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა.“ („გამოცხადება“ თ.14)

ანუ „გამოცხადებაში“ ხსენებულ არსებათა (ადამიანების) ერთ ნაწილს შუბლზე „კრავისა“ და „მისი მამის“ სახელები აქვთ აღბეჭდილი — და მეორეებს კი — შუბლსა ან მარჯვენა ხელზე ექნებათ აღბეჭდილი „მხეცის სახელი“.

იმედია — არავინ იფიქრებს, რომ ხსენებულ უფლის რჩეულ „ას ორმოცდაოთხი ათასს“-აც შუბლში ჩიპი ექნებათ ჩასმული.

მეტიც:
„3. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.“(„გამოცხადება“ თ.14)

ანუ: „გამოცხადების“ მიხედვით იმ „ას ორმოცდაოთხი ათასს“ — რომელთაც შუბლზე „კრავისა“ და „მისი მამის“ სახელები ექნებათ აღბეჭდილი, ანუ — „გამოსყიდულებს“ — ისინი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭითაც იქნებიან დაჯილდოებულები და მხოლოდ მათ შეეძლებათ შეისწავლონ ხსენებული საოცარი მუსიკალური ნაწარმოები — საგალობელი.

უნდა ვიფიქროთ, რომ „გამოცხადება“ აღწერს ტოტალურ „დანიშვნას“ — ერთის მხრივ ღვთიურს და მეორე მხრივ სატანურს. — ხოლო ეს „დანიშვნა“ მიკროჩიპებით მოხდება, ნანოჩიპებით, ბიოჩიპებით თუ მონიშვნის რაიმე სხვა ჩვენთვის უცნობი ხერხით — ამას ჯერ ჩვენ ვერ გავიგებთ და ვერ ჩავწვდებით. — საფიქრებელია, რომ მონიშვნა საერთოდაც არ მოხდება ტექნიკური ანუ საინჟინრო ხერხით — იგი სულ სხვა, სასწაულებრივი, ზებუნებრივი ხერხებით მოხდება.

ფრიად მოკრძალებული აზრით — უფლის განზრახვათა მეცნიერულ-ტექნიკური, საინჟინრო, ბიოლოგიური, გენური და სხვა მიდგომათა და მეთოდთა გამოყენებით და მეშვეობით ახსნა სინამდვილეში ათეიზმის გადმონაშთი უფროა ვიდრე ღვთისმეტყველება. — ალბათ უფრო სასწაულებრივი, ზებუნებრივი (და ამდენად ჩვეულებრივი მოკვდავისადმი და მისი მეცნიერებისადმი ამოუცნობი) გამოვლინებების მხარე უნდა დავიკავოთ მორწმუნეებმა.

საფიქრებელია — იგივე ეხება სატანასაც — თუმცა ამ გარეწრის საინჟინრო გენია დიდად ცნობილია თუნდაც ატომური ენერგიით, კომპიუტერებითა და მობილური ტელეფონებით (რომლებსაც, ჩვენ, მორწმუნეები სულაც არ ვერიდებით და ძალზე ინტენსიურად ვეტრფით) — აპოკალიპტიკურ მოვლენებში ისიც ალბათ ძნელად ამოსაცნობ ზებუნებრივ ხერხებსა და მეთოდებს უფრო გამოიყენებს ვიდრე მეცნიერულ-ტექნიკურს… თუმცა: О, бездна богатства и премудрости и ведения Божия! Как непостижимы судьбы Его и неисследимы пути Его! (Рим.11:33) — ანუ Пути Господни неисповедимы, неисследимы…

განვაგრძოთ გამოცხადებისეული (შუბლზე) „ბეჭდვის“ შესწავლა:
„2. და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა:

3. ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.

4. და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან“ („გამოცხადება“ თ.17).

ანუ — ბეჭდვას, ადამიანების დანიშვნას, მარკირებას აწარმოებს ანგელოზი აღჭურვილი „ცოცხალი ღმერთის ბეჭედი“-თ. — ამავდროულად იმ ას ორმოცდაოთხი ათასმა (ისრაელის ძეთ — ანუ ებრაელებმა ანუ ქრისტეანებმა) ვინც ღირსები გახდებიან შუბლზე ბეჭედი დაესვათ — გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ…

ანგელოზის ხელთ უფრო მყოფი ვიდრე არსებული „ცოცხალი ღმერთის ბეჭედი“ — წარმოუდგენელია იყოს რაიმე ინჟინრული, მეცნიერულ-ტექნიკური ხერხით, მეთოდით შექმნილი „ქირურგიული პისტოლეტი“ ან „შპრიცი“ ან რაიმე სხვა ხელსაწყო.

„3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.

4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.“ („გამოცხადება“ თ.9)

ანუ — კალიებს შეუსევს ანგელოზი ქვეყანას — რომლებიც არ ერჩიან იმ ადამიანებს, რომლებსაც შუბლზე „ღვთის ბეჭედი“ — ანუ „საშვის“ მაგიერი ნიშანი ექნებათ.

ვისმეს ეს კალიები რომ ამ 2011 წლის ზაფხულში თბილისს შესეულ კალიებში არ შეეშალოს:

„7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.

8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.

9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად.

10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში – ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.

11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.“ („გამოცხადება“ თ.9)

ძალზე ხატოვნადაა „გამოცხადებაში“ აღწერილი „დიდი მეძავი“ და წარწერა (სატანის ბეჭედი) მის შუბლზე — ანუ წარმართული რომი:

„3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.

4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.

5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.“ („გამოცხადება“ თ.9).

ამ მსოფლიო მეძავსა და მეძავეობის სიმბოლოს აგრეთვე სატანის ბეჭედი, წარწერა აქვს შუბლზე: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა“ — გინა ნიუ-იორკი, ბერლინი, პარიზი, რომი ან ლონდონი თუ მოსკოვი…

„გამოცხადება“ განხილულ „ბეჭდების“ თვალსაზრისით უსასრულოდ პესიმისტურიც არ გახლავთ:

„1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.

2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.

3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.

4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.

5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.“ („გამოცხადება“ თ.20).

ანუ — ის საცოდავები, რომლებმაც შუბლსა ან მარჯვენა ხელზე მიიღეს მხეცის ნიშანი (ათეისტურ-ინჟინრული შეხედულებით მიკრო-ჩიპი) — ათას წელს ქვესკენელში იქნებიან და შემდეგ კიდევ მიეცემათ შანსი გამოსწორდნენ.

ბოლო კი მთლად კეთილი და ფრიად ოპტიმისტურია კაცობრიობისთვის:

„1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.

2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.

3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.

4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.

5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.“ („გამოცხადება“ თ.20).

„მათ შუბლზე იქნება მისი სახელი“… — ანუ მათ შუბლზე ექნებათ ღვთის ბეჭედი — „სამუდამო საშვი“ სამოთხეში.

„გამოცხადების“ ეს მცირე გამოკვლევა ალბათ იმით უნდა დავასრულოთ, რომ როდესაც ნათქვამია „მათ შუბლზე იქნება მისი სახელი“ — ეს სულაც არ იქნება მიკროჩიპი. და — ძალიანც კარგი! — დიდება უფალს!!!

◊ ◊ ◊

ბეჭედზე ანუ დაღდასმაზე: „В ранней Церкви слово “печать” (греч. – “сфраги΄с”) имело много значений. Но основное открывается в помáзании Святым миром: это печать на нас Того, Кто владеет нами. Эта печать сохраняет и защищает нашу целостность, это знак нашего высокого призвания, это начало обожéния (“теóзиса”).“

2 Responses to იოანეს გამოცხადებაში ხსენებული „მხეცის ნიშნის“ ანუ „სატანის ბეჭდის“ინჟინრულ-ათეისტური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ

  1. ვახო says:

    ძალიან საინტერესო პოსტია! ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ამოვიკითხე!

  2. MP says:

    ძალიან საინტერესო ეგზეგეზაა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.